ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №9 (თეცავე)

Дата: | Автор материала: null

1955

[mwm-aal-display]

[1] ადამიანის ნამდვილი სახე

ლეკახ ტოვ

რაბი სიმხა ზისელ ზივი — საბა კელმიდან   გვასწავლის, თუ როგორ მივხვდეთ ადამიანის ნამდვილ სახეს: თუ დავუკვირდებით და ჩავუღრმავდებით ტაძარში(რომელიც უდაბნოში იყო აშენებელი, რომელსაც არ ჰქონდა მუდმივი ადგილი, არამედ იყო გადასატანი, შესაბამისად იყო კარავის ტიპის. ებრაელები 40 წელიწადს, სხვა და სხვა ადგილზე დგამდნენ მას) არსებულ ნივთებსა და ჭურჭელს, მივხვდებით თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანის სიწმინდე. ძირითადი ტაძარში იყო კარავი, სადაც წმინდა სკივრი იდგა, რომელშიც წმინდა თორა ინახებოდა და შესაბამისად გამჩენმა ტაძრის მშენებლობის დავალება — კარავის მშენებლობით დაიწყო(იგულისხმება რომ ამ ადგილიდან ხდებოდა ტაძრის დანარჩენი ნაწილების მომაღლება სულიერებაში),  ყველაფერი დანარჩენი კი შედარეით მასთან იყო მეორე ხარისხოვანი და ამიტომაც იყო დავალება მათი გაკეთებისა, თორაში დაწერილი შედმდოგ, მაგალითად: წმინდა მაგიდა სადაც 12 პური იყო მოთავსებული, თვით სამსხვერპლო — მიზბეახი სადაც მოჰქონდათ მსხვერპლი და წვავდნენ მას და ა.შ.

თუ დავუკვირდებით, დავინახავთ რომ თორის მცოდნე ადამიანი ჰგავს ტაძარს, რადგან არის მასში თორა — წმინდა სკივრი, რომელშიც არის მოთავსებული თორა — ყველა დანარჩენიც ამის ხარჯზე შესაბამისად არის წმინდა გამჩენის წინაშე. გვარიგებენ ბრძენები: და იყოს ყველა შენი მოქმედება გაჩენის სახელზე — სხეულის ნებისმიერი ნაწილით გაკეთებული. მაშინ ჩნდება კითხვა: რომელი ნაწილით სხეულისა თუ არა ტვინით — ფიქრებით? რადგან თავია — წმინდა სკივრი ადამიანისა, რომლის მიძღვნითაც თორისთვის — ასულიერებს და ხდის წმინდას მთელ ადამიანს.

და ბოლოს საბა კელმიდან იძახის: და ვინ არის ვინც დაუფიქრდა და გაიგო ეს, არ მოუნდება აქციოს თავი მისი წმინდათა წმინდად? მიუხედავად იმისა რომ შორს ვართ ამისგან, იმედი არის რადგან ბრძანებენ თალმუდში ბრძენები: ვინც მიდის (გამჩენთან რათა) განიწმინდოს, ეხმარებიან მას ზეციდან.

[2] ადამიანი — პატარა სამყარო

რაბი შიმშონ-დავიდ პინკუსი

ადამიანი არის პატარა სამყარო  — როგორც გვასწავლიან ბრძენები: ყველაფი რაც არის სამყაროში, არის ადამინაში. არამარტო რაც არის სამყაროში არის ადამიანში, არამედ ყველაფერი რაც კი ხდება, ასევე ვითარდება ადამიანში. ტაძარი დაინგრა მტრის ხელით — ის ასევე დაინგრა ჩვენში, გამჩენის შეხინა იმყოფება განდევნაში — ესეც ასევე ჩვენშია შიგნით, ყველა წვეთი ებრაელებისა, რომლებიც იყვენენ მოკლულნი ებრაელობის გამო — არის ჩვენში, რადგან ჩვენი სული — ნეშამა და მთელი ისრაელი ერის ნეშამა არის ერთი ნაწილი, რაც კი ოდესმე შემთხვევია ისრაელის ერს — შეგვემთხვა ასევე ჩვენც.

