ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №16 (ახარეი მოთ)

Дата: | Автор материала: null

1066

[mwm-aal-display]

[1] ახარეი მოთ: წუთისოფლის სტუმრები

რაბი იაკობ გალინსკი

«და დაელაპარაკა გამჩენი მოშეს, მას მერე რაც მოკვდა ორი ვაჟი აჰარონისა, მიახლობით (უნებართვოდ) გამჩენთან …» (ახარეი მოთ 1)

რაში გვიხსნის: რისთვის დაგვიწერა თორამ ეს ნაწყვეტი? რაბი ელაზარ ბენ აზარია გვასწავლის ამ მონაკვეთს თორისა: ჰგავს ეს ნაწყვეტი მოთხრობას, როდესაც ექიმი მივიდა ავადმყოფთან და აუკრძალა მას — არ ჭამო ცივი, არ დაწვე ნესტიან ადგილას. მოვიდა მეორე ექიმი და უთხრა: არ ჭამო ცივი, არ დაწვე ნესტიან ადგილას, თორე მოკვდები, როგორც მოკვდა ესა და ეს. მეორე ექიმის დარიგებამ მეტად გააფრთხილა ავადმყოფი. მსგავსად ამისა თორამ დაწერა: «… მას მერე რაც მოკვდა ორი ვაჟი აჰარონისა …»  რათა მოშემ, აჰარონმა და ყველა დანარჩენმა თაობებმა გაითვალისწინონ შეცდომა დაშვებული აჰარონის შვილების მიერ. (მათ უნდოდათ პირადი მსხვერპლთშეწირვის მიტანა გამჩენთან, მაგრამ ეს არ იყო დროული და ნებადართული, გამჩენმა მათ მსხვერლპშეწირვას უცხო «ცეცხლი დაარქვა» რადგან თვით მსხვერპლი იყო სანანებელი, რომელსაც სასიამოვნო არომატი ჰქონდა ცეცხლმოკიდებულს, მიუხედავად ამისა სასჯელი მკაცრი იყო — აჰარონის ორი ვაჟი, სიცოცხლეს ღვთიური ცეცხლით გამოესალმა, რომელმაც ისინი დაწვა)

კოჰელეთში მეფე შლომომ დაგვიწერა: «ტიტველი გამოვიდა მუცლიდან დედისა და ტიტველი წავა იქ (საფლავში)»  თქვა რაბი მეირმა — ბავშვი იბადება მუშტ შეკრული, თითქოს უნდა მას ჩაეჭიდოს მთელ სამყაროს, მაგრამ, როდესაც კვდება ადამიანი — მისი ხელები გაშლილია — თითქოს ანახებდეს ყველას — ხედავთ! არაფერი მიმაქვს თან — ტიტველი წავა იქ (საფლავში)

მიდრაშში ბრძენებს ამ ნაწყვეტზე კოჰელეთისა მოჰყავთ იგავი მელიაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა ყურძნის ჭამა, ბევრი ძიების შემდეგ მიაგნო ერთ ვენახს, სადაც შესასვლელი ვერ იპოვა, ვენახს მხოლოდ — ვიწრო ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც დიდი ტანჯვის შედეგადაც ვერ შესძლო შეძრომა. დამწუხრებული მაგრამ ძელზედ მონდომებული — წავიდა სამი დღე იშიმშილა, გახდა, დასუსტდა და დაუბრუნდა ისევ ვენახის შესასვლელთან. და აი! ასრულდა მისი ოცნება, შეძვრა ვენახში და მადიანად მიირთვა ყურძენი. მისი ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელდა, რადგან უკან გამოსასვლელად მისლუს — მოსუქებულს ყურძნისგან, ნახვრეტი მას ისევ პატარა «მოუვიდა», რა დარჩა მას თუ არა ისევ შიმშილი და ტანჯვა, სამი დღე იშიმშილა და გამოძვრა ისევ გარეთ. გარეთ გამოსული მელია მიუბრუნდა ვენახს და მიმართა მას: ვენახო, ვენახო — რა გემრიელია და სასურველი შენი ნაყოფი, მაგრამ, რა სარგებელი მაქვს მე, მშიერი შევედი და მშიერი გამოვედი! ამაზეა ნათქვამი: «ტიტველი გამოვიდა მუცლიდან დედისა და ტიტველი წავა იქ (საფლავში)«.

