ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №14 (ფესახი)

Дата: | Автор материала: null

1526

[mwm-aal-display]

[1] მიცრაიმიდან გამოსვლა — მტკიცებულება გამჩენის მართველობისა

რაბი იაკობ ჰილელი

წიგნში «ორხოთ ხაიმ» (გზები ცხოვრებისა) რაბეინუ აშერი — როშად ცნობილი (თალმუდის უდიდესი კომენტატორი და უდიდესი ავტორიტეტი ებრაელურ კანონმდებლობაში) გვიწერს: პირველი ათი მცნებიდან: «მე ვარ უფალი, ღმ-რთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე მიწიდან ეგვიპტისა, სახლიდან მონობისა.» (შემოთ 20:1). არ არის საკმარისი სჯეროდეს ებრაელს მხოლოდ პირველი ნაწილის ამ მონაკვეთისა თორიდან, რომ გამჩენმა შექმნა სამყარო, არამედ ვალდებულია ყველა ებრაელი სჯეროდეს ასევე — რაც შემდეგშია დაწერილი: ღმ-რთმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. ასევე სჯეროდეს რომ ღმ-რთია მონაწილე ჩვენ ცხოვრებში მომხდარი ყოველი მოვლენისა, რომ გამჩენია ზედამხედველი ყველაფრისა, ამის გარეშე რწმენა გამჩენში არ არის სრულფასოვანი.

ხდება გასაგები, თუ რატომ არის ცენტრალური ეს ფაქტი — მიცრაიმიდან გამოსვლა და რატომ გვაქვს ამდენი კანონი დაფუძნებული მასზე.

მაგალითად ასეთია — შაბათის კიდუში, როდესაც ვაკურთხებთ შაბათის კიდუშს, ვახსენებთ მიცრაიმიდან გამოსვლას. ჩნდება კითხვა — რა კავშირია მიცრაიმიდან გამოსვლასა და ჩემი კიდუშის კურთხებას შორის, მიცრაიმიდან გამოსვლა  მოხდა მაშინ — ბევრი წლის წინ, ვიყავით მონები და გაგვანთავისუფლა გამჩენმა, მოგვიყვანა ჩვენს მიწაზე, მაგრამ რატომ ვახსენებთ ეხლა — მიცრაიმიდან გამოსვლას?  რაბეინუ აშერი გვიხსნის: ყველა მომხდარი სასწაული ეგვიპტიდან გამოსვლისას — ათი დარტყმა, სასწაულები, ყველაფერი არის უშუალო მტკიცებულება გამჩენის მონაწილეობისა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან გამჩენმა შეცვალა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ბუნებრივი სვლა მოვლენებისა.

დახსნით ეგვიპტური მონობიდან გამჩენმა ხაზი გაუსვა ფაქტს — რომ ქვეყნიერებას აქვს  მიზანი — მასში არის ჩადებული აზრი. ამ აზრს კი წარმოადგენს — ებრაელი ერი, მათი სწავლა და შესრულება თორისა, რაც კი ხდება, ვაკეთებ მე — გამჩენი.

ნებისმიერი წვრილმანი, რომელიც კი ხდება ქვეყანაზე, მოდის გამჩენისგან, ის არის მონაწილე ყველაფრისა, როგორც გვასწავლიან ბრძენები ბაბილონის თალმუდში: ‘ვერც ერთი ადამიანი ვერ შესძლებს დაუშვას თითიც კი თუ ეს ცაში არ არის გადაწყვეტილი.» (ხულინი 7:).