ასევე რაც ხდება დღეს  სამყაროში — ესეც ხდება ჩვენში: ებრაელთა გადასვლა რწმენიდან, ასიმილაცია, ტერაქტები ებრაელთა წინააღმდეგ, ყველაფერი ხდება ჩვენშიც — რადგან ადამიანი პატარა სამყაროა.

როდესა ვტირით და განვიცდით რაც კი ხდება დღს ჩვენს გარშემო ამ დიდი სამყაროში, უნდა ვიტიროთ ასევე ჩვენ თავზეც — ჩვენს დანგრევაზე, რადგან როგორც ავღნიშნეთ ყველაფერი რაც გარშემო ხდება — ხდება ჩვენშიც! როგორც ნათქვამია ბაბილონის თალმუდში(სნჰედრინი 37:ა): ნებისმიერს შეუძლია თქვას — ჩემთვის არის შექმნილი სამყარო. ადამიანი წარმოადგენს მთელ სამყაროს და შეიცავს მას. რადგან შეგვქმნა გამცენა ასე, გმართებს დავფიქრდეთ და გავიაზროთ ყველაფერი რაც კი ხდება გარშემო, რაც ხდება გარშემო, ხდება ჩემშიც — შესაბამისად მაქვს ძალა მოვახდინო გავლენა განვითარებულ მოვლენებზე, ანუ — გადავხედო ჩემს საქციელს, მივიტანო გულთან ახლოს, ხომ არ დავშორდი ძალიან ჩემს ფესვებს,  რომლებსაც წარმოადგენს — თორა, მიცვები და კეთილი საქმეები.

გამჩენი დაგვეხმაროს ვიყოთ ჭეშმარიტები ჩვენ თავთან, სანამ მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას ან რაიმეზე თვალს დავხუჭავთ, გადავხედოთ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, განა ისევ გვაქს იერი ჩვენი წინაპრებისა, რომლებიც სულით და ხორცით ებრაელები იყვნენ? სისხლის ფასად იცავდნენ იუდაიზმს და მოიტანეს ჩვენამდე, ნუთუ არ შეგვცხვებოდა იმ ებრაელისთვის შეგვეხედა თვალებში, რომელსაც წამი წამზე მოკლავენ იმიტომ რომ არ დატოვა გამჩენის გზა, ჩვენ კი…

[3] ზოგი ტირის — ზოგი იცინის

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

მიდრაშ ეიხა  მოგვითხრობს: რაბან გამლიელი, რაბი ელიეზერ ბენ აზარია, რაბი ეჰოშუა და რაბი აკივა მიდიოდნენ გზად და შემოესად რომაელთა ჟრიამული (ეს ყველაფერი მეორე ტაძრის რომაელთა მიერ განადგურების პერიოდში ხდებოდა), რომელიც 120მილის დაშორებიდან მოდიოდა. რაბებმა ტირილი, რაბი აკივამ კი სიცილი დაიწყო. ჰკითხეს მას: აკივა განა სიცილის დროა, როდესაც რომაელები — კერპთ თაყვანისმცემლები მხიარულობენ და მეფობენ, ხოლო გამჩენის სამკვიდრო — ტაძარი კი განადგურებულია? უპასუხა რაბი აკივამ: ზუსტად ამიტომ ვიცინი! თუ ეს ცოდვილნი და ბოროტნი, რომლებიც მხოლოდ ცოდავენ გამჩენის წინაშე, მაშინ ისრაელი ერი, რომელიც მხოლოდ გამჩენის სამსახურითაა დაკავებული რამდენჯერ და რამდენჯერ მეტად გაიხარებს!