ჩნდება კითხვა, რა გვასწავლეს ბრძენებმა მეტი — იგავიდან მელიაზე ვიდრე შეიძლება ვისწავლოთ თვით კოჰელეთიდან — «ტიტველი გამოვიდა მუცლიდან დედისა და ტიტველი წავა იქ (საფლავში)» ?  პასუხი შემდეგია: წარმოვიდგინოთ რომ მელია მოსულიყო კითხვით ჩვენთან და ეკითხა — როგორ მოვიქცე, მინდა შევძვრე ვენახში ვჭამო ყურძენი, მაგრამ, ნახვრეტი ძალზე ვიწროა? რას ვუპასუხებდით?  ვუპასუხებდით შედეგს: მელია, მოითმინე ცოტა, იშიმშილე, გახდი, შეძვერი ვენახში, არ გაძღე, ცოტა გასინჯე — იმდენი რომ გქონდეს ძალა, დანარჩენ ყურძენს ჩასჭიდე ხელი და გადმოყარე ღობის მეორე მხარეს, შედეგ გამოძვერი გარეთ, აკრეფ და ისიამოვნებ რამდენსაც გინდა და შეგერგება.

იგავი ლამაზია, მაგრამ ისევ ჩნდება კითხვა — რა ვისწავლეთ აქედან? ვისწავლეთ შემდეგი! — ადამიანი მოდის ქვეყანაზე ტიტველი და მიდის აქედან ტიტველი, არაფერი მიაქვს თან, მაგრამ, თუ გადაყარა ღობის მეორე მხარეს — მომავალ სამყაროში დამსახურებები», როგორც დავიწყეთ — «იბადება ბავშვი შეკრული მუშტებით თითქოს და ეჭიდებოდეს მთელ სამყაროს, ასეთივე მოჭიდებული წავა აქედან!

[2] სასჯელი, ტანჯვა და ხსნა

რაბი ელხანან ვასერმანი

სასჯელი ქვეყანაზე მოდის მხოლოდ ისრაელის გამო

ბაბილონის თალმუდში (იევამოტი 63:) წერია: ტანჯვა ქვეყანაზე მოდის მხოლოდ ისრაელის გამო. საჭიროა გავიგოთ, განა სხვა ერები არ არიან დასჯის ღირსი? მაგალითად ნოახის (ნოეს) შვილები, მათ ხომ თორა წმინდანებს უწოდებს (იმ შემთხვევაში თუ ისინი იცავენ მათვის დავალებულ 7 მიცვას), უფრო მეტიც, დამწერლობით თორაში ნათქვამია რომ სასჯელი უკვე იყო სამყაროში, იქამდე სანამ ისრაელის ერი წარმოიშვა, მაგალითად: დატბორვის თაობა, სედომი და ამორა. წიგნი «შაარეი თეშუვა» (მონანიების ჭიშკრები) გვიხსნის ლექსს თორიდან: » მე მეკუთვნის სამაგიეროს გადახდა და შურის ძიება» (დევარიმ 32:35), აქედან გამომდინა ვხედავთ რომ არის — ორი სახის სასჯელი: სამაგიეროს გადახდა და შურისძიება. ასევე მოგვითხრობს ბაბილონის თალმუდი სხვა ადგილას (ავოდა ზარა 4.) : ეს ჰგავს პიროვნებას, რომელისთვისაც ორ ადამიანს მართებს: ვინც მისთვის საყვარელია, სთხოვს მას ნელ ნელა, ხოლო ვინც მისთვის არ არის საყვარელი — სთხოვს ყველაფერს ერთად.  ასევე გამჩენი: სხვა ნებისმიერი ერი იღებს სასჯელს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ცოდვები გადააჭარბებს დასაშვებს, ირებს ერთ ძლიერ დარტყმას. ისრაელის ერზე კი წერია: «როგორც სჯის მამა შვილსა, ასევე უფალი ღმ-რთი გსჯის შენ.»  (დევარიმ 8:5).  მაგრამ ვხედავთ  ეხლა რომ გამჩენი მათაც — სხვა ერებს ნელ ნელა სჯის, რაც ჰგავს ვალის ნელ ნელა დაბრუნებას, ეს ყველაფერი კი ისრაელის ერის ბრალია. 

