ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №5 (ბეშალახ)

Дата: | Автор материала: null

1829

[mwm-aal-display]

[1] მანი

«ზომავდნენ ომერით (საზომი ერთეული), და არ ჰქონდა მეტი ვინც მოაგროვა ბევრი, და არ ჰქონდა ნაკლებობა ვინც მოაგროვა ცოტა; ყველას ჰქონდა საჭიროების შესაბამისად.»

რავ იერუხამ ლეიბოვიჩი წერს თავის წიგნში «დაათ თორა»: ‘მანზე მოთხრობილის ყურადღებით წაკითხვისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მანი თავისი სასწაულ-უნარიანობით არის ნიმუში საკვებისა ყოველი თაობის. განსხვავება არის მხოლოდ სასწაულში — რაც კი ხდებოდა მანის ციდან დაშვების დროს, იყო ღია და ნათელი ყველასათვის, დღეს კი ჩვენ თაობაში — ეს სასწაული არის დაფარული. აზრი ამ სასწაულისა, როგორც ყველა სხვა დანარჩენის, რომელიც მოხდა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, არის — რომ დავინახოთ გამჩენის ზებუნებრივი ჩარევა ამ მოვლენებში. უპირველეს ყოვლისა, მანის საშუალებით ვხედავთ, რომ ადამიანის უზრვენლსაყოფად უშუალოდ გამჩენი ზრუნავს, როგორც ნათქვამია: «და მოგეცი შენ მანი…» ისმის ამ ნაწყვეტიდან რომ, არა მარტო მანი, არამედ ნებისმიერი სარჩო მოდის გამჩენის ნათქვამიდან. გვიხსნის რამბამი (აბი ოშე ენ აიმონი): ‘გამჩენმა გააკეთა ისე, რომ გასაგები ყოფილიყო ებრაელთათვის, რომ ის არის განმკარგველი ცხოვრების ადამიანის — ისე როგორც სურს მას, ამიტომ შეასრულე მისი მიცვები და იცხოვრებ.’  რწმენა ამისა, არ  მოდის ადვილად, ორმოცი წელიწადი დასჭირდა გამჩენს ეჭმია მანი ებრაელთათვის, რათა დაეფუძნებინა და განემტკიცებინა მათში ეს რწმენა.’

რწმენის  კიდევ ერთ საფუძველს — გამჩენის გამოვლინებაში, ვხვდებით სიტყვებში: «…და მომგროვებელს ბევრისა არ ჰქონდა მეტი, და არ ჰქონდა ნაკლებობა მოაგროვებელს მცირესი…», ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის დამსახურებაზე და არა მის მცდელობაზე. როგორც თქვა რაბი მეირმა ბაბილონის თალმუდში (კიდუშინი): ‘უნდა ასწავლოს მამამ შვილს — საქმე სუფთა (ცოდვისგან), და ლოცვა მასთან ვისგანაც მოდის სიმდიდრე და ქონება.’

რაბი სიმხა — ზისელ ზივი (საბა კელმიდან) იძახდა: ‘გამოცდილება გვაჩვენებს, უმრავლესაობა ადამიანებისა, გულმოდგინედ ცდილობენ და არ უშვებენ ხელიდან შესაძლებლობას გამდიდრებისა, მაგრამ, წარმატებას ვერ ხედავენ თავის საქმეში. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ცოტაა მდიდარი ისრაელში, მეორეს მხრივ დახლებთან ვაჭართა რიცხვი დიდია, გათვალისწინებით იმისა რომ მყიდველთა რაოდენობა დღის განმავლობაში მცირეა, მიუხედავა ამისა — მაინც ყველას აქვს სარჩო.’

