[mwm-aal-display]
[1] რამბანის კომენტარი თორაზე: სასამართლო ეგვიპტის ღმ-რთებზე
«და გავივლი მე, მიცრაიმის მიწაზე ამ ღამეს და დავხოცავ ყველა პირველშობილს, როგორც ადამიანს ასევე ცხოველს; და ყველა ღმერთებს მიცრაიმისას გავუკეთებ სამართალს, რადგან მე ვარ ღმ-რთი» (შმოთ 12:12)
კერპები ხის იქცნენ ფერფლად, რკინისა — დადნა, ზუსტად თუ რა დაემართად კერპებს და როგორ იყო მათზე აღსრულებული სასამართლო, თორაში არ არის დაწერილი, რადგან კერპების ყოველგვარი უსუსურობა და სიცარიელე არ იმსახურებს იყოს დაწერილი თორის ტექსტში, მიუხედავად ამისა პირველშობილი ბავშვებისა და ცხოველების სიკვდილი მოთხრობილია თორაში, რადგან წერია რომ თვით ფარაონმაც გაიღვიძა იმ ღამეს, როდესაც შეატყობინეს სიკვდილი შვილისა, ასევე მთელს მიცრაიმში არ იყო სახლი სადაც არ იყო მიცვალებული. კერპების განადგურება კი მათ მხოლოდ დილით შეიტყვეს, როდესაც სალოცავებში მივიდნენ.
რამბანი თვით კი თვლის რომ, გამჩენმა ეგვიპტის მფარველი ანგელოზები დაასუსტა და დასაჯა, მაგრამ თორა ამაზე ნათლად არ ლაპარაკობს.
რაში თავის კომენტარში წერს, რომ გამჩენმა თავის ხელით აღასრულა სამართალი და არა გზავნილის — ანგელოზის ხელით, მაგრამ ფესახის აგადაში ბრძენები ოდნავ განსხვავებულად გადმოქვცემენ: გავივლი მე, მიცრაიმის მიწაზე — მე თვითონ და არა ჩემი ანგელოზი, დავხოცავ პირველშობილებს — მე და არა სარაფი(ანგელოზის სახელი) და ყველა კერპებზე ეგვიპტისა აღვასრულებ სამართალს — მე, და არა ჩემი გზავნილი, მე ვარ ღმ-რთი, მე და არ არის სხვა. ახსნა ამ ყველაფრისა კი შემდეგია, იძახის გამჩენი: მე თვით გავივლი ეგვიპტეში და არ გავაგზავნი ანგელოზს გამანადგურებელს, რომლის საშუალებითაც აგზავნის ჭირს და სხვა და სხვა სასჯელებს. პირველშობილთა დახოცვაში თვით გამჩენი მონაწილეობდა და არა მისი ანგელოზი — სარაფი. გამჩენი არ ემსგავსება მეფეს, რომელიც სხვისი — გზავნილის ხელით იძიებს შურს, ეს უკანასკნელი კი არის მისი ანგელოზი — სარაფი, რომელსაც ასდის ალი, ანადგურებს თავის მტერს. მათ კერპებსაც ისევ და ისევ გამჩენმა თავის ბრწყინვალებაში აღუსრულა სამართალი და არა ანგელოზით, რომელიც ასრულებს ყველა მის ბრძანებას — მატატრონი (ამ სახელის გამოთქმა არ შეიძლება, რადგანაც მას განსაკუთრებული სიწმინდე გააჩნია), ეს ანგელოზი იცავდა ებრაელ ერს სინაის უდაბნოში, როდესაც გამჩენმა დატოვა ებრაელთა გარემოცვა, ხბოს კერპის ცოდვის შემდეგ და მათ წინ ისრაელის მიწისკენ, გაუმძღოლა ეს ანგელოზი. არის კომენტატორი თორისა, რომელიც ბრძანებს რომ ეს ანგელოზი არის მთავარანგელოზი მთელი მსოფლიოსი. რაც კი შეეხება სიტყვებს «მე ვარ ღმ-რთი», ეს იყო დემონსტრირება — რომ მხოლოდ გამჩენია ერთადერთი, არ არის სხვა ძალა მის გარდა, არაფერს შეუძლია მისი შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა.
