ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №18 (ბეჰარ)

Дата: | Автор материала: null

1075

[mwm-aal-display]

[1] შემნახველი შვიითის — მფლობელი რწმენისა

ლეკახ ტოვ

აკურთხა გამჩენმა ანგელოზები, მფლობელნი ძალისა, შემსმენნი მისი სიტყვისა, შემსრულებელნი მისი სიტყვისა — ბრძანებს რაბი იცხაკ ნაფხა — ეს არიან შემნახველები შვიითისა … (იალკუთ თეჰილიმი 103)  (შვიითი არის მეშვიდე წელი, რომლის განმავლობაში აკრძალულია ერეც ისრაელიში მიწის დამუშავება, რადგან მიწის «შაბათს» წარმოადგენს და არის სიწმინდე, შესაბამისად მეშვიდე წლის მოსავალიც არის სიწმინდე და გვმართებს დიდი სიფრთხილე მათი მირთმევისა და მომზადებისას, ამიტომ ყიდვის დროს უმჯობესია გავარკვიოთ აქვს თუ არა კონკრეტულ პროდუქტს შვიითის სტატუსი)

რაბი ხაიმ შმულევიჩი წიგნ «სიხოთ მუსარ»-ში საუბრობს, მათზე — ვინც იცავს შვიითს, რომ ჰგვანან ისინი ანგელოზებს, როგორც ანგელოზები არიან მფლობელნი ძალისა, რადგან იეცერ ჰარა — ბოროტი ძალა (რომელიც ხელის შემშლელია გამჩენის სამსახურში) ვერ სჯობნის მათ — ასევე ვინც იცავს შვიითს არის მფლობელი ძალისა.

უფრო მეტიც, ბრძანეს ჩვენმა ხახმებმა: მეტია ღირსება ადამიანის — შემნახავისა შვიითის ვიდრე ანგელოზებისა, ანგელოზებზე არ ვრცელდება იეცერ ჰარა და მათ ჰყოფნით ერთხელ თქმა, რათა შეასრულონ … ადამიანზე ვრცელდება იეცერ ჰარა და შესაძლოა ორჯერ ნათქვამიც არ იყოს საკმარისი რათა შეასრულონ მათ (ვაიკრა რაბა 26:5)

ნაწყვეტი წერითი თორიდან, რომელიც მიდრაშს მოჰყავს შვიითის შემნახავთა საქებად, ასევე გვხვდება თალმუდში (შაბათი 88.) ისრაელის ერმა მიიღეს უღელი თორისა იქამდე სანამ გაეცნენ მის სირთულესა და სიმძიმეს — «ნაასე ვენიშმა» — შევასრულებთ და მოვისმენთ (ანუ დაპირება ერისა თორის მიცვების შესრულებაზე უსწრებდა თვით თორის მიღებას, ეს კი დიდი სიყვარულის , ნდობის და რწმენის გამომხატავია)ვხედავთ რომ სიტყვებში «ნაასე ვენიშმა»  არის ასევე ჩადებული უაღრესად რთული — შვიითის წესების ზედმიწევნით დაცვა. შეუძლებელია იქნეს აღწერილი რწმენა და მინდობა გამჩენზე — შვიითის შემნახავთა, რადგან დონე ამ რწმენისა არის სრულყოფილი და უტოლდება რწმენას გამჩენისა შესაბამისად დონისა — ნაასე ვენიშმა. უფრო მეტიც — თუნდაც რომ ადამიანი თვით შთაგონებით მიდიოდეს გამჩენის შეცნობამდე და მის რწმენამდე, მისი რწმენა ვერ იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი (ერთი წელი, გათვალისწინებით ცდუნებისა — მფლობელი მიწისა ხედავს თუ როგორ ფუჭდება მისის მოსავალი), მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი აღწევს რწმენის საფუძვლებამდე, მისი რწმენა სამუდამოდ რჩება ურყევი. ზუსტად ამას გულისხმობდა მიდრაშში რაბი იცხაკ ნაფხა — რომ შემნახველები შვიითისა არიან საფეხურზე — სრულფასოვანი რწმენისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ურყევად იცავენ წესებს და რჩებიან მსმენელნი და მორჩილნი გამჩენისა.

