ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №11 (ვაიაკჰელ-ფეკუდე)

Дата: | Автор материала: null

1276

[mwm-aal-display]

[1] ჭეშმარიტი სიმშვიდე და რწმენა

«ლეკახ ტოვ»

«ექვს დღეს გაკეთდეს სამუშაო» (35:2)

ერთი შეხედვით უფრო გასაგები იქნებოდა დაეწერა თორას «ექვსი დღე გააკეთე სამუშაო», და არა «ექვს დღეს გაკეთდეს სამუშაო», რადგან სამუშაო არ კეთდება თავისით, და კიდევ რატომ საუბრობს თორა ექვს სამუშაო დღეზე, ამ სიტყვების აზრი ხომ შაბათის შენახვისთვის — დაცვისთვისაა გამიზნული?

რაბი შლომო განცფრიდი გვიხსნის, რომ ამ სიტყვებში ჩადებული აზრიდან ვსწავლობთ — ადამიანს ვისაც აქვს გათვითცნობიერებული და სჯერა რომ მატერიალური უზრნუველყოფა დამოკიდებულია გამჩენზე და არა მის ჯაფაზე — ასეთ მას აქვს ნამდვილი ნეტარება შაბათ დღეს, რადგან ის ნამდვილად იღებს სიამოვნებას შაბათის სიმშვიდისგან. მას კი ვისაც სჯერა რომ ყველაფერი მის მცდელობასა და ჯაფაზეა დამოკიდებული, შაბათის დაცვისას არანიარი სიამოვნება და სიმშვიდე არ გააჩნია, რადგან ერთადერთი აზრი მის თავში არის — შაბათის დაცვით ჩემი შემოსავალი მცირდება — შესაბამისად უკმაყოფილო და მოუსვენარია. ასეთი ადამიანისთვის ძალზედ ძნელია შაბათის დაცვა, სწორედ ამისთვის დაგვიწერა თორამ: «ექვს დღეს გაკეთდეს სამუშაო» —  ანუ არ ღირს ადამიანმა იფიქროს რომ მხოლოდ მის ძალისხმევაზეა დამოკიდებული შემოსავალი და წარმატება საქმიანობაში, საჭიროა იცოდეს რომ ყველაფერი დამოკიდებულია გამჩენზე. საქმე თითქოს კეთდება თავისით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე. მას შემდეგ რაც ადამიანი ამ ყველაერს შეიგნებს, შესძლებს გაიგოს გაგრძელება თორის ამ მონაკვეთისა: «… და იქნება დღე მეშვიდე წმინდა შაბათი ღმ-რთისა».

აუცილებელია იცოდეს ადამიანმა რომ მისი შემოსავალი დამოკიდებულია გამჩენზე, რათა არ იყოს მისთვის რთული გაშლილი ხელით შეასრულოს გამჩენის ნება, ამიტომ დაგვიწერა გამჩენმა თორაში — სანამ მიმართავდა მოშე ებრაელ ერს შესაწირის მისატანად  მიშქანისთვის — გადასატანი ტაძრის ასაშენებლად (სადაც გამჩენი ეცხადებოდა მოშეს), რომელსაც ებრაელები უდაბნოში დაატარებდნენ თან. მსგავსად თქმულისა, ასევე ჩვენი ბრძენების სიტყვებიდანაც შეიძლება ვისწავლოთ: ცნობილია რომ შაბათს მივირთმევთ თევზს, ასევე ცნობილია რომ დიდი თევზები იკვებებიან პატარა თევზებით, როდესაც ვიწყებთ დიდი თევზის გასუფთავებას, ვხედავთ რომ მის მიერ გადაყლაპული პატარა თევზი არ იმყოფება მის მუცელში შესაბამის მიმართულებით, ანუ — თუ დიდი თევზი მისდევს უკან პატარა თევზს, ლოგიკურია რომ მისი გადაყლაპვის შემთხვევაში კუდი პატარა თევზისა უნდა იყოს დიდი თევზის კუდის მიმართულებით, ხოლო თავი კი დიდი თევზის თავის მიმართულებით. მაგრამ ვხვდებით საწინააღმდეგოს, პატარა თევზი თავით დიდი თევზის კუდისკენაა. სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს, დიდი თევზი მისდევდა პატარას, მაგრამ საბოლოო ჯამში მას გზად საპირისპირო მიმართულებით მოცურავე სხვა პატარა თევზი შემოხვდა და საბოლოოდ ის გადაყლაპა, რადგან ეს თევზი იყო მისთვის ციდან განკუთვნილი და არა ის, რომელსაც უკან მისდევდა, ერთი შეხედვით თითქოსდა შემთხვევით შეეფეთა საბოლოო მსხვერპლს. ამ მაგალითიდან მართებთ შაბათის დამცველთ ისწავლონ, რომ არა მათი ძალისხმევა ხდება საბოლოო შედეგის მიზეზი, არამედ გამჩენისგან გამოგზავნილი წყალობა, მსგავსად დიდი თევზისა.