[2] დაკეტილი გული — ჯერ კიდევ გულია
ბაბილონის თალმუდში, ბრძანებს რაბი იოხანანი: ურწმუნოები იტყვიან, ამის გამო ვერ გააკეთა თეშუბა(მონანიება) ფარომ, როგორც ნათქვამია «და მე დავამძიმებ გულს ფარაონისას». რაბი შიმონ ბენ ლაკიში ბრძანებს: ურწმუნოები აქედან იტყვიან, როგორც ნათქვამია: «დაუკეტე პირი დამცინავთ», (მიშლეი 3) «თუ დამცინავთ დასცინის…» — გამჩენი აფრთხილებს ადამიანს, როდესაც ის სცოდავს პირველად, მეორედ, მესამედ და თუ არ ბრუნდება ის — უხშობს მას გულს და არ აძლევს საშუალებას დაბრუნებისა, რათა მოსთხოვოს ყველაფერზე რაც კი შესცოდა. ანალოგიურად ფარაონი: რადგანაც გამჩენმა ხუთჯერ — ხუთი დარტყმით სცადა მისი გამოღვიძება, ფარაონმა კი არ იღო ყურად, უთხრა მას გამჩენმა: არ მიიტანე გულთან გაფრთხილება ჩემი, მაშინ დაგიმატებ მე სიმტკიცეს გულისა. ასე იქნა დამძიმებული გული ფაროსი და ვერ უდებდა გულს მიმართვას გამჩენისას (მიდრაშ რაბა).
რაბი შიმონ ბენ ლაკიშის სიტყვები მოითხოვს ჩაღრმავებას, რადგან თვით თორის სიტყვები გახდეს გასაგები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვა თუ უკვე გული ფაროსი იყო გაქვავებული, მაშინ რა აზრი ჰქონდა მასთან მისვლას და გადარწმუნებას გაეშვა ისრაელის ერი ეგვიპტიდან.
რაბი იჰუდა ხასმანი (სულიერი წინამძღოლი — იეშივა «ხევრონისა», ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი თორის სასწავლებელთა შორის) გვიხსნის კოჰელეთიდან — «და გულმა ჩემმა ნახა ბევრი სიბრძნე და გონიერება». კავშირს გულისა — წყაროს გრძნობისა და სიბრძნისა გონიერებასთან ვხვდებით კიდევ ერთ ნაწყვეტში თორისა: «და გაიგებ დღეს შენ და მიიტან გულთან…». გამოდის ასევე ლექსი ქოჰელეთშიც საუბრობს სიბრძნით შეძენილის დაფუძნებას გულში. აქედან ვსწავლობთ — როგორც აქვს ადამიანს მატერიალური თვალები, ასევე აქვს სულიერი თვალები — გული.
წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება, რომლებიც ვერ ხედავენ მზის შუქს, ერთი მათგანი არის ბრმა, მეორე კი მხოლოდ თვალ დახუჭული. მიუხედავად იმისა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ერთნაირ მდგომარეობაში არიან, განსხვავება მათ შორის ძალზედ დიდია. ბრმას თვალის სინათლე დაკარგული აქვს სამუდამოდ, მეორეს კი მხოლოდ თვალის გახელა სჭირდება და იქნება როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ასევე «სულიერ თვალებშიც» გვაქვს ორი სახის უსინათლობა და ეს არის საფუძველი ურწმუნოთა შეცდომის, გაიძახიან რა — არ ჰქონდა ფარაონს არჩევანის საშუალება დაბრუნებულიყო თეშუბაზე, რადგან გაუქვავა გამჩენმა მას გული, ამაზე ბრძანა რაბი შიმონ ბენ ლაკიშმა: «დაუკეტე პირი ურწმუნოებს», ცდებიან და შეჰყავთ შეცდომაში სხვებიც, თავდაპირველად ფარაონის გული არ იყო გაქვავებული და დამძიმებული, მხოლოდ თითქოს და იყო დაკეტილი კლიტეთი, იმ მომენტში ფარაონს არ შეეძლო ეგრძნო გულით ის, რასაც ხვდებოდა გონებით.
