ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №28 (მატოთ)

Дата: | Автор материала: null

1072

[mwm-aal-display]

[1] კვირის თავის მოკლე შინაარსი — რაბი იცხაკ ზილბერი

ჩვენი კვირის თავში მოთხრობილია, ომის შესახებ მიდიანელებთან, ეს ომი იყო დავალებული გამჩენის მიერ და წარმოადგენდა მილხემეთ მიცვა — ომი, რომელიც არის მიცვა, ნაბრძანები გამჩენისგან, ანუ მას არანაირი პოლიტიკური ან სტრატეგიული დანიშნულება არ ჰქონია. ამის ბრძანება გამჩენმა წინა კვირის თავში დაგვიწერა თორაში. ფარაშა მოგვითხრობს თუ როგორი შემადგენლობით იბრძოდა და როგორ გაანადგურა ისრაელის ჯარმა მიდიანელები, ასევე ფარაშაში მოთხრობილია, ნადავლის განაწილების შესახებ. ფარაშა მთავრდება შეტყობინებით, რომ რეუვენის, გადისა და ნახევარი მუხლი მენაშესი დაბანაკდნენ იორდანის სამხრეთ სანაპიროზე, ისინი არ შევიდნენ ერეც ისრაელში პირადი ნებით, მათ თხოვეს მოშე რაბეინუს დარჩენა ისრაელის მიწის გარეთ, მოშე რაბეინუმ მათ ამის საშუალება პირობის შესრულების შემთხვევაში მისცა, მათ უნდა ებრძოლათ ერეც ისრაელის მიწის დაპყრობისთვის, მასში მობინადრეთა წინააღმდეგ, ამასთანავე მათ წინა პოზიციებზე უნდა ებრძოლათ. რაღათქმა უნდა პირობა იქნა შესრულებული.

[2] თორის საფუძველი

„და უთხრა (ერმა) მოშეს: შენ გველაპარაკე ჩვენ, და მოუსმინე შენ (მცნებებს გამჩენისას), და ნუ დაგველაპარაკება ჩვენ გამჩენი რათა არ დავიხოცოთ“ (შემოთ 20:16)

ბრძენები თალმუდში (ბ. თ. მაკოთ 24.) გვასწავლიან, რომ პირველი ორი მცნება: „მე ვარ გამჩენი ღმ-რთი შენი; არ გეყოლება სხვა ღმ-რთები ჩემს გარდა!“ — ისრაელის ერმა პირადად ისმინა გამჩენისგან, დანარჩენი კი მოშემ გადასცა, ხალხისვე თხოვნით: და მოუსმინე შენ (მცნებებს გამჩენისას), და ნუ დაგველაპარაკება ჩვენ გამჩენი რათა არ დავიხოცოთ“ , რადგან ერმა ვერ გაუძლო გამჩენის საუბარს.

ვილნიუსელი გაონი გვასწავლის — მტკიცებულება იმისა, რომ ერმა თვით ისმინე ეს სიტყვები გამჩენისგან თვით სიტყვებში გამოიხატება, რადგან გამჩენი პირველ პირში მიმართავს ერს — „მე ვარ გამჩენი ღმ-რთი შენი; არ გეყოლება სხვა ღმ-რთები ჩემს გარდა, ხოლო დანარჩენ მცნებები კი მეორე პირშია — არ გამოთქვა სახელი გამჩენისა ღმ-რთისა შენის ტყუილად!“. ვილნიუსელი გაონი ასევე წერს, რომ პირველი ორი მცნება არის საფუძველი მთელი თორისა: „მე ვარ გამჩენი ღმ-რთი შენი“ — არის საფუძველი ყველა დანარჩენი მცნებებისა, რომელიც დამავალდებელი სახისაა — მიცვა ასე, ხოლო „არ გეყოლება სხვა ღმ-რთები ჩემს გარდა“ — არის ამკრძალავი სახის — მიცვა ალ თაასე. ვილნიუსელი გაონი  ბრძენების სიტყვებიდან გამომდინარე გვიხსნის, რომ როდესაც გამჩენმა ბრძანა — „მე …“ თორა დაფუძნდა, დამკვიდრდა და დაინერგა ებრაელი ხალხის გულში, ხოლო როდესაც გამჩენმა ბრძანა — „არ გეყოლება სხვა ღმ-რთები ჩემს გარდა“ — ისრაელის ერიდან გაქრა ცდუნება — იეცერ ჰარა, მაცდური ამოიკვეთა ებრაელი ერიდან, ხოლო მას მერე რაც მიმართა ერმა მოშეს — და მოუსმინე შენ“   მაცდური ისევ დაბრუნდა ისრაელის ერში. გამომდინარე იქიდან რომ მცნება „მე …“ — შეიცავს ყველა 248 მიცვა ასეს, თორა დამკვიდრდა ისრაელის ერში, მასთან ერთად კი ყველა დანარჩენი დამავალდებელი მიცვებიც — ასე. ხოლო შედეგად იმისა რომ მცნება: „ და არ გეყოლება შენ …“ — წარმოადგენს საფუძველს ამკრძალავი მიცვებისა, ისრაელის ერში დაიმკვიდრა  ყველა ამკრძალავმა მიცვამ — მიცვა ალ თაასე, შედეგად ამისა კი გაქრა მაცდური მათი გულიდან — იეცერ ჰარა. ვხედავთ, მიუხედავად იმისა რომ ისრაელის ერმა ვერ ისმინა გამჩენის ბაგეებიდან მთელი 613 მიცვა, მიუხედავად ამისა მათ საფუძვლები მიცვებისა შეისმინეს თვით გამჩენისგან.

