ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №20 (ბემიდბარ)

Дата: | Автор материала: null

1046

[mwm-aal-display]

[1] სულიერი სიძლიერე ავითარებს ფიზიკურ სიძლიერეს

ლეკახ ტოვ

«დავალება ელიეზერს შვილი აჰარონ ჰაქოჰენისა — ზეთი მანათობელის, სანანებლები… » (ბემიდბარ 4:16)

რაშის კომენტარებში მოჰყავს თალმუდ იერუშალმი, სადაც გვასწავლის რომ ტვირთი და ჯაფა ქოჰენებისა საკმაოდ მძიმე იყო. როგორც ცნობილია სანანებლები იყო 368 ერთეული (წონით 480 გრ თითოეული), ზეთი კი 183 ლოგი (ერთი ლოგი არის 345,6 მლ) — ვრწმუნდებით რომ ელიეზერი საკმაოდ ძლიერი უნდა ყოფილიყო.

როგორც ცნობილია, ადამიანი მოყოლილი დაძაბულ ან მისი ცხოვრებისთვის საშიშ მდგომარეობაში ავლენს — არაჩვეულებრივ ენერგიასა და ძალას. ამ ძალების გამოვლინებით ვხვდებით თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია  ძალებისა ადამიანს, შედარებიტ იმასთან რასაც ავლენს ცხოვრების ჩვეული რითმის განმავლობაში. სამწუხაროდ ამ პოტენციალის გამოუყენებლობისა და გაფანტვის მიზეზი — ადამიანის სიზარმაცე და არამიზანმიმართულობა ხდება, რადგან არ ცდილობს ის გამოიყენოს მისთვის ნაჩუქარი ნიჭი.

რაბი გოლდვასერი თავის წიგნ «ბეეროთ იცხაკ»-ში ბრძანებს: გამონაკლისს, ცადიკები — წმინდანები წარმოადგენენ, რადგან ისინი არიან «მფლობელნი გულისა» — ანუ მაქსიმალურად იყენებენ  გამჩენისგან მათვის მინიჭებულ პოტენციალს. მათი საიდუმლო — გულში არსებული ყველა ძალების მობილიზაციაა, ერთი მიზნისთვის — ემსახურონ გამჩენს. თალმუდში ბრძენების მიერ მოყვანილ ფრაზას: არ სუფევს გამჩენის შეხინა, არამედ — მხოლოდ გიგანტებზე. რამბამი ამ ფრაზას შემდეგნაირად გვიხსნის: გიგანტი — არის მფლობელი — ბატონი თავის ვნებებისა. სხვა კომენტატორი გაკვირვებას გამოხატავს რამბამის ახსნაზე და ბრძანებს: თალმუდში ნახსენები გიგანტი, წარმოადგენს ფიზიკურად ძლიერ ადამიანს და მაგალითად მოშე მოჰყავს, რომელმაც დაფები თორისა ხელით ჩამოიტანა სინაის მთიდან (ცნობილია რომ დაფები ძალზედ მძიმე ქვიდან იყო დამზადებული), რამბამის ახსნის მიხედვით გაუგებარი გამოდის — როგორ შეუძლია «მფლობელს ვნებებისა» დასძლიოს სიმძიმეები?

პასუხი შემდეგია: რა თქმა უნდა გიგანტის მნიშვნელობის ქვეშ — ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იგულისხმება, რის მაგალითადაც მოშე გვევლინება თორაში. რამბამის მიხედვით — სიძლიერე ფიზიკური მდგომარეობს — როდესაც ადამიანს შეუძლია კონტროლი გაუწიოს თავის თავს, თუ არა, რა უპირატესობა გააჩნია ფიზიკურად ძლიერ ადამიანს, რომელიც დასდევს ვნებებს და ვერ იმორჩილებს თავს, ფიზიკურად სუსტი, მაგრამ  გაწონასწორებული ადამინთან, რომლის ყოველი ნაბიჯი ზუსტი და აკურატულია, ახლა კი გასაგები ხდება მიშნა: ვინ არის ძლიერი — მფლობელი ვნებებისა!

