ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» №30 (შოფტიმ)

[mwm-aal-display]

[1] კვირის თავის მოკლე შინაარსი — რაბი იცხაკ ზილბერი

თორა ჩვენი კვირის ფარაშაში მოგვითხრობს კანონებზე, რომლებიც დაადგინა გამჩენმა მოსამართლეებისთვის, რათა მათ შეძლონ შესრულება მათზე დაკისრებული მოვალეობისა. ეს კანონები წარმოადგენენ მკაცრ მოთხოვნებსა და გაფრთხილებას მოსამართლეებისა და მოწმეების მიმართ, მეფისა და ერის მიმართ, როდესაც მოინდომებს ერი მათზე ვინმეს გამეფებას, ასევე ლევის შტო და უბრალო ებრაელების მიმართ, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიტანონ ტაძარში — ბეით ჰამიკდაშში მსახურთათვის ძღვენი, ასევე წინასწარმეტყველებსა და ვინც უსმენს მათ, საბოლოოდ კი მთელ ებრაელ ერს, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მათ მოუწევთ ძალზედ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, როგორიცაა ომი.

[2] ცედაკა იძლევა სიცოცხლეს

რაბი იოსეფ ხაიმი ბაღდადიდან — ბენ იშ ხაი

„ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება ეძიე, რათა მომავალში დაიმკვივდრო და იცხოვრო მიწაზე …“ (დვარიმ 16:20)

ფასუკი შეიძლება აიხსნას მაგალითით, რომელშიც ღარიბი ცედაკის — სარჩოს ძიებაშია, რათა გადაირჩინოს თავი, მაგრამ არ უნდა მიიღოს დახმარება მისგან ვინც ქონება ქურდობითა და ძალადობით დააგროვა, არამედ მისგან ვინც ჭეშმარიტი და პატიოსანი გზით დააგროვა ქონება.

ასევე აგვიხსნეს კომენტატორებმა ეს ფასუკი: „ლაღად გაეცი და ნუ გაგიწყრება გული, რადგან ამის გამო გაკურთხა გამჩენმა ყველა შენ საქმეში“ (დვარიმ 15:10) — ახსნა შემდეგია, თორამ გაამახვილა ყურადღება ადამიანის ბუნებაზე, გამომდინარე იქიდან რომ ადამიანი ბუნებით ხელშებოჭილია, ამიტომ მას შეიძლება გულში შეეპაროს ცდუნება, რათა არ გასცეს ცედაკა, მითუმეტეს რომ აქვს წყარო გაიმართლოს თავი, ხომ დაგვიწერა მეფე შლომომ: „მოძული საჩუქრისა — იცოცხლებს! [ანუ ვისაც უყვარს საჩუქრები და მუდამ ელის მათ — მის სიცოცხლეს არ ჰქვია სიცოცხლე. ვილნიუსელი გაონი. (რათქმა უნდა ეს გაჭირვებულს არ ეხება, რადგან იგი ვალდებულია მიიღოს დახმარება და არ აქვს სხვა გამოსავალი)](მიშლეი 15:27) — განა შეიძლება საწყალ ღარიბს მივცე ცედაკა და ამით შევუქმნა სხვა პრობლემა — გავუფუჭო ცხოვრება? თორამ კიიზრუნა ამ ცდუნებაზეც და დაწერა „ამის გამო გაკურთხა  გამჩენმა“ , რათა გვამცნო ამით, რომ სიკეთეს მეტს გამცემზე  მიმღები აკეთებს, ანუ ცედაკის გამცემი უფრო მოგებული რჩება ვიდრე მიმღები, [რადგან გაჭირვებული ცედაკის მიღებით გამცემს სიცოცხლეს ჩუქნის, როგორც ნათქვამია — ცედაკა სიცოცხლე ისყიდის! ცედაკა არის გამჩენისგან ნაჩუქარი საშუალება — ადამიანმა დაიხსნას თავი გაჭირვებიდან, შესაბამისად გაჭირვებული კი გზავნილი გამჩენისა და არა ობიექტი დამცირებისა და ზიზღის!] , ასევე ბრძანეს ბრძენებმა — არ ჩუქნი შენ საჩუქარს, არამედ შენ იღებ სიამოვნებას გაცემით, კიდევ უფრო მეტად ვიდრე გაჭირვებულმა, რომელმაც მიიღო შენგან.

