ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №24 (კორახ)

Дата: | Автор материала: null

1166

[mwm-aal-display]

[1] შური — საწინდარი განადგურებისა

ლეკახ ტოვ

«და აიღო კორახმა შვილმა იცაჰარისა …» (ბამიბარ 16:1)

ბაბილონის თალმუდში (მენახოთ 29:) ბრძენები გვასწავლიან რომ გამჩენმა სამყარო შექმნა მსაგვსად ვერანდისა, ვისაც აქვს სურვილი დატოვოს — ტოვებს მას. ყველაფერი კი დამოკიდებულია ადამიანზე, თუ ინდომებს დაბრუნებას (იგულისხმება თეშუბა) ეძლევა საშუალება დაბრუნდეს. გვასწავლის რეიშ ლაკიში: როგორც წერია: «დამცინავთ დასცინის ის (გამჩენი), თავმდაბალთ კი აძლევს მშვენებას. — ვინც მიდის განსაწმენდად (თეშუბა) ეხმარებიან მას, ვინც მიდის დასაბინძურებლად (შესაცოდად) არ უშლიან მას»

რაბი ხაიმ შმულევიჩი წიგნ «სიხოთ მუსარ»-ში გვიხსნის ბრძენების გამონათქვამს: გამჩენმა სამყარო შექმნა ისე რომ ვისაც აქვს სურვილი დატოვოს — ტოვებს მას. ახსნა ამისა კი შემდეგია: ზოგადად ადამიანი შემოფარგლულია და აქვს საზღვრები, იეცერ ჰარა — მაცდური მის შეცდენას ერთი ცდუნებით ვერ ახერხებს, არამედ ეუბნება მას: დღეს გააკეთე — (შესცოდე) ასე, ხვალ გააკეთე ასე. ნელ ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ, ატოვებინებს ამ საზღვრებს.

მაგრამ ასევე არის გზა — ვისაც აქვს სურვილი დატოვოს — ტოვებს მას, ეს გზა გამოირჩევა იმით რომ, ადამიანი ტოვებს ერთბაშად, მყისიერად ტოვებს ყველა საზღვარს. ასეთ შემთხვევაში იეცერ ჰარა, მას აღარ აცდენს ნელ ნელა, არამედ მთელი შემართებით მიაქანებს მას უფსკრულისკენ — უღმ-რთობისკენ, რადგან ასეთი ადამიანისთვის ყველაფერი ღიაა და შემოუფარგლავი, მას აღარ აქვს კონტროლი თავის თავზე — მან დატოვა საზღვრები. შესაბამისად თუ აქვს სურვილი დაბრუნდეს — გააკეთოს თეშუბა, ის გასასვლელი საიდან მან დატოვა საზღვრები აღარ არის მისთვის საკმარისი უკან დასაბრუნებლად, არამედ მას სჭირდება ახალი განსაკუთრებული შესასვლელი — გამჩენის დახმარება. მრავალია გზები, რომლითაც ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს, ერთ ერთი მათგანი კი შურია, როგორც გვასწავლიან ბრძენები (პირკეი ავოთ): შური, ვნებები და სიამაყე, ატოვებინებს ადამიანს სამყაროს. კორახმაც ზუსტად შურის გამო დატოვა სამყარო. კითხვის აზრი, რომელსაც ბრძენები სვავენ: კორახი, საღი აზროვნებისა იყო, რამ მიიყვანა ამ სისულელემდე?   ახსნა არის შემდეგი: როგორ დატოვა კორახმა ეს სამყარო? ამაზე კი პასუხი შემდეგია: შეშურდა ელიცაფან ბენ უზიელის, რომელიც იქნა არჩეული მეთაურად. რადგანაც დატოვა კორახმა ეს სამყარო — გავიდა საზღვრებიდან, განწირული იყო ის ჩაედინა ნებისმიერი სისულელე, შეუფერებელი მისი დონის ბრძენისთვისაც კი.

