ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №23 (შლახ)

Дата: | Автор материала: null

1296

[mwm-aal-display]

[1] კვირის თავის მოკლე შინაარსი — რაბი იცხაკ ზილბერის წიგნიდანსაუბრები თორაზე

კვირის თავ შლახში თორა მოგვითხრობს: თუ როგორ აიძულეს ხალხმა მოშე გაეგზავნა მზვერავები, დაეზვერათ ერეც ისრაელი, მზვერავთა რიცხვს თორმეტი შეადგენდა, მათგან ათმა წმინდა მიწაზე შესვლა უარყვეს, რადგან მათ მიერ დანახულიდან გამომდინარე ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ხალხმა ყოველი ეჭვისა და შეწინააღმდეგების გარეშე დაიჯერეს მათი და გადაწყვიტეს უდაბნოში და დარჩენა. რასაც გამჩენის დიდი მრისხანება მოჰყვა, რომელიც მხოლოდ მოშეს დაჟინებული და მხურვალე ლოცვის შედეგად იქნა განეიტრალებული, მაგრამ სასჯელი მაინც მოჰყვა ასეთ უმადურ საქციელს ერისა, ისრაელის ერი ორმოცწელს იხვეწებოდა უდაბნოში ერთი ადგილიდან მეორეზე, მოერე დილით ხალხმა აღიარა შეცდომა და გადაწყვიტეს წასულიყვნენ ერეც ისრაელში, მოშეს სიტყვები რომ უკვე აღარ შეიძლებოდა ამის გაკეთება მათ არ იღეს მათ ყურთ, წავიდნენ ერეც ისრაელისკენ შედეგად კი განიცადეს საშინელი კრახი, გახდნენ ამალეკისა და ქენაანელების თავდასხმის ობიექტი. კვირის თავი კი სრულდება მიცვით, რომელზეც თორა გვავალებულებს ოთხკუთხა ტანსაცმლის ტარების შემთხვევაში — ციციტი, რომელიც თავისმხრივ უნდა გვახსენებდეს გამჩენის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს.

[2] ვინც არ აფასებს ერეც ისრაელს — არ იმსახურებს იცხოვროს მის მიწაზე

ლეკახ ტოვ

საინტერესოა, გამოტანილი განაჩენი — რატომ არ აპატია გამჩენმა უდაბნოს თაობას? მიუხედავად იმისა რომ — მას შემდეგ რაც გამჩენმა დასაჯა უდაბნოს თაობა რომ არ უნდა შესულიყვნენ ერეც ისრაელში, მათ მოიხადეს ბოდიში და გამჩენმაც უპასუხა «ვპატიობ».

მაგიდი დუბნიდან (მაგიდ მიდუბნა) გვიხსნის ამ მონაკვეთს თორისა იგავით,  ერთ ღარიბ და უბრალო კაცზე, რომელიც ერთ დღეს მოდიდდა და გამდიდრდა. როდესაც მისმა ქალიშვილმა მიაღწია გათხოვებისთვის შესაბამის ასაკს, მას იქვე ერთმა მაჭანკალმა მიაკითხა და შესთავაზე ორი კანდიდატურა სასიძოდ: ერთი ახალგაზრდა მდიდარი, მაგრამ უღირსო — ბოროტი ოჯახიდან არის, მეორე კი თორის ბრძენის, დიდი რაბისა და პატიოსანი ადამიანის ოჯახიდან. კიდევა დაამატა მაჭანკალმა: თუ გადაწყვეტ მდიდარი ოჯახიდან ყმაწვილს სასიძოდ, ქორწილის ხარჯებსაც სნახევროდ გადაიხდით … ხოლო თუ გადაწყვეტ რაბის ოჯახიდან — ყველაფერი შენ დაგაწვება კისერზე, რადგან რაბის არ აქვს საშუალება შეეჭიდოს ასეთ ხარჯებს.

მდიდარი დაფიქრდა და საბოლოო გადაწყვეტილებით მიმართა მაჭანკალს: გავაყოლებ ჩემს ქალიშვილს ცოლედ რაბის ვაჟიშვილს, მხოლოდ ორი პირობოთ: მან უნდა შემოსოს თავის ვაჟიშვილი საქორწილო სამოსში და ჩემს ქალიშვილსაც აჩუქოს ერთი სამკაული, მეტი არაფერი მინდა მისგან. როდესაც რაბიმ გაიგო მისათვის შეთავაზებული პირობა იქვე უარი განაცხადა, შესაბამისად მთელი ხარჯი დააწვა კისერზე მდიდარს. ასეთ შემთხვევაში კი მან მიმართა მაჭანკალს: თუ რაბი არ იღებს ჩემს მიერ შეთავაზებულ პირობებს მაშინ მეორე ყვაწვილს ვამჯობინებ და არა რაბის ვაჟიშვილს. რაბის იქვე შეატყობინეს მდიდრის გადაწყვეტილება. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მიხვდა მდიდარი რომ შეცდომას ჩადიოდა და გადაწყვეტილება შეცვალა, მოინდომა ყველა ხარჯის თავის თავზე აღება, მაგრამ ქალიშვილის მითხოვება ღირსეული ოჯახიდან გამოსული ყმაწვილისთვის. როდესაც მაჭანკალმა მიმართა რაბის ახალი წინადადებით მდიდრისგან, რაბიმ იუარა საერთოდ ნებისმიერი შეთავაზება და საერთოდ გაწყვიტა კავშირი მდიდართან, შემდეგი სიტყვებით: თავდაპირველად ვფიქრობდი რომ მისთვის თორის მცოდნეები და რაბები პატივსაცემი ხალხი იყვნენ, შესაბამისად კი ამჯობინებდა ქალიშვილის მითხოვებას პატივცემული ხალხისთვის და არა უღირსო ოჯახისთვის, რომელიც მხოლოდ სიმდიდრით გამოირჩეოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან მოითხოვა ჩემგან ორი პირობის შესრულება, მივხვდი რომ მისთვის ერთი სამკაული უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან გადაწყვიტა ქალიშვილის მითხოვება უღირსოსათვის. ახლა კი ვხვდები რომ მისთვის რაბებსა და თორას არ აქვს ფასი და შესაბამისად უარს ვაცხადებ.

