[mwm-aal-display]
[1] «ლეკახ ტოვ»
«…სახელი ერთ ერთისა — გერშომი, რადგან ნათქვამია: ‘ხიზანი ვიყავი უცხო მიწაზე'» (შემოთ 18:3)
ელიეზერი დაარქვა მოშემ თავის მეორე შვილს, რითიც მადლობა გადაუხადა გამჩენს, ფარაონისგან გაქცევაში დახმარებისთვის. (ელი-გამჩენის სახელია, ეზერ- კი დახმარებას ნიშნავს). მაგრამ გასაკვირი და დასაფიქრებელია მეორე შვილის სახელი — გერშომი, რამ აიძულა მოშე აერჩია სახელი, რომლითაც მუდამ მეხსიერებაში ჰქონდა — რომ იყო ხიზნად უცხო ქვეყანაში. კიდევ ერთი ფაქტია დასაფიქრებელი, რატომ დაარქვა მოშემ თავის მეორე შვილს — ელიეზერი და არა პირველს, ფარაონისგან შველასთან უფრო ახლო მოვლენა ხომ პირველი შვილის დაბადებაა მას კი მოშემ — გერშომი დაარქვა.
ხაფეც — ხაიმი გვიხსნის რომ, მოშე შვილებისთვის სახელის დარქმევის პერიოდში თავის სიმამრ — ითროსთან იმყოფებოდა მიდიანში. გამომდინარე ფაქტიდან, რომ მთელს მიდიანში მხოლოდ მოშე იყო მორწმუნე ერთი ღმ-რთისა, თვით ითროც კი შორს იყო ამ რწმენისგან და მხოლოდ გარკვეული დროის გავლის შემდეგ ირწმუნა ერთი ღმ-რთი, როდესაც მივიდა ისრაელის ერთან, რომელიც უდაბნოში იყვო დაბანაკებული ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, და განაცხადა: «ახლა ვიცი, დიდია გამჩენი» — ნათელია ამ სიტყვებიდან, რომ აქამდე არ იცოდა მან. მიდრაშიც ასევე გვითხრობს, როდესაც მოიყვანა მოშემ ცოლად ციპორა — ქალიშვილი ითროსი, დააფიცა ითრომ მოშეს რომ პირველი შვილი მიეძღვნა კერპისათვის, ასევე ვხვდებით რაბი იონატან ბენ უზიელის თარგმანში თორისა: არ აძლევდა ითრო საშუალებას მოშეს მოენათლა შვილი, სანამ მოშე იმყოფებოდა ითროსთან სახლში.
ახლა გასაგები ხდება შიში და სიფრთხილე მოშესი — გარემოცვის გავლენისა მასზედ და მის ოჯახზე, რათა არ ესწავლად და მიჩვეულიყვნენ ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებს. ამიტომაც დაარქვა პირველ შვილს — გერშომი — ხიზანი ვიყავი უცხო მიწაზე, რითიც ახსენებდა თავის თავს ყოველდღე, რომ ამ სამყაროში მისი წილი არის — ხიზნად ყოფნა და არა მეტი (ანუ სახელი შვილისა ახსენებდა მას რომ ცხოვრება წუთიერია — ის კი მხოლოდ ხიზანია ამ სამყაროში, ცოდვის ჩადენა კი მის ხიზნობას კიდევ უფრო გააგრძელებდა), მხოლოდ სულის — ნეშამის დაბრუნების შემდეგ თავის საწყის ადგილას — გამჩენის კალთის ქვეშ, შეიძლება ითქვას რომ დაისადგურა მან თავის სამკვიდროში.