შაბათის დაცვას არა თუ მიჰყავს ადამიანი მატერიალურ დანაკლისამდე არამედ პირიქით, შაბათი, მისი დაცვისას — ხდება წყაროდ დარჩენილი ექვსი დღის წარმატებული შემოსავლის უზრუნველსაყოფად. ვინც კი არ იცავს მას სათანადოდ, აყენებს მის მფლობელობაში არსებულ ქონებას საფრთხის ქვეშ, რომ იქნას დაკარგული.  ხაფეც ხაიმი  მოგვითხრობს, მის ვიზიტზე ქალაქ ჩერნიკოვში, სადაც გაიგო რომ ქალაქში არის ებრაელი საქმოსანი, რომელიც აიძულებს ებრაელებს იმუშაონ შაბათს. ხაფეც ხაიმი შეხვდა მას და ეცადა დაერწმუნებინა შეეწყვიტა შაბათს მუშაობა. საქმოსანმა მიმართა მას: ერთ სამუშაო დღეში, ჩემს ქარხანას 4 000 რუბლი მოგება მოაქვს, განა შაბათის დაცვისთვის დავკარგავ ამხელა შემოსავალს? ხაფეც ხაიმმა ურჩია მას, შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავდა არა თუ დღიურ შემოსავალს, არამედ მთელ ქარხანას. ხაფეც ხაიმი გამომდინარე თორის ნაწყვეტიდან სადაც წერია: «ექვს დღეს გაკეთდეს სამუშაო» — ცდილობდა აეხსნა მეწარმისთვის, რომ სწორედ შაბათი არის წყარო კურთხევისა დანარჩენი ექვსი დღისა. რაზეც მეწარმემ სიამაყით უპასუხა: განა გგონია, დავიჯერებ რომ ნაწყვეტი თორიდან შესძლებს 24 საათით შეაჩეროს სამუშაო ჩემს ქარხანაში ყოველ შაბათს?!  მცირე ხანი გავიდა და ქალაქს თავს ‘ბოლშევიკები’ დაესხნენ, მათ გაანადგურეს მთელი წარმოება, პატრონმა კი სასწაულის ძალით მოახერხა მათგან თავის დახსნა, დარჩენილი გაღატაკებულმა, პირველი რაც კი გააკეთა — გაუგზავნა წერილი ხაფეც ხაიმს, შემდეგი სიტყვებით: ახლა კი მჯერა რომ ნაწყვეტს თორიდან შეუძლია შეაჩეროს ჩემი ქარხანა. 

[2] ოქროს ხბოს ცოდვა

«ლეკახ ტოვ»

«და ადგნენ მერე დილასა და მოიტანეს მსხვერპლი  — ოლა და მოიტანეს მსხვერპლი — შლამიმ და მოილხინა ერმა ჭამითა და სმით.» (შემოთ 32:6)

რაბი იაკობ გალინსკი მოგვითხრობს, რომ ოქროსხბოს გაკეთებით, ებრაელებმა პირველად გადაუხვიეს გამჩენის — თორის გზიდან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ებრაელთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვა ცხოვრების არაებრაელურ მიმართულებას.  ამ მაგალითზე შეგვიძლია მივადევნოთ თვალი, სხვადასხავა თაობებში ებრაელთა გარკვეული ჯგუფების მიერ შექმნილი კერპების — ახალი იდეოლოგიით გატაცება.

