ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №25 (ხუკათ)

Дата: | Автор материала: null

1423

[mwm-aal-display]

[1] კვირის თავის მოკლე შინაარსი — რაბი იცხაკ ზილბერი

კვირის თავი «ხუკათ»-ში თორა მოთხრობას იწყებს რიტუალური განწმენდის ერთ ერთი კანონით — «ფარა ადუმა». თორა მოგვითხრობს ასევე, ებრაელთა მოგზაურობაზე უდაბნოში უკანასკნელ მეორმოცე წელს, ამასთან ერთად მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი რამ: გარდაიცვალა მირიამი და აჰარონი, მირიამის გარდაცვალებასთან ერთად ისრაელის ერმა დაკარგა წყალი — ჭა, რომელიც მირიამის სიწმინდის დამსახურება იყო, რითიც ერს შეექმნა პრობლემები დაკავშირებული წყალთან. წმინდა მიწასთან მიახლოებასთან ერთად ებრაელებს გზად მოუხდათ დასახლებულ ადგილებში გავლა ან მათი გვერდის აქცევა, მაგალითად — ედომს მათ გვერდი აუარეს, მაგრამ ემორეელებთან გააჩაღეს ომი. კვირის თავი მთავრდება იმით, რომ ებრაელებმა მიაღწიეს ერეც ისრაელის საზღვრამდე და დაბანაკდნენ იარდენის ნაპირზე, ქალაქ იერიხოს საპირისპიროდ.

[2] ვასრულებთ მიცვას თუნდაც არ გვესმოდეს აზრი მისი

რაბი იოსეფ ხაიმი ბაღდადიდან — ბენ იშ ხაი

«ეს არის დადგენილება თორისა, რომელიც დაავალა გამჩენმა … »  (ბამიდბარ 19:2)

[მთარგმნელისგან: სიტყვა, რომლითაც თორამ ამ მონაკვეთში დაგვიწერა ‘ფარა ადუმა’-ს დადგენილების შესახებ არის — ხუკათ — חקת, სიტყვა ხოკისა, ხოკ-ი კი თავის მხრივ წარმოადგენს კანონს თორისა. რიგი კანონებისა, რომლებიც მიეკუთვნებიან ხოკ-ის ჯგუფს მათ ახსნა არ აქვთ, ანუ ადამიანის სიბრძნე ვერ წვდება მათ სიღრმეს და ვერ ჰპოულობს მათვის ლოგიკურ ახსნას.]

კომენტატორებმა თორისა დასვეს კითხვა თუ რატომ არ დაწერა პირდაპირ თორამ «ეს არის კანონი — ხუკათ — ფარა ადუმისა … »  და დაწერა «ეს არის დადგენილება თორისა,…» , ამ თავში ხომ საუბარი მიდის ფარა ადუმაზე (წითური ძროხა, რომელიც გამოიყენება რიტუალური სიწმინდისთვის, ანუ მისი ფერფლი გაზავებული შესაბამის წესით წყალში ასუფთავებს ადამიანს რიტუალური უწმინდურებისგან, ფარა ადუმას აქვს ბევრი კანონი, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული, მაგ: მას არ უნდა ჰქონდეს არც ერთი სხვა ფერის თმა გარდა წითელისა, მასზედ არასდროს არ უნდა იყოს დადებული უღელი, არ უნდა ჰქონდეს არანაირი ზიანი და ა.შ)  და თავის მხრივ ფარა ადუმა არის ერთ ერთი მიცვა თორის 613-დან და არ არის მთელი თორა.

შევეცდები ავხსნა ეს სირთულე გამომდინარე ბრძენების ახსნიდან თეჰილიმის შემდეგი ნაწყვეტისა: «კანონია ისრაელისთვის ის, დადგენილება გამჩენის იაკობისა» (თეჰილიმი 81:5). არის მიცვები, რომლებიც ისრაელისთვის არის «ხოკ»-ი — არ აქვს ლოგიკური ახსნა, მაგრამ გამჩენისთვის იაკობისა ისინი არის როგორც დადგენილება — ანუ გამჩენისთვის მათ აქვთ საკმარისი ახსნა და აზრი, უბრალოდ განიზრახა გამჩენმა ამ აზრისა და ახსნის დაფარვა ისრაელისთვის. საჭიროებს გავიგოთ, რატომ  არ გაგვანდო გამჩენმა მიზეზი ამ დადგენილებისა? ახსნა შემდეგია, გამჩენმა გადაწყვიტა გამოეცადა ისრაელი, ისმენენ თუ არა ისინი გამჩენის სიტყვას, მაშინ როდესაც მათ არ ესმით აზრი მისი სიტყვებისა. ახლა კი გასაგები ხდება თუ რატომ დაავალა გამჩენმა ისრაელის ერს ფარა ადუმას მიცვა თორის მიღებამდე სინაის მთაზე, მიზეზი იყო რათა გამოეცადა ისრაელის ერი, იყვნენ თუ არა მზად შეესრულებინათ მიცვები, რომელთა აზრის მიწვდომას მათი ინტელექტი და აზრობრივი განვითარება ვერ მისწვდებოდა, შესაბამისად იქნებოდა მათვის გაუგებარი, ამით კი გახდებოდა ნათელი იმსახურებდა თუ არა ისრაელის ერი წმინდა თორის მიღებას. თუ არ შეასრულებდა ისრაელის ერი მიცვებს, რომლებიც მათვის იქნებოდა გაუგებარი, მაშინ არ იქნებოდა ჩვენი ერი ღირსი  მიეღო თორა, ზუსტად ამიტომ ამოირჩია გამჩენმა გამოცდად ისრაელისა ფარა ადუმას მიცვა, რადგან ის განსაკუთრებით გაუგებარია ადამიანის შეგნებისთვის, განსხვავებით სხვა კანონებისა. ფარა ადუმას აქვს ორი განსაკუთრებულობა, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს: ა) რიტუალურად ასუფთავებს ცოდვილთ. ბ) რიტუალურად აბინძურებს სუფთას. (ანუ ქოჰენი, რომელიც ასუფთავებდა წითური ძროხის ფერფლით, რიტუალურად უწმინდურს — ცოდვილს, ან ვინც მიიღო უწმინდურობა მიცვალებულისგან, თვით ქოჰენი ხდებოდა რიტუალურად უწმინდური.) რადგანაც განიზრახა ისრაელის ერმა მინდობა გამჩენზე და სიარული მისი ნაბრძანები გზით, დაიმსახურა და მიიღო წმინდა თორა სინაის მთაზე.

