ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №8 (თერუმა)

Дата: | Автор материала: null

1486

[mwm-aal-display]

[1] ერთი თხოვნა

რაბი იაკობ გალინსკი

ბრძენები მოგვითხრობენ  რომ გამჩენი მიმართავს მეფე დავიდს კითხვით: მეფე დავიდი შეევედრა გამჩენს: ერთი მოვითხოვე ღმ-რთისა წინაშე, ვყოფილიყავი დღეებსა მთელსა სახლსა გამჩენისა. უთხრა დავიდს გამჩენმა: დასაწყისში იძახი «ერთი მოვითხოვე», შემდეგ კი მიაყოლე მთელი სია თხოვნებისა: ვყოფილიყავი დღეებსა მთელსა სახლსა გამჩენისა; დავტკბე მშვენიერებით გამჩენისა; და ა.შ. უთხრა დავიდმა: შემქმნელო ქვეყნიერებისა, შენგან ვისწავლე. კარგი მოსწავლე ვარ, შენ უთხარი ისრაელის ერს: «როგორც ღმ-რთი ერისა მოვითხოვ შიშსა ჩემს მიმართ». შემდეგ კი თორაში გვიწერ: გიყვარდეს გამჩენი მთელი გულითა და სულით, ემსახურე მას სიყვარულით, იარე მის გზებზე მუდამ და ა.შ.

ბრძენებს უჩნდებათ კითხვა — რისი გამოხატვა უნდოდა მეფე დავიდს სიტყვებით «ერთი მოვითხოვე» , რასაკვირველია მეფე დავიდს ღრმა ჩანაფიქრი ჰქონდა, ახსნა კი შემდეგია: «ერთი» — ეს არის ნეშამა — სული, მოვითხოვე — ანუ ვითხოვე სარგებლობის მიზნით.

ადამიანის ნეშამა იყოფა ოთხ ნაწილად: ნეფეშ; რუახ; ნეშამა; იეხიდა. «ერთი» — არის იეხიდა, ერთი მოვითხოვე ღმ-რთისა წინაშე — ანუ იეხიდა მოვითხოვე ღმ-რთისა წინაშე.  როგორც ცნობილია თორიდან არსებობს ოთხი სახეობა დარაჯისა: ა) უფასო — ნებაყოფლობითი, რომელიც არ იღებს არანაირ ვალდებულებას თავზე, გარდა გულგრილი დამოკიდებულებისა, შესანახად დატოვებული საგნის მიმართ, ანუ თუ მისი გულგრილობის და უყურადღებობის გამო ნივთს შეემთხვა რაიმე — ვალდებულია გადაიხადოს მისი საფასური. ბ) ჩვეულებრივი დარაჯი, რომელიც იღებს გასამჯელოს გაწეული სამსახურისთვის, შესაბამისად ვალდებულდება ნებისმიერ ზარალზე შესანახად დატოვებული ნივთისა, მაგრამ თუ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი, მაგალითად სტიქიური მოვლენა, თავისუფალია გადასახადიდან. გ) დამქირავებელი, მისი წესები მსგავსია ფასიანი დარაჯისა. დ) მთხოვნელი — ადამიანი, რომელიც უფასოდ თხოულობს მეგობრისგან ნივთს სარგებლობისთვის — ვალდებულია გადაიხადოს ნებისმიერი ზიანი ნივთისა, გარდა თუ ნივთი დაზიანდი — მისი ნორმალური ექსპლუატაციის დროს. მაგრამ თუ პატრონი ნივთისა იქნება მასთან ერთად, თავისუფალია შემთხვევითობით გამოწვეული ზიანისაგან.