[3] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 4

ტკივილის დანახვა შეიძლება სხვა თვალითაც, ანუ სხვანაირი მიდგომა მტკივნეულ ფაქტთან, მაგალითად: ბავშვი, რომელიც დადის ხატვის წრეზე, ხანგრძლივი მუშაობისა და ჯაფის შედეგად როგორც იქნა მან დახატა კიბე, რაც მისი დიდი სიხარულის მიზეზი გახდა, მაგრამ უეცრად მას საღებავი გადაუბრუნდა და გადაესხა სახატავ ფურცელს, შედეგად დახატული კიბის შუაში წარმოიქმნა ლაქა. გულდაწყვეტილმა ბავშვმა ტირილი დაიწყო, მისი დაწყნარება მასწავლებელმა შემდეგნაირად შეძლო — ნუ განიცდი, მოდი ეს ლაქა ბავშვად გადავაკეთოთ, გამოგვივა თითქოს ბავშვი ჩამოდის კიბეზე. მართლაც ასე მოიქცნენ — სურათმა ბევრად უკეთესი სახე მიიღო ვიდრე მანამდე ჰქონდა.

ჩვენი ცხოვრება სავსეა საიდუმლოებით, ყველა მიცვა და გამჩენის სამსახურის შემადგენელი მოქმედება სავსეა საიდუმლოებით, ასევე არსებობს ცხოვრებისეული საიდუმლო — ჩვენ არ ვიცით რისთვის ვცხოვრობთ, რა არის ჩვენი დავალება ამ სამყაროში — ეს მხოლოდ გამჩენმა იცის. ჩვენთვის გამოგზავნილი განსაცდელი ხშირად ჩვენ ცხოვრებაში გვიშლიან ხელს — ასე აღვიქვამთ ჩვენ მათ. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხომ საღებავს გავს, რომელიც ნახატს გადაესხა, ამ საღებავშიც არის რაღაც საიდუმლოება, გამჩენი უბრალოდ არაფერს აკეთებს.

ჩნდება კითხვა რა ვქნათ? იქნებ ღირს ეს ლაქა სულ წავშალოთ? თუ ბავშვი, რომელსაც გადაესხა საღებავი სურათზე დაიწყებდა ლაქის წაშლას, მისი სურათიდან არაფერი არ დარჩებოდა, მხოლოდ გადღაბნილი ფურცელი. ჩვენც ასევე — ერთის მხრივ თუ დავიწყებთ გამჩენისგან გამოგზავნილი განსაცდელის წაშლას — გაქრობას ჩვენი ცხოვრებიდან, საშიშროება იმისა რომ შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ — დიდია — ალბათობა   «სურათი»-ს გაფუჭებისა. ჩვენი ვალდებულებაა მივიღოთ გამოგზავნილი განსაცდელი და მისგან რაღაც სასარგებლო შევქმნათ, რადგან მათი გამოგზავნის მიზეზი ზუსტად ეს არის. ამ განსაცდელისგან უნდა გამოვძერწოთ ცხოვრება, რომელიც მუდმივად სიხარულის მომტანი და ხალისიანი იქნება — გამოდის განსაცდელს შეუძლია გახადოს ჩვენი ცხოვრება ბევრად უკეთესი.