[3] ძალა თვალისა

ნაწილი#1

თორაში გვაქვს მაგალითი, შეხედვის ძალისა, როდესაც უთხრა გამჩენმა მოშეს: «ადი ამ მთაზე — ავარიმ (სახელი მთის) და შეხედე მიწას, რომელიც მივეცი ისრაელის შვილებს, და დაინახავ შენ მას, და მოკვდები, როგორც ძმა შენი — აჰარონი» (ბემიდბარ 27:12-13).

მიზეზი მოშეს და აჰარონის სიკვდილისა იყო, შემდეგი — მათ არ მოადიდეს გამჩენის სახელი «კადეშ»-ში, სადაც მათ უნდა ელოცათ გამჩენთან რომ კლდიდან წყალი (სასმელი) გამოსულიყო, მოშემ კი ხალხის დაჟინებული და უსამართლო ჩივილის შედეგად კლდეს ჯოხი დაარტყა, რის შედეგადაც გამოვიდა წყალი, მიუხედავად იმისა რომ ესეც სასწაული იყო, გამჩენის ნება იყო — ლოცვით მომხდარი ეს უკანასკნელი. მაგრამ მიუხედავად ამისა გამჩენმა მაინც მისცა მოშეს საშუალება დაენახა ერეც ისრაელი. ასევე გვიყვება მოშე თორაში : «და იყო რომ ვევედრე ვედრებით გამჩენს იმ ჟამს ასე: ბატონო, ღმ-რთო ჩემო, … , გეხვეწები დამრთე ნება გადავიდე იარდენზე და ვნახო მიწა — კარგი.» მაგრამ ბრაზობდა გამჩენი ჩემზე თქვენს გამო, და მითხრა გამჩენმა: «კმარა — აღარ დაამატო შენს სიტყვებს ამ თემაზე», ადი ამ  მთაზე და აწიე თვალები (ერეც ისრაელისკენ) … რადგან არ გადახვალ ამ იარდენს.» (დევარიმ 3:24-27)

ერთი შეხედვით ძალზედ გაუგებარია — რისთვის უნდა დაენახა მოშეს ერეც ისრაელი, თუ მას არ მიეცემოდა საშუალება იქ შესვლის?

პასუხს ამ კითხვაზე გვცემს რაბი ელიაჰუ დესლერი წიგნში: «მიხტავ მიელიაჰუ» : მზერით ადამიანი ერთიანდება დანახულ საგანთან, ამიტომ მოშესთვის დანახვა ერეც ისრაელისა იყო დიდი სიკეთე გაკეთებული გამჩენისგან, რადგან მან ამით განიცადა სიახლოვე ერეც ისრაელთან.

ადამიანს აქვს ორი ძირითადი ორგანო, რომლითაც ეძლევა საშუალება გაეცნოს გარე სამყაროს: თვალი და ყური.  მაგრამ მათ შორის არის დიდი განსხვავება — სმენა არის უფრო ღრმა გრძნობა ხედვასთან შედარებით, ხედვა კი ბევრად ზედაპირულია. ამიტომ დამწერლობით თორაში სიტყვა «მოსმენა», ხშირად გამოხატავს ღრმა გაგებასა და დაფიქრებას, მაგალითად, როგორც გამჩენი მოგვმართავს თორაში: «ისმინე (იცოდე, გაათვითცნობიერე) ისრაელო, ღმ-რთი უფალი შენი (არის), ღმ-რთი ერთი» (დევარიმ 6:4).  