[2] მაზალი და ღმ-რთის ზედამხედველობა

რაბი იაკობ ჰილელი

მაზალი — ვარსკვლავების ზემოქმედება ადამიანის ცხოვრებაზე, მის «წარმატებულობაზე» ან «წარუმატებლობაზე». ასტროლოგიურ ზოდიაქოს — რომლის ქვეშაც იბადება ადამიანი აქვს ადგილი ჩვენს რელიგიაშიც, მაგრამ ებრაელისთვის მას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ებრაელის ბედი წყდება არა ზოდიაქოს ნიშნითა და ვარსკვლავებით, არამედ მისი კავშირით გამჩენთან, რომელსაც მისი პირადი საქციელით, დამოკიდებულებით თორის მიმართ, თორის სწავლითა და მისი შესრულებით, რაც არის პირდაპირი კავშირი ებრაელსა და გამჩენს შორის. მართალია მთელ სამყაროს გამჩენი განკარგავს თანავარსკვლავედების მეშვეობით, მათი წყობითა და ზეგავლენით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება — ყველაფერზე ზევით გამჩენი დგას.

მაგალითად — მამა აბრაჰამი, ერკვეოდა ასტროლიგიაში, მან იცოდა რომ შვილი არ უნდა ჰყოლოდა, რადგან დაიბადა ასეთი თანავარსკვლავედის ქვეშ. მაგრამ როდესაც მან უთხრა ღმ-რთს : შემპირდი მე შვილს, მე არ შემიძლია მყავდეს ისინი  გამჩენმა უპასუხა მას : ვარსკვლავი, რომელზეც შენ დაიბადე მე შევქმენი მაგ ადგილას და მე შევცვლი მის ადგილს. ( ბ.თ. შაბათი 156:). ისმის აქედან, რომ გამჩენი მართავს ბუნებას და შესაბამისად ჩვენ სრულად არ ვიმყოფებით თანავარსკვლავედის ზემოქმედების ქვეშ და არ ვართ შემოფარგლულნი მათი კანონებით.  ჩვენ გაგვაჩნია ძალა და საშუალება შევცვალოთ «მაზალი», რომლის ქვეშაც დავიბადეთ ჩვენი მსახურით გამჩენის წინაშე, მისი თორის სწავლითა და შესრულებით, რითიც ჩვენ ბედს პირდაპირ გამჩენის ხელში გადავცემთ და არა ვარსკვლავების ზემოქმედებისა. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვინც არ იცავს თორას რა საკვირველია თავის ბედს გადასცემს ვარსკვლავების ზემოქმედებას, იქ კი როგორც გაუმართლებს ისე იქნება, ვინ იცის რა «მაზალი»-ს ქვეშაა დაბადებული

[3] მე ვარ ყველგან!

ცნობილია რომ ეგვიპტელებს არანაირი რწმენა არ გააჩნდათ ღმ-რთისა, მათ სწამდათ რომ ყველაფერი რაც მათ გააჩნდათ იყო მათი შრომის შედეგი, მდინარე ნილოსი მოედინებოდა თავისით და მას არ ჰქონდა სასრული, შესაბამისად არ სჭირდებოდათ წვიმა, ერთი სიტყვით აბსოლიტური უღმ-რთობა. მათზე იძახიან ბრძენები: ეგვიპტელები იმდენად შორს იყვნენ ღმ-რთისგან — თვალებსაც კი არ სწევდნენ ცისკენ. შესაბამისად მათი მეფე — ფარაონიც ამტკიცებდა რომ მან თვით შექმნა თავის თავი, რომ ის იყო ღვთაება, უარყოფდა ღმ-რთს და არ ეშინოდა არაფრის. ასე გვასწავლის თორა, როდესაც მივიდა მოშე ფარაონთან და გადასცა გამჩენის ბრძანება — გაეშვა ებრაელები, ფარაონმა მას შემდეგი უპასუხა: » მე არ ვიცნობ ღმ-რთს … «. გამჩენმა ამის საპასუხოდ სამი სხვა და სხვა ნაწყვეტით უპასუხა თორაში, სიტყვებით: «მე ვარ ღმ-რთი». გამჩენმა განიზრახა დაენახებინა ყველასთვის თუ ვინ არის სრული მართველი სამყაროსი ყოველ მის მონაკვეთში და ეს სიტყვები შეესაბამება სამი სახის ჯგუფის სასჯელს, რომელიც მიაყენა გამჩენმა მიცრაიმს და მის «ღვთაებრივ» მეფეს: » გაიგებ რომ მე ვარ ღმ-რთი». — პირველი ჯგუფის სასჯელი: მიწის ზედაპირის, წყლის და მიწის მტვერის სასჯელი; » მე ვარ ღმ-რთი მიწასა ზედა». — მეორე ჯგუფის საჯელი: ცოცხალ არსებებზე — გარეული ცხოველები, საქონელი და ადამიანები; » არ არის მსგავსი ჩემი». — მესამე ჯგუფის სასჯელები კი იწყებოდნენ ზეცაში. გამჩენმა ყოველ სტიქიაში დაანახა მსოფლიოს რომ ის არის მართველი და არა სხვა.