ასევე ნათქვამი მიდრაშში — ადამიანს სჭირდება ორჯერ თქმა, ეს იყო გაძლიერება (ადამიანისა, შექება) გაძლიერების შემდეგ, რათა მათი ჟინი არ შესუსტდეს, იმისთვისრომ ადამიანი იმყოფებოდეზ სიწმინდეში და ინარჩუნებდეს სათანადო დონეს, საჭიროებს შესაბამის და სათანადო გაძლიერებას.

[2] მშობლის პატივიცემა

პატივისცემისა და შიშის  განმარტებისთვის შემოკლებით მოვიყვანთ «შულხან არუხი«-ს (ებრაელური კანონის კრებული)  სიტყვებს, ხოლო შემდეგ კი გავნვიხილავთ უფრო დაწვრილებით. რა იგულისხმება — შიში მამის მიმართ ? არ შეიძლება იდგეს შვილი მამის ადგილას (თუ მამა არის ხახამი ან მნიშვნელოვანი პირი დიასპორაში, აგრეთვე  ადგილას სადაც მამა მუდმივად ლოცულობს მაგ: სინაგოგაში აქვს სკამი, ეხება თუნდაც რიგით ებრაელს). არ შეიძლება იჯდეს ოჯახური თავშეყრის დროს, სუფრსთან ადგილზე, რომელიც მამისთვის არის განკუთვნილი მუდმივად, არ შეუშალოს ხელი საუბარის დროს, ჩართვით ან კომენტარით მამის ნათქვამზე, ასევე არ განიხილოს, გააკრიტიკოს ან შეეწინააღმდეგოს მამის ნათქვამს. ასევე თუ მამა ვინმესთან აწარმოებს დიალოგს ან კამათს არ გაამართლოს ან არ გაამტყუნოს მამის ნათქვამი, მამის იქ ყოფნის დროს. აკრძალულია მიმართოს მამას სახელით, როგორც სიცოცხლისას ასევე სიკვდილის შემდეგ. სასურველია მიმართოს «მამა, მასწავლებელი ჩემი» … რით გამოიხატება მამის პატივისცემა ? აჭმევს, ასმევს, აცმევს, აძლევს თავშესაფარს, ეხმარება გადაადგილებაში. რით განსხვავდება მიცვა «პატივისცემა» და მიცვა «შიშისაგან»? თორის ზოგიერთი ბრძენის აზრით, მნიშვნელოვანი სხვაობა მდგომარეობს შემდეგში : პატივისცემა — მოქმედების შესრულებაა (ასევე მიეკუთვნება სიტყვები და ფიქრი), რომელიც გამოხატავს მშობლების პატივისცემას. შიში კი თავისმხრივ გულისხმობს — თავის შეკავებას მოქმედებისგან (ასევე მიეკუთვნება სიტყვები და ფიქრი), რომელიც ამცირებს მშობლების პატივსა და ღირსებას, მიჰყავთ ისინი წყენამდე, გულისდაწყვეტამდე, იმედგაცრუებამდე და მითუმეტეს თუ აბრაზებს ან შეურაწყოფას აყენებს მათ.

[3] სასჯელი, ტანჯვა და ხსნა

რაბი ელხანან ვასერმანი

ნაწილი3

გამჩენმა გამოთვალა დრო განდევნის — გალუთის დასასრულისა. ჰაგადაში ნათქვამია, რომ გამჩენმა გამოთვალა დრო განდევნის დასასრულისა, განვიხილოთ ნათქვამი თალმუდში ნათქვამის მიხედვით (ერხინი 16:): სად არის უმცირესი საზღვარი ტანჯვისა? იქვე ახსნილია, როდესაც ადამიანი ჯიბეში იყოფს ხელს რათა ამოიღოს 3 ცალი მონეტა, მან კი შედეგად ამოიღო 2, ან შეეშალა ტანსაცმლის მარცხენა მხარე მარჯვენაში — ამას უკვე ტანჯვა ეწოდება. მაგრამ არსებობს ტანჯვა, რომელიც სიკვდილზე მწარეა, როგორც წერია თალმუდში (ქთუბოთ 33:): ხანანია, მიშაელი და აზარია, რომ ეწამებინათ ისინი გამოცდას ვერ გაუძლებდნენ (მათ იმის გამო რომ კერპის წინაშე ქედი არ მოეხარათ, ცეცხლში დაწვა ამჯობინეს, გამჩენმა კი მათვის მოახდინა სასწაული და ისინი უვნებელნი გადარჩნენ). ჩვენ ხომ ვსაუბრობთ ნათქვამის ასრულებაზე, როგორც წერია: «იქნება ლტოლვილად შთამომავალნი შენი უცხო მიწაზე … ოთხას წელიწადს» (ბერეშით 15:13). სიტყვა გამჩენისა აუცილებლად ასრულდება, შვილები აბრაჰაამისა კი აუცილებლად იქნებიან განდევნაში 400 წელს.

