ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №21 (ნასო)

[mwm-aal-display]

[1] «და მე ვაკურთხებ მათ»

გვასწავლის რაბი იეჰოშუა ბენ ლევი: ქოჰენი, რომელიც აკურთხებს — კურთხეულია, რომელიც არ აკურთხებს — არ არის კურთხეული, როგორც ნათქვამია: «მკურთხეველი შენი იქნება კურთხეული» (ბერეშით 12:3). (ბ თ სოტა 38:)

იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ რაბი იეჰოშუა ბენ ლევის ნათქვამი საჭიროა მცირე შესავალი გავაკეთოდ: სანამ ქოჰენები დაიწყებდნენ ჯამაათის დალოცვას, ისინი იძახიან შემდეგ კურთხებას: … დამვალებელო ვაკურთხოთ ისრაელის ერის სიყვარულით, ისმის აქედან, რომ არ არის საკმარისი ქოჰენმა აკურთხოს და გამოხატოს სიყვარული ისრაელის ერის მიმართ მხოლოდ პირით — სიტყვებით, არამედ გულითაც, ანუ კურთხება უნდა მოდიოდეს გულის სიღრმიდან, გაჯერებული სიყვარულით. სიტყვა სიყვარული წმინდა ენაზე არის — აჰავა, რომლის გემატრია — რიცხობრივი მნიშვნელობა არის 13, ორჯერ 13 კი 26 უდრის რაც გამჩენის სახელის რიცხობრივი მნიშვნელობაა, გამოდის რომ გამჩენი ავალდებულებს ქოჰენებს, აკურთხონ ისრაელის ერი ორი სიყვარულით — გულისა და პირის, რის შედეგადაც გამჩენი იმკვიდრებს ისრაელის ერში. ახლა კი განვიხილოთ რაბი იეჰოშუა ბენ ლევის ნათქვამი: ქოჰენი, რომელიც არ აკურთხებს — არ არის კურთხეული, აქ საუბარი არ არის ქოჰენზე, რომელიც საერთოდ არ აკურთხებს, არამედ საუბარია ქოჰენზე, რომლის კურთხება მოდის მხოლოდ პირიდან და არის ზედაპირული, არანაირი გრძნობის თანმხლებით. ზუსტად ამაზე იძახის რაბი იეჰოშუა — მიუხედავად იმისა რომ აკურთხებს, თვით ვერ ხდება ღირსი იყოს კურთხეული, რადგან მისი გულაყრილობის გამო ციფრი 26 არ შესრულდა და არ დაიმკვიდრა გამჩენმა ისრაელის ერში, რადგან მისი კურთხება არ იყო სიყვარულით, ამოსული გულიდან. ეს იყო ჩანაფიქრი რაბი იეჰოშუასი ზემოთ მოყვანილ სიტყვებში, ამის გარეშე ვიფიქრებდით რომ ქოჰენი, რომელიც აკურთხებს, განურჩევლად სიყვარულით თუ სიყვარულის გარეშე, იქნება კურთხეული, რადგან მან მისი მხრიდან გააკეთა დავალებული — წარმოსთქვა კუთხება, ახლა კი ნათელი გახდა ქოჰენი, რომელიც უბრალოდ «ისვრის» სიტყვებს, ვერ ხდება გამჩენის კურთხების ობიექტი.

[მთარგმნელისგანგასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ქოჰენები ხალხისგან პატივცემულნი უნდა იყვნენ, რადგან რჩეულთა შორის რჩეულნი არიან, ტაძრის — ბეით ჰამიკდაშის არსებობის პერიოდში, მათ მეტი პატივი და დაფასება ჰქონდათ ვიდრე დღეს, რადგან მათი მეშვეობით ხდებოდა მსხვერლპშეწირვა და ასევე ერეც ისრაელის მიწასთან დაკავშირებული ბევრი სხვა მიცვა, დღეს სამწუხაროდ, როდესაც არ გვაქვს ბეით ჰამიკდაში და შესაბამისად ერეც ისრაელის მიწასთან დაკავშირებული ბევრი მიცვაც არ არის მოქმედი, ქოჰენები თითქოს და ჩრდილში მოექცნენ, პატივი და დაფასებაც შემცირდა. რასაკვირველია ეს არასწორია, რადგან მათი გამორჩეულობა დღეს ისევ ისეთივეა როგორც ბეით ჰამიკდაშის არსებობის დროს, გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც ვალდებულია აკურთხოს ჯამაათი რათქმა უნდა უფრო მეტი სიყვარულით აკურთხებს მათ, როდესაც მას პატივს სცემენ და აფასებენ, ვიდრე პირიკით. ისევ და ისევ ვხედავთ რომ ყველაფერი დამოკიდებულია, არა მარტო ქოჰენზე და არა მარტო ისრაელზე, არამედ მთელი ისრაელი ერის მთლიანობასა და ერთობაზე.

