[mwm-aal-display]
[1] ამალეკი
«და მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაელს…» (შემოთ 17:8)
თორაში ამალეკთან ბრძოლის წინ, წერია ებრაელთა ჩივილი, როდესაც ერთ ერთ სადგურზე მათ არ ჰქონდათ წყალი. როგორც წერია: «და დაარქვა ამ ადგილს სახელი მეი მერივა — მწარე წყლები, რადგან ჩიოდნენ შვილები ისრაელისა და სცდიდნენ გამჩენს ისინი, როდესაც იძახდნენ ისინი: არის კი გამჩენი ჩვენთან?!». რაში (რაბი შიმონ იცხაკი) გვიხსნის, რომ თორა მოგვითხრობს ამალეკზე ებრაელთა ჩივილის შემდეგ, რათა გვასწავლოს რომ გამჩენი მუდამ არის ჩვენთან, როგორც წერია: «მუდამ ვარ თქვენთან, ვზრუნავ ყოველ საზრუნავსა თქვენსას, თქვენ კი იძახით — განა არის გამჩენი ჩვენთან?», ნახავთ თქვენ, მოვა ძაღლი გიკბენთ, თქვენ დაიყვირებთ და გეცოდინებათ სად ვარ მე. მსგავსად მამისა, რომელმაც შვილი მხარზე შეისვა და გაემგზავრა გზად, შვილმა შეამჩნია რაღაც გზაზე და უთხრა მამას: მამა აიღე ეს ჩემთვის. და ასე განმეორდა რამდენჯერმე, შემდეგ შეხდვნენ სხვა მოგზაურს, შვილმა უთხრა მას: მამაჩემი ხომ არ გინახავს? მამამ ჰკითხა შვილს: განა არ იცი სად ვარ მე? ჩამოსვა შვილი მხრიდან, მოვიდა ძაღლი და უკბინა მას.
იძახის რაბი იერუხამ ლეიბოვიჩი: რაში ამ სიტყვებში პოულობს გამჩენისგან გამოგზავნილ სიკეთესა და ფუფუნებას, მსგავსად დილის ლოცვებისა, გამოღვიძებულნი ვიძახით: კურთხეული ხარ დამაბრუნებელო სულისა მკვდარში (მძინარე ადამიანი ჰგავს მკვდარს, როგორც გვიხსნიან ბრძენები, რომ ძილი არის 1/60 სიკვდილისა), როდესაც ვიცმევთ: კურთხეული ხარ შემმოსველო ტიტველის, წამოდგომისას ლოგინიდან: გამმართველო მოხრილის. და ა.შ.
ადამიანი ვალდებულია მადლობა გადაუხადოს გამჩენს ყოველ წამს (რადგან გამცენი ყოველ წამს თავიდან ჰქმნის სამყაროს), მხოლოდ იმის გამო რომ ფიზიკურად შეუძლებელია ეს, ბრძენებმა დაადგინეს დილის კურთხებები, რათა დილით მაინც იქნეს გამჩენისთვის გადახდილი მადლობა.
«მუდამ ვარ თქვენთან», როგორ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა: «განა არის გამჩენი ჩვენთან?» და კიდევ ამატებს რაში: ნახავთ თქვენ, მოვა ძაღლი და გიკბენთ.
როდესაც გამჩენი კურთხეული სახელი მისი, იცილებს მისგან ადამიანს, მაშინ როდესაც ადამიანი გაჭირვებაშია — ადამიანს ახსოვს ვის უნდა მიმართოს და სად არის გამჩენი, მაგრამ, როდესაც მას ატარებს მხრებზე, აძლევს მას წარმატებასა და ფუფუნებას, იცავს მას საფრთხისაგან ისე რომ ადამიანი ვერც კი ხვდება ამას, ადამიანს არ ახსოვს გამჩენი, ავიწყდება სად არის ის და სჯერა რომ ყველაფერი სიკეთე რაც კი მის გარშემო არის, თვით მისი დამსახურებაა და არა გამცენისგანაა გამოგზავნილი. ვინც კი გადაიტანა რაიმე მძიმე ავადმყოფობა სახალხოდ — სეფერ თორასათან ადის და იძახის სპეციალურად განკუთვნილ კურთხებას, რითიც ამცნობს ყველას გამჩენის სასწაულებს. მაგრამ განა ნაკლები სასწაულია გამჩენისა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ავად არ ხდება? როგორც ნათქვამია: «არანაირ ავადმყოფობას არ გაგაკარებ ახლოს, რადგან მე ვარ უფალი ღმ-რთი, მკურნავი შენი.» და ასევე გვასწავლიან ბრძენები, რომ არცერთი ავადმყოფობა არ არის ადამიანის ხელში გარდა გაციებისა და დასიცხვისა.