[4] გვაქვს მინჰაგი ფესახიდან შავუოთამდე შაბათობით ვისწავლოთ პირკეი ავოთი — მამების დარიგებანი 

პირკეი ავოთ

მთელ ისრაელის ერს აქვს წილი მომავალ სამყაროში: ერი შენი — ყველა წმინდანია, სამარადისოდ დაიმკვიდრებს მიწას (მომავალ სამყაროს)

1) რაბი (რაბი იეჰუდა ჰანასი)  იძახის: რომელია გზა პირდაპირი, რომელიც უნდა აირჩიოს ადამიანმა და იაროს? გზა რომელიც მისთვის იქნება მშვენებად და ხალხისგან იქნება ქებული. და იყავი ფრთხილი — გულმოდგინე, პატარა — იოლ მიცვასთან — ისევე როგორც დიდ — რთულ მიცვასთან, რადგან არ იცი შენ საზღაური მიცვისა (რომლისთვის მეტია საზღაური ზეციდან). და გააკეთე ანგარიში ხარჯს მიცვისა (მაგ: თეფილინის ყიდვა)  და მის გასამჯელოს შორის, ასევე სარგებელი ცოდვისა და დანაკარგი მის შედეგად (მაგ: შეჭამა არაქაშერი — რამხელა იყო სიამოვნება მისგან და რა არის სასჯელი მის გამო). და დაუკვირდი სამ რამეს და არ მიხვალ ცოდვამდე, იცოდე რა არის შენს ზევით: თვალი — მხედველი და ყური — მსმენელი და ყოველი საქციელი შენი იქნება ჩაბეჭდილი წიგნში.

2) რაბან გამლიელი შვილი რაბი იეჰუდა ჰანასის იძახის: კარგია სწავლა თორისა შრომასთან ერთად, რადგან ამ ორის შერწყმა — აცილებს ცოდვისგან. მხოლოდ თორა, შრომის გარეშე — მიდის სიცარიელემდე (მატერიალურ) და იწვევს ცოდვას (შეიძლება ადამიანმა სიღარიბის გამო რაიმე ცუდი ჩაიდინოს). ყველა ვინც კი შრომობს ხალხისთვის — უნდა იშრომოს გამჩენის სახელისთვის, რათა მუდამ ჰქონდეს მას დახმარება მათი მამების მადლისა და მათი სიწმინდისა. «და თქვენ მოგიმაღლებთ მე დამსახურებას, თითქოს და გაგეკეთებინოთ» (ვინც შრომობს საზოგადოებისთვის და არ აქვს დრო რათა შეასრულოს თავისი მიცვები და ისწავლოს თორა, გამჩენი უთვლის მას თითქოს და ესწავლოს და შეესრულებინოს).

3) იყავით ფრთხილნი მთავრობასთან, რადგან არ უახლოვდებიან ისინი ადამიანს, არამედ მხოლოდ პირადი სარგებელისთვის, აჩვენებენ თავს მეგობრად სანამ აქვთ სარგებელი, მაგრამ არ ეხმარებიან მას გასაჭირში.

4) ის იძახდა (რაბან გამლიელი შვილი რაბი იეჰუდა ჰანასის): შეასრულე სურვილი მისი (გამჩენის) როგორც შენი, რათა შეასრულოს შენი როგორც თავისი. გააბათილე სურვილი შენი მისი სურვილის წინაშე, რათა გააბათილოს სურვილი სხვისი შენი სურვილის წინაშე. ჰილელი იძახის: არ დაშორდე საზოგადოებას, და არ დაიჯერო შენი თავის სიკვდილის დღემდე, და არ განსაჯო მეგობარი შენი სანამ არ დადგები მის ადგილზე (სანამ არ ჩაუღმავრდები თუ როგორ სიტუაციაში — განსაცდელში იმყოფება ის), არ თქვა რაც იქნება გაუგებარი (სხვისთვის), საბოლოოდ იქნება გასაგები (თუ მსმენელი ჩაუღრმავდება, მაგრამ შენ არ უნდა თქვა გაუგებრად, რადგან შეიძლება შეცდეს მსმენელი და გამოიტანოს არასწორი დასკვნა). და არ თქვა თავისუფალ დროს ვისწავლი, იქნებ და არ განთავისუფლდე (არ მოგეცეს საშუალება რათა ისწავლო, ცხოვრება ხომ ადამიანს მუდამ წინ და უკან ატარებს).