ნებისმიერ საღად მოაზროვნეს შეუძლია დაინახოს, რასაც ხედავდნენ შემგროვებელნი მანისა, არა მცდელობა და მონდომება განაპირობებს შედეგს მატერიალურობაში, არამედ ღმ-რთი აძლევს ყველას მისთვის აუცილებელს, განურჩევლად იმისა ბევრს ეცადა ადამიანი თუ ცოტას. ნათქვამია თორაში: «და უთხრა მოშემ მათ:  ნუ დატოვებს ნურავინ მისგან (მანიდან) დილამდე, და არ ისმინეს მოშესი მათ … და დაჭიანურდა და გაფუჭდა ის». ბევრის მცდელობა, რათა უზრუნველყოს ხვალინდელი დღე, აკეთებს ეკონომიას, ხელმოკლეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მოდის დრო დანაზოგის გამოყენებისა — თითქოს და ის არც არის. ვხედავთ აქედან რომ, არ არის ადამიანის ხელში მისი მომავალი, არ ძალუძს მას უზრუნველყოს თავისი მომავალი, მხოლოდ ძალისხმევა გამჩენის ნების შესრულებაში, ან ღმ-რთმა დაგვიფაროს — მისი არ შესრულებით, განისაზღვრება ადამიანის მატერიალური წარმატება.

[2] არ იყო მსგავსი მოშესი

რაბი ელხანან ბუნიმ ვასერმანი

რამბამი (აბი ოშე ენ აიმონი) თორის უდიდესი კომენტატორი, თავის ერთ ერთ წიგნში (თეშუბის კანონი) წერს, რომ ნებისმიერ ებრაელს შეუძლია გახდეს წმინდანი დონისა როგორც მოშე რაბეინუ (ივრ. მასწავლებელი ჩვენი), მიუხედავად იმისა რომ თორაში გამჩენი მოდიდების მიზნით გვიწერს: «და არ იყო მსგავსი მოშესი», აქ თორა გულისხმობს წინასწარმეტყველობის საფეხურს და არა სიწმინდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხედავთ რომ ჯერ ვერავინ მიაღწია მოშეს დონეს სიწმინდეში, რადგან ეს შეუძლებელია, აქედან გამომდინარე რამბამის სიტყვებს სჭირდება ახსნა.

მათი ახსნა შეიძლება შემდეგნაირად: თორა მოშეს მოიხსენიებს როგორც «მსახური ღმ-რთისა», რადაკი (თორის კომენტატორი) კი გვიხსნის ამას შემდეგნაირად: ‘მსახური — არსი მისი მდგომარეობს, რომ ის მთლიანად არის მიკუთვნილი ბატონზე, მას არ შეუძლია ბატონის გარეშე გააკეთოს რაიმე, მაგალითად: თუ მსახური იძენს რაიმე ნივთს, ის ავტომატურად ხდება ბატონის, რადგან მსახური ითვლება როგორც ხელი ბატონისა, შესაბამისად რაც კი შეიძინა მსახურმა შეიძინა ბატონმაც’. ასეთივე იყო მოშე მასწავლებელი ჩვენი, მისი მთელი ძალა, შემართება, გრძნობა და ფიქრი იყო მხოლოდ გამჩენისკენ მიმართული და არაფერ სხვისთვის არ იყენებდა. ასეთი თვისებების ქონა სავალდებულოა ყველა ებრაელისთვის, როგორც მოგვიწოდებენ ბრძენები (პირკეი ავოთ): იყოს მთელი შენი მოღვაწეობა მიმართული გამჩენისკენ. ეს კი გასაგებია, რადგან ყველაფერი რასაც კი გამჩენი აძლევს ადამიანს, მხოლოდ მისი ჭეშმარიტი მიზნის -გამჩენის სურვილის შესასრულებლადაა, რადგან არაფერი ტყუილად არ არის ამ ქვეყანაზე, ამიტომ ვალდებულია ყველაფერი გამოიყენოს ებრაელმა მხოლოდ გამჩენის წინაშე სამსახურისთვის და ზუსტად ეს არის დონე მოშესი. ნათელია — ათას წლეულების მანძილზე რომ მიეცეს ადამიანს საშუალება, ემსახუროს გამჩენს, მაინც ვერ მიაღწევს მოშეს სიწმინდის საფეხურს, რადგან მხოლოდ მოშეს ჰქონდა მინიჭებული გამჩენისგან ყოფილიყო ასეთ დონეზე, მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს და არ ეწინააღმდეგება უბრალო ადამიანის სწრაფვას სიწმინდისკენ, რადგან იმ შემთხვევაში თუ ებრაელი გამოიყენებს თავის სრულ პოტენციალს სულიერებისა, იქნება გამჩენის თვალში წმინდანი როგორც მოშე, რადგან სხვაობა გაჭირვებულისა და მდიდრის მსხვერლპთშეწირვაში არ არის, ორივე მიიღება თანაბრად, როგორც ნათქვამია ბაბილონის თალმუდში: ‘მეტი თუ ნაკლები — მტავარია ადამიანის ფიქრი იყოს გამჩენისკენ’. ზუსტად ეს არის საფუძველი, რომელზეც რამბამი წერს, რადგან ნებისმიერს შეუძლია იყოს წმინდანი, მსგავსი მოშესი თავის ჭეშმარიტი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორც მოშე იყო მსახური გამჩენის, ასევე ნებისმიერს შეუძლია იყოს მსახური გამჩენისა, კურთხეულია სახელი დიდი მისი.