შევეცადოთ დავაფასოთ ქოჰენები დღესაც და მივიღოთ მათი გულიდან და პირიდან წამოსული სიყვარულით სავსე კურთხება, რის შედეგადაც გამჩენი დაიმკვიდრებს ჩვენში, რაც საწინდარია იმისა რომ სულ მალე აშენებულ ბეით ჰამიკდაში მათი მეშვეობით მივიტანთ  სამადლობელო  მსხვერპლს!]

[2] მშობლის  პატივისცემა

ნაწილი# 2  (დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში)

ძირითადად აგებულია თხოვნით გამჩენთან, გაიხსენოს ჩვენი მამების — ავრაჰამის, იცხაკისა და იაკობის დამსახურებანი მის წინაშე. მაგალითად: როგორც ავრაჰამმა შესძლო გადაელახა სინანულის გრძნობა თავის შვილის იცხაკის მიმართ, მისი მიტანისას გამჩენის სამსხვერპლოზე, ვთხოვთ ჩვენ გამჩენს რომ მისმა სინანულმა გადაჯაბნოს მისი რისხვა ჩვენს მიმართ. აქედან ვხედავთ რომ ისრაელის ერის მომავალი არის დაკავშირებული და დაფუძნებული ჩვენი მამების დამსახურებებზე.

ჩვენი ბრძენები გვასწავლიან ძალიან მნიშვნელოვან წესს: არავის ვუწოდებთ მამას სამის გარდა (ავრაჰამი, იცხაკი და იაკობი) და არავის ვუწოდებთ დედას ოთხის გარდა (სარა, რივკა, რახელი და ლეა) (ბ.თ. ბერახოთი 16:). ჩნდება კითხვა რატომ მაინც და მაინც ავრაჰამი, იცხაკი და იაკობი იწოდებიან მამებად? რატომ ვამახვილებთ მათზე ყურადღებას? თუ ასე შორს ვიყურებით, რატომ არ დავუძახოთ ტერახს (მამა ავრაჰამის) ან ნოახს (ნოე, გამგრძელებელი კაცობრიობისა ქვეყანაზე, დატბორვის შემდეგ)? პასუხი მარტივია: ჩევნ არ ვეძახით ტერახს მამას, რადგან მასთან ჩვენ არაფერი გვაკავშირებს, მასთან საერთო არაფერი გვაქვს, არამედ ავრაჰამს, იცხაკს და იაკობს ვუწოდებთ მამას, რადგან მათი გზა უნდა გავაგრძელოთ. ავრაჰამი სიკეთეს თესდა ქვეყანაზე, ჩვენც ვაკეთებთ სიკეთეს, იცხაკი გამჩენის შიშით იყო ცნობილი, ჩვენც ვცდილობთ გვეშინოდეს მისი, იაკობი სწავლობდა თორას, ჩვენც ვსწავლობთ თორას. გამოდის კავშირი წინაპრებთან რეალურად არსებობს, ამ კავშირს ჩვენი  სწორი მოქმედებებით ვამყარებთ მათთან, რჩება ერთი მხარე — ჩვენ თუ ვიყენებთ მას, თუ დადივართ მათი გზებით. მართებული ინება დავფიქრდეთ — მართლა არსებობს ჩვენსა და მამებს შორის კავშირი? შეიძლება კი შევადაროთ ჩვენი თავი მათ? მოდით დავუკვირდეთ ჩენი მამებისა და დედების ცხოვრების წესს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ სამი წლის გოგონა მიდის ჭასთან, სადაც მას უცნობი მამაკაცი, მისი მონები და ათი აქლემი ხვდება. მამაკაცი მიმართავს მას: წყალს ხო არ დაგვალევინებდი? გოგონა კი სიხარულით: მხოლოდ შენ კი არა, არამედ მონებსა და აქლემებსაც დავალევინებ. ელიეზერის თვალწინ, ეს პატარა გოგონა ჭიდან იღებს წყალს და ალევინებს ყველას. (მონაკვეთი თორიდან, სადაც მონა ავრაჰამისა — ელიეზერი, გაემგზავრა იცხაკისთვის საცოლის საპოვნად) საინტერესოა თორა თავდაპირველად ახსენებს: «და იყო რომ დაამთავრეს აქლემებმა წყლის სმა», და მხოლოდ