მაარალი წიგნში «გვუროთ ჰაშემ» წერს რომ, ყოველი დარტყმა საფეხურით მაღლა იყო წინისა. მაგ: წყალი მდინარე ნილოსისა, რომელიც იქცა სისხლად, იმყოფებოდა მიწაზე ქვემოთ; ბაყაყი ბინადრობს წყალში მაგრამ ამოდის ხმელეთზეც; მტვერი მიწისა, რომელიც იქცა ტილებად; გარეული ცხოველები, რომლებიც დადიან მიწაზე; ჭირი, რომელიც ვრცელდებოდა მოწამლული ჰაერის შედეგად; ჭრილობები კი იყვნენ ცეცხლოვანი ბუნების რაც უფრო მაღალი სტიქიაა; სეტყვა წამოვიდა უფრო მაღლიდან; კალია კი ფრინველია; წყვდიადი — შედეგი  მნათობების დარღვეული სტრუქტურისა, მნათობებიც კი შედიან მატერიალურ სამყაროში; ბოლო კი პირველშობილთა სიკვდილი — რითიც გამჩენმა გამოხატა მართველობა ადამიანის სულზე, რაც ყველაზე მაღალი საფეხურია, რადგან წარმოადგენს სულიერ სამყაროს, მაგრამ ვხედავთ ღმ-რთის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. მაგრამ ფარაონი მიუხედავად ამისა მაინც ჯიუტობდა და იძახდა: «ეს თითია ღმ-რთისა». თითით ძირითადად მიუთითებენ კონკრეტულ საგნებს, ანუ ფარაონს არ უნდოდა დაენახა მთლიანი სურათი, არამედ ყველაფერს ცალცალკე, კონკრეტულ მოქმედებებად ყოფდა. საბოლოოდ გამჩენმა დაანახა მას ზღვის გაყოფა — რაც უკვე სრული — აბსოლიტური მართველობის გამომხატველი იყო და არა რაიმე კონკრეტულზე, როგორც ნათქვამია: «ყველა წყლები ზღვაში მიედინება». — აქ კი ფარაონმა აღიარა გამჩენის მთლიანობა და მისი ყოვლისშემძლეობა.