აქედან გამომდინარე, საჭიროა გაჭირვებული  გაფრთხილდეს, რათა არ მიიღოს დახმარება მისგან ვინც არ არის სწორი გზის, მისი ქონება კი შედეგი ძარცვისა და ქურდობის. რადგან, როგორც კორბანი — მსხვერლი, რომელიც არის ნაქურდალი მიტანილი ტაძარში არის საზიზღარი და მიუღებელი გამჩენისთვის, ასევე ცედაკა გაცემული გაჭირვებულისთვის ან გაბაისთვის, რომელიც განკარგავს ცედაკას. ასეთ შემთხვევაში გაჭირვებულს მართლა მართებს დაფიქრდეს და იყოს როგორც „მოძული საჩუქრისა — იცოცხლებს! რადგან წარმატება ასეთ ფულში არ არის, არამედ მხოლოდ ზიანი. რაღა თქმა უნდა გამცემს ნაქურდალისა, არანაირი კურთხევა არ აქვს ციდან, იგი ხომ სხვისას გასცემს და მოპარულით გაკეთებული სიკეთე მისი არ არის. არამედ ისევ და ისევ მართებს გაჭირვებულს „ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება  ეძიე …“ — ეძიოს ცედაკას, რომელიც იქნება სასურველი ცისთვისაც და ასევე მისთვისაც, მხოლოდ ამის მერე აღსრულდება  „დაიმკვივდრო და იცხოვრო მიწაზე …“,  ასეთ შემთხვევაში კი არ ექნება მას არანაირი ზიანი მიღებული დახმარებისგან, როგორც ავღნიშნეთ სწორი გზით მოპოვებული ქონების გამცემიც იღებს სიამოვნებას — იძენს სიცოცხლეს და შესაბამისად არ ჰქვია ამდაგვარ დახმარებას საჩუქარი, ანუ არ აქვს ადგილი „მოძული საჩუქრისა — იცოცხლებს! —უბრალოდ პირობა უცვლელია მიღებული დახმარება უნდა იყოს მოპოვებული სწორი და პატიოსანი გზით!

[3] გამჩენის მართველობა ისრაელის ერზე

ლეკახ ტოვ

 წიგნ „ბეერ იოსეფ“-ში ავტორი მოგვითხრობს ისრაელის ერის არსებობის შესახებ და აღნიშნავს რომ ყოველ თაობაში,  მისი არსებობა ბუნების კანონებს არ აღემატება.

ორი სახის რეალობა არის ცნობილი სამყაროში: სიმდიდრე და სიღარიბე, ეს არ ეხება მხოლოდ ადამიანებს, არამედ ასევე სახელმწიფოებსა და სამეფოებსაც კი, როგორც ცნობილია არსებობს მდიდარი სახელმწიფოები და არსებობს ღარიბი სახელმწიფოები. სიმდიდრესა და სიღარიბას თავის მხრივ აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მაგალითად: ღატაკი, მიუხედავად თავისი დიდი გაჭირვებისა და სიღატაკისა, ცხოვრობს წყნარად და არ აქვს დარდი, რომ მისი ვინმეს შურს ან ვინმე მას რაიმე ცუდს უსურვებდეს. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მდიდარზე, მიუხედავად იმისა რომ იღებს დიდ სიამოვნებას მის მიერ დაგროვილი ქონებიდან, მას მიუწვდება ხელი ყველაფერზე რასაც კი მისი გული ინდომებს, იგი მუდმივად შიშსა და დაძაბულობაშია, რადგან იცის, რომ შურთ მისი და არის ბევრი მსურველი მისი ცუდისა, მუდამ მალავს თავის სიმდიდრესა და ქონებას რათა შურს შური არ მიემატოს. ასეთივეა მდგომარეობა სახელმწიფოებისა და სამეფობის.

ისრაელის ერი მყოფი განდევნაში არ ჰგავს არც ერთ სხვა ერს. მიუხედავად ერის გაფანტვისა სამყაროს ყველა კუთხეში და მათი უაღრესი გაჭირვებისა და შეჭირვებისა, ჩვენი ერი მუდამ აქტუალური თემაა, მისი განადგურების სურვილით აღსავსე მუდამ ბევრია, ყველას აქვს თავის თეორია და დასაბუთება იმისა რომ ჩვენი ერი არ უნდა არსებობდეს, ღმ-რთმა დაგვიფაროს. ამაზე ბრძანებს წინასწარმეტყველი: „საწყალი, აფორიაქებული და უნუგეშო …“ (იშაია 54:11) — გამომდინარე სიღარიბისა და გაჭირვებისა ისრაელი ერი ყველას უნდა დავიწყებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც — აფორიაქებული და უნუგეშოა, ყველგან სადაც კი იმყოფება. ყველას აქვს სურვილი გადაყლაპოს ჩვენი ერი, თითქოს და ჰქონდეს   რაიმე შესაშური — ზუსტად ამიტომ არის ერი უნუგეშო, რადგან არ აქვს ერს არსაიდან მშვიდობა და ნუგეში. გასაკვირია, ერთის მხრივ ღატაკი და საწყალია ერი, მეორეს მხრივ კი მუდმივ განგაშსა და საფრთხეშია, რაც არ არის ბუნების კანონის მიხედვით.