გამოდის მიუხედავად იმისა რომ, ფარაონს არ ჰქონდა უნარი შეეგრძნო გულით რასაც ხვდებოდა გონებით, მაინც ჰქონდა მას შესაძლებლობა დაბრუნებულიყო გამჩენის გზაზე, მართალია მეტად ძნელი იყო მისთვის გაკეთება ამისა შედარებით სხვა დანარჩენ ადამიანთან, რადგან გული იყო დაკეტილი კლიტეზე, მაგრამ საშუალება მაინც იყო, ამიტომაც უთხრა გამჩენმა მოშეს: «წადი ფაროსთან», არ გეგონოს რომ არ აქვს აზრი მასთან ლაპარაკს, რადგან მისთვის ჯერ კიდევ არ გამიქვავებია და დამიმძიმებია გული, ამიტომ ღირს მიხვიდე და დაარწმუნო ის.
თორა, მონაკვეთიდან ფარაონზე, გვასწავლის არა მარტო ფარაონზე, არამედ მთელს კაცობრიობაზე. ბაბილონის თალმუდში(შაბათი) ნათქვამია: სიკვდილის დღის არათუ ეშინიათ და გაუდით კანკალი ურწმუნოებს, არამედ მათი გული მშვიდი და მტკიცეა. იციან მათ გზები თავისი ცხოვრების, რომელთაც მიჰყავთ ისინი სიკვდილთან, მაგრამ არ ბრუნდებიან გამჩენის გზებზე, არ ტოვებენ ამ გზებს.
გვაქვს მაგალითი — ფარაონი, ასეთი გაქვავებული გულისა, თუ მოვა ადამიანი და იტყვის: მთელი კაცობრიობა მისდევს ვნებებსა და ცუდ თვისებებს, რადგან ესაა ბუნება ადამიანის, არაა ჩემს ძალებში შევცვალო რამე! უთხარი მას: ლაპარაკობ როგორც ურწმუნო, რომლებიც გაიძახიან რომ არ ჰქონდა საშუალება ფარაონს დაბრუნებულიყო გამჩენთან! მაგრამ ბრძანეს უკვე ბრძენებმა დაუხშეთ პირი, რადგან მხოლოდ კლიტეზე დაუკეტეს ფარაონს გული და არ გაუქვავეს, იყო იმედი კიდევ რადგან გაუგზავნა გამჩენმა მას მოშე, იქნებ გამოღვიძებულიყო. აქედან გვაქვს მტკიცებულება ყველასთვის ვინც კი ამტკიცებს რომ შეუძლებელია მისთვის დაბრუნდეს გამჩენთან.
რჩევა ერთადერთი მიძინებულთათვის არის თორის სწავლა, როგორც ნათქვამია ბაბილონის თალმუდში(კიდუშინი): (ბრძანებს გამჩენი) შევქმენი იეცერ — ჰარა, შევქმენი გამკურნავი მისგან — თორა. ასევე რაბი მოშე ხაიმ ლუცატო «მესილათ იეშარიმ»-ში: რადგან ღმ-რთი, შემქმნელი იეცერ — ჰარასი გვეუბნება ასე(შევქმენი იეცერ — ჰარა, შევქმენი გამკურნავი მისგან — თორა), არ არის სხვა გზა განკურნებისა, რადგან მხოლოდ მისი სწავლით მოვიშორებთ ჭუჭყსა და დავინახავთ სინათლეს, გავაღვიძებთ ჩვენს გულს გამჩენის გზებისკენ. როგორც ბრძანებს მეფე შლომო (მიშლეი 4) «ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა ის, რადგან მასშია შენი ცხოვრება».