ხაფეც ხაიმი გვიხსნის იგავით, რომელშიც ერთი კაცი, დიდი საქმეების წამოსაწყებად გაემგზავრა სხვა ქვეყანაში, გართული საქმეებით ვერც კი მიხვდა თუ როგორ დაშორდა სახლს და რამდენი ხანია არ უნახავს ოჯახი, მასთან მისულ მეგობარს, რომელიც შესთავაზებს, ცოტაოდენ დასვენებას და გასართობად წასვლას — რას უპასუხებს ის? იქვე პირდაპირ უპასუხებს: მომწყდი თავიდან, განა ამისთვის დავტოვე ოჯახი? მიზანი ჩემი წამოსვლისა ასეთ სიშორეზე, მხოლოდ ჩემი ოჯახის გამოკვება და უზრუნველყოფაა, ყოველი წამი ჩემთვის ძვირფასია. ასევე სული — ნეშამა ადამიანისა, ეშვება მაღალი სამყაროებიდან ამ სამყაროში, მოკლე დროით, მხოლოდ ერთი მიზნით — რათა დაეუფლოს თორასა და ემსახუროს გამჩენს, რითიც დაიმსახურებს დიდ გასამჯელოს მომავალ სამყაროში, და აქაც მოგვაკითხავს იეცერ ჰარა — ბოროტი, რათა მოგვაცდინოს და გაგვაფანტინოს მთელი დრო სიცარიელესა და სისულელეების დევნაში. ამიტომ გვმართებს ჩვენს მივუბრუნდეთ მას და ვუთხრად მტკიცედ და შემართებით: განა არ იცი რომ მე მხოლოდ ხიზანი ვარ ამ უცხო მიწაზე? ჩემი სული დაეშვა ამ ქვეყანაზე მაღალი სამყაროებიდან, დატოვა მუდმივი სასუფეველი, მხოლოდ ერთი მიზნით — რათა მოაგროვოს გასამჯელო და უზრუნველყოს მისთვის უკეთესობა მომავალ — მუდმივ სამყაროში. შენ კი ცდილობ მომაცდინო მთელი რიგი სიცარიელითა და სიცრუით, რა პასუხი გავცე გამჩენს — დაბრუნებულმა ცარიელი მასთან?!
შლ»ა ჰაკადოში — რაბი იეშაიაჰუ ჰალევი გურვიცი იძახის: ‘ამ-ჰაარეცად (ამ-ხალხი; ჰაარეც-მიწა. მიწის ხალხი — ანუ მიწაზე მიწებებული, გაუნათლებელი და სულიერებისგან შორს მყოფი ხალხი, რომლებიც გრძნობენ ამ სამყაროში თავს როგორც სახლში) იწოდება ადამიანი, რომელიც მიწებებულია მატერიალურობას. ვალდებულია გამოიმუშავოს თავის თავში გრძნობა რომ არის — ხიზანი უცხო მიწაზე, ეს კი დაეხმარება მას დაშორდეს მატერიალურობას და გაძლიერდეს სულიერებაში — დაუახლოვდეს გამჩენს ‘.
რაბი ხაიმ შმულევიჩი — «იეშივათ მირის» პირველი წინამძღოლი ერეც ისრაელში, გვიხსნის: ბენ ოლამ ჰაბა (შვილი მომავალი სამყაროსი — ანუ ის ვინც იმსახურებს მომავალ სამყაროს) — არის ადამიანი, რომელიც გრძნობს თავს ამ სამყაროში, როგორც დროებით მოსულს, მუდმივ სამყოფელს კი მომავალ სამყაროში — ოლამ ჰაბა. მაგალითად: როგორც ამერიკელ ტურისტზე ყველგან უთითებენ რომ ის ამერიკელია, ასევე ადამიანი, რომელიც ოლამ — ჰაბის ღირსია, უთითებენ რომ ოლამ — ჰაბის შვილია.