[3] მადლიერების გრძნობა

იეშაიაჰუ წინასწარმეტყველი თავის წიგნის პირველი თავის, ერთ ერთ მონაკვეთში გადმოგვცემს გამჩენის სიტყვებს: «ცნობს ხარიც კი პატრონს…, ისრაელმა კი არ იცოდა ვინაა პატრონი მისი, რადგან არ დაფიქრდა ის». ერთი შეხედვით გაუგებარია, რა იყო საყვედური ებრაელი ერის მიმართ, განა უნდა ჰგავდეს ისრაელის ერი ხარს ან სახედარს? განა ხარმა იცის ვინაა მისი პატრონი, ან გვინახავს ხარს გამოეთქვას ან რამით გამოეხატოს მადლიერების გრძნობა პატრონის მიმართ? პასუხი ამ კითხვაზე შეგვიძლია მივიღოთ, მას მერე რაც დავფიქრდებით ცოტაოდენ. ივრითულ ენაში სიტყვა תודה — თოდა-ს საშუალებით, შეიძლება გამოხატულ იქნას აღიარებაც და მადლიერებაც, ეს კი იხსნება იმით რომ ბუნებაა ადამიანისა იყოს მადლიერი მისთვის გაწეულ სიკეთეზე, საფუძველი უმადურობის კი მდგომარეობს უარყოფისა გაწეული სიკეთის.

როდესაც ადამიანი აღიარებს სიკეთეს, რომელიც მას გაუკეთა ახლობელმა, მისთვის ბუნებრივი იქნება გამოხატოს მადლიერება გაკეთებული სიკეთისთვის. აქედან გამომდინარე გამჩენის მიერ ებრაელისთვის გაკეთებულ სიკეთის უარყოფისას ხდება უმადურობის გამოხატვა გამჩენის მიმართ, აღიარება სიკეთისა კი, რომელიც გამჩენმა გაუკეთა ებრაელს შესაბამისად არის  მადლიერების გამოხატვა მის მიმართ, რის შედეგადაც ხდება აღიარება რომ კეთილდღეობა მოდის გამჩენისგან, რასაც მიჰყავს ადამიანი გამჩენის ნების — მიცვების შესრულებამდე. ზუსტად ამას ვხვდებით თორაში: «გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი ღმ-რთი შენი, მიტოვებით ნებისა მისისა.., რადგან როდესაც შეჭამ და დანაყრდები, აიშენებ სახლს და დასახლდები.., გამრავლდება ვერცხლი და ოქრო შენი.., დაივიწყებ უფალს, ღმ-რთს შენსას, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის მიწიდან.., და იტყვი გულში: ძალითა და ხერხით ხელისა ჩემით მოვიპოვე მთელი სიმდიდრე ჩემი. და გახსოვდეს უფალი, ღმ-რთი შენი რათა ის გაძლევს ძალასა და ხერხს რომ მოიპოვო სიმდიდრე, რადგან ასრულებს ის დანაპირებს თავისას, რომელიც შეჰპირდა მამებსა შენსას».