დასაწყისში წერია: «… და ადგნენ დილით და მიიტანეს მსხვერპლი — ოლა…», — ასე ხდება ყოველთვის, ახალი იდეები ყოველთვის გარემოცულია წმინდა და სპეტაკი ილუზიით, მთელი ძალისხმევა არის მიმართული მხოლოდ მიზნისკენ, არანაირი პირადი ინტერესი, მსგავსად «ოლა«-სი, რომელიც მთლიანად იწვება სასმხვერპლოზე და არავის არ ერგება წილი — ერც ქოენს და არც ისრაელს (მიმტანს მსხვერპლისა). გარკვეული დროის განვლის შემდეგ კი ილუზია იწყებს გაქრობას და ავტორები ამ ილუზიისა იწყებენ გამოღვიძებას, მათი ილუზიის აღფრთოვანებისგან, აქ კი იწყება მოტანა მსხვერპლისა — «… და მოიტანეს მსხვერპლი შლამიმ (რომლის ნაწილი იწვება სასმხვერპლოზე, ნაწილი კი ერგებათ პატრონს — მომტანს). «ვხედავთ რომ ილუზიის — საწყისი აზრის აჩრდილი კიდევ დასდევს მოქმედებას თან, მაგრამ უკვე გამოჩნდა პირადი ინტერესებიც, რადგან მათ გარეშე საწყისი აზრი თითქოს და არ ღირდა წამოწყებად.

მესამე ეტაპი — «… და მოილხინა ერმა ჭამითა და სმით»ანუ ყველაფერი უკუღმა დადგა, შეიძლება დაერქვას სრული გამოფხიზლება, შეიძლება იმედ გაცრუება, მაგრამ პირველადი ჩანაფიქრის — ყველაფერი სიწმინდისთვის და სპეტაკისთვის — ანარეკლიც კი აღარ არის, ყველაფერი იქცა პირად — ეგოისტურ სურვილად. შემდეგ კი თორა გვიწერს: «…და ადგნენ გასართობად» —  და ასე ხდება ყოველ თაობაში, ყველა წამოწყება, გამჩენის გზაზე ახალის — უფრო წმინდის დანერგვით, გადადის იმაში რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენს გარშემო.

[3] არჩევანი

«ლეკახ ტოვ»

«და დადგა მოშე ჭიშკრებში ბანაკისა და თქვა: ვინც ღმ-რთისკენ არის — მოდით ჩემთან» (შემოთ 32:26)

რაბი შიმონ შვაბი მოგვითხრობს, რომ ერთხელ ბავშვობაში ეწვია ხაფეც ხაიმს, ხაფეც ხაიმმა მიმართა კითხვით პატარას — ქოენი ხარ თუ ისრაელი(არა ქოენი)?

ბავშვმა უპასუხა — ისრაელი.

მე ქოენი ვარ — უპასუხა ხაფეც ხაიმმა, შემდეგ კი ისევ ჰკითხა: იცი რა განსხვავებაა ქოენსა და ისრაელს შორის? და თვითონვე გასცა პასუხი თავის კითხვას — სულ მალე ჩვენს დღეებში, როდესაც მოვა მაშიახი — მხსნელი ისრაელის ერისა, ჩვენ ყველა ავალთ იერუსალიმში, და ყოველი ისრაელი მოინდომებს შევიდეს ბეით — ჰამიკდაში, რათა ემსახუროს იქ გამჩენს და მიიტანონ მსხვერპლი. ყველანი გავეშურებით ტაძრის ჭიშკრებისკენ, მაგრამ იქ მდგარი დარაჯები ყველას შეამოწმებენ, ვინც ქოენი იქნება შევა ტაძარში ვინც არა დარჩება გარეთ, ესეიგი მე შევალ შენ კი გარეთ დარჩები და როგორი იქნება შური მათი ვინც დარჩება გარეთ, რადგან მათი დიდი სურვილი — მსახური ტაძარში ოცნებად დარჩება! ეს ყველაფერი კი რის გამო?  მოგიყვები მე შენ : დაახლოებით 3 000 წლის წინ, როდესაც მოშე დადგა ებრაელთა ბანაკის ჭიშკრებში და დაიძახა : ვინც ღმ-რთისკენ არის — მოდით ჩემთან, ჩემი წინაპრები გაიქცნენ მოშესკენ, შენი წინაპრები კი არა. სამაგიეროდ ჩემმა წინაპრებმა მიიღეს ჯილდოდ — მსახური ტაძარში. შემდეგ კი დაასრულა ხაფეც ხაიმმა: რატომ გიყვები ამას იცი? ყოველ ებრაელს აქვს მომენტი ცხოვრებაში, როდესაც მას სული მიმართავს: ვინც ღმ-რთისკენ არის — მოდით ჩემთან! და როდესაც გაიგებ შენ ამ ხმას შენი სულიდან — არ დააყოვნო! არ გაიმეორო შეცდომა წინაპრებისა, რითიც მათ დაკარგეს საშუალება ტაძარში მსახურისა სამარადისოდ, გაიქეცი ამ ხმაზე და არ გაუშვა ის!