იყო ასევე რომ ბრძენები იერუშალაიმში ადიოდნენ, როდესაც მაღლობს მიუახლოვდნენ და დაინახეს რომ ტაძარი ისევ არ აშენებულა, ტანსაცმელი დაიხიეს გლოვის —  აველუთის ნიშნად, ტაძრის მთასთან მიახლოვებისას კი დაინახეს, რომ წმინდათა წმინდიდან მელია გამორბოდა, ისევე ყველამ დაიწყეს ტირილი, რაბი აკივამ კი მხიარულება. გაოცებულმა რაბებმა მას მიმართეს: აკივა მუდამ გვაოცებ შენი საქციელით, ჩვენ ვტირით შენ კი მხიარულობ. უპასუხა რაბი აკივამ: თქვენ რატომ ტირით?  უპასუხეს მათ: განა არ უნდა ვიტიროთ? ადგილზე, რომელზეც წერია «უცხო, მიკარებისას მოკვდება» — იქიდან კი მელია გამორბის, ლექსი წინაწარმეტყველისა ასრულდა: ციონის (იერუსალიმის) მთა იქნება უდაბნოდ, მელია იბინადრებს იქ.  უპასუხა რაბი აკივამ: ზუსტად ამიტომ ვმხიარულობ მე. რაბი აკივამ აუხსნა მათ, რომ რადგან მელია გამორბის წმინდათა წმინდიდან, ზუსტად აქ არის ჩემი მხიარულების საფუძველი (რადგან ყოველი გაჭირვებისა და განდევნის შემდეგ მოდის ხსნა), რაბებმა უთხრეს მას: დაგვამშვიდე შენ ამით ჩვენ აკივა!

[4] გამჩენი — მამა  ჩვენი

«და იცოდე, გულში შენში, როგორც მამა სჯის შვილს, ასევე უფალი ღმ-რთი შენი გსჯის შენ.» (დვარიმ 8:5)

ხშირად ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული პრობლემბი და წარუმატებლობა ცხოვრებაში, ჰგონია რომ გამჩენს არ უყვარს და არ ახსოვს ის. მაგრამ როგორც ვხედავთ თორის ამ ნაწყვეტიდან, ყველაფერი პირიქით არის, მიზეზი პრობლემებისა და დაბრკოლებების — მხოლოდ გამჩენის სიყვარულია ადამიანის მიმართ, რითიც მისი აღმატებულება მიუთითებს ადამიანს არასწორი გზებიდან,  სწორი და ნათელი — გამჩენის გზისკენ.

მეფე შლომო ბრძანებს: «… ვინც უყვარს გამჩენს, მას სჯის და უგზავნის კეთილდღეობას, მსგავსად მამისა შვილს». (მიშლეი 3-11), გაონი ვილნიდან (გაონ მივილნა) გვიხსნის:  ძირითადად, ადამიანი სჯის მხოლოდ ვინც საყვარელია მისთვის, როდესაც ხედავს რომ ის მიდის არასწორი ცხოვრების გზით, აფრთხილებს მას, თუ ეს საკმარისი არ არის, შემდეგ სჯის მას. მსგავსად ამისა — გამჩენი, როდესაც ხედავს, რომ ადამიანი მიდის არასწორ — მისთვის სახიფათო გზაზე, უგზავნის ნიშანს შემდეგ (თუ ამ ნიშნებს უარყოფს ადამიანი და გულს არ უდებს) კი სჯის მას. მიუხედავად დიდი სიყვარულისა ადამიანი, როდესაც მიხვდება, რომ მისი გაფრთხილებები არ არის შესმენილი და მისი ახლობელი აგრძელებს ძველებურად ცხოვრებას, ანებებს მას თავს. მამა კი ბოლომდე, მთელი ძალით და დაჟინებით აფრთხილებს და სჯის შვილს, იქამდე სანამ შვილი არ გამოსწორდება, ამიტომაც ეს ლექსი მთავრდება «…მსგავსად მამისა შვილს», ანუ გამჩენს არ უნდა ადამიანის დატოვება მისი დიდი სიყვარულის გამო, აგრძელებს მის გაფრთხილებას, დასჯას იქამდე სანამ არ დააბრუნებს მას სიბნელიდან და სიბოროტიდან — სწორ და ნათელ გზაზე.

