ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №12 (ვაიკრა)

Дата: | Автор материала: null

1124

[mwm-aal-display]

[1] ნამდვილი წინაძღოლი

ლეკახ ტოვ

«და დაუძახა მოშეს და ეუბნებოდა ღმ-რთი მას წმინდა კარვიდან…» (ვაიკრა 1:1)

მიდრაშ ვაიკრა რაბა-ში გვიხსნიან ბრძენები ამ მონაკვეთს თორისა: აქედან თქვეს, რომ ყოველი ბრძენი, რომელსაც არ აქვს ღრმა სიბრძნე — ლეში სჯობს მას და იცოდე რომ ეს არის ასე, შეხედე მოშეს, მამას ცოდნისა, მამას წინასწარმეტყველებისა, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ერი ეგვიპტიდან, სასწაულებითა და ნიშნებით დიდით წითელ ზღვაზე, ავიდა ზეცაში და ჩამოიტანა თორა, ააშენა წმინდა კარავი, მიუხედავად ამისა არ შევიდა შიგ, სანამ არ მოუხმო ღმ-რთმა, როგორც ნათქვამია: «და დაუძახა ღმ-რთმა მოშეს»

რაბი რობმანი გვასწავლის, რომ მოთმინება, რომელიც გამოიჩინა მოშემ და არ შევიდა კარავში, სანამ არ დაუძახა მას გამჩენმა, იწოდება ღრმა სიბრძნედ, სწორედ ამიტომ გახდა მოშე ისრაელი ერის წინამძღოლი. სანამ მას მოიხმობდა გამჩენი წმინდა კარავში, მოშე თორის ერთ ერთი ჩვეულებრივი მცოდნესავით იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც იგი დაელოდა დაძახებას, გახდა ბრძენი, ვხედავთ ზემოთქმულიდან, რომ თორის მცოდნეს, რომელსაც არ აქვს სიბრძნე — ლეში სჯობს მას.

საპირისპიროდ ლეშისა, რომელსაც გარშემო ყველა ერიდება და გაურბის, არის თალმიდ ხახამი — რაბი, რომელსაც როგორც სამაგალითოსა და მისაბაძს ყველა უკან დაჰყვება და ცდილობს ისწავლოს მისგან. ლეში რადგან მას აქვს საშინელი სუნი, მას გარშემო ყველა გაურბის, თალმიდ ხახამს კი, რომელსაც არ აქვს სიბრძნე, ამის შემჩნევა არ არის ყოველთვის შესაძლო, ხალხი მიჰყვება მას და შედიან შეცდომაში, ამიტომ არის რომ, უარესია ლეშზე ასეთი ბრძენი. მეორეს მხრივ კი — თალმიდ ხახამი, რომელსაც აქვს სიბრძნე და იქცევა შესაბამისად — ადიდებს გამჩენის სახელს.