5) ის იძახდა (რაბან გამლიელი შვილი რაბი იეჰუდა ჰანასის): ცარიელს — უვიცს არ ეშინია ცოდვის, უბრალო არ შეიძლება იყოს კეთილმოყვარე (მიუხედავად იმისა რომ ცოტა იცის თორა, რადგან ის არ არის დახვეწილი თორაში ვერ იქნება «ხასიდი» — არ მიაყენოს სხვას ზიანი და იმოქმედოს მეტად კანონის მოთხოვნისა),  მორცხვი ვერ ისწავლის (რადგან მას სირცხვილი არ უშვებს კითხვის დასმას და ამით ის კარგავს სიღრმესა და ვერ იგებს აზრს საფუძვლიანად), და მკაცრი ვერ ასწავლის (რადგან მოსწავლეს აქვს შიში მისთვის კითხვის დასმისა, ამით მოსწავლისთვის რჩება ბევრი რამ გაუგებარი), და ყველა გამრავლებელი ვაჭრობისა (საქმიანობის) არ ბრძენდება (მხოლოდ შემოსავალზე ზრუნვა არ აბრძენებს ადამიანს, საჭიროა სწავლა სიბრძნისა — თორის), და სადაც არ არის ხალხი (ანუ სუფევს უკანონობა, უღმე-რთობა) ეცადე იყო ადამიანი (ყველა საშუალება გამოიყენე რათა იყო ახლოს გამჩენთან და არ დაემსგავსო მათ).

6) ასევე მანაც ნახა თავის ქალა მოტივტივე წყლის პირზე, უთხრა მას: ახჩობდი (წყალში) და დაგახჩეს შენ, ბოლოს დამხჩობი (შენი) იქნება დამხჩვარი. (არის აზრი: ეს თავისქალა იყო ფაროსი — ეგვიპტის ფარაონის, წმინდა ბრძენმა მიუგო მას, რადგან ახჩობდი ებრაელ ბავშვებს ნილოსში, შიშით რომ უნდა მოსულიყო მხსნელი ისრაელის ერში,  ეხლა დაგახჩეს შენ, მაგრამ ისიც იქნება დამხჩვარი — რადგან ყველა იღებს იმას რასაც უკეთებს სხვას. მიდა ქენეგედ მიდა)

7) ის ასევე იძახდა: მომრავლებელი ხორცისა — ამრავლებს ჭიას; მომრავლებელი ქონებისა — ამრავლებს დარდს; მომრავლებელი ცოლების — ამრავლებს ჯადოქრობას; მომრავლებელი მოსამსახურეების (ქალი) — ამრავლებს გარყვნილებას; მომრავლებელი მონებისა (კაცი) — ამრავლებს ქურდობას; მომრავლებელი თორისა — ამრავლებს სიცოცხლეს; მომრავლებელი ჯდომისა (ბრძენების წრეში) — ამრავლებს სიბრძნეს; მომრავლებელი რჩევის (რაბებთან) — ამრავლებს გონიერებას (სწავლობს გზებს სწორად ცხოვრებისა); მომრავლებელი ცედაკის (მატერიალური დახმარების) — ამრავლებს შალომს; შემძენი კარგი სახელისა (ავტორიტეტი) — შეიძინა თავისთვის; შეიძინა თორის ცოდნა — შეიძინა სიცოცხლე სამარადისო — ოლამ ჰაბა.

8) რაბან იოხანან ბენ ზაქაიმ მიიღო ჰილელ ჰაზაკენისგან, ის კი იძახდა: თუ ისწავლე ბევრი თორა — ნუ ჩათვლი შენს დამსახურებად (არ იამაყო), რადგან ამისთვის ხარ შექმნილი.