რაბი ელიაჰუ დესლერი ერთხელ აცილებდა თავის ერთ ერთ მოსწავლეს, რომელმაც დატოვა იეშივა და გაემგზავრა სხვა ქვეყანაში. როდესაც მიახლოვდნენ მატარებლის ვაგზალს — მიუბრუნდა მოსწავლე და მიმართა რავს — «დამლოცე რაბი», რაბი ელიაჰუმ დალოცა: «გისურვებ მთელი გულით რომ იპოვო მშვიდი ადგილი შენს მგზავრობაში», გაკვირვებით შეხედა მოსწავლემ რაბის და მიმართა: «რაბი მხოლოდ ესე მლოცავ? ვფიქრობდი დამლოცავდი მთელი ცხოვრების მანძილზე, შენ კი მხოლოდ კეთილი მგზავრობა მისურვე». მიმართა მას რაბი დესლერმა: «მთელი ცხოვრების მაძილზე დაგლოცე, ვიგულისხმე მგზავრობა, რომელიც გრძელდება მთელ ცხოვრებას — მომავალ სამყარომდე, გისურვებ მთელი ამ გრძელი გზის მანძილზე გქონდეს მშვიდობა».
ლოცვით, რომლითაც რაბიმ მოსწავლე დალოცა, შეიცავს ასევე სწავლებას, რომელსაც ვსწავლობთ — სახელი გერშომიდან, ადამიანს მართებს, მუდამ გრძნობდეს თავს თითქოს და მოგზაურობაში იყოს ერთი ადგილიდან მეორეზე, რადგან მოგზაურობისას ადამიანი, არ აქცევს დიდ ყურადღებას სირთულეებსა და განსაცდელებს, რადგან იცის — ეს ყველაფერი დროული და სასრულია, მსგავსად მოგზაურისა — ის ვინც ამ სამყაროს მხოლოდ კორიდორად თვლის მომავლ სამყაროსკენ, არ მიაქცევს ყურადღებას შექმნილ სირთულეებს, რითიც გაიადვილებს ცხოვრების გზას, როგორც მატერიალური ასევე სულიერი კუთხით — გამჩენის გზაზე.
[2] ახალი თვე — თორის ძალა
ლეკახ ტოვ
«იქნება ეს თვე, პირველი — თავი, თვეებისა წლის» (შემოთ 12:2)
ბრძანეს ბრძენებმა (მეხილტა): მოშემ უჩვენა ისარელის ერს ახალი მთვარე და უთხრა მათ: «დაინახავთ მსგავს — გამოაცხადებთ ახალ თვეს, ყველა თაობასა თქვენსას.» — აქედან ვსწავლობთ რომ ახალი თვეებისა და დღესასწაულების დადგენა გადაეცა ისრაელის ერს. ასევე ვხვდებით ბრძენთა დადგენილებას (იალკუტ შემოთ — 191), რომლებმაც თორის სიტყვებიდან «ესენია — დღესასწაულები ღმ-რთისა, რომლებსაც დაადგენთ და გამოაცხადებთ, წმინდა შეკრებად» — ისწავლეს აქედან და გადმოგვცეს — ბრძანებს გამჩენი: თუ დაადგენთ და გამოაცხადებთ იქნება წმინდა, თუ არა — არ იქნება წმინდა.