[4] მშობლის პატივისცემა მათი გარდაცვალების შემდეგ

  ვალდებულება მშობლის პატივისცემისა გრძელდება მათი გარდაცვალების შემდეგაც. 12 თვე მათი გარდაცვალების (მამის ან დედის) მათი მოხსენიებისას მიღებულია დაემატოს სიტყვები — რომ ვიყო გამოსასყიდი მამის/დედის (ჰარეინი ქაფარათ მიშქავო), ხოლო 12 თვის შემდეგ კი იძახიან — კეთილი იყოს ხსოვნა მათი (ზიხრონო ლივრახა), ორივე ზემოხსენებული ფრაზა -საჭიროა როგორც ზეპირი ასევე მათი წერილობითი მოხსენიების დროს. მშობლის გარდაცვალების შემდეგ 11 თვე ვაჟი იძახის კადიშს. კადიშს დედაზე იძახიან მაშინაც კი, როდესაც მამა ცოცხალია. ასევე პირიქით — მამაზე იძახიან კადიშს თუ დედა ცოცხალია. ასევე ვაჟი 11 თვის  განმავლობაში უნდა ეცადოს ილოცოს ხაზანად — წამყვანი მლოცველი — სამივე ლოცვაზე. ვაჟს ასევე იძახებენ ან ის ყიდულობს შაბათს სეფერთორასთან უკანასკნელ ამსვლელს, რომელსაც მაფტირს უწოდებენ. მირებულია წლის თავზე სანთლის ანთება, თეჰილიმისა და მიშნის, სპეციალურად შედგენილი თანმდევრებით სწავლა. არის რომ მარხულობენ, ასევე მიღებულია პირველ წელიწადს გააკეთონ სუფრა, რათა მომრავლდეს კურთხებები მიცვალებულის სახელზე. წლისთავის დღეს ვაჟი იძახის კადიშის (მიღებულია უკანასკნელი შაბათიდან, რომელიც ემთხვევა წლისთავის წინ, კადიშს ამბობენ წლისთავის დღის ჩათვლით), ასევე ცდილობს ილოცოს ხაზანად და ასევე ადის სეფერთორასთან. წლისთავის დღეს მიღებულია საფლავზე მისვლა, ამრავლებენ ცედაკას — ეხმარებიან გაჭირვებულებს გარდაცვლილის სულის მოსამაღლებლად.  ასევე შვილების მიერ გაკეთებული ნებისმიერი მიცვა და კეთილი საქმე გამჩენის გზაზე, მშობლებს ეთვლებათ დამსახურებაში, გარდაცვალების შემდეგაც.

კანონის მიხედვით გარდაცვლილი მშობლის ვალების გადახდა არ ევალებათ შვილებს, მაგრამ მეორეს მხრივ სასურველია შესაძლებლობის მიხედვით მათი დაფარვა, რათა არ იყოს არავინ უკმაყოფილო გარდაცვლილით და მისი სახელი კი კეთილად იხსენიებოდეს.

დანაბარები სიკვდილის წინ მშობლისა ითვლება ერთ ერთ შემადგენელ ნაწილად მშობლის პატივისცემის მიცვისა.

[5] ბოროტ სიტყვაობა — ჩვენი გამამტყუნებელი

არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც გვესაუბრება ხაფეც ხაიმი.

ნათქვამია: „წმინდაა თვალები შენი რათა ჰყუროს სიბოროტეს“ (ხავაკუკი 1:13). თითქოს გამჩენი ვერ ხედავს ცოდვებს და სიბოროტეს ჩადენილს ებრაელის მიერ, ზუსტად ამას სთხოვდა აბრაჰამი და დათანხმდა მას გამჩენი. ცოდვები არ უნდა აღწევდნენ გამჩენის წინაშე, როგორც ნათქვამია: „ცუდი არ დაიმკვიდრებს შენში“ (თეჰილიმი 5:5), გამომდინარე აქედან თითქოს იძახის გამჩენი: ვაქცევ ზურგს ცოდვებსა შენსა, რადგან არ მინდა ვიცოდე მათ შესახებ. მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანი შექმნა ღმ-რთმა თავისი იერის მიხედვით (იგულისხმება შესაძლებლობა ადამიანისა და არა მისი ფიზიკური მხარე, რადგან გამჩენს არ აქვს არც ტანი, არც ფორმა და არც რაიმე მსგავსი ღმ-რთმა დაგვიფაროს) ანუ მიანიჭა ადამიანს ყველა არსებული თვისება, რომელიც თვით გამჩენს გააჩნია. შესაბამისად ყოველი სიტყვა ამოსული ადამიანის პირიდან აღწევს გამჩენამდე. გვიხსნის ხაფეც ხაიმი: წარმოვიდგინოთ, რომ არც ერთ ებრაელს არასდროს ეთქვათ ლაშონ ჰარა — ბოროტსიტყვაობა, მათ თუნდაც მთელი თორა დაერღვიათ, გამჩენი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა (არა თუ ეს აძლევდეს ებრაელს საშუალებას ჩაიდინოს ცოდვა ღმ-რთმა დაგვიფაროს, არამედ აქ ხაფეც ხაიმი ხაზს უსვამს ბოროტსიტყვაობის — ლაშონ ჰარას ცოდვის სიმძიმეს) ანუ არ იქნებოდა განდევნა, ტანჯვა, წამება და განსაცდელი, რომელსაც განიცდის ისრაელის ერი. როდესაც ადამიანი ბოროტსიტყვაობს — იძახის ლაშონ ჰარას, მისი სიტყვები აღწევს გამჩენამდე და აქ კი ცოდვები აღარ რჩება შეუმჩნეველი, გამჩენი ახდენს შესაბამის რეაგირებას — ადამიანზე მოდის სასჯელი, ყველა ცოდვისთვის!