მძიმე და საპასუხისმგებლო წუთს, როდესაც ადამიანს მოუხმობენ ცის სასამართლოში, ჰკითხავენ მას: რატომ შესცოდე შემთხვევით ოჯახისა და მეგობრების წინაშე, რატომ არ დადიოდი სალოცავში, რატომ არ სწავლობდი თორას მიზან მიმართულად? უპასუხებს ვედრებითა და შიშით ის: არ იყო ეს ყველაფერი მიზან მიმართული, არამედ მოხდა შემთხვევით — ჩემგან დამოუკიდებლად, გთხოვთ სასამართლოვ — ნუ გადამცემთ დამსჯელ ანგელოზთა ხელში. მაგრამ ვერაფერს იზავ — «ერთი მოვითხოვე» — ანუ გავხდი მთხოვნელი სულისა უფასოდ. ეტყვიან მას ცის სასამართლოში: თავს შემთხვევითობით ვერ იმართლებ ამ შემთხვევაში, რადგან მთხოვნელი ვალდებულია შემთხვევითობაზე.  (როგორც ზევით ავღნიშნეთ( დ — შემთხვევაში) ასეთი ადამიანი ვალდებულია ნებისმიერ ზიანზე, თუნდაც შემთხვევითობასა და გაუთვალისწინებლობაზე, შესაბამისად თავს ვერაფრით იმართლებს). მაშინ ჩნდება კითხვა, რა გზა რჩება ადამიანს ამ ქვეყანაზე იცხოვროს ისე, რომ არ დაიმსახუროს სასჯელი მკაცრი? არსებობს ერთადერთი რჩევა — მუდამ ადამიანი იყოს ნათხოვნი — სულისპატრონთან ერთად — ანუ მუდამ იყოს   რთან ერთად, შესაბამისად იქნება თავისუფალი სასამართლოს განაჩენისგან, როგორც ნათქვამია თალმუდში: თუ იქნება პატრონი მთხოვნელთან ერთად… თავისუფალია, როგორც ნათქვამია (თორაში): «თუ პატრონი ახლავს თან, არ გადაიხდის საფასურს». რადგან თვით გამჩენის ნებაა იყოს მეზობლად — ახლოს ნებისმიერი ებრაელისა, როგორც ნათქვამია: «და დავისადგურებ მათში» (შემოთ; თრუმა) გულში ყოველისა. როდესაც ადამიანი გაათვითცნობიერებს რომ გამჩენი მის გულში არის დასადგურებული —  ყველანაირად აარიდებს თავს გახდეს დამნაშავე.

[2] თორის დამხმარეთა დამსახურება

ლეკახ ტოვ

1924 წელს ქ. ვილნიუსში გაიმართა კრება, რომელსაც სათავეში რაბი ისრაელ მეირ ქოენი — ხაფეც ხაიმი ედგა, შეკრების მიზანს წარმოადგენდა — იეშივების — თორის სასწავლებელთა გაძლიერებას ფინანსური კუთხით. ხაფეც ხაიმმა კრება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: ‘ჩვენი ბრძენები ბრძანებენ: უმჯობესია ებრაელმა დაარღვიოს თორის წესი (არ იგულისხმება რომ ნებადართულია, არამედ შედარების მიზნით მოჰყავს ხაფეც ხაიმს ეს სიტყვები), მაგრამ არ დაივიწყოს თვით თორა, მიუხედავად იმისა რომ ებრაელი არღვევს რაიმე წესს თორიდან ღმ-რთმა დაგვიფაროს, მართალია დარღვევის საფასურს ის გადაიხდის მომავალში, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რჩება ებრაელად, განსხვავებით ამისა, თორის დავიწყების შემთხვევაში ღმ-რთმა დაგვიფაროს, საშინელი სასჯელი ელის, რომლის წარმოდგენა წარმოუდგენელია.’

თორის დავიწყების  თავიდან აცილებაში, დიდი წვლილი მიუძღვით არა მარტო მის მსწავლელებს, არამედ მათაც ვინც ეხმარებიან თორასა და მის მსწავლელებს. გამჩენი შეჰპირდა რომ დამსახურება და გასამჯელო, თორის მსწავლელთა დამფინანსებელთა  და თვით თორის მსწავლელთა მომავალ სამყაროში იქნება თანაბარი.

