[mwm-aal-display]
[1] მოკლე შინაარსი
ჩვენი კვირის თავში თორა მოგვითხრობს, მენორის ანთებისა და გამოყენების წესებს, რომლის შესრულებითაც ქოჰენი ასრულებს მიცვას. ასევე მოთხრობილია ლევიტებზე თუ როგორ ემზადებოდნენ გადასატან ტაძარში მსახურისათვის. თორა გვითხრობს ებრაელთა გადაადგილებაზე უდაბნოში და როგორ იყვნენ ლევიტები განლაგებულნი ამ გადაადგილებების დროს, რომელთაც გადაჰქონდათ წმინდა სკივრი. ამ თავში ასევე მოყვანილია ფესახის წესები. აჯანყება ებრაელებისა ბანაკში, რომელთა უკმაყოფილების საფუძველი, გამჩენის გზის მიტოვება იყო, მიზეზად დაღლილობასა და უხორცობას ასახელებდნენ, ასევე შექმნილი ილუზია თუ რა კარგად გრძნობდნენ თავს მიცრაიმში — წოდებული «სახლი მონობისა», ასევე თუ როგორ დასაჯა გამჩენმა უწმინდურნი და უმადურნი თავიანთი ნანდომითვე — ნანატრი ხორცით, რომელიც მათ ცხვირიდან გადმოსდიოდათ — გადაჭარბებული სიხარბის გამო. თავის ბოლოში კი სასჯელი მირიამისა და — მოშესი და აჰარონისა, რომელმაც მოშეზე წარმოთქვა ლაშონ ჰარა — ცუდ სიტყვაობა.
(რ.იცხაკ ზილბერის წიგნიდან)
[2] მიცვა უნდა შესრულდეს გამჩენის ნების მიხედვით
ლეკახ ტოვ
«და გააკეთა ასე აჰარონმა, საპირისპიროდ მენორისა, აანთო სანთლები ვით უბრძანა გამჩენმა მოშეს» (ბემიდბარ 8:3)
გვასწავლიან ბრძენები წიგნში «სიფრი» — დაგვიწერა თორამ ეს ფასუკი რათა შეაქოს აჰარონი.
მაგიდი დუბნიდან სვავს კითხვას: რა ქებაზე მიდის საუბარი აქ? უბრალო ადამიანმაც კი იცის რომ არ უნდა შეცვალოს გამჩენის ნება.
ახსნისთვის მოვიყვანთ იგავს, რომელშიც მოთხრობილია სამ ადამიანზე, რომლებიც დაავადნენ მძიმე სენით. მიმართეს მათ გამოცდილ ექიმს, მან კი ასწავლა თუ რომელი წამლები იყო საჭირო, როგორი თანმიმდევრობითა და განრიგით მიეღოთ, რათა მკურნალობა ყოფილიყო სწრაფი და ეფექტური. ერთ ერთმა მათგანმა გააკეთა ისე როგორც ექიმმა დაავალა, შესაბამისად მალე გამოჯანმრთელდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. მეორემ, რომელსაც ცოტა გაეგებოდა მედიცინაში, ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს შორის მისთვის ცნობილი წამლები მიიღო, უცნობზე კი თქვა უარი, გარკვეული დროის შემდეგ ავადმყოფობით გარდაიცვალა. მესამე პაციენტსაც ჰქონდა გარკვეული გამოცდილება მედიცინაში, მაინც მიმართა ექიმს თხოვნით აეხსნა მისთვის გამოწერილი წამლების ეფექტურობა და აზრი მათი მიღებისა, მიუხედავად იმისა რომ ექიმს არ ეთანხმებოდა, შესძლო თავის პირადი აზრების გაბათილება გამოცდილი ექიმის გადაწყვეტილების წინაშე, გააკეთა ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით და საბოლოოდ განიკურნა.
შესაბამისად ადამიანისთვის თორიდან მიცემული მიცვებიც შესაძლებელია სამი გზით შესრულდეს: პირველი ვინც ყოველგვარი გამოკვლევისა და მიზეზის გაგების გარეშე ასრულებს მიცვებს, რადგან არის გამჩენის სიტყვის შემსმენი. მეორე ტიპის ადამიანები მოითხოვენ ახსნასა და გააზრებას თუ რა მიზეზი შეიძლება იყოს მიცვაში, ესეთი ხალხი იმყოფებიან რეალურ საფრთხეში, რადგან თუ მოხდა ისე რომ მათ ვარ შესძლეს გაგება მიცვის შესრულების აზრისა, არის საშიშროება რომ ეს მიცვა მათ მიერ შეუსრულებელი დარჩება, სამწუხაროდ ბევრი ცდება და უშვებს ასეთ შეცდომას. მესამე ტიპის ხალხი მიუხედავად იმისა რომ ცდილობენ გაიგონ მიზეზი, ეძიებიან, იკვლევენ, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ იგებენ მიზეზს მიცვის შესრულებისა, მიუხედავად ამისა მათი შიში გამჩენის წინაშე, მათი ნდობა და რწმენა გამჩენის სიბრძნეში აიძულებს მათ შეასრულონ მიცვა ზედმიწევნით.