თორის ამ მონაკვეთში გამჩენი გვაფრთხილებს, არ დაგვავიწყდეს — გამჩენი გვაძლევს საშუალებას გამდიდრებისა, რადგან სიუხვე მხოლოდ მისგანაა. რასაკვირველია, თუ ებრაელი მიხვდება რომ ყველაფერი მხოლოდ გამჩენისგანაა, რომ გამჩენმა მისცა მას წარმატება და საშუალება გამდიდრებისა და მომაღლებისა, მადლიერების გრძნობით აღსავსე, დაიცავს მის მიცვებს. აქედან გამომდინარე კი უფრო ნათელი ხდება წინასწარმეტყველი იეშაიაჰუს სიტყვები, რადგან საკმარისია ებრაელი თუნდაც ხარის დონეზე მიხვდეს, თუ ვინ არის მისი ბატონი,  გაუჩნდება მას მადლიერების გრძნობა გამჩენის მიმართ. ახლა კი უფრო გასაგები ხდება სიტყვები ბრძენებისა, რომლებმაც აგვიხსნეს თორის სიტყვები: «და დადგა ახალი მეფე ეგვიპტის სათავეში, რომელიც არ იცნობდა იოსეფს» — რომ საქციელი ფარაონისა იყო — უმადურობა იოსეფის მიმართ, რადგან მოჰქონდა თავი თითქოს და არ იცნობდა იოსეფს, დაივიწყა ყოველი კეთილი საქმე გაკეთებული იოსეფისა ეგვიპტის და პირადად ფარაონის მიმართ. რადგან რომ ჰქონოდა ფარაონს მადლიერების გრძნობა იოსეფის მიმართ, შესაბამისად მოექცეოდა კარგად მის შთამომავლობასა და მთელ ებრაელ ერს.

[4] ებრაელის სამი ნიშანი — შაბათი

ნაწილი #2

წერია თორაში: «გახსოვდეს დღე წმინდა შაბათი, ექვსი დღე იმუშავე.., რადგან ექვს დღეში შექმნა ღმ-რთმა ცა და დედამიწა…». თორამ გვანახა რომ შაბათი არის საფუძველი რწმენისა რომ ქვეყანა ახლდება, რადგანაც ღმ-რთმა შექმნა ყველაფერი, შესაბამისად ისაა ბატონი ყველაფრისა, ჩვენ კი მისი მსახურნი ვართ და ვალდებულნი ვართ შევასრულოთ მისი სურვილი როგორც სხეულით, ასევე სულით (შევასრულოთ მიცვები) და ასევე ქონებით, რადგან ყველაფერი მისია. თორაში გამჩენი, გვაფრთხილებს თორმეტჯერ შაბათის დაცვაზე. თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: შემნახველი მთელი შაბათისა, თითქოს და ასრულებს მთელ თორას, დამრღვევი შაბათის სიმშვიდისა კი თითქოს არღვევს მთელ თორას, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია რწმენაზე, როგორც ავღნიშნეთ მაღლა.

მიდრაშ რაბა,  ფარაშა ბეშალახში გვითხრობს შაბათზე, მტკიცებულება რაბი ელაზარ ბარ ავინას მოჰყავს წეროლიბითი — თორის ყველა ნაწილიდან და დასკვნად იძახის წმინდა თანა: ეუბნება გამჩენი ისრაელის ერს: თუ დაიცავთ შაბათს, დაგიფასებთ თითქოს ინახავთ მთელ თორას, თუ დაარღვევთ, გაგნსჯით თითქოს და იყოთ დამრღვევნი მთელი თორისა (თუნდაც ინახავდეთ მას ბოლომდე) .