შემდეგ: «აიღო კაცმა ბეჭედი ოქროსი წონით ნახევარი შეკელი … (იგულისხმება საჩუქარი რივკას) » (ბერეშითი 24:22). ჩნდება კითხვა — რატომ დაელოდა ელიეზერი აქლემების წყლის სმის დასასრულს? განა თავიდანვე არ იყო გასაგები რომ გოგონას აქვს კეთილი თვისებები, როდესაც მან იქვე მიუგო ელიეზერს — მხოლოდ შენ კი არა, არამედ მონებსა და აქლემებსაც დავალევინებ. გვიხსნის სფორნო (თორის კომენტატორი) — ელიეზერი ელოდებოდა, მას მერე რაც გოგონა მონებსა და აქლემებს დაალევინებდა წყალს, მოითხოვდა თუ არა ამის საზღაურს, საზღაური — არა მაინც და მაინც საჩუქარს, ასევე სიტყვიერ მადლიერებას, გაწეული დიდი ჯაფისთვის. მაგრამ არ მოხდა ასე, გოგონა საქმის დამთვარების თანავე სახლისკენ გაემართა, თითქოს და მას არაფერი მნიშვნელოვანი გაეკეთებინა, რივკას გრძნობა კი არ გასჩენია ამისა.

გასაოცარი თვისებაა, ჭეშმარიტი დიდება პიროვნული, გვაქვს კი ჩვენ ამის უნარი? ან სხვა მაგალითი ჩვენი წინაპრებისა — რახელი და ლეა, ორი და, რომელიც მშვიდობასა და სიწყნარეში ცხოვრობდნენ, მოვიდა დრო მათი გათხოვებისა, რახელი შეხვდა იაკობს ჭასთან და მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ებრაული ოჯახი — ისრაელის ერი. ჩვენი დედა რახელი იყო წინასწარმეტყველი, მან იცოდა რომ მამა იაკობისგან უნდა წამოსულიყო თორმეტი მუხლი, თორმეტი ძმა, რომელნიც წმინდანები იქნებოდნენ და ყველა რახელს უნდა ეშო. მისგან უნდა წამოსულიყო მაშიახი — მხსნელი, ერთი სიტყვით მთელი მომავალი ისრაელის ერისა იყო დამოკიდებული იაკობისა და რახელის წყვილზე. მისი და ლეა კი განკუთვნილი იყო — იაკობის ბოროტი და ავაზაკი ძმისთვის — ესავისთვის, ანუ სამუდამო განადგურება. უეცრად რახელმა გაიგო, რომ მისი მამა — ლავანი, აპირებს შეატყუოს ლეა რახელის ნაცვლად. იაკობი და რახელი, გამომდინარე ლავანის დიდი ავტორიტეტით სიცრუესა და ეშმაკობაში, წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი და ჰქონდათ ნიშნები, რითიც მიხვდებოდნენ რომ ტყუილს არ ჰქონდა ადგილი. მაგრამ იმისთვის რომ ლეა არ შერცხვენილიყო, რახელმა გაუმხილა საიდუმლო ნიშნები ლეას, ამით კი რახელმა გადასცა ლეას საშუალება წამოსულიყო მისგან ებრაელი ერი, თვითონ კი დარჩენილიყო ესავის მსხვერპლად.