ვინმეს გაგვჩენია ეს კითხვა? გვიფიქრია სანამ დავიწყებდით წუწუნსა და ჩვენს უიღბლობაზე ქაქანს, რამდენი სიკეთეა ჩვენს გარშემო და რამდენი უსიამოვნება აგვარიდა გამჩენმა და ჩვენ, ვერც კი შევამჩნიეთ ან არც კი დავფიქრდით ამაზე!
[2] დაშორდი ტყუილს
ლეკახ ტოვ
» გაექეც სიტყვასა ცრუსა…»(შემოთ 23:7)
ნათქვამია წიგნ «პელე იოეცში»: «მოლაპარაკე ტყუილისა ვერ დამკვიდრდება თვალსა წინაშე ჩემსა». ჩვენი ბრძენების გადმოცემით — ტყუილის მოლაპარაკე — არის ერთ ერთი მათგანი ვინც მომავლში ვერ ეღირსება გამჩენის შეხინის ნახვას. სიმართლე — არის ისრაელის ერის ერთ ერთი დამახასიათებელი თვისება, როგორც ნათქვამია: «დარჩენილს (შეჭირვებისგან) ისრაელის ერში, უსამართლობა და ტყუილი ვერ შეიპყრობს, და მათ ბაგეებში არ იქნება ტყუილი». ვინც ტყუილს იძახის არა მარტო არღვევს თორას, არამედ ის არის სამარცხვინო მთელს ერში, რომელიც ეზიზღება ყველას. არამერტო ჩვენში, არამედ სხვა ერებშიც არის უამრავი სამართლიანი და ნორმალურად მოაზროვნე ხალხი, რომლებიც ტყუილს — საზიზღარ და საშინელ თვისებად მიიჩნევენ. ასევე ცნობილია რომ, ტყუილით ცნობილია ადამიანი მაშინაც კი, როდესაც ჭეშმარიტებას ქადაგებს — მას არ უჯერებენ და ყურთ არ იღებენ მის ნათქვამს. ნათქვამია ასევე: «კაცი ჭეშმარიტი — სავსეა კურთხებით», ის არ მოიტყუება ,თუნდაც ტყუილი მას სირცხვილისგან იხსნიდეს. სიმართლეს ადამიანი მიჰყავს სიკეთემდე და არიდებს მას ავსა და ცუდს. ჰყვებიან ერთ ებრაელზე, რომელიც დიდი ცოდვილი პიროვნება იყო, მისული თორის ბრძენთან, რათა ის დახმარებოდა მას გამოსწორებაში, რაბიმ მას პირველ რიგში ტყუილის თვისების გამოსწორება მოსთხოვა. გამოდის სიმართლე არის საფუძველი სიწმინდისა, ტყუილი — სიბოროტე ცის მიმართ და სიბოროტე ხალხის მიმართ, სიბოროტე ამ სამყაროში და სიბოროტე მომავლ სამყაროში.
წმინდა წიგნი «შნეი ლუხოთ ჰაბრით»-ში ავტორი წერს : აქ, წმინდა ქალაქ იერუსალიმში, დაე იქნეს აშენებული დაჩქარებით, ვიცნობდი ერთ პატიოსან ადამიანს, რომელიც თუნდაც რომ მიეცათ მისთვის მთელს სამყაროში არსებული სიმდიდრეები, ის არ იტყოდა არა თუ ტყუილს, არამედ თუნდაც რაიმეს რაშიც ეჭვი შეიძლებოდა შეჰპარვოდა. იგი იძახდა რომ ეს თვისება შეიძინა მამისგან, რომელიც მის სწორ აღზრდაში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ის ბავშვობაში ძმასთან კინკლაობდა, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს, მისული მამასთან — მამა მიმართავდა ორი შვილს: შვილებო, რომელი თქვენთაგანიც აღიარებს თავის დანაშაულსა და უსამართლობას, ვაპატიებ მას, მხოლოდ შემდეგ აღარ მოიქცეს ცუდად. ვინც კი იტყვის ტყუილს და არ აღიარებს დანაშაულს, დაისჯება ორმაგად. ასეც იქცეოდა მამა, ვინც კი აღიარებდა — ჰპატიობდა და ასაჩუქრებდა მცირეოდენი თანხით, მამა იძენდა სიმართლეს ფულით, რჩევის მიხედვით «შეიძინე ჭეშმარიტება» და აგრძელებდა ასე, სანამ ბავშვებისთვის ეს თვისება ბუნებრივი არ გახდა, ასე მართებს ნებისმიერ მშობელს აღზარდოს შვილი, ასწავლოს ჭეშმარიტება და აარიდოს სიცრუეს — სიბოროტეს!