[2] ერთობა

ლეკახ ტოვ

«ყოველი კაცი ნიშნითა ოჯახისა მამისა მისი — ბანაკად იდგება ირაელის ერი …» (ბემიდბარ 2:2)

«როდესაც გამჩენი გამოეცხადა ისრაელის ერს, მასთან ერთად სინაის მთაზე 220 ათასი ანგელოზი დაეშვა … და ყველანი იყვნენ დაყოფილნი ბანაკებად — ნიშნების ქვეშ ვით ჯარი გამჩენისა. როდესაც დაინახებს ისრაელებმა ანგელოზები დაყოფილნი ბანაკებად ნიშნების ქვეშ — მოუნდათ მათაც და თქვეს: გვსურს მსგავსად მათი გვქონდეს ნიშნები ვით ჯარი გამჩენისა. უპასუხა მათ გამჩენმა: გპირდებით, აგისრულებთ ამ სურვილს, როგორც დაგპირდით რომ აგისრულებთ ყველა სურვილს. მაშინვე მიმართა გამჩენმა მოშეს: დააბანაკე ისრაელი ცალ ცალკე ბანაკებად ყველა თავის ნიშნის ქვეშ. (მიდრაშ რაბა 2:3)

რაბი ხასმანი ერთ ერთ თავის წიგნში, გვასწავლის განსხვავებას ანგელოზსა და ადამიანს შორის. ვიცით, რომ ანგელოზებს შორის არ არის — შური, ზიზღი, კონკურენცია აქედან გამომდინარე კი ისინი იწოდებიან: «ყველანი საყვარელნი, ყველანი ნარჩევნი, ყველანი ძლიერნი, და ყველა მიმღები გამჩენის უღელისა ერთმანეთისგან და დამთმობნი ერთმანეთისთვის.»  ადამიანი კი შექმნილი მიწიდან, სავსე ვნებებითა და თვისებებით და მითუმეტეს, როდესაც ის იმყოფება სხვა ხალხის გარემოცვაში, ამის გამო, გამჩენის მიმართვისას: დააბანაკე ისრაელი ცალ ცალკე ბანაკებად  — მოშე შიშმა შეიპყრო, რადგან სურვილი ისრაელისა მოდიოდა ვნებიდან და თქვა მოშემ: ეხლა დაიწყება ღვარძლი და კინკლაობა მუხლებს შორის.

ანგელოზი როდესაც ხედავს მეორეს რომ ის მაღლდება — არ უჩნდება მას შურის გრძნობა, არამედ პირიქით: ყველა მიმღები გამჩენის უღელისა ერთმანეთისგან და დამთმობნი ერთმანეთისთვის — ეს ნაწყვეტი დილის ლოცვაში გვხვდება, რომელიც გამოხატვაა აბსოლუტური და ჭეშმარიტი ერთობისა — ახდუთ, ზუსტად ეს გახდა მიზეზი ისრაელის ერის სურვილისა ჰქონოდათ ერთობა- ახდუთი, მსგავსად ანგელოზთა ჯარისა.