ხუთი მოსწავლე ჰყავდა რაბან იოხანან ბენ ზაქაის, ესენია: რაბი ელიეზერ ბენ ჰურკანოსი; რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია; რაბი იოსი ჰაქოენი; რაბი შიმონ ბენ ნათანიელი და რაბი ელაზარ ბენ არახი; ის (რ.იოხანან ბენ ზაქაი) აძლევდა შეფასებას მათ: რაბი ელიეზერ ბენ ჰურკანოსი — ჭა სიღრმისა (თორის ღრმა ცოდნა), რომელიც არ კარგავს წვეთსაც კი; რაბი იეჰოშუა — კურთხეულია დამბადებელი მისი; რაბი იოსი — კეთილმოყვარე — ხასიდი და რაბი შიმონ ბენ ნათანიელი — სავსე შიშით ცოდვისა; რაბი ელაზარ ბენ არახი — ნაკადული დაუშრობელი. ის (რ.იოხანან ბენ ზაქაი) იძახდა: რომ იყვნენ სასწორის ერთ მხარეზე მთელი ბრძენები ისრაელისა — მეორე მხარეზე კი რაბი ელიეზერ ბენ ჰურკანოსი, გადაწონის ყველას (მისი ცოდნისა, მეხსიერების და კომპენტურობის გამო).

აბა შაული იძახის: რომ იყვნენ მთელი ისრაელის ბრძენები ერთ მხარეს სასწორისა და მათან კიდევ რაბი ელიეზერ ბენ ჰურკანოსი — მეორე მხარეზე კი რაბი ელაზარ ბენ არახი, გადაწონის ყველას (მისი ჭკუამახვილობის გამო).

9) (რაბან იოხანან ბენ ზაქაიმ) უთხრა მათ: წადით და ნახეთ, რომელია გზა, რომელზეც ადამიანმა უნდა იაროს. რაბი ელიეზერი იძახის: კეთილი თვალი; რაბი იეჰოშუა იძახის: მეგობარი კარგი; რაბი იოსი იძახის: მეზობელი კარგი; რაბი შიმონი იძახის: შორს მჭვრეტელი; რაბი ელაზარი იძახის: კარგი გული.  უთხრა მათ: ვხედავ მე ნათქვამს (სჯობს ყველას) ელაზარ ბენ არახის, რადგან შეიცავს ნათქვამს ყველა თქვენთაგანისა. უთხრა მათ: წადით და ნახეთ, რომელია გზა, რომელსაც უნდა დაშორდეს ადამიანი. რაბი ელიეზერი იძახის: თვალი ბოროტი; რაბი იეჰოშუა იძახის: მეგობარი ცუდი; რაბი იოსი იძახის: მეზობელი ცუდი; რაბი შიმონი იძახის: მსესხებელი, რომელიც არ აბრუნებს. მსესხებელი ადამიანისგან — თითქოს და მსესხებელია გამჩენისგან, როგორც წერია: «გარეწარი სესხულობს და არ აბრუნებს, წმინდანი მოწყალეა და უბრუნებს.» (თეჰილიმი 37:21)  რაბი ელაზარი იძახის: გული ბოროტი. უთხრა მათ: ვხედავ მე ნათქვამს (სჯობს ყველას),  ელაზარ ბენ არახისა, რათა შეიცავს ნათქვამს თქვენსას.