[3] ფურიმის წესები (მოკლედ)
ფურიმში გვაქვს ოთხი ძირითადი მიცვა :
1) მეგილათ ესთერი მოსმენა.
2) საჩუქარი გაჭირვებულებს.
3) გზავნილი მეგობრებთან.
4) ფურიმის სუფრა.
1) მეგილათ ესთერი მოსმენა ა) პირველად მეგილათ ესთერს საღამოს ლოცვის — ყარბითის შემდეგ ვკითხულობთ. ბ) მეგილათ ესთერის მოსმენამდე, არ შეიძლება ჭამა, სასურველია ნებისმიერი საქმიანობის გადადება და პირველ რიგში მიცვის შესრულება, გამონაკლისს წარმოადგენეს ავადმყოფი, მეძუძური დედები და ა.შ. მათ ეძლევათ უფლება მიირთვან მცირეოდენ, რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. გ) მეგილათ ესთერის მოსმენა აუცილებელია მკითხველის პირიდან — მისი ხმის მოსმენა, ვინც მოისმინა ტელეფონით ან ხმის გამაძლიერებელით, მიცვა ვერ შეასრულა(რადგან ეს მიცვა არ ჰგავს სელიხოთის მოსმენას, რომელიც შეიძლება მოვისმინოთ რადიოს ან სხვა საშუალებით). დ) აუცილებელია ყველა სიტყვის გაგება, ვინც კი გამოტოვა თუნდაც ერთი სიტყვა — მიცვა ვერ შეასრულა, ვალდებულია დაბრუნდეს იმ ადგილას სადაც გამოტოვა სიტყვა და გააგრძელოს ხელახლა კითხვა. ე) ვისაც გარკვეული მიზეზების გამო აქვს საშუალება მოისმინოს მხოლოდ ერთხელ მეგილათ ესთერი — საღამოს ან დილის, სასურველია მოისმინოს საღამოს.(მიზეზი უნდა იყოს გადაუდებელი და განსაკუთრებული) ვ) საღამოს მეგილათ ესთერის წაკითხვის დრო გრძელდება მთელ ღამეს, გარიჟრაჟამდე, დღის კი მთელ დღეს მზის ჩასვლამდე.
2) საჩუქარი გაჭირვებულებს ა) ყველა ვალდებულია დაეხმაროს გაჭირვებულებს. ბ) გაჭირვებულად ითვლება ის ვისაც არ აქვს საშუალება ირჩინოს თავი დამოიუკიდებლად, მცირე შემოსავლის გამო ან სხვა, ასევე ვისაც უწევს ოჯახიდან ნივთების გატანა რადგან გადაიხადოს ვალი და ა.შ. გ) ქვრივი და ობოლი პრიორიტეტია სხვა გაჭირვებულებს შორის, მაგრამ არა ახალგაზრდა ან ყმაწვილი, რომელსაც შეუძლიათ ირჩინონ თავი მშობლებისგან. დ) 13 წელს ქვევით ბავშვები თავისუფალნი არიან ამ ცივიდან, მაგრამ კარგია მამამ მიაჩვიოს შვილი დახმარებას და მისცეს შესაბამისი თანხა რათა ბავშვი დაეხმაროს გაჭირვებულს. ე) მინიმალური თანხა კანონის მიხედვით არის — პრუტა(ისრაელში დაახლოებით 10 აგაროთი), მაგრამ ვინაიდან დღეს ამ თანხით შეუძლებელია რაიმეს შეძენა, არ არის მიღებული, შესაბამისად მინიმალურ თანხად დღეს დადგენილია 150 გრამი პურის ოდენობის თანხის გაცემა. რა თქმა უნდა ვისაც აქვს მეტის საშუალება უკეთესია მეტით დაეხმაროს.