ბაბილონის თალმუდში ტრაქტატ როშ — ჰაშანა: 25ა: მოგვითხრობს რაბი იოშუაზე, რომელსაც უნდოდა დაედგინა ახალი თვე საწინააღმდეგოდ რაბან გამლიელის აზრისა, ანუ განსხვავებულ თარიღით. (რაბან გამლიელი ამ პერიოდში იყო ნასი — მეთაური, ერის წინამძღოლი — სანჰედრინის თავი, რომელიც ადგენდა ნებისმიერ დადგენილებასა და წესს ისრაელის ერში), შეუთვალა რაბან გამლიელმა რაბი იოშუას, რომ მოსულიყო ის იომ-ქიფურში, რომელიც თავისი გამოთვლით დაადგინა და არა როგორც რაბან გამლიელმა — ჯოხითა და ფულით ხელში (რაც არის დარღვევა იომ-ქიფურის დღის სიწმინდისა). მივიდა მასთან რაბი აკივა და ნახა რაბი იოშუა მოწყენილი, და უთხრა მას: ‘რაც კი გააკეთა რაბან გამლიელმა — გააკეთა, როგორც ნათქვამია: «ესნია — დღესასწაულები ღმ-რთისა, რომლებსაც დაადგენთ და გამოაცხადებთ», როგორც დროულად ასევე უდროოდ, არ გვაქვს ჩვენ სხვა დღესასწაული არამედ მხოლოდ ეს. ასევე გვითხრობენ ბრძენები: იკრიბებიან ანგელოზნი — მსახურნი გამჩენისა და ეკითხებიან მას ‘შემქმნელო ქვეყნიერებისა, როდის არის ახალი წელიწადი?’ პასუხობს გამჩენი: ‘მე მეკითხებით? მეც და თქვენც ვეკითხებით მიწის ბეით — დინს’ — (ებრაელურ სასამართლოს, რომელიც ადგენს ახალ თვეს და შესაბამისად ყველა თარიღს დღესასწაულებისა. ეს გახლდათ მიზეზი რაბან გამლიელისა, რომელმაც მოუწოდა რაბი იოშუას დაერღვია წმინდა დღე, რომელიც რაბი იოშუამ სასამართლოს გარეშე, მარტომ დაადგინა. რადგანაც საჭირო იყო სასამართლოს დადგენილება აქედან გამომდინარე მის დადგენილებას ძალა არ ჰქონდა, შესაბამისად მას არ დაურღვევია სიწმინდე დღისა).
ზემო აღნიშნულიდან ვხედავთ, რომ ყველაფერი რაც კი დაკავშირებულია დროსთან, დამოკიდებულია ებრაელ ერზე და თვით გამჩენსაც კი არ ძალუძს შეცვალოს. უფრო მეტიც — აქედან ვხედავთ რომ, თორამ ისრაელის ერს მიანიჭა ძალა შეცვალოს განრიგი ქვეყნიერების წყობისა. ბრძენები გვასწავლიან: ადამი (პირველი ადამიანი) ათვლას თვეებისა, აწარმოებდა მზის მიხედვით, ასევე მას მერე თაობები, ათვლას აწარმოებდნენ მზის მიხედვით, თორამ კი ისრაელის ერს მიანიჭა ძალა ათვლა აწარმოოს მთვარის მიხედვით, რითიც შეცვალა ათვლა თვეებისა დასაწყისისა სამყაროსი, ამასთანავე ახალ თვეს ადგენს ებრაელური სასამართლო, თორის წესების შესაბამისად. ახალი თვის დადგენა — ძალაში შედის, თუნდაც გადაწყვეტილების მიღება არ ემთხვეოდეს ახალ მთვარეს, თუნდაც ეს იყოს გამოწვეული შეცდომით, ან გარკვეული ჩანაფიქრის გათვალისწინებით (რა თქმა უნდა თორით მინიჭებული ძალის ფარგლებში) ცვლიან თვის განრიგს (მაგ: რომ არ დაემთხვეს გარკვეული დღესასწაული შაბათს). თორა ასევე ანიჭებს სასამართლოს ძალას, დაამატოს თვე წელიწადს (როგორც ყოველ მეოთხე წელიწადს გვაქვს 13 თვიანი წელიწადი).
დადგენით ახალი თვისა და წელიწადისა ებრაელური სასამართლო ცვლის არა მარტო, კალენდარულ თანამიმდევრობას, არამედ ასევე ცვლის სამყაროს რეალობას. იცვლება ასაკი მოზარდისა, რომელიც უნდა შესრულებულიყო ცამეტი წლის (და გამხდარიყო სრულფასოვანი მამაკაცი — ებრაელური წესის გათვალისწინებით) და ესეც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ განვითარებასთან, რადგან თვით ბუნება ცვლის რითმს შესაბამისად დადგენილებისა ახალ თვეზე.