მართებულია იცოდეს ადამიანმა სიმძიმე სასჯელისა, რომელიც მოჰყვება შაბათის დარღვევას. როგორც ცნობილია სასჯელები თორის დარღვევისათვის სხვა და სხვაა, მათი სიმძიმის მიხედვით. არსებობს აკრძალვა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მხოლოდ დამავალდებულებელ მიცვას (გააკეთე, რომელიც მიცვის შესრულებისკენ მოგვიწოდებს); მეტად მძიმეა, ამკრძალავი მიცვა (არ გააკეთო, გვიკრძალავს ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას, რომლითაც შესაბამისად ეს მოქმედება არის აკრძალული); მეტად მძიმე, სასჯელი რომელსაც მოჰყვება სიკვდილი ცის ხელით; მეტად მძიმე, სასჯელი, რომელიც გულისხმობს სულის აღკვეთას; მეტად მძიმე, სასჯელი, რომელიც სიკვდილს გულისხმობს, მისი აღსრულებაში მოყვანა დავალებული აქვს ადამიანს — ბეით დინს (ებრაელური სასჯელ-აღმსრულებელი სასამართლო, რომელიც შედგება თაობის  ყველაზე დიდი თალმიდ-ხახმებისგან). ეს უკანასკნელი კი იყოფა ოთხ სახეობად (ჩამონათვალში ყოველი შემდეგი სიმძიმით მეტია წინამდებარეზე): ა) სიკვდილი გაგუდვით; ბ) სიკვდილი ხმლით; გ) სიკვდილი დაწვით; დ) სიკვდილი ქვით ჩაქოლვით. შაბათის დარღვევა კი ისჯება ყველაზე მძიმე სასჯელით მათ შორის, რომელიც ქვით ჩაქოლვაა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი სიმძიმე შაბათის დარღვევისა, რომ მასზე უფრო მძიმედ ითველბა კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ ადამიანი, რომელიც შაბათს შეგნებულად არღვევს, არ ფრთხილდება და არ ენაღვლება, როგორც უკვე ავღნიშნეთ, არღვევს მთელ თორას, უტოლდება კერპთთაყვანისმცემელს, ღმ-რთმა დაგვიფაროს, და ემსგავსება თორის დინით არაებრაელს, ნებისმიერი მისი საქმიანობა არაფრით აღემატება არაებრაელისას, მაგალითად: მისი დაკლული საქონელი არ იჭმევა და თუნდაც იყოს დაცული ყველა წესი დაკვლისა, ხორცის სტატუსი არის როგორც ცხოველისა, რომელიც თითონ მოკვდა — ნეველა. ყველაზე მძიმე კი შემდეგში მდგომარეობს, შაბათის დარღვევით, თითქოს უარყოფს ებრაელი, რომ გამჩენმა შექმნა ეს სამყარო. მართებს ყველას, დაფიქრდეს თუ რა მძიმეა შაბათის დარღვევა.