3) გზავნილი მეგობრებთან ა) მეგობრისთვის საჩუქრის გასაკეთებლად აუცილებელია ორი სახის პროდუქტი, მაგ: ნამცხვარი და ხილი, მაგრამ არაა სასურველი ერთ ერთს ამ ორიდან წარმოადგენდეს სასმელი(ღვინო), გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება და მიცვა იქნება შესრულებული. ბ) საჩუქრის გაგზავნის მიცვას ასრულებს ის ვინც უგზავნის მეგობარს, რომელიც ამავე დღეს არის ვალდებული საჩუქრის გაკეთებაზე, მაგ: ორი მეგობარი ისრაელის მიწაზე, ერთი ფურიმს ხვდება იერუსალიმში, მისი მეგობარი კი სხვა ქალაქში, რადგან იერუსალიმში ფურიმის დღესასწაული არის 15 ადარს, ხოლო დანარჩენ ქალაქებში კი 14 ადარს, ერთმანეთისთვის გაგაზავნის შემთხვევაში ეს ორი მეგობარი ვერ გამოდიან მიცვის ვალდებულებიდან, არამედ მხოლოდ იერუსალიმში მყოფი გაუგზავნის თავის თანამოქალაქეს, ხოლო მეგობარი კი თავის თანამოქალაქეს. გ) ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს თავისი შემოსავალი და დამოკიდებულია მშობლებზე არ არის ვალდებული საჩუქრის გაგზავნაზე, მაგრამ კარგია მამა დაეხმაროს მიცვის შესრულებაში, ასევე კარგია მამამ პატარას(13 წელს ქვევით) ასწავლოს და მიაჩვიოს ამ მიცვას. დ) ვიზეც ვიცით რომ უეჭველად არ იტყვის ბერახას — კურთხებას ჩვენს მიერ გაგზავნილ საჩუქრის მირთმევისას, არ უნდა გავუგზავნოთ მას, მხოლოდ მშვიდობის მიზნით და რომ არ იყოს წყენა, ხოლო ვიზეც არის მხოლოდ ეჭვი რომ არ იტყვის ბერახას, შეიძლება გაგზავნა და იქნება კარგი ლამაზად შევახსენოთ ბერახის თქმა.
4) ფურიმის სუფრა ა) ფურიმის სუფრის მირთმევა უმჯობესია შუადღის დადგომამდე, მაგრამ ასევე შესაძლებელია შუადღის შემდეგაც. ის ვინც მიირთმევს შუადღის შემდეგ ვალდებულია ილოცოს მინხის ლოცვა და შემდეგ მიირთვას ფურიმის სუფრა, თუნდაც რომ ვერ იპოვოს მინიანი, ილოცოს მარტომ. მაგრამ თუ ფურიმი ემთხვევა პარასკევს, აუცილებელია სუფრის მირთმევა შუადღემდე. ბ) კანონის მიხედვით არ არის აუცილებელი ფურიმის სუფრა გაკეთდეს პურით, მაგრამ კარგია მოვამრავლოთ კურთხებები და მივირთვათ პური, რა თაქმა უნდა ბირქათ ჰამაზონში არ დაგვავიწყდეს ფურიმის შესაბამისი დანართვი თქმა. გ) ვინც არის გამჩენის მოშიში და იცის რომ, რამდენიც არ უნდა დალიოს თავს გაუწევს კონტროლს, არ დაკარგავს უნარს იყოს ნორმალური ადამიანი, არ მივა მდგომარეობამდე სიმთვრალის გამო რომ ილაპარაკებს და მოიქცევა აკრძალული სახით, ასევე არ დაავიწყდება და შეძლებს ბირქათ ჰამაზონის თქმას, შეუძლია დალიოს იქამდე სანამ არ დაავიწყდება კურთხეულია მორდეხაი და წყეულია ჰამანი. ვინც კი იცნობს თავს სიმთვრალეში და ზემოთ თქმულის შესრულებაში ეჭვი ეპარება დალიოს ჩვეულზე ოდნავ მეტი, მაგალითად თუ სვამს 3 ჭიქას დალიოს 4 — 5.