თორამ გვასწავლა — ქებიდან აჰარონისა, რომ არ დაიწყო მან ძიება მიზეზისა, არამედ შეასრულა როგორც უბრძანა გამჩენმა, შესაბამისად ყველა ვინც ეძიება და ქექავს მიზეზს მიცვისა, შეაქვს მის აქტუალურობაში ეჭვი, ცდილობს შეცვალოს და მოარგოს დროს, მიზეზით: სამი ათასი წელი გავიდა და დრო შეიცვალა, მაგალითს სხვა ერებიდან იღებს, მათთან ხომ ყველაფერს დრო ცვლის. თითქოს და უფრო ჭკვიანი იყოს ვიდრე გამჩენი — მომცემი თორისა.
[3] ხმა სინაის მთაზე
თქვა რაბი იეჰოშუა ბენ ლევიმ: ყოველდღე გამოდის ხმა (გამჩენისა) , ხორევის (სინაის) მთიდან და აფრთხილებს: ვაი! ქმნილებებს თორის სირცხვილის გამო!
გამოდის ხმა — ხმა იმის, ვისი ხმაც იქ ისმინა ისრაელმა, ხმა გამჩენისა, რომელმაც მოგვცა თორა. თორა რომელმაც გაგვხადა ნაწილი გამჩენისა, როგორც ნათქვამია ზოჰარში: ჰაკადოშ ბარეხ ჰუ თორა და ისრაელი ერთია. როდესაც გამჩენმა დაიწყო ჩვენთვის თორის გადმოცემა, პირველი გაისმა «მე ვარ ღმ-რთი», ამ სიტყვებით გამჩენი გამოეცხადა სამყაროს, იმ წუთს ყველასთვის და ყველაფრისთვის გასაგები გახდა ვინ არის გამჩენი, დედამიწის ყველა წერტილში ისმოდა ეს სიტყვები — «მე ვარ ღმ-რთი», ცხოვრება გაჩერდა სამყაროში, ჩიტიც კი არ ფრთხიალებდა იმ წამს და არც ზღვა ღელავდა, ყველა შეშინდა და ყველა დამორჩილდა მეფათა მეფეს, ბატონს სამყაროსას. სამყარომ მიაღწია იმ წამს სრულყოფილებას, რადგან მიწაზე დაეშვა თორა — აზრი და არსი დედამიწის შექმნისა, ყოველ დღე ვალდებული ვართ გვახსოვდეს და ვიგრძნოთ თავი თითქოს დღეს მივიღეთ თორა სინაის მთასთან, რადგან როგორც გვასწავლის რაბი იეჰოშუა — ყოველ დღე გამოდის ხმა, ხმა რომლის საშუალებითაც გამჩენი ეცხადება სამყაროს — ყველაფერი ემსახურება გამჩენის სახის გახსნას ამ ქვეყანაზე, თორა კი საშუალებაა ამის.
რატომ «ვაი» ? რადგან «ვაი» არის ყველაზე ღრმა სიტყვა გამომხატველი ტკივილისა, სინანულისა, რომელსაც განიცდიან მწუხარების დროს, ზუსტად ამ სიტყვით — ამ ტკივილით მოგვმართავს გამჩენი, იქიდან საიდანაც მოგვცა თორა, აგვირჩია თავის ერად და დაგვარქვა თავის სახელი. მიზეზი მწუხარებისა? ყველამ კარგად ვიცით, თორა მივატოვეთ.