[ მთარგმნელისგან: კორახი იყო ერთ ერთი მეთაური — ნასი, მას ეკავა მაღალი თანამდებობა, ხალხში ჰქონდა პატივი და გამოირჩეოდა თორის დიდი ცოდნით. მაგრამ ვხედავთ, თვისება, რომელსაც შური ჰქვია, იმდენად ძლიერი და მავნე აღმოჩნდა, რომ მასაც კი აურია თავგზა, დააკარგინა აზროვნების უნარი ისეთ დონემდე, რომ მოშეს დასდო ბრალი თითქოს იგი იყო მიკერძოებული ოჯახის წევრების დასაქმებაში გამჩენის სამსახურში, ხოლო დანარჩენთ ამის საშუალებას არ აძლევდა, ანუ არ სჯეროდა კორახს, რომ მოშეს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იყო გადადგმული გამჩენის სამსახურში, იყო ნაკარნახები ციდან. შეგვიძლია გავაკეთოდ დასკვნა აქედან, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ადამიანი, როდესაც ის არის შურით შეპყრობილი და მას პირადი ინტერესები ამოძრავებს, სადამდე შეიძლება მივიდეს მისი ილუზია და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. როგორც ვიცით კორახმა ასევე თან დაიყოლია ორასორმოცდაათი მაღალჩინოსანი, რომელთაც ასევე განსაკუთრებული ადგილი ეკავათ საზოგადოებაში. ბოლო მათი იყო — გასვლა ამ სამყაროდან, მაგრამ უკვე საბოლოოდ, არა მორალურად არამედ ფიზიკურად — მათვის გამჩენმა განსაკუთრებული სასჯელი მოიყვანა აღსრულებაში, როგორიც სამყაროს არ ახსოვს — გაიხსნა მიწა და ჩაყლაპა ყველა ვინც კი ეჭვი შეიტანა მოშეს ჭეშმარიტებაში და არ დაბრუნდა თავის დროზე ამ სულელური და შეუფერებელი წამოწყებიდან, მაგრამ სასწაული ასე არ დამთავრდა, გამჩენმა მიწა მათი ჩაყლაპვის შემდეგ ისე შეაერთა, თითქოს იმ ადგილას არც არაფერი მომხდარიყო, შეიძლება ითქვას ეს იყო გაკვეთილი გამჩენისგან, რომ ყველა შურით სავსე ადამიანი, ქვეყნის დატოვების შემდეგ არ ტოვებს არაფერს უკან, მასზე მოგონებაც კი არ რჩება.]

[2] ძლიერი საფუძველი — მარადისობის საწინდარი

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

საუბარს დავიწყებ ბრწყინვალე აზრით, რომელიც მე მოვისმინე ჩემი მასწავლებლისგან რაბი ბინიამინ ცალბერგერისგან, ერთ ერთი ხელმძღვანელთაგანი იეშივისა «ბეით ჰათალმუდ».

ერთხელ მივმართე მას კითხვით, რომელიც მაწუხებდა: მაინტერესბდა როგორ შეიძლება ყოფილიყო რომ, ადრე შენდებოდა დიდი სინაგოგები, რომლებიც იყო ხალხით სავსე, ბოლო დროს კი სამწუხაროდ, სრულიად ცარიელია. ამის ახსნა შეიძლება სხვა დ სხვა გზით: შეიცვალა მოსახლეობა სინაგოგისა გარშემო ან კიდევ სხვა, მაგრამ თვით ფაქტი შემაშფოთებელია — აშენდა სინაგოგა და ახლა ის სრულიად ცარიელი დგას.