არის სხვა და სხვა სახე განდევნისა, ერთ ერთი მათგანი მოყვანილია თალმუდში (მაქოთ 12:): უბედური შემთხვევის დროს (მაგ: დღევანდელობაში ავტო ავარიის დროს, როდესაც მკვლელს არაფერი დაურღვევია) თუ ვინმეს შემოაკვდა ადამიანი, გარბის «ქალაქ — თავშესაფარში»- «ირ მიკლატ», სადაც გარდაცვლილის ნათესავებს არ აქვთ უფლება მასზე იძიონ შური. ეს მკვლელს ეთვლება განდევნად, რომელიც მიუსაჯეს მას. ასევე არის სხვადასხვა საფეხურები ტანჯვისა განდევნაში, მაგალითად როდესაც ისრაელის ერი მიცრაიმში დაეშვა, თავდაპირველად მათ არავინ ეხებოდა, დროთა განმავლობაში კი «გახადეს მათი ცხოვრება მწარე» (შემოთ 1:14).

რომელი პერიოდიდან უნდა დაიწყოს ათვლა 400 წლის განდევნისა, დამოკიდებულია ტანჯვის სიმკაცრის საფეხურზე. შესაძლებელი იყო ათვლის დაწყება უკვე ეგვიპტეში დაშვებისთანავე, ან თუნდაც მცირე შეჭირვების დაწყებისას იქ, ან დასაწყისიდან მძიმე წამებისა, რომლითაც შეაჭირვეს ჩვენი მამები მიცრაიმელებმა. ასევე ათვლა შეიძლება დაიწყოს იმის მიხედვით თუ რა ითვლება შთამომავლობად — 600 ათასი? 70 სული? თუ თუნდაც ერთი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს? გამჩენმა გამოთვალა განდევნის დასასრულის დრო — იგულისხმება რომ ის ზომავდა უმცირესი ზომით, ყველაზე იოლი გზით ისრაელის ერისთვის — დაბადებიდან იცხაკისა, რადგან თვით ახალშობილიც კი განიცდის ტანჯვას მისი ქვეყანაზე მოვლენის დღეს, იმის გამო რომ მისი მშობლები იძულებულნი არიან გადაიხვეწონ ერთი ადგილიდან მეორეზე და მას ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას. მიუხედავად იმისა რომ, იცხაკი ერთი ადამიანი იყო, მის მიმართ ასრულდა «იქნება ლტოლვილად შთამომავალნი შენი» და «საზღვარი ტანჯვისა». (ასეთი სახით მოხდა ისრაელის ხსნა მიცრაიმიდან — ყველაზე მოკლე ვადით)

[4] განსხვავება ქოენისა და ისრაელს შორის

რაბი იოსეფ ხაიმი — ბენ იშ ხაი

«წმინდანნი იყავით გამჩენისთვის … რადგან მსხვერპლს გამჩენისა — პურს ღმ-რთისა სწირავენ სამსხვერპლოზე და იყვნენ წმინდანნი» (ვაიკრა 21:6)