გავიდა 75 წელი რაც უდიდესი ტრაგედია დაატყდა ისრელის ერს. ტრაგედია, რომელმაც ექვსი მილიონი ებრაელი, ექვსი მილიონი შვილი გამჩენისა წაიყვანა ქვეყნიდან, ექვსი მილიონი სანთელი ჩაქრა იმ დროს. მიზეზი? დავტოვეთ თორა. დავიწყეთ დევნა იმისა რასთანაც კავშირი არ აქვს ებრაელს. ამას ვაკეთებთ დღესაც, დავდევთ სიცარიელეს, სხვა ერების ვნებებს და გამჩენისთვის საზიზღარს, ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ უაზრობაში, როგორც ბრძანა მეფე შლომომ: «ამოება ამაოებისა …» (ქოჰელეთი), როგორც ცხელ წყალს ასდის ორთქლი და ქრება, არ რჩება არაფერი მისგან, ასევე გადის წლები, ცხოვრება, თაობები და არ რჩება არაფერი. ვანიჭებთ ყველაფერს უფრო მეტ მნიშვნელობას ვიდრე თორას, ჩვენი საქციელით ვიძახით — არის რაღაც მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე თორა, ეს არის სირცხვილი და სიმწარე თორისა. მიზეზი? სიშორე, უცოდინარობა, იმისა რაც მოგვცა გამჩენმა სინაის მთაზე, რადგან მასშია სიბრძნე საიდანაც შესაძლებელია განსაზღვროს ებრაელმა რა არის ნება გამჩენის.
სინაის მთაზე ისევ ისმის ყოველ დღე ხმა: ვაი! ქმნილებებს თორის სირცხვილის გამო! მაგრამ ამ ხმას არავინ ისმენს, არავინ უკვირდება, არავინ უღრმავდება და ეს არის — «ვაი»! ეს ხმა არ შეისმინეს მაშინაც — 75 წლის წინ და მივიღეთ ის რაც მივიღეთ.
გამჩენმა ყველაფერში ჩადო აზრი, არაფერი არ არის შექმნილი მისგან უბრალოდ, მოვა დღე და ამას ჩვენი თვალით ვნახავთ. კარი ღიაა, შეღებაა საჭირო, ამას კი ჩვენს გარდა არავინ გააკეთებს, თორა ყველგანაა, კითხვა ჩვენშია — გვინდა ჩვენ ის თუ არა?გამჩენმა მოგვცეს ძალა, სურვილი და რწმენა რომ ჩვენ არ ვიყოთ — ქმნილებები, რომლებიც არცხვენენ თორას!
(რაბი მოშე შაპიროს გაკვეთილებიდან)
[4] ვისი ხარჯით უნდა იქნას შესრულებული პატივის ცემა მშობლისა?
ეს კითხვა აქტუალურია მაშინ, როდესაც მშობლის პატივისცემა მოითხოვს გარკვეულ დანახარჯებს. თორის კანონი ითვალისწინებს რომ მშობლის პატივისცემა უნდა მოხდეს მშობლების ხარჯებით (რა თქმა უნდა თუ შვილს აქვს საშუალება და სურვილი, შეუძლია თვით გაწიოს ეს ხარჯები, მაგრამ კანონის თვალსაზრისით მას არ აქვს ვალდებულება), მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც შვილს უწევს მშობლისთვის დახმარების გაწევა, შედეგად კი უხდება სამსახურის გაცდენა, ასეთ დანახარჯს მშობელი მას არ უნაზღაურებს, არამედ მშობლის ხარჯით ხდება ყოველი მათი საჭიროების დაკმაყოფილება, როგორიცაა: დასასვენებლად წასვლა, რემონტი, ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ. თუ მშობლებს არ აქვს საშუალება თავის რჩენისა, მაშინ ვალდებულება გადადის შვილზე ან შვილებზე, თუ მათ რამდენიმე შვილი ჰყავთ, განურჩევლად სქესისა, ყველაზე თანაბრად ნაწილდება ხარჯი, რომელიც აუცილებელია მშობელთა უზრუნველსაყოფად. უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არც შვილს აქვს საშუალება არჩინოს მშობლები, კანონის მიხედვით ის თავისუფალია ამ ვალდებულებისგან, მაგრამ მორალის კანონის გათვალისწინებით, შვილი არის ვალდებული მიმართოს უკიდურეს ზომებს რათა მშობელმა არ იაროს ხელ გაშვერილმა, თუნდაც მოუხდეს მას თვით სიარული ხელგაშვერილს. შვილი ასევე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში დაკარგოს სამსახური ან განიცადოს დიდი ფინანსური დანაკარგი, რათა დაეხმაროს მშობელს. თუ შვილს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ან შვილები, მისი შემოსავალი კი მხოლოდ საკმარისია ან შვილების ხარჯების უზრუნველსაყოფად ან მხოლოდ მშობლების ხარჯების უზრუნველსაყოფად, ბავშვების უზრუნველყოფა მეტად ავალდებულებს მას, ვიდრე მშობლისა.