[4] დამტვრეული დაფები

ლეკახ ტოვ

«…და დაამტვრია ისინი (დაფები) მთის ძირში» (შემოთ 39:12)

დახედა მოშემ დაფებს და დაინახა რომ გაქრა ნაწერი დაფებიდან და გაუშვა მათ ხელი. იმ წამიდან დადგინდა რომ ისრაელის ერმა ტანჯვით უნდა ისწავლოს თორა, მონობასა და დამცირებაში, ფორიაქსა და განდევნაში, გაჭირვებასა და დიდ ნაკლებობაში.

რაბი იაკობ-ისრაელ კანიევსკი (სტაიპლერი), გვიხსნის თუ რატომ მაინც და მაინც ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც იქნა დამტვრეული დაფები, ებრაელებს დაუდგინა გამჩენმა თორის სწავლა გაჭირვებასა და განდევნაში.

რამბამი, თორის შესწავლის კანონებში  წერს: არ დამკვიდრდება თორა მასში ვინც მას გულგრილად ეპყრობა, და არც მასში ვინც მას ფუფუნებაში სწავლობს, სწავლისას მიირთმევს საჭმელსა და სასმელს. მხოლოდ ის გახდება მფლობელი თორისა ვინც აკლავს თავს სწავლას, მუდმივად აყენებს თავის თავს დისკომფორტს რათა ისწავლოს თორა, არ აძლევს მოსვენებას თვალებსა და ტანს. ბრძანეს ბრძენებმა: პირობა მათ ვინც მძიმედ შრომობს თორაზე იეშივაში, რომ მისი სწავლა არ იქნება დავიწყებული. ხშირად ბრძენების გამონათქვამში ვხედავთ რომ თორაში წარმატების მიღწევა, მხოლოდ შესაძლებელია, დიდი ჯაფისა და თანგანწირვის ხარჯზე. მიზეზი ამისა პირველ რიგში დგომარეობს შემდეგში: ა) რასაც ადამიანი ადვილად აღწევს, მას ასევე ადვილად უშვებს ხელიდან, შესაბამისად რაც ადვილად ამახსოვრდება — ადვილადვე ეძლევა დავიწყებას. ხოლო რაშიც ადამიანმა გაწია შრომა, დაიხარჯა, გაიაზრა ყველა მხრიდან, დარჩება მის მეხსიერებაში სამუდამოდ. ბ) როდესაც, ადამიანი სულიერებაში ჭირნახულობს, იტვირთავს თავს, მას ციდან უგზავნიან დახმარებას, რის გარეშეც შეუძლებელია სულიერებაში წარმატების მიღწევა, როგორც ნათქვამია: ჯაფის მიხედვით — გასამჯელო. გაჭირვებისა და ტანჯვის მიუხედავად, ადამიანი თუ შრომობს, მას თორა მაინც რჩება მეხსიერებაში. მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც იქნა დამტვრეული პირველი დაფები (რომლებზეც ათი მცნება იყო თვით გამჩენის მიერ დაწერილი), ამის შემდეგ თორის შესწავლა თითქოს და გახდა ბუნების კანონის ნაწილი, მისი ათვისების კუთხით. ყველაფრის და მიუხედავად ისრაელის ერი არ განიცდის ნაკლებობას, როგორც იძახის მიდრაში: თორისთვის გაწეულ ჯაფას — გამჩენი ანაზღაურებს ორმაგად.