ისევ და ისევ — გვააქვს  ჩვენ  ამის უნარი და შეგვწევს  ძალა  გავაკეთოთ  ეს?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მშობელთა პატივისცემა შეიცავს რამოდენიმე ასპექტს : სიყვარულს, ზრუნვას და სათუთ მოპყრობას. ამ ასპექტთა შესრულება კი აუცილებელია ყველა გზით : ფიქრით, საუბარი, მოქმედებით.

მოქმედება — მესამე ასპექტი : თვით ის ფაქტი, რომ ადამიანი ცხოვრობს პატიოსნად, არის ღმერთის მოშიში და მის გზაზე მოსიარულე, მატარებელია კეთილი და პატიოსანი სახელისა ხალხში, ნაწილობრივ უკვე ასრულებს მიცვას «მშობლის პატივისცემა», რადგან ხალხი ადიდებს მშობელს, რომელმაც გაზარდა ასეთი კარგი შვილი, მხოლოდ მშობელს შეუძლია ჩაუყაროს შვილს საფუძვლად პატიოსნებისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა. ნებისმიერი შესრულებული მიცვა თუ გაკეთებული კეთილი საქმე, ნაწილობრივ არაპირდაპირ ითვლება მშობლის პატივისცემად, რადგან ისევ და ისევ მათი დამსახურებაა, რომ შვილი დგას პატიოსან და ჭეშმარიტ გზას, ხედავს და აფასებს გამჩენი ამას, უგზავნის საზღაურს შვილსაც და მშობლებსაც როგორს ამ სამყაროში, ასევე მომავალ სამყაროშიც. როდესაც შვილი ეხმარება მშობლებს, ყველაფერს თან უნდა სდევდეს სილამაზე და სითბო, ბრძანებს თალმუდი:  ხან და ხან შვილი მიართმევს მშობლებს განსაკუთრებულ, იშვიათ კერძს და ამისთვის მას გეინომი — ჯოჯოხეთი ელოდება, ხან და ხან კი აიძულებს მშობელს იმუშაოს მძიმედ და ამისთვისდა ამისთვის კი მიიღებს გან-ედენს — სამოთხეს. მაგალითად : შვილი მიართმევს მშობელს დელიკატესს, ხოლო კითხვაზე მშობლისა: » საიდან, შვილო? » — უპასუხებს საშინელი

ტონით : «დაღეჭე, დაღეჭე ნუ ცდები», — რა თქმა უნდა ასეთ საქციელისთვის იმსახურებს ჯოჯოხეთს.

საპირისპირო სიტუაციაშვილმა მოაწყო მამა, მძიმე სამსახურზე თავისთან, რათა მამა არ წასულიყო სამუშაოდ სამეფო კარზე, შვილი მშვიდად მიუგებს და აწყნარებს მამას — » სამეფო კარზე სამსახური ხანგრძლივი, საპასუხიმგებლო და მკაცრია» — ასეთი შვილი იღებს გასამჯელოს როგორც ამ სამყაროში ასევე მომავალში.

მშობლის პატივისცემის — მიცვის შესრულების დროს, საჭიროა ადამიანს აზრად ჰქონდეს თორის ზოგადი წესები, ერთ ერთი მათგანია — «სურვილი გულისა» — უნდოდეს შეასრულოს ეს მიცვა მთელი გულით. როდესაც ადამიანი ასრულებს თორიდან დავალებულ მიცვას, უნდა ახსოვდეს რომ ეს გამჩენის ნებაა.

თორაში ვხვდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წესს, როდესაც ადამიანს აქვს შესასრულებელი მიცვა, ეს უკანასკნელი კი თავისმხრივ შეიძლება იქნეს შესრულებული როგორც თვით ამ პიროვნების, ასევე სხვისი ხელითაც, მნიშვნელობისა და გასამჯელოს  კუთხით შესრულებული მიცვისთვის, უმჯობესია თვით შეასრულოს და არა სხვის ხელით. მაგალითად: როდესაც მშობელს სჭირდება დახმარება, უნდა დაეხმაროს თვით და არა სხვისი ხელით, უფრო მეტიც თუ ოჯახში არის რამდენიმე ძმა, პირველი მიცვის შესრულება დაეხმაროს მშობლებს თორამ არგუნა უფროს ძმას, არავის აქვს უფლება მას დაასწროს და დააკარგინოს შესაძლებლობა ამ სათუთი და ძვირფასი მიცვის შესრულებისა.