(ლეკახ ტოვ — თარგმნა: ც.ხ პარლაგაშვილმა)
[3] ებრაელის სული
თორის ერთ — ერთ ნაწილში, კერძოდ კი ფარაშა(კვირის თავი) «ნასო»-ში, გამჩენმა უბრძანა ყველა ტამე — რიტუალურად უწმინდურს დაეტოვებინა თავის მუხლის ტერიტორია, როგორც ნათქვამია: «… და ნუ გააუწმინდურებენ ბანაკებს, რომლებშიც მე ვიმყოფები», ჩვენი ბრძენები დაყრდნობით სიტყვებზე — «რომლებშიც მე ვიმყოფები», გვითხრობენ «სიფრი» -ში: «სიყვარული გამჩენისა ებრაელების მიმართ ისეთია, რომ თუნდაც მათი სულიერი უწმუნდურობის დროსაც არ ტოვებს მათ». გაუგებარია, რატომ არ ტოვებს გამჩენი ებრაელებს, მათი დაბალი სულიერი დონისა და დაცემის დროს, როდესაც ვხედავთ რომ მეფე დავითი თეჰილიმში წერს: «რადგანაც შენ, ღმ-რთო არ მოინდომებ ცოდვებს, არ იქნები სიახლოვის ცუდისა»?
პასუხი ამ კითხვაზე, შეგვიძლია მივიღოთ სოლომონ მეფის შირ — ჰაშირიმიდან, როგორც წერია: «ნუ მიყურებთ (დამიწუნებთ) რომ შავივარ, მზისგან ვარ დამწვარი». რაში (თორის კომენტატორი), გვიხსნის ამ მონაკვეთს: ნუ მიწუნებთ, რადგან შავი ვარ, მზეა მიზეზი ჩემი სიშავისა და სიმახინჯისა, არ ვარ დაბადებიდან შავი, ეს სიშავე კი ადვილად გადავა. ბრძენები ბერეშიტ რაბა-ში საფუძვლიანად გვიხსნიან, რომ თუნდაც ცოდვილს აქვს კარგი «სუნი», ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ებრაელს მიუხედავად ცოდვების სიმრავლისა, საფუძველი მაინც სუფთა რჩება, ეს სულიერი სიბინძურე მხოლოდ გარეგან — ზედაპირულს წარმოადგენს, ანუ ვისაც განწმენდა მოუნდება ცოდვებისგან, იოლად შეუძლია ჩამორეცხოს ცოდვები, მსგავსად გარუჯულისა მზეზე, რომელსაც მუქი ფერი კანის დაფარვისას მზისგან მალე გადასდის და იბრუნებს პირვანდელ თეთრ ფერს.
ბრძენებს ასევე მოჰყავთ ისტორია იოსეფ მეშიტზე, ცოდვილ ებრაელზე, რომელიც ცხოვრობდა რომაელთა ისრაელზე მეფობის დროს. როდესაც რომაელები ტაძრის მთაზე ავიდნენ, შეეშინდათ ტაძარში შესვლა და გადაწყვიტეს პირველი ებრაელი შეეშვათ, მაშინ კი შესთავაზეს იოსეფ მეშიტს, შესულიყო ტაძარში და რომელი ნივთიც კი მოუნდებოდა წაეღო შინ. იოსეფს კი არც მეტი და არც ნაკლები მოეწონა მენორა, რომელიც სუფთა ოქროსგან იყო ჩამოსხმული, როდესაც გაემართა სახლისკენ, რომაელებმა დაინახეს მენორის ბრწყინვალება და უთხრეს: არ ეკადრება შენ მსგავსს ჰქონდეს მენორა, ის მხოლოდ სამეფო პალატებისთვის არის განკუთვნილი. დაბრუნდი და ნებისმიერი სხვა ნივთი აირჩიე, ამჯერად ის ნამდვილად შენი იქნება. აქ კი გამოიღვიძა იოსეფმა, მიხვდა სიმდაბლეს თავის საქციელისა და განუცხადა მათ: საკმარისია, ერთხელ უკვე განვარისხე ჩემი ღმ-რთი, აღარ მინდა მეტი მისი განრისხება. რომაელებმა ვერაფრის დიდებით ვერ დაითანხმეს იოსეფი რომ შებრუნებულიყო, განრისხებულმა რომაელებმა იქვე ბრძანეს მისი ნაწილებად დახერხვა. იოსეფ მეშიტა ამ საზარელი განაჩენის ძალაში მოყვანისას კი გაიძახოდა: რა უბედური ვარ, რათა გავაბრაზე გამჩენი.