ასევე ვხვდებით ბაბილონის თალმუდში(იომა 86 ა):  როგორც ნასწავლია: და გიყვარდეს გამჩენი ღმ-რთი შენი — დაე იყოს გამჩენის სახელი მოდიდებული და შეყვარებული შენით(იგულისხმება შენი საქციელი გამო, ადიდებდეს ხალხი გამჩენის სახელს), და ვინც იქნება მიწებებული თორის ბრძენებს სწავლასა და მსახურში, საქმე ვისიც იქნება საიმედო და ლაპარაკი მისი სასურველი, რას იტყვიან ხალხი მასზედ: ნეტარებავ მას, რომ ისწავლა თორა, ნეტარება მამასა მისსა რომ ასწავლა თორა, ნეტარება რაბის — მასწავლებელსა მისსა რომ ასწავლა მას თორა, ვაი მათ ვინც არ ისწავლა თორა. მან ვინც ისწავლა თორა  — ნათელია გზები მისი, საქმენი მისი, სინათლითა და სიკეთით სავსე. მასზედ იძახის წინასწარმეტყველი: «და მითხრა მე — მსახუროვ ჩემო, შენ ხარ ისრაელი სიამაყე ჩემი.» (იშაია 49), აგრძელებს გემარ: მაგრამ ის, ვინც მიეწება ბრძენებს თორისა სწავლასა და მსახურში, მაგრამ არ არის მისი საქმე საიმედო, მისი საუბარი სასურველი ხალხისთვის, რას იძახის ხალხი მასზედ: ვაი მას, რომ ისწავლა თორა, ვაი მამასა მისსა რომ ასწავლა თორა, ვაი რაბის -მასწავლებელს მისსა რომ ასწავლა მას თორა. ნათელია, რამდენად უღირსია გზები და რამდენად სამარცხვინოა საქციელი მისი. მასზედ იძახის წინასწარმეტყველი: «და თქვეს მათზე (სხვა ერებმა ისრაელის ერზე, როდესაც ისრაელის ერი არცხვენდა გამჩენის სახელს,   მყოფი განდევნაში, სხვა ქვეყნებში) — ეს არის ერი ღმ-რთისა, რომელიც გამოვიდა ღმ-რთის მიწიდან (ერეც ისრაელი). (იეხეზკელი 36:20)

მადლობა ღმ-რთს გვყავს ერის წინამძღოლები, დიდი თალმიდ ხახმები, ბრძენები, ვისაც მართლაც რომ ღირს მივყვეთ, ვისწავლოთ მათგან, ჩვენი წესი და ადათი, მოვადიდოთ გამჩენის სახელი, რომ თქვას მთელმა სამყარომ, ნეტარებავ შენ ისრაელო — რომ ხარ შვილი ღმ-რთისა ერთის, რა მშვენიერია გზები შენი და სწორედ ამაზეა ნათქვამი — და იქნება გამჩენი ერთი და სახელი მისი ერთი.

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[2] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 1

«შემქმნელო შუქისა და შემქმნელო წყვდიადისა, შემქმნელი მშვიდობისა და შემქმნელი სიბოროტისა, მე ვარ გამჩენი, მქმნელი ყოველისა ამისა.» (იეშაიაჰუ 45:7)

ამ ქვეყნიერების ერთ ერთ რეალობას — ტკივილი წარმოადგენს. ტკივილი — არის შეგრძნება, რომელსაც ჩვენ დაფიქრების გარეშე, განსაზღვრებად — სიბოროტის გამოვლინებას ვანიჭებთ, რომელიც გამჩენის მიერ არის შექმნილი. მას ჩვენ ხშირად ვაწყდებით და არც თუ ისე ხშირად სწორ შეფასებას ვაძლევთ. მაგრამ ამ ყველაფერს თუ შევხედავთ თორის კუთხით, შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ გაადვილდეს და ბევრი პრობლემაც გადასალახი გახდეს.

ნათქვამია თორაში:«დაე, იყოს ის, განკურნული ბოლომდე», ჩვენი ბრძენები აქედან გვასწავლიან: აქედან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ექიმს აქვს უფლება განკურნოს პაციენტი. როდესაც, გამჩენი ადამიანს უგზავნის ავადმყოფობას, მას აქვს უფლება შეეცადოს განიკურნოს მისგან.

დღევანდელობაში, ერთ ერთი ყველაზე დიდი ადგილი მედიკამენტებში — ტკივილგამაყუჩებელს უჭირავს, ადრე კი ძირითადი დანიშნულება ექიმისა იყო განეკურნა. დღეს მეცნიერება დაკავებულია, თუ როგორ შეამციროს ტკივილი, შემთხვევაში, როდესაც პაციენტი განკურნებას არ ექვემდებარება. ნებისმიერ ფარმაცევთს შეუძლია მოგიყვეთ რომ, 15% წამლებისა გამოშვებულია რათა განიკურნოს ადამიანი, დანარჩენი კი მხოლოდ ტკივილის მოხსნისა თუ მისი შემსუბუქების.