მაშინვე მიმართა გამჩენმა მოშეს: დააბანაკე ისრაელი ცალ ცალკე ბანაკებად ყველა თავის ნიშნის ქვეშ — ისმის აქედან, რომ სურვილის გამო დამსგავსებულიყვნან ანგელოზთა ჯარს, ისრაელის ერმა უმაღლეს სულიერ დონეს მიაღწია, შესაბამისად გამჩენმა მათზედ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოაფინა, გაქრა ისრაელთა შორის ყოველგვარი შური და პაექრობა, ზიზღი და დაყოფა, მათი ერთადერთი მიზანი იყო მიეღწიათ რაც შეიძლებოდა მაღალი საფეხურისთვის, ასეც იყო — იჰუდა სათავეში, მიუხედავად იმისა რომ რეუვენი იყო პირველშობილი და არანაირი შური მათ შორის, ასევე სხვა დანარჩენი მუხლება — მათ შორის არ იყო არანაირი ცუდი ვნება, მხოლოდ ერთობა და სწრაფვა სრულყოფილებისკენ. შედეგად დანაპირები გამჩენისა: აგისრულებს გამჩენი ყველა სურვილს — დაეხმარა გამჩენი დაბანაკებულიყვნენ, როგორც ინდომეს მათ. ნათქვამია: «მოსულს განიწმინდოს — ეხმარებიან მას». «ყოველი კაცი ნიშნითა ოჯახისა მამისა მისი» — ყოველი გამოირჩეოდა თავისი უპირატესობით, რადგან ეს არის გზა გამჩენისა, შიში  და სიკეთე მის წინაშე, ერთობა არის საწინდარი ყველაფრისა, როგორც ნათქვამია: «უყვარს ემეთი — ჭეშმარიტება და შალომი».

[3] შავუოთი

ლეკახ ტოვ

შლა ჰაკადოში ბაბილონის თალმუდის ტრაქტატ შავუოთის კომენტარში მოგივთხრობს — შავუოთის ღამის გამორჩეულობასა და მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ ძვირფასი და სათუთია გამჩენის წინ, როდესაც ისრაელის ერი მთელი ღამე შეუჩერებლად სწავლობს თორას, უღრმავდება გამჩენის სამსახურს და ძლიერდება გამჩენის გზებზე — იძენს შიშს, რათა არ გადავიდეს გამჩენის გზიდან. იქვე მოგვითხრობს ამბავს, რომელიც შეემთხვა თორის დიდ ბრძენსა და მეკუბალს რაბი შლომო ჰალევი ალკაბეცს, რომელიც შავუოთის ღამეს რაბი იოსეფ კაროს (ბეით იოსეფ, შემკრები ‘შულხან არუხისა’) შეურთდებდა თორის სწავლაში და მათზე წმინდა სული ტრიალებდა. მოგვითხრობს რაბი ალკაბეცი: მინდა გამცნოთ, რომ ვსწავლობდი შავუოთის ღამეს რაბი იოსეფ კაროსთან, ჩემს ბატონსა და მასწავლებელთან ერთად, გვქონდა დადგენილი თანმიმდევრობა სწავლისა, დავიწყეთ წერითი თორიდან და მთელი ხუმაში განუმეორებელი სიმღერითა და  სიხარულით ვისწავლეთ, შემდეგ ვისწავლეთ მიშნა განყოფილებიდან «ზრაიმ», შემდეგ დავიწყეთ სწავლა საიდუმლო ნაწილისა თორის. როდესაც დავიწყეთ მიშნის სწავლა და დავამთავრეთ ორი ნაწილი, უეცრად მასწავლებლის ყელიდან სასწაული ხმა გაისმა, მაგრამ ეს არ იყო რაბის ხმა არამედ რაღაც უცხო, ყოველი სიტყვა ამოსული მისი ყელიდან იყო ხმა მაღალი და გამოკვეთილი, ხმა იმდენად ისმოდა რომ თვით მეზობლებმაც კი გაიგეს, ყველა გაოცებული იყო. არ იყო ეს ხმა არც კაცისა და არც ქალის, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მასწავლებლის სახე კი ანათებდა, ეს ხმა მოგვმართავდა ჩვენ: «ისმინეთ, საყვარელნო ჩემო, წმინდანებო წმინდანებიდან, კურთხეულიხართ თქვენ და კურთხეულია შთამომავლობა თქვენი, კურთხევა თქვენ ამ სამყაროში და კურთხევა მომავალ სამყაროში, რომლებმაც დაიდგით (თორის სწავლით) გვირგვინი ბრწყინვალე ამ ღამეს … გაძლიერდით საყვარელნო, გაისარჯეთ სწავლაში, იმხიარულეთ და იცოდეთ რომ თქვენ ხართ მომაღლებულნი (თორის სწავლით) და მიაღწია თქვენმა თორის სიტყვებმა და ორთქლმა თქვენი პირისა გამჩენამდე … ორნი ხართ და მოვედი გესაუბროთ თქვენ, რომ ყოფილიყავით მეტნი, მეტად მომაღლდებოდა თორა თქვენი, მაგრამ ყოჩაღ რათა მომაღლდით ძალზედ … დაუბრუნდით სწავლას და გაძლიერდით, არ მოცდეთ არც ერთი წამით, არ შეწყვიტოთ არც სიცილითა და არც რაიმე სიტყვით, რადგან თმის ღერზე ჰკიდია თქვენი სწავლა, სასიამოვნოა სწავლა თქვენი გამჩენის წინაშე … ახლა კი დაუბრუნდით სწავლას!»