მიზეზი თუ რატომ რჩება ებრაელის სული სუფთა, მდგომარეობს შემდეგში — ყველა ებრაელში არის წმინდა — ღვთიური სული, რომლის დაბინძურება ცოდვებითა და უვარგისი საქციელით შეუძლებელია. როგორც ვიძახით ყოველ დილით სამადლობელო ლოცვაში: «გამჩენო, სული, რომელიც მომეცი სუფთაა». რავ ხაიმი ვოლოჟინიდან წიგნ «ნეფეშ ხაიმ»-ში ხსნის: ნეშამა, რომელიც არის ღვთაებრივი სული, სტოვებს ცოდვილ ადამიანს მისი საქციელის გამო, დასცქერის შორიდან და აშუქებს მას ღვთაებრივი შუქით მხოლოდ შორიდან, მაგრამ თვით ნეშამა ზიანს ცოდვებისგან არ იღებს არასოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს და მუდმივად ახსოვდეს მისი სულის ბრწყინვალებისა, რადგან ეს ცოდნა დაეხმარება მას არ შესცოდოს, როდესაც დაფიქრდება ამ ღირსებაზე, მიხვდება რომ არ ღირს ჩადენა საქციელისა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მხოლოდ სიბინძურესა და სიმდაბლეს. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს გაუჭირდება ცოდვებთან ბრძოლა, ამ საფუძველს «პირკეი ავოთ»-ში გვასწავლის რაბი იოხანან ბენ ზაქაის ერთ ერთი დიდი მოსწავლე — რაბი შიმონი: «და ნუ იქნები ცოდვილი შენს თვალში». რამბამი აკეთებს შემდეგ კომენტარს: თუ ადამიანი მუდმივად იფიქრებს, რომ ცოდვილი და უღირსია, მისთვის ნებისმიერი ცოდვის ჩადენა ძალზედ მარტივი და იოლი იქნება.
ბაბილონის თალმუდში (ნედარიმი) მოთხრობილია ერთ ყმაწვილზე, რომელიც საცოლედ პატიოსან, ლამაზ და კარგი თვისებების ქალიშვილს ეძებდა. შორი ახლოს მასთან ცხოვრობდა ერთი ქალიშვილი, რომელიც შეესაბამებოდა მის მოთხოვნებს. მაგრამ ყმაწვილს ეს ქალიშვილი არ სურდა, რადგან გოგონა ღარიბი ოჯახიდან იყო და შესაბამისად მისი სამოსიც ღარიბული და შელახული იყო, აქედან გამომდინარე ყმაწვილს არ მოსწონდა ეს ქალიშვილი. ყმაწვილმა თავის დასაძვრენად ახლობლების ზეწოლისა შეერთო ეს ქალიშვილი, გადაწყვიტა ეთქვა ნედერი — დადო პირობა, რომლითაც გახადა ქალიშვილი აკრძალული ცოლად შესართავად. გავიდა დრო, ყმაწვილი მიხვდა სიმძიმისა საქციელის, ნანობდა და ერთ დღეს მიმართა ბრძენს — რაბი იშმაელს, თხოვნით გაეუქმებინა ეს ნედერი. ნედერის კანონიდან გამომდინარე, თორა იძლევა საშუალებას მისი მოხსნისა, სამი ბრძენის დახმარებით, იმ შემთხვევაში თუ ნედერი იყო ნათქვამი შეცდომით. მაგრამ ჩნდება კითხვა, რა შეცდომა იყო დაშვებული ნედერის თქმის დროს? ბრძანებს მიშნა (ბრძენთა გამონათქვამთა კრებული, რომელთა საფუძველზე მყარდება ებრაელური კანონი): რა ქნა რაბი იშმაელმა? ჩააცვა