გამჩენმა თორაში დავალებული ორასორმოცდარვა (248) მიცვის შესაბამისად, ადამიანის  სხეული ორასორმოცდარვა ნაწილისგან შექმნა (არ იგულისხმება ორგანოები როგორიცაა გული, არამედ კიდურები, თითები, თვალები და ა.შ). ეს უკანასკნელები კი თავის მხრივ იყოფიან ორ ჯგუფად: ა) რომლებზეც ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული; ბ) რომლებზეც ადამაინის სიცოცხლე დამოკიდებულია. მიუხედავად იმისა რომ პირველი ჯგუფის ნაწილებზე სიცოცხლე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა ხელი, ფეხი და ა.შ, მიუხედავად ამისა, თუ ადამიანი მათ ნაკლებობას განიცდის, ითვლება ინვალიდად და არასრულფასოვნად, აღარაფერი რომ ვთქვათ ისეთ ნაწილებზე, რომლებზეც სიცოცხლეა დამოკიდებული, მათ გარეშე ხომ სიცოცხლე შეუძლებელია. ამის ანალოგიურად მიცვების შესრულებაზეც არის დამოკიდელი სულის მთლიანობა. მაგალითად არის მიცვები, რომლებიც არის სულის ისეთი ნაწილის საპირისპიროდ, რომელთა დარღვევის შედეგად სული აგრძელებს არსებობას მომავალ სამყაროში, მაგრამ ითვლება წუნდებულად, სულისთვის კი ეს დიდი სირცხვილი და სიმწარეა, როდესაც ნათლად გამოჩნდება თუ რომელი ორგანოთი ან სხეულის ნაწილით ცოდავდა ადამიანი ამ სამყაროში. მკვდრეთით აღდგომისას ყველა ისრაელი გაცოცხლდება და ადგება საფლავიდან, მთელი და უვნებელი, ხოლო ეს უკანასკნელი მიცვების დარღვევის გამო იქნება არასრული, მაგალითად: ის ვინც არ იდებს თეფილინს, მკვდრეთით აღდგომისას მას არ ექნება მარცხენა ხელი. შესაბამისად სხვა ცოდვებისა სხვა და სხვა ორგანოებით, იქნება ინვალიდი, ყველას დასანახად თუ რა ცოდვებს ჩადიოდა ამ ქვეყანაზე. შემზარავია ამაზე ფიქრიც კი, მაგრამ გამჩენის ჭეშმარიტებამ ასე დაადგინა, ყველაფერი რაც თორით გვაქვს დავალებული მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდაა, გამჩენისა და თორის მიზანი არ არის ადამიანის დასჯა ან მისი დათრგუნვა არამედ პირიქით, როდესაც ებრაელი ასრულებს ყველა მიცვებს, სულიერი სიმტკიცე ასეთი ადამიანისა შეუდარებელია, ხოლო სულის გავლენა სხეულის სიმტკიცეზე აისახება, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ მიცვა როგორც სულის ასევე სხეულის ნაწილების მასაზრდოებელი წყაროა. თორაში ასევე არის სამასსამოცდახუთი (365) ამკრძალავი მიცვა, რომელთა დარღვევაც ისჯება (არ გააკეთო, მაგ: შაბათის დარღვევა, ღორის ხორცის ან არაქაშერის ჭამა, იომ ქიფურში ჭამა და ა.შ), ზოგიერთი მათგანის დარღვევა სულის ისეთი ნაწილის საპირისპიროდაა, რომელიც სულის არსებობაზე აგებს პასუხს, აქედან გამომდინარე ადამიანის სხეულის ისეთ ნაწილზე — მაგალითად როგორიცაა თავი, ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში კი სიცოცხლე შეუძლებელია, ლოგიკურად გამოდის მკვდრეთით აღდგომისას სულს არ ექნება სიცოცხლის უნარი და შესაბამისად სხეულიც ვერ აღსდგება, ღმ-რთმა დაგვიფაროს. ასეთ ამკრძალავ მიცვებს მიეკუთვნება წმინდა შაბათი. მაგრამ მეორე მხარე ნუ დაგვავიწყდება, თუ რამხელა სულიერი სიძლიერე მოჰყვება შაბათის შენახვასა და დაფასებას. უფრო მეტიც, ბაბილონის თალმუდში ბრძანებენ ბრძენები: შემნახველი შაბათისა წესის მიხედვით, თუნადაც სცოდავდა ყველა ცოდვას, ჰპატიობენ მას.

შაბათს  აკძალული სამუშაოების ძირითად რიცხვს წარმოადგენს ოცდაცხრამეტი, მათ კი აქვთ განშტოებები. წესების დარღვევისგან არავინაა დაცული, თორის კომენტატორები ბრძანებენ რომ აუცილებელია დაბრუნება და გამეორება შაბათის წესებისა მუდმივად, რათა არ შეცდეს ადამიანი არც ერთხელ. ციფრი წესებისა დიდია და სირთულე შესრულებისა ერთი შეხედვით ძნელია, მაგრამ საზღაური დიდია და ნამდვილად ღირებული.  მთავარი არის გადაწყვეტილების მიღება, მას კი მოქმედების მიყოლება სჭირდება, გამჩენი კი ჩვენს გვერდითაა ყოველთვის, ბრძანებენ ბრძენები: ‘ღმ-რთი არასდროს აგზავნის ისეთ განსაცდელს, რომლის განვლა ადამიანსთვის შეუძლებელია’, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გამოცდა და განსაცდელი არ ჰქვია. მთავარია დავიწყოთ შაბათის დაცვა, თუნდაც ერთი მიცვით, დავინახავთ რომ არც თუ ისეთი ძნელია დანარჩენზე კი შემდეგ ვილაპარაკოთ. გისურვებთ დიდ წარმატებას და ღმ-რთის გვერდში დგომას, ამ დიდი მიცვისა და ებრაელობის არსის შესრულებაში.


http://www.beerot.ru/?p=10837