თორით მონიჭებული უდიდესი ძალა, რომლითაც ისრაელის ერი განკარგავს ცის მნათობებს, გამომდინარეობს მხოლოდ თორის ერთი მიცვიდან — კიდუშ ჰახოდეშ — ახალი თვის დადგენა, აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვანა თუ რამხელა ძალასა და უპირატესობას გვანიჭებს თორის სწავლა, როგორც ნათქვამია: «მიცვა — სანთელია, თორა კი — შუქი» (მიშლეი), ვხედავთ თორაც შედარებულია შუქს, მაგრამ არ ჰყავს ბადალი მას ცაშიც კი, რათა არ აქვს არაფერს შუქი მსგავსი თორისა. ბრძანებს თორა: «ესენია წარმონაქმნი ცისა და მიწისა…» — შექმნილი გამჩენისა, ბრძანა გამჩენმა თორაში ერთი წინადადება და შექმნა მთელი ცა, რომელიც შეიცავს მზეს, მთვარეს, მილიონობით ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედებს, თორის ძალით აგრძელებენ არსებობას.
თორის ძლევამოსილებაში ისევ და ისევ ვრწმუნდებით, მის სიწმინდესა და მნიშვნელობაში. ვხვდებით რაოდენ დიდი წყალობა და სიყვარული გამოიჩინა ჩვენს მიმართ გამჩენმა, მოგვცა თორა, ამით კი მოგვანიჭა უდიდესი ძალა, მოვიტანოთ სიკეთე ქვეყანაში, გავანათოთ ის გამჩენის შუქით და ვხვდებით რამხელა ვალდებულება გვაკისრია თორის სწავლისა და შესრულებისა, განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს, როდესაც თორა მიტოვებულია და სიბნელე სუფევს დედამიწაზე.
[3] ებრაელის სამი ნიშანი — თეფილინი
ნაწილი #3
«და გექნება შენ, ნიშნად მკლავსა, და სამახსოვროდ თვალებსა შორის შენისა…». (ბო-13:09) — თორის კომენტატორი რაში(რაბი შლომო იცხაკი) გვიხსნის: ამ მონაკვეთში თორისა, გამჩენი გვავალდებულებს რომ მიცრაიმიდან გამოსვლა იყოს ჩვენი ნიშანი (გვახსოვდეს მუდამ) დავწეროთ სამახსოვროდ და დავიბნიოთ ხელსა და თავზე.
«და გექნება ნიშნად მკლავსა შენსა, და მშვენებად თვალებსა შორის შენისა, რადგან გამოგვიყვანა მკლავითა ძლიერითა მიცრაიმიდან ღმ-რთმა».(ბო-13:16) — რაში(რაბი შლომო იცხაკი) გვიხსნის: თვალებს შორის — ეს არის თეფილინი.