[4] ურთიერთობა

ნაწილი# 2

5. მიუხედავად იმისა რომ, კანონი ურთიერთობისა გვავალდებულებს მეგობრის სასიკეთოდ განსჯას, მიუხედავად ამისა არ გვათავისუფლებს სხვა კანონებიდან. არის მომენტები ცხოვრებაში, სადაც თორა ავალდებულებს ადამიანს ამოიღოს ხმა და იმოქმედოს და არ შეაქციოს ზურგი განვითარებულ მოვლენებს და მოიქცეს ისე თითქოს და იქ არ იყოს. მაგ: როდესაც, ამხანაგი ჩადის დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი, ან თხოვნით ან რაიმე სხვა გზით შეჩერება, რათა მან არ ჩაიდინოს ცოდვა და ასევე გავაფრთხილოთ ის მოსალოდნელ დარღვევაზე. ამ მიცვას ეწოდება «თოხახა» — შენიშვნის მიცემა — გაფრთხილება. მაგრამ ამის გაკეთება არის საჭირო ძალიან ფრთხილად, რათა უარესი არ იქნეს მიღებული შედეგად, ხშირია წყენა და უარესი კონფლიქტამდე მისვლასაც აქვს ხშირად ადგილი (უკვე თალმუდის პერიოდში იძახდნენ ჩვენი ბრძენები რომ ადამიანს არ გააჩნდა სწორი გზა შენიშვნის გაკეთებისა. ჩვენი მასწავლებელი რაბი იცხაკ ზილბერი არასდროს აძლევდა შენიშვნას არავის, რა თქმა უნდა თუ სიტუაცია უკიდურესი არ იყო და დასაკარგიც არაფერი იყო, რადგან ადამიანის შერცხვენა სახალხოდ დიდი ცოდვაა და მას — სისხლის ღვრას უტოლებენ, რადგან ადამიანის შერცხვენისას სახალხოდ იგი წითლდება ან თეთრდება, ამას კი უტოლებენ სისხლის ღვრას). ადამიანის განსჯა მუდამ სასიკეთოდ უნდა ხდებოდეს, მაგრამ იქ სადაც ყველაფერი აბსოლიტურად ნათელია — საჭიროა მოქმედება და სიტუაციის განმუხტვა.

6. შემთხვევაში, როდესაც ფაქტები მეტყველებენ ადამიანის დანაშაულზე, მისი საქციელია თვით მის გამამტყუნებელი, არ არის ვალდებულება ადამიანმა მოიგონოს გასამართლებელი საბუთი მისი მეგობრისთვის. მაგ: თუ მეგობარმა მოიპარა ნივთი და ჯერ არ აბრუნებს, არ არის აუცილებელი ვიფიქროთ რომ იგი ინანიებს საქციელს და ცადიკია, რადგან თვით ფაქტი იმისა რომ მან ჯერ კიდევ არ დააბრუნა ნაქურდალი მეტყველებს საწინააღმდეგოს ამ არგუმენტებისა. რაც შეეხება ადამიანებს შორის მომხდარ ფაქტს, ასეთ შემთხვევაში ვალდებულებაა ვიფიქროთ რომ, იგი ინანიებს და უკვე ბოდიშიც მოიხადა.

7. პრაქტიკული გამოყენება კანონისა «განსაჯე სასიკეთოდ მეგობარი შენი» ხშირად დამოკიდებულია, განსასჯელი ადამიანის პირად თვისებებსა და მომხდარ ფაქტზე, რაც შემდეგში იქნება განხილული.

თუ ფაქტები მეტყველებენ რომ ადამიანმა აშკარად ჩაიდინა დანაშაული, იმ შემთხვევაში თუ ის თორის მცოდნე ადამიანი — ხახამი მაშინ სავალდებულოა ვიფიქროთ რომ, ის ინანიებს და უკვე მოიხადა იქვე — პირველივე შესაძლო სიტუაციაში ბოდიში.

იმ შემთხვევაში კი როდესაც სიტუაცია ბუნდოვანია და არ არის გასაგები ბოლომდე, რადგან შეიძლება მიზეზი მომხდარის იყოს იძულება ადამიანის გამოუვალი სიტუაციის გამო, ან მისი გათვლით — სასიკეთო შედეგის მისაღებად გადადგმული ნაბიჯი. ასეთ შემთხვევაში ვალდებულია ადამიანი ბოლომდე გაერკვეს სიტუაციაში, რათა აღნიშნული რაბი თუ სხვა პატიოსანი და კარგი ადამიანი არ იყოს ტყუილად მის თვალში დამნაშავის სტატუსის მატარებელი.

8. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არიან სულიერების საშუალო საფეხურზე, ცდილობენ დაიცვან წესები ტორისა და აქვთ ღმ-რთის შიში, მაგრამ მათი საქციელი არამც თუ ყოველთვის სწორი და საქებარია, ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ გავამართლოთ ესეთი ადამიანი, თუნდაც მაშინ როდესაც მისი საქციელი აშკარად არასწორია,  რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ ის მუდამ ცდილობს რომ იყოს კარგი ებრაელი — ანუ მისი ცხოვრებისეული ვექტორი არის მიმართული კარგისკენ. უკიდურეს შემთხვევაში არ გავამტყუნოთ და არ განვსაჯოთ ცუდისკენ, არამედ დავტოვოთ ეჭვის ქვეშ მისი ეს საქციელი. მაგრამ მაინც ძლიერი ადამიანის ბუნებაა მეგობრისთვის გასამართლებელი საბუთის პოვნა.

[5] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 3

გვასწავლიან ბრძენები ბაბილონის თალმუდში(სანჰედრინი 46.) : როდესაც ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, რას იძახის გამჩენი? მძიმეა ხელი ჩემი, მძიმეა თავი ჩემი გვიხსნის რაში : როგორც ადამიანი დაბრუნებული მძიმე ფიზიკური სამუშაოდან.

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსის მონაყოლიდან : ბაბუაჩემი ყვებოდა ერთ ებრაელზე, რომელსაც თავს დაესხნენ ანტისემიტები და ძალიან სცემეს. სანამ სცემდნენ, ეს ებრაელი ყვიროდა : «მე არ მტკივა, მე არ მტკივა», ჰკითხეს მას, თუ რატომ აკეთებდა ასე. მან უპასუხა : როდესაც ებრაელს ტკივა, გამჩენი კურთხეულია მისი სახელი — ისიც განიცდის მასთან ერთად, მე კი არ მინდა რომ გამჩენი ჩემს გამო განიცდიდეს!

როდესაც ადამიანი განიცდის და წუხს, გამჩენი არა მარტო იზიარებს მის მწუხარებასა და ტანჯვას, არამედ უფრო მეტი — გამჩენი თვითონაც იტანჯება და განიცდის მასთან ერთად!  ჩვენთვის ცნობილია გრძნობა ახლობლის დახმარება, როდესაც ის გაჭირვებაშია, ვცდილობთ რამენაირად დავეხმაროთ მას და გადავჭრათ მისი პრობლემები. მაგრამ აქ ასე არ არის — გამჩენი თითქოს და თვით გადის ამ გასცადელს, ამ ტანჯვას, ანალოგიურს ადამიანისა.

როდესაც ჩვენ გვტკივა თავი, პრობლემა არ არის ჩვენი თავის ტკივილში, პრობლემა გამჩენის ტკივილშია! რადგან არაფერი არ გვაკავშირებს გამჩენთან მეტად ვიდრე ტკივილი. მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ სწორად გამოყენება ამ ბრწყინვალე კავშირისა გამჩენთან. ტკივილი არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ის უბრალოდ ილუსტრაციაა გარკვეული წუნისა, რომელიც უნდა იყოს აღმოფხვრილი ფიზიკურ სამყაროში.

ინფექციის მოხვედრისას ადამიანის ტანში, მისი ტემპერატურა იწევს მაღლა, ეს ხდება ნიშანი მისთვის რომ ორგანიზმში არის «გაუმართაობა», რომლის სასწრაფო წესით აღმოფხვრა არის აუცილებელი. მაგრამ არის გარკვეული რიცხვი ხალხისა, რომელთა ორგანიზმში ინფექციის შეჭრა შეუმცნეველი რჩება, ეს კი ძალზედ საშიშია, რადგან ინფექცია შეიძლება მოედოს მთელ ტანს, სანამ მის შესახებ უცნობია.

ერთი სიტყვით  — ტკივილი არის ნიშანი გამჩენისაგან, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, გამჩენის სურვილია რომ ჩვენ მოვახდინოთ აქტივაცია ჩვენი ბუნებრივი სურვილისა — მე მინდა სიცოცხლე!


http://www.beerot.ru/?p=13070