ვხედავთ რომ თორა მეორედ უბრუნდება მიმართვას ქოენებთან რათა იყვნენ წმინდანნი, საჭიროა გარკვევა თუ რა საჭიროებას მოითხოვს განმეორება, ჩვენ ვიცით რომ თორა არ დაწერს ზედმეტ სიტყვას უბრალოდ. ამ ყველაფრის ახსნა შესაძლებელია იგავის მეშვეობით: მეფემ თავის ორ მსახურს გადასცა ძალზედ ძვირფასი ტანის სამოსი და დაავალა — უმოკლეს დროში ყოფილიყვნენ გადაცმულნი ამ სამოსში. მაგრამ ორივემ მეფის სიტყვები ყურთ არ იღეს და ამჯობინეს მათვის ჩვეულ — უბრალო ტანის სამოსში დარჩენა. ერთ ერთი მათგანი იყო მეფის კარზე მსახური უბრალო მუშა, მეორე კი მეფის პირადი მსახური, რომელიც მეფის თვალწინ ტრიალებდა გამუდმებით. როდესაც მეფემ შენიშნა მათი საქციელი, იქვე გასცა განკარგულება მათი დასჯისა. სასჯელი პირადი მსახურისა ბევრად მძიმე და მკაცრი იყო, შედარებით უბრალო მუშისა, რომელიც მეფის კარზე მსახურებდა. მიზეზი კი მარტივი იყო — პირადი მსახური მეფისა, მეფის განკარგულების გარეშეც იყო ვალდებული ყოფილიყო მუდამ მოწესრიგებული და ჩაცმული ლამაზ და ძვირფას ტანის სამოსში, რადგან მეფის პატივი და ღირსება მოითხოვს ამას, ყოვლად მიუღებელია მეფის წინაშე ჩვარში გამოწყობილი მსახური. რაღა დარჩა თვით მეფის ბრძანების შემდეგ — მსახურმა ხომ უყურადღებოდ დატოვა მეფის ბრძანება. მეორე — უბრალო მსახურის სასჯელი კი მხოლოდ მეფის ბრძანების დარღვევისთვის იყო, შესაბამისად სასჯელიც ნაკლები და იოლი იყო ვიდრე პირადი მსახურისა.

მსგავსად ამისა — ქოენი და ისრაელი. გამჩენმა ქოენთა დინასტია ორ სხვადასხვა ადგილას გააფრთხილა — იყავით წმინდანნი. მიუხედავად გამჩენის ბრძანებისა ქოენები თვით უნდა იყვნენ ფრთხილნი და ყურადღებიანი პირადი სიწმინდის მიმართ, რადგან მათზე დაწერა თორამ — «მსხვერპლს გამჩენისა — პურს ღმ-რთისა სწირავენ სამსხვერპლოზე«, რაღა დარჩა გამჩენის გაფრთხილების შემდეგ. მაგრამ ისრაელს — უბრალო ებრაელსაც (თუ შეიძლება ითქვას ებრაელზე უბრალო — მეფის შვილია ის) მართებს მუდამ სიწმინდისკენ სწრაფვა, რადგან იმყოფება ერი ისრაელისა გამჩენის სამსახურში — გამჩენის სასახლეში.

[5] ცნიუთი — მორიდებულობა

ჩვენი სამყარო მოწყობილია სისტემით, რომელშიც ყველაფერი რაც ნამდვილად ძვირფასია, უნდა იყოს დამალული. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს აქვს სურვილი გადაიტანოს დიდი თანხა ერთი ადგილიდან მეორეზე, როგორ გააკეთებს ამას? არასდროს ჩადებს ძვირფას და გამომწვევ ხელჩანთაში, არ შეიმოსება თვითონაც ძვირფასი ტანის სამოსით, რათა არ გამოიწვიოს მის მიმართ დიდი ყურადღება და გააგებინოს ყველას გარშემო რომ — ჩანთაში უდევს დიდი თანხა. არამედ ჩადებს თანხას უბრალო ხელჩანთაში, ტანის სამოსიც უბრალო იქნება მის ტანზე. ეს ჩადებულია ჩვენში — რაც ძვირფასია ჩვენთვის ვმალავთ სხვისგან. ჩვენ შეგვიძლია ვიტრაბახოთ და ვიამაყოთ მეგობრებთან ჩვენი მაღალი თანამდებობით, მაგრამ არასდროს გავამხელთ ჩვენს ანაზღაურებას ან ჩვენს საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხას. ყველაზე ადვილი საშუალება იმისა რომ დავკარგოთ ჩვენთვის ძვირფასი არის — ვაჩვენოთ ის ყველას.