[4] ესთერის მარხვა
ძვირფასო მეგობრებო, გამცნობთ რომ 13 ადარს (4 მარტს), ოთხშაბათს არის ესთერის მარხვა. მარხვა იწყება გარიჟრაჟიდან, 3 ვარსკვლავის გამოსვლისთანავე კი მთავრდება. მარხვა აუცილებელია ყველასთვის. გამონაკლისს ორსულები, მოხუცები და ავადმყოფები წარმოადგენენ, ასევე მეძუძური დედები. თუ ვინმეს გააჩნია მიზეზი, მიმართეთ რაბის კითხვით. გისურვებთ იოლ მარხვას. მარხვის დანიშნულება ძირითადად თეშუბის გაკეთება — ჩვენი საქციელის ანალიზი. ფურიმის ისტორიიდან გვასწავლიან ბრძენები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ისრაელის ერი განადგურების საშიშროების წინაშე მდგარი. როგორც ცნობილია იმ დროს, ისრაელის ერმა საგრძნობლად იაღო ხელი თორის სწავლაზე, მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ხალხისა ჭირნახულობდა თორაში. მაგრამ გამჩენის სყალობით ჭერ კიდევ იყვნენ თორაში მოჭირნახულენი ისრაელის ერში, როგორც ყველა თაობაში. როდესაც ბოროტმა ჰამანმა გადაწყვიტა ისრაელის ერი გაენადგურებინა, მთელმა ერმა ერთხმად დაიწყეს მარხვა და თორის სწავლა, მათ სათავეში მორდეხაი და ესთერი ედგათ. მორდეხაი დიდი სანჰედრინის — ებრაელური სასამართლოს წევრი გახლდათ, რაც მის უდიდეს სიწმინდესა და სიბრძნეზე მეტყველებს. მარხვასთან ერთად ებრაელებმა ლოცვაც დაიწყეს, რადგან გამჩენს გამოეჩინა წყალობა და შებრალება ებრაელი ერის მიმართ. მიზანი მიღწეული იყო, მტერი იქნა დამაცხებული და ისრაელის ერი გადარჩენილი, მაგრამ არა ძალითა და ომით, არამედ გამჩენის დიდი წყალობით. მაგალითს მარხვასა და თეშუბაზე, თვით თორაში ვხვდებით, როდესაც მოშე რაბეინუს მეთაურობით ისრაელის ერმა, საშიში და მრისხანე მტრის — ამალეკის წინააღმდეგ, გამჩენის დავალებით გაილაშქრა, მოშე რაბეინუ მარხვასა და ლოცვაში იყო ჩაფლული, შედეგად ისრაელის — გამჩენის ჯარს მოშე რაბეინუს ლოცვა და სულის ტანჯვა — მარხვა ეხმარებოდა(ომი გამჩენისგან იყო დავალებული, ანუ წარმოადგენდა მიცვას), მტრის უზარმაზარი ჯარი იქნა მიწასთან გასწორებული და ეს ყველაფერი თაობაში, რომლებიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ, ანუ სულიერად მაღალი და წმინდა ხალხი, გამჩენზე მინდობილნი.
სიმართლეს მოგახსენებთ ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური საკითხების განხილვა, თანაც არც თუ ისე გვესმის და ვერკვევით, მაგრამ თუ დავუკვირდებით, დღეს ისრაელის ერის გარშემო, მტერი ყველა მხრიდან არის შემოკრებილი, რიცხვითაც და ძალით მეტია ჩვენზე, მაგრამ ჩვენი ძალა არ არის ჩვენს ჯარში და არც იარაღში, ქედის მოხრით ყოველი დაღუპული და დღეს მსახური ჯარისკაცის — ჩვენი ძმების, ჩვენი სისხლისა და ხორცის წინაშე. ჩვენი ძალა ერთობაში, თორაში, ლოცვაში და ღმ-რთის სამსახურშია, მხოლოდ ასე შევძლებთ გადავრჩეთ ამ მძიმე დროს. მეგობრებო! გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ ეს სამი ბრწყინვალე დღე — 13, 14 და 15 ადარი, როდესაც გამჩენი ჩვენთანაა, ლოცვის ჭიშკრები ღიაა, ნებისმიერი ლოცვა, ამოსული სუფთა გულიდან იქნება მიღებული გამჩენის წყალობით. მოდით გული დავუდოთ ამ დღეებს, რათა ყველა ჯარისკაცი და ყველა ისრაელიშვილი — ისრაელის მიწაზე თუ მის გარეთ იყოს უვნებელი და ბედნიერი. დიდი მადლობა! გისურვებთ კარგ სიახლეებსა და ბედნიერ ფურიმს!
נשמות) לעילוי) ლეილუი ნიშმათ:
იოსეფ ბენ ცევი ხაიმ
გრიგორი ბენ მიხაელ
ისრაილ მეირ ბენ რავ ბენციონ
ტექსტში არსებული გრამატიკული შეცდომებისათვის გიხდით ბოდიშს.ეს გამოცემა უმოკლეს ვადაში იქნა დაბეჭდილი,ღმერთის წყალობით.სიხარულით და პატივისცემით გავითვალისწინებთ თკვენს სასურველ თემებს მომავალი გამოცემებისათვის.ჩვენი მისამართია: info@beerot.ru