წინასწარმეტყველი საპირისპიროდ გაჭირვებისა და უნუგეშობისა, ამხნევებს ორმაგად ერს და ჰპირდება, რომ დადგა ჟამი ნაცვლად გაჭირვებისა და უნუგეშობის — იყოს ერი მდიდარი და ძლიერი ყველაზე მეტად მსოფლიოში, მიუხედავად ამისა კი იქნება მშვიდად და მხნედ. ამაზეა ნათქვამი: „შემოგარტყავ გარს ღობეს ქვებითა ძვირფასით …“ — და რომ არ ეგონოს ერს — დასაცავად ამ სიმდიდრისა მან უნდა შექმნას ჯარი ძლიერი — გაწვრთნილი, წინასწარმეტყველი უმატებს იქვე: „და შენი შვილები მსწავლელნი გამჩენის (გზებისა, თორის)“ — რომ არ იქნებიან მსწავლელნი იარაღისა ჯარში, არამედ გამჩენისა თორის სასწავლებელში — ბეით მიდრაშებსა და ბეით ქნესეთებში, შედეგად კი: „და გავამრავლებ შალომს შენ შვილებში“ — მიუხედავად იმისა, რომ იჯდებიან თორასთან და იქნებიან გამჩენის სამსახურში, იქნება შალომი ერში. ბრძანა ასევე: „სიმართლით განსაჯეთ“ — მხოლოდ სიმართლე, ცედაკა, მიცვები და კეთილი საქმეები აშენებს ჩვენს გარშემო დამცავ ღობეს და არა საზღვრად აგებული მაღალი კედლები. ასევე: „შორს იქნები შეჭირვებისგან — რადგან არ იქნები შიშში, და განადგურებისგან — რადგან არ მოგაკარებ მას“ — ანუ იქნები შორს ყოველი შეჭირვებისგან ადამიანის, შიშიც კი არ გექნება მათგან, ასევე გაგრძელებაში ამატებს წინასწარმეტყველი: „შეკრებილნი შენს წინააღმდეგ, არ იქნება ჩემგან …“ — თუ გექნება შიში, ეს იქნება მხოლოდ ჩემი შიში, შიში გამჩენისა და არა სხვა ერების (მოახლოებულ საფრთხეს ებრაელი არ შეხედავს თითქოს და ერი ძლიერი დგას მის წინააღმდეგ, არამედ დაიწყებს ფიქრს თუ რატომ ცდილობს გამჩენი შეაშინოს ის!), „ვინც კი ადგება შენს წინააღმდეგ —  დაეცემა“ — ვინც ილაშქრებს ისრაელის ერზე — დაეცემა ისე რომ არ იქნება მისი გადარჩენა. (თუ გადავხედავთ ისტორიას, ესეც იყო, ნებისმიერი ერი ვინც კი ადგა ისრაელის წინააღმდეგ — ყველა გაქრა, ან თუ არ გაქრა მათ არანაირი ძალა არ აქვთ. ამით გამჩენი გვანახებს, რომ ისრაელის ერის ყველაზე დიდი მტერი — თვით ისრაელის ერია, ანუ ჩვენი ცოდვები და ჩვენი დაუმორჩილებლობა გამჩენის სიტყვისადმი)