წინა თაობებში იყო მიღებული, რომ ტკივილი ადამიანის თანამგზავრია ცხოვრების მანძილზე. ჰყვებიან ერთ წმინდან ადამიანზე, რომელსაც ფეხები მძიმედ ჰქონდა დაავადებული. ღრმა სიბერეში იგი დაითანხმეს მიემართა ექიმისთვის, რის შედეგადაც იგი განიკურნა, ტკივილმა გაუარა, თქვა წმინდანმა:«უეცრად მე მივხვდი, რომ გამჩენის მიერ შექმნილ სამყაროში შეიძლება სიარული, ტკივილის განცდის გარეშეც… მე, კი სულ ვფიქრობდი, რომ ტკივილი განუყოფელი ნაწილია ცხოვრებისა. ადამიანი — ხედავს, ესმის, განიცდის და გრძნობს…»

დღეს კი ყველაფერი შეიცვალა, თუ კი ერთი წამით ადამიანს რამე ატკივდება, იქვე ტკივილგამაყუჩებელს იღებს, თუ არ შველის, საჭიროა გავზარდოთ დოზა, ტკივილის განცდისას არ შეუძლია არაფერზე კონცენტრირება, ყველაფერი მის გარშემო კვდება… ის მთელ შემართებით ცდილობს თავი დაიხსნას ტკივილიდან. დღეს კარგ სტომატოლოგად ითვლება — ვინც უმტკივნეულოდ კურნავს კბილს. გამაყუჩებელი ნევსის გაკეთებასაც კი წინ უძღვის გამაყუჩებელი,რათა ნევსის გაკეთებამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

და მაინც ღირს დაფიქრება, არის კი ტკივილი ზედმეტი ჩვენს ცხოვრებაში? ნამდვილად არის ის გამოვლინება სიბოროტისა? ან იქნებ მას აქვს თავისი დანიშნულება?

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[3] პასუხისმგებლობა

ლეკახ ტოვ

«…ადამიანი, თუ მოიტანს მსხვერლპსა გამჩენისა წინაშე, საქონლიდან თქვენიდან, მოიტანეთ წვრილფეხა ან მსხვილფეხა საქონელიდან, მსხვერპლი თქვენი.» (ვაიკრა 1:2)

ვხედავთ რომ თორა იწყებს ლაპარაკს მხოლობითი რიცხვიდან — მოიტანს მსხვერლპსა და შემდეგ გადადის მრავლობითზე — მოიტანეთ. საჭიროა გავიგოთ თუ რატომ ცვლის თორა ენას.

რაბი მოშე შტარბუხი გვიხსნის ამას შემდეგნაირად: როდესაც ადამიანი — ებრაელი ჩადის ცოდვას, არა თუ ვნებს მხოლოდ თავის თავს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამ ყველაფერს ვსწავლობთ მიდრაშიდან: გაფანტული ცხვარივით — ისრაელი. რატომ შეადარეს ბრძენებმა ისრაელის ერი ცხვარს? როგორც ცხვარს — თუ აყენებენ დარტყმას თავში ან სხეულის ნებისმიერ ნაწილში, იგი ტკივილს მთელ სხეულში გრძნობს, ასევე ისრაელის ერი, თუ ვინმე სცოდავს მთელი ერი გრძნობს (იგულისხმება სასჯელი ან სხვებიც იწყებენ ცოდვას). რაბი შიმონ ბარ იოხაის მოჰყავდა იგავი ხალხზე, რომლებიც გემით მიცურავდნენ ზღვაში. ერთ ერთმა მგზავრმა დაიწყო გემის ძირის გახვრეტა. ჰკითხეს მას იქ მყოფმა ხალხმა აღშფოთებით: რას აკეთებ? უპასუხა მან: კი მარა რა გაღელვებთ, მე მხოლოდ ჩემს ქვევით ვთხრი?! უპასუხა ხალხმა მას: მაგრამ წყალი ყველასთვის ერთნაირად არის ქვემოთ! (მიდრაშ რაბა 4:7)