მან კი ამ კითხვაზე შესანიშნავი მიპასუხი გამცა: როდესაც შენდება სახლი, საფუძველი მისი უნდა იყოს გათვლილი სათანადოდ, უნდა იყოს გამოყენებული მკვრივი და ხარისხიანი მასალები, რათა იყოს მყარი და რაც უფრო საგულდაგულო იქნება საფუძველი მით მეტ ხანს იდგება შენობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სულიერ მშენებლობაშიც იგივე პრინციპებია. ისინი ვინც ადრე აშენებდნენ სინაგოგებს, საფუძვლად დიდ სიწმინდესა და ებრაელურ სულს უდებდნენ, ამიტომ ეს სინაგოგები საუკუნეები არსებობდნენ. დღეს კი აშენებული სინაგოგები მოკლე ჟამს ძლივს ძლებენ, შემდეგ კი მხოლოდ ისტორიად იქცევიან — დგანან ცარიელნი. ჩნდება კითხვა — როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი სინაგოგა და იეშივა? ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხად, შესაფერისი იქნება სათანადოდ ვერ გათვალა საფუძველი. რაღა დარჩა თუ მოხდება კატასტროფა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც მსმენია ერთი არაჩვეულებრივი ებრაელისგან ბნეი ბრაკიდან. იეშივათ პონოვიჩის ქვეშ, არის დიდი და მყარი თავშესაფარი. ჰყვებოდა ის ებრაელი: როდესაც შენდებოდა იეშივა, იეშივის ხელმძღვანელობისგან ვიყავი დანიშნული პასუხიმგებლად მეხელემძღვანელა მშენებლობისთვის. შესაბამისად სახელმწიფო სამსახურებისგან მივიღე განკარგულება, თუ როგორი გზით უნდა აშენებულიყო შენობა რათა ის ყოფილიყო მყარი. ვაღიარებდა რომ სახელმწიფოს მიერ გაცემულ განკარგულებებს ჭკუიდან გადავყავდი, თავდაპირველად სახელმწიფომ მოითხოვა ერთი სახის მასალები, დროთა განმავლობაში მათი მოთხოვნები მკაცრდებოდა და ხდებოდა შეუძლებელი. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და წავედი ოფისში საიდანაც განკარგულებებს იძლეოდნენ და იქ ხელმძღვანელი გამოვიჭირე, ვკითხე მას: რა არის თქვენი მიზანი? თქვენ გნებავთ ააშენოთ თავშესაფარი ატომური ბობმის დარტყმას რომ გაუძლოს? მან კი მიპასუხა: მე აგიხსნი რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენ გვინდა აგაშენებინოთ ისეთი თავშესაფარი, რომელიც გაუძლებს თუნდაც ისეთ აფეთქებას, რომლის შედეგადაც დიდ მანძილზე გადასროლილი თავშესაფარი დარჩება მთელი და უვნებელი. აი ასეთია ჩვენი მიზანი!

ასეთი იდეა არსებობს ასევე სულიერებაში. ნიუ იორკში არის იეშივა სახელად «მირ»-ი. განა არის ამერიკაში ქალაქი სახელად «მირ»-ი? ასევე ისრაელში არის უბანი, რომელსაც ვიჟნიცი ეწოდება, განა ისრაელში არის ასეთი ქალაქი? არა, და არც პონოვიჩი და არც სლობოდკაა არაა… არამედ ევროპაში იყო ქალაქი, რომელსაც ერქვა მირი, პონოვიჩი ვიჟნიცი და ა.შ. ამ ადგილებში იყო შექმნილი იეშივები — თორის ცენტრები და ასევე დიასპორები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენდნენ თავშესაფარს ასობით ოჯახისთვის და მრავალი თაობისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ, უეცრად მოხდა აფეთქება — კატასტროფა (მეორე მსოფლიო ომი), რომელმაც ეს თავშესაფრები ევროპიდან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში გაისროლა და ისინი უვნებელი დარჩნენ, იქ დღემდე გრძელდება თორის სწავლა და ტრადიციების შენახვა. ნათელია, ვინც აშენებდა ამ თავშესაფარებს მათ საწყის ადგილას, საფუძველში ჩადო განუმეორებელი ძალა გადარჩენისა, რათა მოსალოდნელი კატასტროფა არ ყოფილიყო საფრთხის მომტანი, კატასტროფის გამო თავშესაფრები — იეშივები და დიასპორები იქნა გადასროლილი დიდ მანძილზე, მათ კი ამის შედეგად არაფერი დაკლებიათ. დღეს აშენებული სახლები კარგად გამოიყურება სანამ ახალია, მაგრამ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ჩნდება ბზარები, ყველა ხვდება რომ მშენებელმა სათანადოდ ვერ გათვალა საფუძველი. რაღა დარჩა თუ მოხდება კატასტროფა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, ეყოფა კი ჩვენს სახლებს გამძლეობა — გვაქვს კი ჩვენ საკმარისი სულიერი ძალა გავუძლოთ იგივეს? როგორ სულიერ ძალასა და სიწმინდეს ვდებთ ჩვენი სახლის საფუძველში მისი მშენებლობის დროს? შეძლებენ ისინი გაძლონ 50 — 100 წელს? ნუთუ ჩვენც ვაშენებთ მსგავსად ჩვენი წინაპრებისა სახლებს მყარად რომ გაძლონ ასობით საუკუნე — არის ჩვენი სახლის საფუძველში საკმარისი თორა და მიცვები? 