ქალიშვილს ლამაზად, მორთო ძვირფასი სამკაულებით და მიიყვანა ყმაწვილთან. ჰკითხა მას რაბი იშმაელმა: ეს ქალიშვილი იგულისხმე ნედერის თქმისას? ყმაწვილმა დაუფიქრებლად უპასუხა: არა! რომ მცოდნოდა ასეთი ლამაზი იყო, ნედერს არ ვიტყოდი. რადგან იქნა ნაპოვნი შეცდომა, მიეცათ საშუალება ბრძენებს მოეხსნათ ნედერი. მიშნა აგრძელებს და იძახის: ატირდა ამ დროს რაბი იშმაელი და თქვა: მშვენიერნი არიან ისრაელის ქალიშვილები — სიღატაკე ამახინჯებთ მათ.
რაბი იშმაელი რასაკვირველია მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეზე არ საუბრობდა, არამედ პირველ რიგში სულიერებაზე: ყველა ებრაელი მშვენიერია თავისი სულით, მაგრამ უცოდინარობის გამო ამ მშვენიერების, ვერ უსვავენ მას ხაზს და ჩადიან საქციელს, რომელიც არ შეეფერება მათ მაღალ, ბრწყინვალე ღვთიურ სულს.
(თარგმნა: ც.ხ პარლაგაშვილმა)
[4] ებრაელობის სამი ნიშანი
ნაწილი #1
ებრაელ მამაკაცს აქვს სამი ნიშანი რითიც განსხვავდება სხვა ერების წარმომადგენელთაგან. პირველი ამ სამი ნიშნიდან, არის «ბრით მილა» — წინდაცვეთა, თუ რატომ გახლავთ პირველი, გამომდინარე იქიდან რომ ვაჟს დაბადებიდან უკვე მერვე დღეს აჩნდება ზედ როგორც ნათქვამია: «და წინ დაცვეთე მერვე დღეს დაბადებიდან…», და ასევე წერია: «ეს არის კავშირი — ბრითი ჩემსა და შენს შორის და ყველა თაობაში და შეინახეთ ის…» , ხოლო დანარჩენ ორზე კი ვალდებულდება სრულფასოვნად შესვლისას ისრაელის ერში — ბარ მიცვა. გარდა ამისა, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში სასჯელიც ყველაზე მძიმეა. სასჯელი ვისაც არ აქვს ბრით მილა — არის სულის აღკვეთა. ამ თემაზე არის კამათი თორის კანონმდებლობის ორ გიგანტს — რამბამსა და რაავადს შორის. რამბამის აზრის მიხედვით მერვე დღეს მამა თორიდან არის ვალდებული მონათლოს შვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილს ყოველ წამს აქვს სულის აღკვეთა (რა თქმა უნდა თუ ბავში ჯანმრთელია და ექვემდებარება მონათვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრით მილა არ კეთდება რადგან ბავშვის სიცოცხლისთვის არის საშიში). რაავადი კი თვლის რომ, სულის აღკვეთის სასჯელი ეკუთვნის მას ვინც ცხოვრების ბოლომდე არ გაიკეთა ბრით მილა, ანუ გარდაიცვალა ისე რომ იყო მოუნათლავი. ბრით მილის ვალდებულება როგორც უკვე ავღნიშნეთ, თავდაპირველად აქვს მამას ახალშობილის მოვლენიდან მერვე დღეს, თუ მამა არ არის ცოცხალი, ქალაქის ბეით დინი ვალდებულდება, ხოლო როდესაც ვაჟი აღწევს ცამეტ წელიწადს ვალდებულება გადადის მასზე.