ასე გაამხნევა წინასწარმეტყველმა ისრაელის ერი, ისევ და ისევ ვხედავთ, რომ მოპყრობა გამჩენისა ჩვენს მიმართ არ არის ბუნების კანონის შესაბამისი, არ ჰგავს სხვა ერებისადმი მიპყრობას, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ისრაელი ასრულებს გამჩენის ნებას, ამ დროს შეუდარებელი და განუსაზღვრელი კურთხევა და სიკეთე სუფევს ჩვენს ერზე, ხოლო, როდესაც არ ასრულებს ისრაელი ნებას გამჩენისა — ერზე დარტყმად ბრუნდება გამჩენის ხელი, მაგრამ ისევ და ისევ ამაშიც დიდი სიკეთეა, ტანჯვასა და გაჭირვებაში გამჩენი წმენდს და ასუფთავებს ისრაელის ერს ცოდვისგან, ამის შემდეგ ისრაელი ისევ ბრუნდება თავის მაღალ ადგილას. აქედან კი ყველასთვის ნათელი ხდება ისრაელის ერის განუმეორებლობა და მისი სიახლოვე გამჩენთან, მიზეზი მარტივია, როდესაც სხვა ერები სცოდავენ გამჩენის წინაშე, მათი სასჯელი — მათი გადაშენება და გაქრობაა დედამიწის ზურგიდან და მაგალითიც ბევრია ამის, მაგრამ ისრაელი არ არის ასე, არ არის ის სხვა ერებისა და სხვა ძალების ზემოქმედების ქვეშ, არამედ ადგილი მისი — გამჩენის კალთის ქვეშაა! [გამჩენმა მოგვცეს ძალა ამ სანუყვარ თვეში — ელულში, რომ აგვეხილოს თვალი და დავინახოთ ჩვენი ერის ბრწყინვალება სად არის — ბეით მიდრაშებსა და ბეით ქნესეთებში და არა ბაზრებსა და ბიზნეს პალატებში, ამით მოგვეცემა სურვილი, ნებისყოფა და სიყვარული, დავუახლოვდეთ გამჩენს და მივეკრათ მას, ვიგრძნოთ გამჩენი ისე როგორც იგრძნეს ჩვენმა მამებმა — ავრაჰამმა, იცხაკმა და იაკობმა!]

[4] ნათესავების პატივისცემა

ნათესავების პატივისცემა ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია მშობლის პატივისცემის მიცვისა, თორის ნაწყვეტიდან საიდანაც ვსწავლობთ მშობლის პატივისცემის ვალდებულებას «ქავედ ეთ ავიხა ვეეთ იმეხა» (ეცი პატივი მამასა შენსა და დედასა შენსა), ასო  ვავ-დან ვსწავლობთ უფროსი ძმის პატივისცემას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ძმა არის მამისა და დედის მხრიდან, თუ ან მხოლოდ მამის ან მხოლოდ დედის მხრიდან. გარკვეული აზრის მიხედვით უფროსი ძმის პატივისცემა არის დავალებული გამჩენისგან თორაში, მაგრამ სხვა აზრის მიხედვით არის მხოლოდ რაბების დადგენილება, ხოლო ვავ-ი მხოლოდ მინიშნებაა ამაზე, საიდანაც ისწავლეს რაბებმა უფროსი ძმის პატივისცემა. ასევე არსებობს აზრი, რომელიც იძახის რომ ვალდებულება მხოლოდ უფროს ძმაზე არ ვრცელდება, არამედ ყველა უფროს ძმებსა და დებზე. არის კიდევ ერთი აზრი, რომლის მიხედვითაც განსხვავება მშობლების პატივისცემისგან, რომელიც ყველგან და ყოველთვის არის აუცილებელი, როგორც მათი სიცოცხლისას ასევე მათი გარდაცვალების შემდეგაც, უფროსი ძმის პატივისცემა აუცილებელია მხოლოდ მისი თანდასწრებით, არ არის აკრძალული უფროსი ძმისთვის სახელით მიმართვა და მის ჩვეულ ადგილას ჯდომისა.

თალმუდში კანონთა შორის არის მოყვანილი, რომ შვილიშვილი არის როგორც შვილი, აქედან გამომდინარე ბრძენები იძახიან, რომ ბაბუის და  ბებიის პატივისცემა სავალდებულოა, როგორც მამისა და დედის, მაგრამ თუ დგას საკითხი — ვისი პატივისცემა უფრო პრიორიტეტულია? პასუხი — მამისა და დედის პირველ რიგში, შემდეგ ბაბუა და ბებია.