როგორც ცნობილია  წმინდა სკივრი, სადაც თორის დაფები ინახება, შედარებულია თორის მსწავლელს, სახელურები კი მათ დამხმარეთა მატერიალური გზით. ნათქვამია თორაში, რომ სახელურები მუდამ უნდა იყოს სკივრთან (სახელურებს წარმოადგენდა ხის მასალისგან დამზადებული ჯოხები, რომლებიც სკივრზე მიმაგრებულ რგოლებში იყო მოთავსებული) და არასდროს დააშორონ მას, თუნდაც მაშინ როდესაც სკივრი იმყოფებოდა დასვენებული წმინდათა — წმინდა დარბაზში. მათ ვინც ეხმარებიან თორის მსწავლელებსა და ბრძენებს, არ აქვთ უფლება შეწყვიტონ, რადგან სამაგიეროდ იღებენ უდიდეს გასამჯელოს მომავალ სამყაროში, ანუ თორის ბრძენებთან გვერდით ინაწილებენ ადგილს. მაგალითისთვის, უბრალო ადამიანს, რომელსაც კი ჰქონია შეხება თორის მსწავლელთა ჯგუფთან, როდესაც განიხილავენ რაიმე საკითხს, ადამიანი ხვდება თუ რაოდენ დიდი სიბრძნე და ღრმა ცოდნაა საჭირო რათა მიხვდე თუ რაზე საუბრობენ ისინი. პირის გაღებაც კი ცხვენია რადგან ხვდება რომ, მისი  ცოდნა არ არის შესაბამისი. მიუხადავად ამისა ის ვინც ეხმარება თორის სწავლას, მისი სული ამით აღწევს თორის ბრძენთა საფეხურს, რითიც შესაბამისად მომავალ სამყაროში შესძლებს თორის ნებისმიერი თემის  გაგებასა და მის განხილვაში მონაწილეობის მიღებას გამჩენის იეშივაში, რადგან თორა არ არის დამოკიდებული ადამიანის ლოგიკურ ან ანალიტიკურ აზროვნებაზე, თორა აბსოლიტური სულიერებაა და ის მხოლოდ ზეციდან დახმარებაზეა დამოკიდებული, ამას კი იმსახურებს ის ვინც თორისვის მზადაა იყოს თავგანწირული.  ამას  ბრძენები თორის შემდეგი მონაკვეთიდან სწავლობენ სადაც იაკობმა — მამამ ჩვენმა, თავის ორ შვილს ისახარსა და ზევულუნს გაუნაწილა როლები, ისახარი — თორის მსწავლელი უნდა ყოფილიყო, ზევულუნი კი მისი გამაძლიერებელი მატერიალურად.

[3] გამჩენის გამოვლინების სამი გზა

ისრაელ მეირ ჰაქოენი რადინიდან (ხაფეც ხაიმი)

ნაწილი #2

პირველი კურთხევის ძალით  გამჩენმა ჩვენი მამა — ავრაჰამი დააჯილდოვა, როდესაც იგი გამჩენის გზაზე პირველი გამოცდის წინაშე წარსდგა, როგორც წერია: «წადი მიწიდან შენსა.., და მე… გაკურთხევ შენ, მოვადიდებ სახელსა შენსა, და იქნები კურთხეული» (ბერეშით 12:1).   თორის კომენტატორი რაში(აბი ლომო ცხაკი) ამ მონაკვეთს ხსნის რომ, კურთხევის ძალა გამჩენმა გადასცა ავრაჰამს, შესაბამისად ავრაჰამის კურთხევას მიეცა ძალა შეცვალოს სიკეთისკენ მისგან კურთხეულის ბედი, რადგან გამჩენმა უთხრა მას: აქამდე მე ვიყავი მკურთხეველი, ახლა კი ამ ძალას გადმოქცემ შენ. ავრაჰამის კურთხევის ძალა მასზე არ დამთავრდა არამედ გადაეცა მის შვილს — იცხაკს. მსგავსად ჩვენი მამებისა ანალოგიური კურთხევა მთელმა ისრაელის ერმაც მიიღო მას მერე რაც აიღო თავის თავზე მთელი თორის დაცვა და შენახვა, როგორც ნათქვამია: «შეხედე გაძლევთ მე დღეს — კურთხევას და წყევლას. კურთხეულ იქნებით თუ დაიცავთ მიცვებს, რომლებსაც გაძლევთ მე დღეს,..». (დვარიმ 11:26-27), რაში გვიხსნის: (კურთხეულ იქნებით) პირობით თუ იქნებით დამჯერნი. აუცილებლობას არ წარმოადგენს კურთხევის ობიექტად — დიდი საქმე იყოს, არამედ პატარა — წვრილმანებიც კი გამჩენის გამოვლინების ობიექტი ხდებიან, რადგანაც ცხობვრება შედგები უამრავი წვრილმანი ფაქტორებისგან, შესაბამისად ამ წვრილმანი ფაქტორების წარმატება განაპირობებს საწადელი მიზნის მიღწევას. თუ დავუკვირდებით გამჩენი დღევანდელობაში გვევლინება უშუალოდ კურთხევის საშუალებით, რადგან ისრაელი ერის გალუთში — განდევნაში ყოფნის დროს, არც — ერთ ებრაელს არ გააჩნია თავის წილი ისრაელის მიწაზე და ასევე მის გარეთაც, რომელთანაც ისრაელის ერს საერთოდ არ აქვს კავშირი, არამედ მხოლოდ განდევნა განაპირობებს მათ ყოფნას სხვა ერების მიწაზე,  ასეთ დროს კი გამჩენი გვაძლევს კურთხევას ყოველ ჩვენთაგანს ჩვენს საქმიანობაში, ამ კურთხევით კი ვიკვებებით და ხანდახან ვმდიდრდებით კიდეც, ყველაფერი კი დამოკიდებულია კურთხევის სიძლიერეზე გამჩენისგან, რაც თავისმხრივ დაკავშირებულია — როგორც ზევით ავღნიშნეთ ჩვენ დამოკიდებულებაზე — თორის სწავლასა და მის შესრულებასთან.