ანალოგიური იყო შეცდომა მზვერავთა, მას მერე რაც აძაგეს წმინდა მიწა და თან დაიყოლიეს მთელი ერი: «უმჯობესია დავბრუნდეთ მიცრაიმში». ვხვდებიტ აქედან რომ ისრაელის მიწის სიწმინდე და გამორჩეულობა მათ თვალში არარაობასა და სიცარიელეს ჭარმოადგენდა, რადგან მათი სურვილი ისრაელი მიწაზე ყოფნისა მხოლოდ ამ მიწის მოსავლის ჭამითა და მსგავსით შემოიფარგლებოდა (რადგან, როდესაც მათ ნახეს რომ ისრაელის მიწაზე უზარმაზარი ზომის ნაყოფი ჰქონდა მოსავალს, იქ შეეპარათ ეჭვი და გაუჩნდათ შიში ერეც ისრაელისა, ხოლო გამჩენის დანაპირები სულ დაავიწყდათ), რითიც თითქოს და გაუტოლეს წმინდა მიწა სხვა ქვეყნებს, რომელთა რეალობა მხოლოდ საკვებითა და მატერიალობით არის შემოფარგლული.

დასკვნა: ვინც არ იცის წმინდა მიწის გამორჩეულობა, არ არის ღირსი იცხოვროს იქ.

[3] სანამ შეაქცევდე ზურგს

აღმოსავლეთ ევროპაში ორმა ცნობილმა რაბმა გადაწყვიტა დაექორწინებინათ  შვილები. მშობლები შეთანხმდნენ შეხვედრაზე, ქალიშვილს უამბო მამამ მომავალ სასიძოზე, თუმცა, ერთი დეტალის გამოკლებით. როდესაც ახალგაზრდები შეხვდნენ ერთმანეთს, ქალიშვილმა შეხედა სიძეს, ქალიშვილს ცრემლები წამოუვიდა — ყმაწვილი კოჭლი აღმოჩნდა. ქალიშვილი გაწბილებული დარჩა — იგი არც კი გააფრთხილეს! მისთვის სულერთი იყო ყმაწვილის კარგი  თვისებები, როგორი კეთილი და ჭკვიანი იყო ის, მას ასეთი სასიძოზე არასდროს უნატრია. იმედგაცრუებულმა ქალიშვილმა ყმაწვილს ზურგი შეაქცია …«მომისმინე! — მშვიდად მიმართა ყმაწვილმა — რაღაც მინდა მოგიყვე. ჩემს ჩასახვამდე ორმოცი დღით ადრე, ზეცაში მაჩვენეს ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი საცოლე, ეს იყო ლამაზი, კეთილი,  მაგრამ უბედური გოგონა — იგი კოჭლი უნდა ყოფილიყო. ძალიან შემეცოდა, არ მინდოდა რომ მას ტანჯცხოვრების განმავლობაში. დავიწყე ტირილი და ლოცვა, შევთხოვე გამჩენს ეხსნა გოგონა ინვალიდობიდან  და მის მაგივრად ვყოფილიყავე მე ინვალიდი». ყმაწვილმა შეხედა საცოლეს და თქვა: «მადლობა გამჩენო, რომ ჩემი ლოცვები შეისმინე». 
ისტორია, როგორც ხვდებით, ქორწინებით დასრულდა.

ჩვენი მეუღლე შეიძლება იყოს კოჭლი ან დაბალი, ფიცხი და ამაყი, ძალიან წყნარი ან პირიქით, ძალიან ხმაურიანი, ძუნწი ან უაზროდ მფლანგავი. მათ შეიძლება ქონდეთ მრავალი ფიზიკური და სულიერი ნაკლი და რაც არ უნდა რთული იყოს ამასთან შეგუება ქორწინების პირველ ეტაპზე, უნდა ვიცოდეთ, ზუსტად ის არის ჩვენთვის შექმნილი და ზუსტად ის დაგვეხმარება  ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში. 
ოჯახური ცხოვრება მოითხოვს მეუღლეებისგან აღიარებას იმისა, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და საჭიროა კარგად გაერკვიონ, რაშია ეს განსხვავება. ეცადონ  რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, ჩაანაცვლონ ეჭვი დადებით შეფასებით.