რაბი აჰარონ სოლოვეიჩიკი მოგვითხრობს, თორის მცოდნეთა დინასტიის, წარმომავლობაზე, რომელთა შთამომავალი იყო რაბი ხაიმი ბრისკიდან, წინა თაობის გიგანტი თორაშიდა სულიერი ლიდერი ერისა. რაბი ხაიმ ვოლოჟინელის (ვილნიუსელი გაონის უახლოესი მოსწავლე და თორის სასწავლო ცენტრების — იეშივების ერთ ერთი დამაარსებელი) მოღვაწეობის პერიოდში, ცხოვრობდა ერთი ებრაელი სახელად მოშე სოლოვეიჩიკი, რომელიც ხით ვაჭრობდა, მას გააჩნდა ტყის მონაკვეთები და ერთი სიტყვით იყო დიდი ქონების პატრონი, რომელიც მუდამ მზად იყო დახმარებოდა ნებისმიერს მისულს მასთან. ერთ დღესაც მან დაკარაგა მთელი ქონება. მომხდარი იყო ძალზედ გასაოცარი, რადგან რაბი ხაიმმა ვოლოჯინიდან, სპეციალურად შეკრიბა თორის მცოდნეთა ჯგუფი რათა გარკვეულიყო მიზეზი ბატონი მოშეს გაკოტრებისა. საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, ბრძენები მივიდნენ დასკვნამდე რომ საქმიანობაში არათუ რაიმე ხარვეზი იყო, არამედ პირიქით, ყველაფერი ბრწყინვალედ იმართებოდა. ერთადერთი რაც კი იყო ნაპოვნი ხარვეზებიდან — ბატონი მოშე არ მიჰყვებოდა თავისი გულკეთილობის გამო ბრძენთა რჩევას — იგი 1/5-ზე მეტს გასცემდა დახმარებას, მასთან მისული ადამინი არათუ უფულოდ არამედ, ბატონი მოშეს ჯიბეში არსებული მთელი ქონებით ბრუნდებოდა უკან, ბრძენები კი გვასწავლიან რომ ცედაკის გაცემა 1/5-ზე მეტი არ შეიძლება, რადგან მიჰყავს ადამიანი სიღატაკემდე. თვით ბატონი მოშე დარჩენილი გაღატაკებული გაემართა თორის სასწავლებლად. იგი სწავლობდა მონდომებითა და წარმატებით, სულ მალე კი გამოიჩინა თავი უნარით თორის ღრმა სწავლისა, შესაბამისად მალე საუკეთესო მოსწავლეც გახდა და შვილების თან ტარებიტ სასწავლებელში მიაღწია იმდენს, რომ მისი შვილები გახდნენ ბუმბერაზი თორის მცოდნენი.

წლების შემდეგ რაბი ხაიმი ვოლოჟინიდან ჰყვებოდა, რომ ეხლა იცოდა თუ რატომ გაკოტრდა ბატონი მოშე, გასამჯელოდ ხელგაშლილობისა და კეთილი საქმეებისა მისთვის ცაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მისგან წამოსულიყო უდიდესი დინასტია თორის მცოდნეებისა. გასაკვირი იქნებოდა ასეთი მდიდარი ოჯახიდან გამოსულიყვნენ თორის ბრძენები, ამიტომაც გამჩენმა გადაწყვიტა გაეკოტრებინა ბატონი მოშე, ხოლო მისგან კი ყველაზე დიდი სიმდიდრე თორის შტო წამოვიდა. კურთხეულია გამჩენი, ვინ შესძლებს მიხვდეს მის ჩანაფიქრებს!

נשמות)  לעילוי)  ლეილუი ნიშმათ:

იოსეფ ბენ ცევი ხაიმ

გრიგორი ბენ მიხაელ

ისრაილ მეირ ბენ რავ ბენციონ

ტექსტში არსებული გრამატიკული შეცდომებისათვის გიხდით ბოდიშს.ეს გამოცემა უმოკლეს ვადაში იქნა დაბეჭდილი,ღმერთის წყალობით.სიხარულით და პატივისცემით გავითვალისწინებთ თკვენს სასურველ თემებს მომავალი გამოცემებისათვის.ჩვენი მისამართია: info@beerot.ru


http://www.beerot.ru/?p=12371