10) მათ თქვეს სამი რამ: რაბი ელიეზერი იძახის: იყოს პატივი — ღირსება შენი მეგობრისა ძვირფასი, როგორც შენი; და ნუ იქნები მრისხანე; და დაბრუნდი (გააკეთე თეშუბა) წინა დღეს სიკვდილისა შენისა (რადგან ადამიანმა არ იცის მისი სიკვდილის დღე, ამიტომ ყოველი დღე უნდა იყოს მისთვის — ბოლოს წინა); და თბებოდე ბრძენების ცეცხლით (თორის სასწავლებლად მისული, მიუახლოვდი ბრძენებს ისე — როგორც ადამიანი უახლოვდება ცეცხლს რათა გათბეს მისგან), და იყავი ფრთხილი მათ ნაკვერჩხალთან რათა არ დაიწვა (გაფრთხილდი, დაახლოებული ბრძენებთან არ შეხვიდე შეცდომაში და არ მოხდეს რომ შელახო მათი პატივი), რადგან მათი კბენა  — როგორც მელიისა (რომელიც მძიმედ განკურნებადია), მწვავეა («ნაკბენი» შენიშვნა ან განკიცხვა მათგან როგორც) ნაკბენი მორიელისა, სისინი მათი (მათი დამცირების და უპატივისცემლობის შემდეგ) არის როგორც სისინი გველისა შხამიანის (ადამიანს უჩნდება შიში — როგორც შხამიანი გველისა, რათა ათვითცნობიერებს მის დანაშაულს — ხვდება თუ რა ელის სასჯელის სახით), და ყველა სიტყვა მათი არის როგორც ნაკვერჩხალი ცეცხლისა (საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება მათან).

11) რაბი იეჰოშუა იძახის: ცუდი თვალი; ცუდი მიდრეკილება  და  ზიზღი ქმნილებებისა (ადამიანების. ერთი აზრის მიხედვით, როდესაც მას ეზიზღება ხალხი უმიზეზოდ (რაში). მეორე აზრის მიხევით: როდესაც, ის ეზიზღებათ ხალხს მისი საქციელის გამო (რაშბაცი))  გაჰყავთ ადამიანი სამყაროდან (აყენებს ადამიანს ზიანს, ანგრევს მის სხეულსა და სულს).

12) რაბი იოსი იძახის: იყოს ქონება შენი მეგობრისა სათუთი, როგორც შენი (გაუფრთხილდი მას, როგორც შენსას); დაადგინე შენთვის (გქონდეს განკუთვნილი დრო) თორის სწავლა, რადგან არ გაქვს ანდერძად და იყოს ყველა საქციელი შენი ცისთვის (გამჩენის სახელზე).

13) რაბი შიმონი იძახის: იყავი ყურადღებით «შემა ისრაელისა» და ლოცვის მიმართ (არ გამოტოვო და არ დაკარგო მათვის განკუთვნილი დრო);  ნუ იქნება შენი ლოცვა — ტვირთად შენთვის, არამედ იყოს თხოვნად და ვედრებად  —  ღმ-რთის წინაშე, კურთხეულია სახელი მისი. როგორც ნათქვამია: » რადგან შემწყალეა ის, მომთმენი, შემკავებელი რისხვისა, მომრავლებელი საზღაურისა (მისთვისაც კი ვინც არ იმსახურებს) და ანაღვლებს ცუდი შემთხვევა (რომლებიც, ემთხვევათ ადამიანებს)«, და ნუ ჩათვლი თავს გარეწრად.

14) რაბი ელაზარი იძახის: იყავი ჩაფლული თორის სწავლაში, და იცოდე რა  უპასუხო  ურწმუნოს, და იცოდე ვის წინაშე შრომობ, ნათქვამია — ის არის ბატონი ჯაფისა შენის, გადაგიხდის საფასურს შრომისა შენისა (საიმედო ხელშია შრომა და ჯაფა შენი, საზღაურს დაგპირდა ბატონი და აუცილებლად გადაგიხდის).

15) რაბი ტარფონი იძახის: დღე მოკლეა (ცხოვრება), საქმე კი ბევრია (თორა და მიცვები), მუშები ზარმაცობენ (ბუნება ადამიანისა მიმართულია მოცდეს, გართობითა და უაზრო დროის მოკვლით),  გასამჯელო დიდია (მომავალი სამყარო) და პატრონი კი აჩქარებს (აფრთხილებს).

16) ის იძახდა (რაბი ტარფონი): არ არის ვალდებულება შენი — დაამთავრო საქმე და არ ხარ შენ თავისუფალი მისგან, გაძლევენ გასამჯელოს დიდს, საიმედოა დამსაქმებელი შენი, რომ გადაგიხდის საზღაურს საქმისა შენის, და იცოდე: გასამჯელო წმინდანების — მომავალ სამყაროშია!


http://www.beerot.ru/?p=13874