ვრწმუნდებით რომ თორის მიღებისა და შესრულების წყალობით ისრაელის ერი იღებს კურთხევას, განსაკუთრებით კი ვინც გაძლიერდა გამჩენის რწმენაში — სჯერა რომ ყველაფერი გამჩენისგან არის და გახადა ეს წესი ცხოვრების მიზნად, ნათელია და ეჭვი არავის ეპარება, რომ მისი სახლი იქნება კურთხევით სავსე, როგორც ნათქვამია: «კურთხეულია ადამიანი მინდობილი გამჩენზე» (ირმიაჰუ-17:7), ამიტომ დღეს, როდესაც არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი თავი, ჩვენი ძალებით, გვრჩება მთელი შეგნებითა და მთელი გულით ვიჯეროთ ღმ-რთი და მივენდოთ მას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი უზრუნველყოფა — კურთხეულია მისი სახელი დიდი. წინასწარმეტყველი გვამცნობს თუ რა გველის განდევნის საბოლოო ეტაპზე, როგორც წერია: «და დავტოვებ შენში ერს, ღარიბსა და უსუსურს, და იჯერებს სახლს ღმ-რთისა» (ცფანია 3:12). (იგულისხმება: განდევნით — გალუთით შეჭირვებული და ტანჯული ერი). წინასწარმეტყველი აქ არ გვამცნობს თუ რა იქნება გასამჯელო — ნდობისა გამჩენში, მაგრამ ამას ვხვდებით სხვაგან (თეჰილიმი 118:26) «კურთხეულიხარ მოსული სახელით გამჩენისა, კურთხეულ იქნებით სახლიდან გამჩენისა» — ისმის აქედან რომ მოსიარულეს გამჩენის სახელით (ანუ მიმნდობს გამჩენზე), აქვს კურთხევა გამჩენის სახლიდან, საიდანაც გადმოდის ყველა კურთხევა, რადგან გამჩენის სახლია წყაროდ ყველა კურთხევისა.

წაკითხულიდან გამომდინარე დამერწმუნებით მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება — ყველა საქმეში, დიდსა თუ პატარაში, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოში, ჩვენსა თუ მეგობრისა ჩვენის — ებრაელის ვალია ვახსენოთ გამჩენის სახელი, ვაკეთოდ გამჩენის სახელზე და ვიყოთ დარწმუნებულნი და მინდობილი გამჩენზე, მხოლოდ მასზე და არა ჩვენს ვაჟკაცობასა და გამჭრიახ გონებაზე ან ჩვენ მეგობრის გავლენიანობაზე, ყველაფერი რაც კი არსებობს — გამჩენის მოვლენილია ამ ქვეყნად და ყველაფერს აქვს თავის მიზანი. ვინც იცხოვრებს ამ პრინციპით, თორა აძლევს მას გარანტიას წარმატებულობისა, მთავარია ეს გრძნობა იყოს ჭეშმარიტი, ისევ და ისევ ჩვენთვის და არა გამჩენისთვის! 