ამ ახსნით გავეცით პასუხი ზემოთ დასმულ კითხვას თუ რატომ არ დაგვიწერა გამჩენმა «ეს არის კანონი — ხუკათ — ფარა ადუმისა … »  და დაწერა «ეს არის დადგენილება თორისა,…»  რადგან ზუსტად ფარა ადუმის დადგენილება გახდა გამოცდა ისრაელისა იმსახურებდა თუ არა ის წმინდა თორის მიღებას!

[3] მშობლის პატივისცემის მიცვა და სხვა მიცვები

ხდება ხანდახან, როდესაც ადამიანი დაკავებულია ამა თუ იმ მიცვის შესრულებით, მას კი მშობელი სთხოვს დახმარებას, ჩნდება კითხვა — როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა მივატოვოთ მიცვა, რომელსაც ვასრულებთ და დავეხმაროთ მშობელს — ანუ შევასრულოთ მშობლის პატივისცემის მიცვა? თორა გვასწავლის — ადამიანი დაკავებული მიცვით, ვალდებულია დაასრულოს ამ მიცვის შესრულება და შემდეგ შეასრულოს სხვა, არ შეიძლება რომ მიცვა იქნეს მიტოვებული შუაში თუნდაც სხვა მიცვის გამო, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი როგორიცაა — მშობლის პატივისცემა. მაგრამ არის გამონაკლისი — თორის სწავლა, მიუხედავად იმისა რომ, თორის სწავლა არის ყველაზე დიდი და  შედის 613 თორიდან დავალებულ მიცვათა რიცხვში, მიუხედავად ამისა სწავლის შეწყვეტა ნებადართულია სხვა რაიმე მიცვის შესასრულებლად, რადგან თორის სწავლის მიზანს წარმოადგენს, რათა ვისწავლოთ — თუ როგორ შევასრულოთ მიცვები სრულფასოვნად. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიცვა, რომელიც მოვიდა თორის სწავლის დროს, უნდა იყოს გადაუდებელი და არ უნდა იყოს სხვა ვინც კი შესძლებდა მის შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება სწავლის და არც სხვა მიცვის მიტოვება. გამოდის, თუ შვილი სწავლობს თორას, მშობელმა კი მოუწოდა მას დახმარებისთვის, იმ შემთხვევაში თუ არ არის შესაძლებელი ამ თხოვნის  — მიცვის შესრულება შესაძლებელი მოგვიანებით, ასევე არ არის ვინმე სხვა ვინც შეძლებდა დახმარების გაწევას მათვის, შვილი ვალდებულია შეწყვიტოს სწავლა და დაეხმაროს მშობელს.

ისეთ შემთხვევაში როდესაც შვილს ერთად მოადგა ორი მიცვა, ერთი მშობლების პატივისცემა, ხოლო მეორე ნებისმიერი სხვა მიცვა, ვალდებულია შვილი შეასრულოს მშობლის პატივისცემის მიცვა, რადგან ის უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე მიცვას შეასრულებს მოგვიანებით. მაგრამ, თუ მეორე მიცვა არ ითმენს და არ არის სხვა ვინც კი შეძლებდა მის შესრულებას, შვილი ვალდებულია შეასრულოს მეორე მიცვა ხოლო შემდეგ კი დაუბრუნდეს მშობლების პატივისცემას. მიზეზი ამისა გამომდინარეობს იქიდან, რომ თვით მშობლები იყვნენ ვალდებულნი შეესრულებინათ მეორე მიცვა.


http://www.beerot.ru/?p=16202