[3] თხოვნა მშობლისა, რომელიც თორას ეწინააღმდეგება

იმ შემთხვევაში, როდესაც თხოვნა ან სურვილი მშობლისა არის საწინააღმდეგო თორისა ან ბრძენების დადგენილებისა, აკრძალულია მათი შესრულება. რადგანაც თორაში ნათქვამია : » გეშინოდეს დედისა და მამისა შენისა და დაიცავი შაბათი ჩემი, რადგან მე ვარ უფალი ღმ-რთი თქვენი.» თორის კომენტატორები ამ ნაწყვეტს შემდეგნაირად ხსნიან : შემთხვევითი არაა ასეთი დამთხვევა ორი განსხვავებული მიცვისა, — თუ მამა ან დედა მითხოვენ შვილისგან შაბათის დარღვევას, აკრძალულია მათი მოსმენა (ასევე ნებისმიერი სხვა ვალდებულების ან აკრძალვისა თორიდან)რა არის ამის მიზეზი? პასუხი ფრაზის გაგრძელებაშა — «… რადგან მე ვარ უფალი ღმ-რთი თქვენი.» — როგორც შენ, ასევე შენი მშობლები არიან ვალდებული შეასრულონ და დაიცვან ჩემი წესები.

იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები ეწინააღმდეგებიან შვილის გადაწყვეტილებას — აპატიოს ებრაელს რაიმე საქციელი, შვილი არ არის ვალდებული მოუსმინოს მათ, რადგან თორიდან არის აკრძალული ზიზღი ებრაელისა გულში, როგორც წერია თორაში : » არ გეზიზღებოდეს მეგობარი (ებრაელი) შენი გულსა შენსა.». მამა, რომელიც უშლის შვილს თქვას კადიში აწ გარდაცვლილ დედაზე, ასევე დედა, რომელიც უშლის შვილს კადიშის თქმას აწ გარდაცვლილ მამაზე, შვილი არაა ვალდებული მოუსმინოს მას. თუ მშობლები უშლიან შვილს გადასახლებაზე ისრაელის მიწაზე, შვილი არ არის ვალდებული მოუსმინოს მათ. თუ შვილი ასრულებს ნებაყოფლობით მარხვებს, ამას კი მშობელი ეწინააღმდეგება, გარდა სავალდებულო მარხვებისა შვილმა უმჯობესია მოუსმინოს მშობლებს, ან ნუ იმარხულებს მათ წინაშე.                                  [გამოცდილებიდან, ფსიქოლოგები გვიზიარებენ, რომ ხშირად მშობლების უადგილო და ეგოისტური ჩარევის გამო, ინგრევა ბევრი ლამაზი და კარგი ოჯახი, რადგან მათი დაჟინებული ზეწოლის შედეგად, შვილს მოსდის შეცდომა, მშობლის პატივისცემის მიცვის არასწორი ინტერპრეტაციისა, იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და ყველაფერი სრულდება სავალალოდ. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიმრთონ გამოცდილ რაბის, რადგან აკრძალულია მშობლის დიქტატურის მოთმენა, თავიდან ტრაგედიის აცილების მიზნით.]


http://www.beerot.ru/?p=15883