წინასწარმეტყველი შმუელის წიგნში, ვხედავთ რომ მეფე დავითი მის სიმამრ — შაულს მამას ეძახის. გარდა ამისა ებრაელური თვალსაზრისით ოჯახი — ქმარი და ცოლი ითვლებიან, როგორც ერთი მთელი, აქედან გამომდინარე ორივე მხარე, როგორც ქმარი ასევე ცოლი ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთის მშობლებს როგორც თავისას, ცოლი კი ამაზე განსაკუთრებით ვალდებულია, რადაგან იგი მეუღლის მშობლების პატივისცემით გამოხატავს პატივისცემას ქმრისა, რაც მას თორიდან აქვს დავალებული. დადგენილი კანონის მიხედვით — ადამიანი ვალდებულია სიმამრსა და სიდედრს სცეს პატივი — მათ გამოჩენისას ადგეს ფეხზე, ესაუბროს მათ პატივისცემით და ა.შ. არის აზრი, რომელიც იძახის ბიძისა და დეიდა — მამიდის პატივისცემა სავალდებულოა როგორც მშობლებისა, მხოლოდ თუ არჩევანის წინაშე იქნება ვის პირველს სცეს პატივი, მშობლებს აქვთ პრიორიტეტი.

ხაფეც ხაიმი თავის კომენტარებში თორაზე წერს, რომ  შვილი თუ სცემს პატივს ხალხს, რომელსაც სცემდნენ პატივს მშობლები, ამით შვილი ასრულებს პატივისცემას მშობლებისა.

[5] რამბამი — თეშუბის წესები

შევეცდები გამჩენის წყალობით რამბამის — აბი ოშე ენ აიმონის წიგნ „მიშნა თორა“-დან მოვიყვანო ძირითადი წესები თეშუბისა, რათა მკითხველს შევახსენოთ თუ როგორი სახით კეთდება მონანიება — თეშუბა ებრაელური კანონის მიხედვით, რომლის ერთ ერთი ფუძემდებელია ჩვენი წიგნის ავტორია გახლავთ.  ნებისმიერი მიცვა თორისა, როგორც დამავალდებელი, ასევე ამკრძალველი, თუ დაარღვია ადამიანმა რომელიმე მათგანი, იყო ეს გამიზნულად, თუ შემთხვევით, გააკეთებს თეშუბას (იდარდებს გულში); მიიღებს გადაწყვეტილებას აღარ გაიმეოროს ეს ცოდვა და დაშორდეს მას; ხოლო შემდეგ ვალდებულია თქვას ვიდუი — სიტყვიერი აღიარება — მონანიება გამჩენის წინაშე კურთხეულია მისი სახელი. თვით ვიდუი არის მიცვა თორიდან.

როგორი სახით კეთდება ვიდუი? იძახის: გევედრები (პატიებას) გამჩენო — ჩავიდინე ცოდვა: უცოდინარობით; შემთხვევით; დაუკვირვებლობით — გულგრილობით შენს წინაშე, შემდეგ კი იტყვის: ჩავიდინე ასე და ასე (ახსენებს ცოდვას), ვბრუნდები და არასდროს ჩავიდენ მსგავს საქციელს (თუ გაგიჩნდებათ კითხვა: საიდან ვიცი ჩავიდენ თუ არა, ან თუნდაც თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩავიდენ. რადგან ეხლა, ამ მომენტში მტკივა გული და მწადია მოვინანიო — აწ ჩადენილი ცოდვა ნაპატიებია). ეს არის ვიდუის — მონანიების ძირითადი ნაწილი, ხოლო ის ვინც კი მოამრავლებს სიტყვიერ მონანიებას (ანუ მეტად ჩაწვდება თავის ცოდვას და ამას პირით გამოთქვამს) საქებარია. თვით ტაძრის — ბეით ჰამიკდაშის არსებობის დროს, როდესაც ცოდვილს, მოჰქონდა მსხვერპლი რათა გამოისყიდვა ჩადენილი ცოდვა, თუ არ იტყოდნენ ვიდუის — სიტყვიერ მონანიებას, მსხვერპლიც კი ვერ ისყიდიდა მის ცოდვას. ასევე მკაცრი სასჯელის პატრონი, ცოდვა, რომელზეც არის სიკვდილის სასჯელი ან ცემა ბეით დინის მიერ, თუ არ იტყოდა ვიდუის — სიტყვიერ მონანიებას, მათ ბეით დინის მიერ მოკვდინება ან ცემა, არ ისყიდიდა (შესაბამისად მათი ცოდვა, სიკვდილის და მიუხედავად ცოდვად დარჩა). ასევე ვინც აწყენინა მეგობარს ან მიაყენა ქონებრივი ზიანი, მიუხედავად პატიების თხოვნისა და ზიანის ანაზღაურებისა, აუცილებელია ვიდუი და დაბრუნება მსგავსი საქციელიდან სამუდამოდ გამჩენის წინაშე, წინააღმდეგ ცოდვა არ იქნება გამოსყიდული!


http://www.beerot.ru/?p=17695