ეს ხმა გველაპარაკებოდა ჩვენ, ჩვენმა ყურებმა ისმინა შეხინისაგან ეს უზარმაზარი სიბრძნე და ეს უზარმაზარი დაპირება (რომ სიტყვები თორისა ამ ღამეს იქნება შესმენილი გამჩენის მიერ), სიხარულითა და აღტაცებით ვტიროდით, გავძლიერდით და განვაგრძეთ სწავლა გათენებამდე, ზედმეტი სიტყვაც კი არ ამოსულა ჩვენი პირიდან. დილით კი მიკვაში წავედით, იქ ორი მეგობარი შეგვხვდა, რომელიც ვერ ვიპოვეთ იმ ღამეს, რათა გვესწავლა ერთად, მოვუყევით თავს გადამხდარი — რამხელა სიკეთე გაგვიკეთა გამჩენმა, გაუფითრდათ სახეები, აუჩქარდათ გულები და მორთეს ტირილი, რადგან არ იყვნენ ჩვენთან, ვის არ მოუნდებოდა იმ წამს ყოფილიყო იქ? მოვილაპარაკეთ შემდეგი ღამეც გვესწავლა და ვყოფილიყავით ათნი, როგორც შეხინამ დაგვარიგა. მეორე დღესაც მსგავსად პირველი ღამისა, მთელი დღე თვალი არ მოგვიხუჭავს, არამედ ვსწავლობდით და მასწავლებელი კი გაკვეთილებს ატარებდა, მეორე ღამეც პირველის მსგავსად დადგენილი თანმიმდევრობით ვისწავლეთ. დიდ სიმხიარულესა და აღტაცებაში ვიყავით, რადგან ათნი შევსრულდით, არ დაველოდეთ შუა ღამეს არამედ იქვე დაბნელებისთანავე დავიწყეთ სწავლა, რა წამსაც კი მივაღწიეთ «შმა ისრაელ»-ამდე იქვე გაისმა ხმა -«ისმინეთ საყვარელნო, წმინდანდანო წმინდანებიდან, როგორ ადიდებთ ჩემს სახელს რომ სწავლობთ ათნი ერთად, ქებათა ქება თქვენ ღვთიური ცეცხლი ახვევია ამ სახლს გარშემო, ამიტომ გაძლიერდით და მეტი შემართებით იყავით, … და თქვით ხმამაღლა » შემა ისრაელი და ბარუხ შემ ქევოდ მალხუთო ლეოლამ ვაედ — როგორც იძახით იომ ქიფურში!»  და ასევე კიდევ მრავალი რამ გვითხრა, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გვესაუბრებოდა. შემდეგ ისევ დავუბრუნდით სწავლას, შემდეგ შუაღამის მოახლოებასთან ერთად ისევ დაბრუნდა «ხმა» და ჩაგვიტარა გაკვეთილი — საათზე მეტი. ყველა ვინც კი იყო იქ, ამ ამბის შემდეგ თითქოს განახლდნენ და მიეცათ მეტი შემართება თორის სწავლაში, უახლოეს შაბათსაც დაბრუნდა «ხმა» რაბი იოსეფთან, …

შლა კი ასრულებს: კურთხეულია თვალი, რომელმაც ნახა ეს სანახაობა, მართებს ყოველ ჩვენთაგანს განიწმინდოს და გაძლიერდეს დამატებითი სიწმინდით, შეეცადოს არ ილაპარაკოს ამ ღამეს, არამედ მხოლოდ სიწმინდესა და თორაზე.