გამოდის, როდესაც ცოდვილი ადამიანი მოიტანს გამოსასყიდ მსხვერპლს, რათა გამოასწოროს რაც დააშავა — დააზიანა თავის ცოდვით, არა მარტო თვითონ სუფთავდება და სწორდება, არამედ მთელი საზოგადოება, რომელსაც მიაყენა ზიანი თავის ცოდვით. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დაგვიწერა თორამ თავდაპირველად მხოლობით რიცხვში — ანუ მსხვერპლზე, რომელიც მოაქვს ცოდვილს, თავის დასახსნელად ცოვიდან, ხოლო ბოლოს მრავლობით რიცხვში — რადგან უკვე მოტანილია ცოდვილის მიერ მსხვერპლი, გავლენა ამ სხვერპლისა ვრცელდება მთელს საზოგადოებაზე და წმენდს მას.

ვსწავლობთ აქედან, როდესაც ერთი ებრაელი სცოდავს, მოაქვს მას უბედურება მთელ ისრაელის ერზე ღმ-რთმა დაგვიფაროს, ამიტომ თუ შეეცდება ვინმე მის შეჩერებას, არ აქვს მას უფლება და ნება უპასუხოს, ეს მხოლოდ მე მეხება და ჩემი საქმის მე ვიცი, რადგან — «წყალი ყველასთვის ერთნაირად არის ქვემოთ!«

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[4] გამჩენის წინ ყველა  ერთია

ლეკახ ტოვ

» თუ ფრინველს (მოიტანთ) მსხვერპლად … და დაანაწევრებს მას (ქოენი) ბუმბულით …  და მიიტანს სასმხვერპლოზე ქოენი … და იქნება სასიამოვნო სანანებლად გამჩენის წინაშე.« (ვაიკრა 1:14-17)

«გასაკვირია, ბუმბულით დაწვა მსხვერპლისა? განა არის ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს დამწვარი ბუმბულის სუნი? მაგრამ ვერაფერს იზავ, ასე გვიბრძანა გამჩენმა თორიდან, რათა «დანაყრდეს» სამსხვერპლო გაჭირვებულის მსხვერპლით, რომელსაც სჩვევია მოიტანოს მსხვერპლი ფრთეულიდან» — რაშის კომენტარიდან თორაზე.

 რაბი იერუხამ ლეიბოვიჩი  გვიხსნის: ადამიანის ბუნება მოწყობილია, ისე, რომ მას სიამოვნებას ჰგვრის, ყოფნა: მდიდარ, სუფთად და სოლიდურად ჩაცმულ, აკურატულ და პატივცემულ საზოგადოებაში. მაგრად ასე არ გრძნობს თავს, როდესაც იგი იმყოფება გაჭირვებულ, ღატაკ, მშიერ და ბინძურ საზოგადოებაში, მითუმეტეს სუნიც არც თუ ისე სასიამოვნოა იქ.  მაგრამ არ არის ასეთი გზა გამჩენისა, რომელსაც გვმართებს მივყვეთ. რაშის სიტყვებიდან ვსწავლობთ, რომ საჭიროა ვიყოთ ახლოს — უშუალოდ გაჭირვებულთან, გამოვხატოთ მათ მიმართ კეთილგანწყობა, პატივისცემა და სითბო, ვიყოთ მოწოდებულნი დავეხმაროთ მათ, უფრო მეტიც! — არანაირად არ ვაგრძნობინოთ მათ გულგრილობა და ზიზღის აჩრდილიც კი.

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[5] რატომ იცინი?