ბრით მილის მნიშვნელობასა და სიმკაცრეს დამწერლობით თორაში ვხვდებით, როდესაც გამჩენი გამოეცხადა მოშეს და მოუწოდა წასულიყო ეგვიპტეში ერის გამოსაყვანად ფაროს მძიმე უღელიდან. მოშეს ეგვიპტეში გამგზავრებამდე რვა დღით ადრე შეეძინა ვაჟი, შესაბამისად ვალდებული იყო გაეკეთებინა ბრით მილა ახალშობილისთვის, ბრით მილის გაკეთების შემთხვევაში, მას მოუწევდა სამი დღე შეყოვნებულიყო, ვინაიდან ავადმყოფს პირველი სამი დღე და განსაკუთრებით მესამე დღე აქვს კრიტიკული ჯანმრთელობისთვის (ცნობილია თორიდან), რადგან მოშეს თვით გამჩენმა მოუწოდა ეგვიპტეში წასვლა, მას არ უნდოდა ამ მოთხოვნის დაყოვნება, გადაწყვიტა რომ ბრით მილას ახალშობილს პირველივე შესვენების ადგილას გაუკეთებდა. მოშე ოჯახითან ერთად გაემგზავრა ეგვიპტისკენ, მას თან ორი ვაჟი და მეუღლე — ციპორა ახლდა თან. ეგვიპტის საზღვრებთან ახლოს, მძიმე და დამღლელი გზის შემდეგ, ერთ ერთ სასტუმროში მოშემ შესვენება გადაწყვიტა. მოშემ თავი შეუძლოდ იგრძნო, როგორც წერია თორაში «და იყო გზად სასტუმროში რომ შეხვდა ღმ-რთი (მოშეს) და უნდოდა მოკვლა მისი» , მიხვდა ციპორა რომ მოშე სიცოცხლეს ესალმებოდა, ციპორამ იცოდა მიზეზი ყოვლისა, იქვე მონათლა ბავშვი და იხსნა მოშე სიკვდილისგან. სინამდვილეში მოშეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეკეთებინა ბრით მილა ამ ადგილას, მაგრამ პირველ რიგში სასტუმროს ქირაობითა და აუცილებელი ნივთების შეძენით დაკავდა, ხოლო ამის შემდეგ აპირებდა მოენათლა ახალშობილი. ვხედავთ თუ რა მკაცრად ითხოვს გამჩენი ჩვენგან ბრით მილის მიცვის შესრულებას.
საჭიროა გავათვიცნობიეროთ თუ რა ძალის მატარებელი ეს მიცვა, როგორ იხსნა მოშე სიკვდილისგან. ბრძენები გვიხსნიან «ვინც ასრულებს ბრით მილის მიცვას, თითქოს და აშენებს მიზბეახს — სამსხვერპლოს და სწირავს მასზე მსხვერპლს», ციპორამ ახალშობილის მონათვლით თითქოს და მოიტანა მსხვერპლი გამჩენის წინაში. ასევე ბაბილონის თალმუდს მოჰყავს რაბი ელაზარის სიტყვები: «მიზბეახი — სამსხვერპლო — მაზინ (აპურებს, მისი მადლით ჩამოდის საზრდო ციდან); მაზიახ — ამაღლებს; მეხავევ — აყვარებს (გამჩენს ისრაელის ერს), მეხაფერ — ისყიდის (ცოდვებიდან), ვხედავთ მიზბეახი — სასხვერპლო გვეხმარება ამ ოთხ ასპექტში, რომლებიც იწყება ასო მემ-დან. მას მერე, რაც ციპორამ მონათლა ახალშობილი თითქოს და მოიტანა მსხვერპლი და იხსნა მოშე სიკვდილისგან».
(ც.ხ. პარლაგაშვილი)