[დამატებას აღარ საჭიროებს ეს სიტყვები, მაგრამ გვმართებს ჩვენს თაობაში, მოვინდომოთ და შევეცადოთ, სულ ცოტათი მეტი გავაკეტოთ, თუნდაც ნახევარი საათი, ერთი თეჰილმი, პატარა მიშნა, ან ხუმაში — გამჩენის სახელზე ვისწავლოთ ამ წმინდა ღამეს, ღამეს — რომლის მიზეზითაც იყო მიცრაიმიდან გამოსვლა, რომლის მიზეზითაც ვსულდგმულობთ ყოველ დღეს და ყოველ საათს, ღამე როდესაც თორა ციდან დაეშვა მიწაზე — ისრაელის ერში, თორა, რომელიც არის არსი და აზრი ყოფიერებისა, მიზანი და აზრი ისრაელის ერისა! გისურვებთ ბედნიერ შავუოთს, სიწმინდით და თორით სავსე ყოფილიყოს, რაც გახდება მომავალი წლის და მთელი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საწინდარი!]

[4] მშობელთა პატივისცემა

როგორც უკვე ავღნიშნეთ მშობელის პატივისცემა, შეიცავს რამოდენიმე ასპექტს: სიყვარულს, ზრუნვას და სათუთ მოპყრობას. ამ ასპექტთა შესრულება კი აუცილებელია ყველა შემდეგი გზით : ფიქრით, საუბრით, მოქმედებით.

ფიქრი — პირველი ასპექტი: რომლის შესრულება ხდება, როდესაც შვილი გონებრივად ათვითცნობიერებს და აღიარებს მშობლების კარგ თვისებეს, მათ განსაკუთრებულობას, როგორი კარგები და მშვენიერები არიან ისინი, თუნდაც ეს შეუმჩნეველი იყოს გარე სამყაროსთვის.

საუბარი — მეორე ასპექტი: შვილი ვალდებულია ელაპარაკოს მშობლებს კულტურულად და პატივისცემით, სიყვარულით და თბილად. რამდენიმე აზრის თანახმად, შვილი ვალდებულია მიმართოს მშობლებს როგორც მეფესა და დედოფალს, გამოხატოს მათ მიმართ შიში და დიდი პატივისცემა. შვილი უნდა ეცადოს ყოველთვის პირველი მიესალმოს მშობლებს, აუწყოს ახალი ამბები, შეატყობინოს წასვლისა და დაბრუნების დრო, იყოს დაინტერესებული მათი ჯანმრთელობით და ზოგადი პრობლემებით. ასევე თუ შვილი ვინმეს მიმართავს გარკვეული თხოვნით და იცის რომ მისი თხოვნა იქნება შესრულებული, თუნდაც თავის გამო და არა მშობლების გამო, ეს უკანასკნელი თუ იცნობს მის მშობლებს, ან თუნდაც არ იცნობდეს, კარგია შვილმა მიმართოს მამისა ან დედის სახელით (მამა გთხოვს ან დედა გთხოვს), რადგან, როდესაც ეს თხოვნა იქნება შესრულებული, ამით პატივი მიეგებათ მშობლებს. როდესაც შვილს ესმის თუ როგორ არცხვენენ მშობლის პატივს ლაპარაკითა და ჭორიკნობით, ვალდებულია მყისიერად ჩაერიოს და შეწყვიტოს, მაგრამ თუ სიტუაცია ისეთია სადაც მისი ჩარევა გამოიწვევს არა თუ შეწყვეტას არამედ უარეს აურ-ზაურს, უმჯობესია გაჩუმდეს და გაერიდოს იქაურობას.


http://www.beerot.ru/?p=14770