ორხოთ ხაიმ — რაბეინუ აშერ იხიელ (რ.ალექსანდერ კაცის კომენტარებიდან)

რაბი ელიეზერი ავად გახდა, მის მოსანახულებლად მოსწავლეები მივიდნენ. რაბი ელიეზერმა უთხრა მათ: ქვეყანა გაივსო საშიში შურისძიებით.(იგი გულისხმობდა რომ, გამჩენი გაბრაზდა მასზე და დასაჯა მძიმე ავადმყოფობით)  მისმა ყველა მოსწავლემ დაიწყო ტირილი, გარდა რაბი აკივასი, რომელმაც სიცილი დაიწყო. ჰკითხეს მას მოსწავლეებმა: რატომ იცინი?  მან კი კითხვით უპასუხა : თქვენ რა გატირებთ?  პასუხად მან შემდეგი მიიღო: განა შესაძლებელია არ იტირო, როდესაც თორის გრაგნილი იტანჯება? (რაბი ელიეზერს თორის გრაგნილს ადარებდნენ, ცოდნის გამო) უთხრა მათ რაბი აკივამ: ზუსტად მაგიტომ ვიცინი, როდესაც მე ვხედავდი რომ ჩვენი მასწავლებლის ღვინო არ ძმარდება, მისი თაფლი არ წყალდება, მისი ზეთი არ მძაღდება, ვხვდებოდი რომ მას წარმატება ყველაფერში ჰქონდა, ვეკითხებოდი ჩემ თავს: ნუ თუ ჩვენი მასწავლებელი მთელ თავის საზღაურს — გასამჯელოს მომავალი სამყაროსი — ამ სამყაროში მიიღებს? მაგრამ მას მერე, რაც მას ვხედავ დატანჯულს, მიხარია.(რადგან რაბი აკივა დაწყნარდა, რომ მის საყვარელ და პატივცემულ მასწავლებელს აქვს წილი მომავალ სამყაროში) რაბი აკივას მიმართა რაბი ელიეზერმა: აკივა, კი მაგრამ მე ხომ არცერთი მიცვა თორისა არ დამირღვევია? უთხრა რაბი აკივამ მას: განა შენ თვითონ არ გვითხარი მასწავლებელო: არ არსებობს წმინდანი დედამიწაზე, რომელსაც არ შეეცოდოს ერთხელ მაინც?

რაბი აკივა უხსნიდა, რომ გამჩენი წმინდანებს, უმნიშვნელო დარღვევებზეც კი სთხოვს პასუხს ამ ქვეყანაზე, რათა მომავალ სამყაროში მათ სიმშვიდე მიანიჭოს. მაგრამ მრუშებსა და ცოდვილებს (რომლებსაც არ სურთ გამოსწორება და პირიქით ამაყობენ თავის დაგრეხილი და ბინძური გზებით) აძლევს სიმშვიდესა და წარმატებას ამ საყაროში მათ მიერ შესრულებული მცირეოდენი მიცვებისა და კარგი საქმეებისთვის, რათა არ მისცეს წილი მომავალ სამყაროში. (ბერეშით რაბა 33:1)

[რა თქმა უნდა ნებისმიერს ვისაც ვხედავთ რომ არც თუ ისეთი დიდი წმინდანია და გააჩნია ქონება და წარმატება, არ უნდა ჩავთვალოთ რომ ის ავაზაკია და თავის მომავალი სამყაროს წილს — იღებს ამ სამყაროში, რადგან ჩვენ არ ვიცით გამჩენის გზები და მისი გათვლები, არ ვიცით ამ ადამიანს რა დამსახურება აქვს. არამედ გვმართებს პირველ რიგში მივხედოთ ჩვენს თავს და ვიფიქროთ ჩვენ მომავალ სამყაროზე, არაფრის დიდებით არ გავიცრუოთ იმედი, არამედ პირიქით ვეცადოთ მთელი ძალით მივაღწიოთ წარმატებას, რადგან ესაა გამჩენის ნება!]

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)


http://www.beerot.ru/?p=12769