მოდით ცოტაოდენ განვმარტოთ: როდესაც რაიმე ცუდი ხდება ადამიანის გარშემო ღმ-რთმა დაგვიფაროს, ვინმე ხდება ავად, ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ამის მიზეზი მაინც და მაინც იყოს ბოროტსიტყვაობა — ლაშონ ჰარა, მაგრამ რომ არა ლაშონ ჰარა, ცოდვები, რომლებმაც უბედურება გამოიწვია შეუმჩნეველი დარჩებოდა და სასჯელიც არ იქნებოდა მოყვანილი სისრულეში. გვესმის აქედან, რომ ბოროტსიტყვაობა — ლაშონ ჰარა არის გამამტყუნებელი — ბრალმდებელი ებრაელისა გამჩენის წინაშე. ებრაელმა შეიძლება ჩაიდინოს ბევრი ცოდვა ღმ-რთმა დაგვიფაროს, ისინი კი დარჩნენ შეუმჩნევლები, რომ არა პატარა ღრუ, რომელსაც პირი ეწოდება. თუ პირი იქნება დამუწული, გამამტყუნებელი — ბრალმდებელი ებრაელისა უსაქმურად რჩება, მას არაფერი არ გამოსდის ებრაელის გასამტყუნებლად. თავის მხრივ ყველაფერი წააგავს — ძაბრს, რომელსაც ერთი მხრიდან აქვს ადგილი სითხის მოსათავსებლად, ხოლო მეორე მხრიდან კი ვიწრო მილი, თუ ეს მილი იქნება ღია, მთელი სითხე დაიღვრება, ხოლო თუ ის იქნება დახშობილი, სითხე დარჩება ძაბრში. ჩვენი პირიც წააგავს ამ ვიწრო მილს, ის არ არის ჩვენი უსიამოვნების გამომწვევი, მაგრამ ის აძლევს საშუალებას ძაბრში არსებულ სითხეს გამოვიდეს გარეთ, ანუ თუ პირი არ არის დამუწული — ვლაპარაკობთ ლაშონ ჰარას ამით ჩვენს გამამტყუნებელს — ბრალმდებელს ვაძლევთ ძალას იმოქმედოს ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მისი საწადელია შეგვაცდინოს და გვათქმევინოს რაიმე, რაც იქნება გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. არ გვაძლევს საშუალებას სიჩუმისა. სიჩუმე — თვისება, რომელიც არის შემცველი ძალისა ყველა 613 მიცვის, ყველაფერი მიმართულია მასზე, რადგან პირი ებრაელისა არის იარაღი, რომლის საშუალებითაც აღწევს მისი კეთილი და კარგი საქმეები ზეცაში — გამჩენის წინაშე. მაგრამ რა ძნელია სიჩუმე.

[განსაკუთრებით მაშინ როდესაც გვინდა რაღაც აკრძალული ვთქვათ, როგორ გვებრძოლება მაცდური, თუნდაც ერთი სიტყვა, სახის მიმიკა, რაიმე გამოგვტყუოს, ისე ლამაზად გვიხატავს ჩვენ სათქმელს და რაოდენ მნიშვნელოვნად გვაჩვენებს, თითქოს თუ არ ვიტყვით ქვეყანა ვერ შეძლებს არსებობას, არადა ეს მხოლოდ მისი ბოროტი და მხდალი ჩანაფიქრია, რათა ისევ და ისევ ჩვენ წინააღმდეგ წარსდგეს გამჩენის წინაშე და გაგვამტყუნოს, თუ კი მივცემთ მას ამის საშუალებას და მიაღწევს საწადელს, ამის მერე ვინ იცის ვის რა ელის. ამიტომ ყველა ჭკუადმყოფელი, სანამ გააღებდეს პირს, აწონდაწონის სათქმელს, მის აუცილებლობას და მისგან მოსალოდნელ შედეგს, არამარტო თავისთვის ან მისი ახლობლებისთვის, არამედ მთელი ისრაელის ერისთვის და თვით გამჩენისთვისაც, მან ხომ ამდენი გააკეთა რათა არ დავესაჯეთ. გამჩენი დაგვეხმაროს, არ შევცოდოთ არც ბოროტსიტყვაობაში — ლაშონ ჰარაში და არც სხვა ცოდვებში]


http://www.beerot.ru/?p=16783