[4] არაფერი არ ხდება უმიზეზოდ

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

«არ არის ფიქრები ჩემი — ფიქრები თქვენი,  და გზები თქვენი — გზები ჩემი, იძახის გამჩენი». (იშაია 55:8)  ადამიანს არ შეუძლია უყუროს ცხოვრებას თავისი ხედვით — თვალსაზრისით და დაინახოს ჭეშმარიტება, მეტიც — თავისი ხედვითა და თვალსაზრისით ვერაფერს დაინახავს, ემეთის (אמת) ჭეშმარიტების  დანახვა შესაძლებელია მხოლოდ თორის ხედვით, რადგან თვით თორაა ემეთი — ჭეშმარიტება. მოდით ცოტათი შევიდეთ თორის ხედვაში და შემდეგ გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას.

ყოველ დილით ვიძახით დილის ლოცვებს — «ელოქაი ნეშამა…», რომელიც თარგმანში შემდეგს ნიშნავს: ‘გამჩენო, სული რომელსაც მაძლევ მე — ჩემშია, წმინდაა, შენ გააჩინე, შენ შექმენი, შენ შთაბერე ის ჩემში’, — ვხედავთ, რომ სული, რომელიც არის ჩვენში, გამჩენმა ჩაჰბერა ის ჩვენში. ბრძენები გვასწავლიან: «მან დენაფიხ მიდილეი ნაფიხ» — რაც თარგმანში — ღმ-რთმა სული, რომელიც ჩვენში შთაბერა, თავისგან შთაბერა (მიუხედავად ამისა მას არაფერი დაჰკლებია, და ისეთივე სრულყოფილი დარჩა როგორიც მანამდე იყო). არის წესი ქვეყანაზე — ადამიანი არაფერს არ აკეთებს უბრალოდ — უმიზეზოდ, მაგალითად: ადამიანმა, მოიგონა მანქანა და ააწყო ის, მეორემ მოინდომა მისი დაშლა და დაშალა, შემდეგ მას მოუნდა ხელახლა მისი აწყობა და გასეირნება, მაგრამ აწყობის პროცესში გადაწყვიტა რომ გარკვეული დეტალები — ზედმეტია, რათქმა უნდა რომ ეს არასწორია და შესაბამისად მანქანა ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, რადგან ნებისმიერ დეტალს მანქანის მთლიანობაში შეუცვლელი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, დამპროექტებელმა ყოველი დეტალის შექმნასა და დახვეწაში ხომ ბევრი დრო და დიდი თანხება ჩადო. ასევე — ვინც შექმნა დიდი რეზერვუარი ნავთობისთვის, მისი მოცულობა შეადგენს 1000 ლიტრს, თუ მოხდება რომ იქნება მასში მხოლოდ ერთი ლიტრი ნავთობი, განა ვინც დაინახავს რომ ერთი ლიტრი ასხია, იფიქრებს რომ ერთი ლიტრისთვის შექმნეს ამხელა ავზი?

ღმ-რთმა ჩაჰბერა ჩვენში ნეშამა — სული, სულში კი ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ თორა, ჩვენ რომ ვიცოდეტ ჭეშმარიტი მოცულობა ამ საცავისა — სულის, თუ რამდენი თორა შეიძლება იქნეს დატეული ებრაელის სულში. გამჩენს აქვს მიზანი, რისთვისაც შექმნა სული თავისი უზარმაზარი მოცულობით, რათა ივსებოდეს ის — თორითა და კეთილი თვისებებით, მაგრამ გვმართებს დაფიქრება, სინამდვილეში — რამდენი თორაა ჩვენს რეზერვუარში?!


http://www.beerot.ru/?p=11771