თუ ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ცოტას გადავხედავთ ცხოვრებას — გავაკეთებთ ანალიზს, აუცილებლად დავინახავთ რომ გამჩენმა ბევრჯერ გვანიშნა, ბევრჯერ აგვარიდა ცუდსა და ავს. ვინც გაითვალისწინა და შეცვალა თავის გზა, ნათელია რომ ელის დიდი გასამჯელო, მან არამარტო თავი იხსნა არამედ ბევრ სხვასაც შეუნარჩუნა სიცოცხლე და მშვიდობა, რადგან ჩვენი სულები წარმოადგენს ერთ მთელ ნაწილს, ღმ-რთმა დაგვიფაროს თუ ერთი ებრაელი გადადის გამჩენის გზას, ამით არა მარტო თავის თავს აყენებს საფრთხეში, არამედ სხვასაც — შეიძლება ძმას, დას, დედას, მამას ან შვილს. გვმართებს გამოვფხიზლდეთ, დავუკვირდეთ რა ხდება ისრაელის ერის გარშემო, ამ ბოლო პერიოდში ბევრი ტრაგედია დატრიალდა, განა რისთვის ხდება ეს ყველაფერი, თუ არა ჩვენთვის, გამჩენი გვაძლევს ნიშნებს. მოდით ერთი წამი დავფიქრდეთ ეხლა და ვკითხოთ ჩვენ თავს: მხოლოდ ის წმინდანები, რომლებიც ბოლოს 6 თვის განმავლობაში იყვნენ მოკლულნი, მარტო იმიტომ რომ იყვნენ კარგი ებრაელები, რომ მითხრან — მე ცის სასამართლოში: რომ დაგეცვა მეტად გამჩენის გზა ეს ხალხი არ მოკვდებოდნენ! რა პასუხს გავცემთ ჩვენ თავს? ასე გვსწავლიან ჩვენი წმინდა ბრძენები, მათი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია — რადგან ეს არ არის მათი სიტყვა, არამედ გამჩენის სიტყვებია ადამიანის პირიდან გადმოცემული.

[5] მახაცით ჰაშეკელ — ნახევარი შეკელი

გვაქვს ტრადიცია  ესთერის მარხვის დღეს, რომელიც ფურიმამდე ერთი დღით ადრე ემთხვევა, გავცემთ ნახევარი შეკელის ოდენობის თანხას მინხის ლოცვის დროს. თანხის მიცემა მიღებულია სალოცავის გაბაისთვის, რადგან ის მეტად გარკვეულია თუ ვის სჭირდება მატერიალური დახმარება. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ დიასპორის ტრადიციაზე, მაგრამ ძირითადად მიღებულაი 4,8 გრამი ვერცხლის ოდენობის თანხის გაცემა, რომელიც ნახევარი შეკელის თანაბარია.

ეს ტრადიცია გვახსენებს  მიცვას, რომელიც გვაქვს დავალებული ტაძრის არსებობის დროს, როდესაც მთელ ერს — ყოველ სულს მიჰქონდა ნახევარი შეკელი. ამ ფულით ტაძარში ყიდულობდნენ: პირუტყვს, ფქვილს, ზეთს, ღვინოს და ა.შ, რომლებიც საჭირო იყო მსხვერპლთშეწირვისთვის. ნისანის თვის პირველი დღიდან, ტაძარში იწყებოდა საერთო — სახალხო მსხვერპლის მიტანა, მთელი ერის სახელზე, რომელიც იყო ერის შეწირული ფულით — ნახევარი შეკელით ნაყიდი. ამავე მიზეზით ადარის თვეში ვკითხულობთ თორიდან ნაწყვეტს, რომელსაც «შკალიმ»-ს ვუწოდებთ.

გათვალისწინებით იმისა რომ, თორამ ნახევარი შეკელის მიცვის მოტანასთან დაკავშირებით სამჯერ ახსენა სიტყვა «თრუმა», მიღებულია არა ერთი არამედ სამი — სამჯერ ნახევარი შეკელის მიტანა. მიღებულია ასევე სამჯერ ნახევარი შეკელის მიცემა ყოველ ვაჟზე, რომლებიც ჯერ არ არიან 13 წლის. ქალბატონები არა არიან ვალდებულები, მაგრამ დღეს უკვე მიღებულია რომ ოჯახის უფროსი, ოჯახის ყოველი წევრის სახელზე გასცემ სამჯერ ნახევარ შეკელს.

 

დაე, იყოს ნება გამჩენისა რომ უკვე ამ ფურიმში მივიტანოთ ნახევარი შეკელი აშენებულ ტაძარში და შევასრულოთ ეს სათუთი მიცვა!


http://www.beerot.ru/?p=12013