[3] ადამიანი — პატარა სამყარო

რაბი შიმშონ-დავიდ პინკუსი

ადამიანი არის პატარა სამყარო  — როგორც გვასწავლიან ბრძენები: ყველაფერი რაც არის სამყაროში, არის ადამინაშიარამარტო რაც არის სამყაროში არის ადამიანში, არამედ ყველაფერი რაც კი ხდება, ასევე ვითარდება ადამიანში. ტაძარი დაინგრა მტრის ხელით — ის ასევე დაინგრა ჩვენში, გამჩენის შეხინა იმყოფება განდევნაში — ესეც ასევე ჩვენშია შიგნით. ყველა წვეთი ებრაელებთა სისხლისა, რომლებიც იყვენენ მოკლულნი ებრაელობის გამო — არის ჩვენში, რადგან ჩვენი სული — ნეშამა და მთელი ისრაელი ერის ნეშამა არის ერთი ნაწილი, რაც კი ოდესმე შემთხვევია ისრაელის ერს — შეგვემთხვა ასევე ჩვენც. ასევე რაც ხდება დღეს  სამყაროში — ესეც ხდება ჩვენში: ებრაელთა

გადასვლა რწმენიდან, ასიმილაცია, ტერაქტები ებრაელთა წინააღმდეგ, ყველაფერი ხდება ჩვენშიც — რადგან ადამიანი პატარა სამყაროა.

როდესაც ვტირივართ და განვიცდით რაც კი ხდება დღეს ჩვენს გარშემო ამ დიდ სამყაროში, უნდა ვიტიროთ ასევე ჩვენ თავზეც — ჩვენს დანგრევაზე, რადგან როგორც ავღნიშნეთ ყველაფერი რაც ხდება გარშემო — ხდება ჩვენშიც! როგორც ნათქვამია ბაბილონის თალმუდში (ბ თ სანჰედრინი 37.): ნებისმიერს შეუძლია თქვას — ჩემთვის არის შექმნილი სამყარო. ადამიანი წარმოადგენს მთელ სამყაროს და შეიცავს მას. რადგან შეგვქმნა გამჩენა ასე, გვმართებს დავფიქრდეთ და

რაც კი ხდება გარშემო, რაც ხდება გარშემო, ხდება ჩემშიც — შესაბამისად მაქვს ძალა მოვახდინო გავლენა განვითარებულ მოვლენებზე, ანუ — გადავხედო ჩემს საქციელს, მივიტანო გულთან ახლოს — ხომ არ დავშორდი ძალიან ჩემს ფესვებს,  რომლებსაც წარმოადგენს — თორა, მიცვები და კეთილი საქმეები.

[გამჩენი დაგვეხმაროს ვიყოთ ჭეშმარიტნი ჩვენ თავთან, სანამ მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას ან რაიმეზე თვალს გავიაზროთ ყველაფერი დავხუჭავთ, გადავხედოთ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, განა ისევ გვაქს იერი ჩვენი წინაპრებისა, რომლებიც სულით და ხორცით ებრაელები იყვნენ? სისხლის ფასად იცავდნენ იუდაიზმს და მოიტანეს ჩვენამდე. ნუთუ არ შეგვცხვებოდა იმ ებრაელისთვის შეგვეხედა თვალებში, რომელსაც წამი წამზე მოკლავენ იმიტომ რომ არ დატოვა გამჩენის გზა,  ჩვენ კი ]

მე, მჯერა მთელი რწმენით წმინდა თორის 13 პრინციპისა! რამბამირაბი მოშე ბენ მაიმონი — ებრაული კანონმდებლობის და ფილოსოფიის გიგანტი, გვასწავლის — ვისაც არ სჯერა შემდეგი 13 პრინციპი იუდაიზმისა, რომელიც გამომდინარეობს თორიდან, არის ურწმუნო. შესაბამისად გვმართებს ვისწავლოთ და დავუფიქრდეთ და ვიცხოვროთ ამ პრინციპებით, ასევე მიღებულია ყოველ დილით წარმოვთქვათ ლოცვის შემდეგ ან უბრალოდ დღის განმავლობაში.


http://www.beerot.ru/?p=15396