ბენ იშ ხაი — რაბი იოსეფ ხაიმი ბაღდადიდან — სწავლობს თორის შემდეგი ნაწილიდან: » და გექნება შენ, ნიშნად მკლავსა, და სამახსოვროდ თვალებსა შორის შენისა…» — აქ არის წყარო, საიდანაც დაგვავალდებულა გამჩენმა თეფილინის დადებაზე. გამჩენმა დაგვავალა მარცხენა ხელზე დავიდოთ თეფილინი, გულის საპირისპიროდ, თავზე კი ტვინის საპირისპიროდ, რადგან იყოს ღმ-რთის სამსახურში ჩვენი თავი და გული, რადგან თავია შემკრები ადამიანის ფიქრებისა — გონება, ხოლო გული გამტარი სიბრძნისა. რადგანაც თეფილინის საშუალებით დაეშვება სიწმინდე მათზე, მათი განწმენდით კი განიწმინდება მთელი სხეული რადგან, გულსა და თავს მიჰყვება სხეულის ყველა ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ არ დაიდებს ებრაელი თეფილინს, იქნება ეს ორი ორგანო წუნდებული და შესაბამისად მთელი სხეული იქნება წუნდებული. გონიერი მიხვდება და შეიგნებს, რადგან ცნობილია — გულშია სიბრძნე და თავში გონიერება, საერთო ჯამში კი ორივე ერთად, ერთ საქმეს ემსახურება. თუ იქნება გული წმინდა (სუფთა ცუდი ვნებების, სურვილებსა და მისწრაფებებისგან, რომლებიც გულიდან მოდის), შესაბამისად განიწმინდება თავიც, ვხედავთ რომ გულია საწყისი, როგორც ბრძანებენ ბრძენები ბაბილონის თალმუში (სანჰედრინი): გამჩენი მოითხოვს გულს, რადგან სიწმინდეა ის გონებისა.., და ასევე ცნობილია, რომ თვალები არიან გაგრძელება გულისა (ვნებების), ასევე ბრძანეს ბრძენებმა (ზოჰარი): გული და თვალები არიან ხელისშემწყობნი ცოდვის ჩადენაში. ამიტომაც დაგვავალა გამჩენმა რომ გვქონდეს თეფილინი თავისა — წმინდა ბეჭდათ თვალებს შორის, რომ იყოს სიწმინდე მათზე და არ გაუწმინდურდებიან (თვალებზე). თეფილინი მკლავისა — რათა იყოს გავლენა სიწმინდისა გულზე, რათა არ გაუწმინდურდეს ის.
თეფილინის დადება — არის მიცვა — გააკეთე ანუ დამავალდებულებელი თორიდან, მიუხედავადამისა ბრძენები ბევრს გვაფრთხილებენ ზეპირ თორაში მის სიმკაცრესა და დიდ მნიშვნელობაზე: (შაარეი თეშუვა) ებრაელს, რომელსაც არც ერთხელ არ დაუდია თეფილინი, ითვლება დანაშაულის ჩამდენად სხეულით. სასჯელი მათი მკაცრია. ასევე ნაბრძანებია მიდრაშში: წარსდგა ისრაელის ერი გამჩენის წინ და უთხრა ‘გვინდა შევასრულოთ მთელი თორა, მაგრამ არ გვძალუძს’- უპასუხა გამჩენმა — ‘დაიდეთ თეფილინი (ყოველდღე) და ჩაგითვლით თითქოს იცავდით მთელ თორას’, როგორც ნათქვამია: და იყოს თორა ღმ-რთისა პირზე შენზე’, და წერს სმაგი (თორის დიდი კომენტატორი, ძირითადად კანონის განხრით): 613 მიცვა დაგვავალა გამჩენმა თორიდან, მაგრამ არაა არც ერთი მათგანი ნიშანი ებრაელისა, გარდა სამისა: მილა, შაბათი, თეფილინი, რომ ნათქვამია სამივეზე ნიშანი ებრაელობისა. მათი საშუალებით ავლენს და ამტკიცებს ებრაელი, სამსახურს ღმ-რთისას. როგორც ნათქვამია: «ორი მოწმის საშუალებით დადგინდება ჭეშმარიტება» (სინამდვილეში აქედან სწავლობენ სასამართლოზე, რომ არ შეიძლება ერთი მოწმე ჩაითვალოს მოწმედ, არამედ მინიმალურ რიცხვს წარმოადგენს — ორი) ესენია ბრით მილა და შაბათი. ებრაელი არ ითვლება სრულ ფასოვნად თუ არ «ჰყავს» მუდამ თან ორი მოწმე, რომლებიც მოწმობენ მის ებრაელობაზე. შაბათსა და კაი დღეს, ებრაელი თავისუფალია თეფილინის მიცვისგან, რადგან თვით ეს დღეები ითვლებიან ნიშნად.