ცნიუთი — მორიდებულობა — ნიშნავს დაცვას! ერთ ერთმა წამყვანმა მოდიელრმა გამოაქვეყნა ფრაზა: როდესაც ვიმუშავებთ ახალ სტილს, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქალის სხეულის გარკვეულ ნაწილზე, სადაც იქნება მიპყრობილი მაქსიმალურად ყურადღება. თუ დავუკვირდებით საშინელი ჩანაფიქრია!

მაჰარალი გვასწავლის, რომ ქალის უმაღლეს სულიერ საფეხურს წარმოადგენს — მორიდებულობა — ცნიუთი. ცნიუთი გულისხმობს: არ არის არანაირი მიზეზი იმისა  რომ რაც კი გამაჩნია იყოს ყველასთვის ღია, არ არის არანაირი საჭიროება რომ ვინმემ იცოდეს მასზე. ბუნებასაც თუ დავაკვირდებით არის მოწყობილი ისე, რომ რაც კი დამალულია არის უფრო ძლიერი. როდესაც ვუყურებთ დიდ შენობას, აღტაცებაში მოვდივართ მისი სიდიდით, მაგრამ გვავიწყდება რომ ის დგას ღრმა და ძლიერ ფუნდამენტზე, რომელიც არის დამალული ყველასგან, ეს ფუნდამენტი კი არანაირად არ არის ნაკლები შენობაზე, რომელიც ჩვენ გვაოცებს. ასევე ფესვები ხისა, ისინი არის დამალული მიწაში, მაგრამ მათ გარეშე ხის არსებობა შეუძლებელია.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია გავიგოთ რომ ებრაელი ქალი არის — ფესვი და საფუძველი მთელი ისრაელის ერისა — მსგავსად ხისა, ბავშვი დაიბადება თუ არა ებრაელად — დამოიკიდებულია დედაზე, ამიტომ ფესვები უნდა იყოს დამალული, რადგან მათი ძალა მათ უჩინურობაშია. ფესვები ხისა ჩაფლულია ღრმად მიწაში და დაცულნი არიან მზის ზემოქმედებისგან, როგორც უკვე ვახსენეთ ძალა არის ცნიუთში, ცნიუთი კი არის დაცვა. მორიდებული ქალი — იცავს თავის თავს და მთელ მის ოჯახს უბედურებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მას აქვს ძალა იყოს დაცული და დაიცვას მისი ოჯახი — ეს ძალა კი ცნიუთში — მორიდებულობაშია. მნიშვნელოვანია რომ გასაგები იყოს ცნიუთის არსი, რომელიც რამოდენიმე ასპექტისგან შედგება: საქციელი, ჩაცმულობა და გათხოვილი ქალის შემთხვევაში თავის დაბურვა. ზოჰარი გვასწავლის: გათხოვილი ქალი, რომელსაც ექნება თავი დაბურული: ეყოლება შვილები  გავლენიანი თავის თაობაში, ასევე მისი შვილები დაემზსგავსებიან ზეთისხილის ხეს — გაიზრდება ყველაზე მაღალი, ფოთლები არ ჩამოცვივდება და იქნება მუდამ მწვანე — და კიდევ ქმარი მორიდებული ქალისა იქნება კურთხეული სიმდიდრით, შთამომავლობითა და ეღირსება ნახოს მშვიდობა ციონზე და აშენებული იერუსალიმი. ვხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი დაპირებაა, ყველაფერი კი ქალის ხელშია, რადგან ქალია ხე, რომლის ფესვებსაც აქვს ძალა კვებოს და ააყვავოს, მაგრამ ამის გაკეთება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც თვით არის დაცული, როდესაც მისი ფესვები უჩიანარია ყველასთვის — ხე, რომლის ფესვებიც ღიაა, დიდხანს ვერ იარსებებს. სილამაზე და მორიდებულობა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, შესაძლებელია ლამაზად ჩაცმა, დააფასება იმ ძვირფასისა რაც კი გააჩნია და ნუ იქნება ყველას დასანახი, სამაგიეროდ კი გახდება წყაროდ კურთხევისა — პირადი და მთელი ერისა!


http://www.beerot.ru/?p=14571