ყოველი მეუღლე — სარკეა თავის მეორენახევრისთვის. ქორწინება გვაძლევს საშუალებას, დავუკვირდეთ საკუთარ თავს და შევასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები, რომლეთაც შევეგუეთ მრავალი წლის განმავლობაში. წყვილის გარკვეული თვისებების და ჩვევების შეუთავსებლობა სულაც არ არის ნიშანი, მათი კავშირის შეუსაბამობისა. ეს შეუთავსებლობა მხოლოდ გამოავლენს მთავარ ამოცანას ოჯახურ ცხოვრებაში — ხანგრძლივი და ძლიერი მუშაობით შეიქმნას მისგან შედევრი. ამის გულისათვის გამჩენი აერთიანებს ორ განსხვავებულ ადამიანს.

[4] მშობლის წინაშე ფეხზე წამოდგომის ვალდებულება

როგორც ვაჟი ასევე ქალიშვილიც ვალდებულია ადგეს მშობლის წინაშე, თუნდაც მშობელი ან შვილები იყვნენ უსინათლოები. სავალდებულოა წამოდგომა და არა წამოდგომა. წამოდგომის ვალდებულება იწყება მშობლის დანახვის თანავე და არ არის საჭირო მათი ახლოს ყოფნა, შესაბამისად ფეხზე დგომა სავალდებულოა სანამ მშობელი არ გაივლის ან არ დაჯდება. სავალდებულოა წამოდგომა მინიმუმ ორჯერ დღეში, დილით და საღამოს. თუ ახლოს იმყოფება პიროვნება, რომელმაც ვერ ან არ ნახა რომ შვილი ადგა მშობლის წინაშე, შვილი ვალდებულია ადგეს მიუხედავად იმისა რომ უკვე ადგა მშობლის წინაშე დღის განმავლობაში (რითიც გამოხატავს უკიდურეს პატივის ცემას მშობლის მიმართ დამსწრე პირებისა ან საზოგადოების წინაშე). ყოველი ადგომით მშობლის წინაშე, გარდა ორი სავალდებული წამოდგომისა, შვილი ასრულებს მიცვას დავალებულს გამჩენისგან თორაში — მშობლის პატივისცემა. თუ შვილი განუსხვავებლად ვაჟია თუ ქალიშვილი, აპირებდა წამოდგომას რათა მიზნად ჰქონდა სხვაგან წასვლა, ამას კი თან დაემთხვა მშობლის გამოჩენა რითიც ვალდებული გახდა წამომდგარიყო, აუცილებელია ჯერ წამოდგეს მშობლის წინაშე, შემდეგ მოკლე ხნით დაიკავოს ისევ ის ადგილი, ხოლო შემდეგ კი ადგეს და წავიდეს თავის საქმეზე, რითიც დაანახებს მშობელს რომ, პირველი ადგომა ფეხზე იყო მხოლოდ მშობლის საპატივსაცემოდ. მშობლებს აქვთ უფლება შვილს მისცენ უფლება არ წამოდგეს მის წინაშე, ასეთ შემთხვევაში შვილი თუ არ წამოდგება არ არღვევს თორის წესს, მაგრამ თუ წამოდგება, მიუხედავად იმისა რომ მშობელმა დართო ნება არ წამომდგარიყო, მაინც ასრულებს მიცვას. იმ შემთხვევაში თუ შვილი ასწავლის მამას თორას, ანუ არის მისი რაბი, შვილი მაინც რჩება ვალდებული მამის წინაშე წამოდგომისა, მამა კი თავისმხრივ ვალდებულდება შვილის — რაბის წინ ფეხზე წამოდგომისა, შვილი უნდა ეცადოს ყველანაირად რათა არ შეაწუხოს მამა მის წინაშე ფეხზე წამოდგომით. ჩვენ თაობაშიც იყო ფაქტი, როდესაც მამა იყო დიდი თალმიდ ხახამი და შვილიც ასევე თორის მცოდნე და დაფასებული პიროვნება, კონკრეტულად კი საუბარი სოლოვეიჩიკების ოჯახზეა, რაბი ხაიმ სოლოვეიჩიკი დგებოდა ფეხზე მისი შვილის რაბი იცხაკ-ზეევის წინაშე (რაბი იცხაკ-ზეევს ასევე იხსენიებენ — რაბი ბრისკიდან), რადგან აფასებდა შვილის ცოდნასა და პატივს საზოგადოებაში. რაბი იცხაკ-ზეევი ხანდახან სახლში ფანჯრიდან ძვრებოდა რათა არ შეეწუხებინა მამა.

ადამიანი, რომელიც თუნდაც თორის სწავლით იყოს დაკავებული, ვალდებულია შეწყვიტოს სწავლა და წამოდგეს მშობლის წინაშე.


http://www.beerot.ru/?p=16086