ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №26 (ბალაკ)

Дата: | Автор материала: null

1079

[mwm-aal-display]

[1] კვირის თავის მოკლე შინაარსი

რაბი იცხაკ ზილბერი — საუბრები თორაზე

როგორც წინა თავში ავღნიშნეთ მოავის ერმა არ დართო ნება ისრელის ერს გაევლო მოავის სახელმწიფოში, ამ თავში კი თორა მოგვითხრობს ბალაკის გამეფებაზე მოავის ერში, მისი წინამორბედის სიხონის გარდაცვალების შემდეგ. ბალაკმა დაინახა თუ როგორი წარმატებით იბრძოდნენ ისრელები სხვა ერების წინააღმდეგ და როგორი შემართებით უახლოვდებოდნენ ისრაელის მიწას, შეშინებულმა ბალაკმა გადაწყვიტა ებრაელების შეჩერება არა ომის, არამედ წყევლის გზით, ამისთვის კი მიმართა — წინასწარმეტყველ ბილამს, რომელიც გამოირჩეოდა ნიჭით. წყევლამ არ გამოიღო არანაირი შედეგი, ისრაელის ერი გამართული იდგა ბანაკად იერიხოს საპირისპიროდ. ბალაკმა ბილამის რჩევით სტრატეგია შეცვალა ისრაელებთან ბრძოლისა და წყევლიდან მათი მრუშობაში შეცდენაზე გადავიდა, ბალაკმა თვით თავის ქალიშვილიც კი ჩართო ამ ბინძურ წამოწყებაში, რის შედეგადაც მიაღწია მიზანს, ებრაელმა მამაკაცებმა დაიწყეს მოაველ ქალებთან მრუშობა, ეს ყველაფერი კი დამთავრდა ფინხაზის ჩარევით, რომელმაც იხსნა ისრაელის ერი გამჩენის რისხვიდან.

[2] ვინ იყო ბილამ ბენ ფოარი?

რაბი იცხაკ ზილბერი — საუბრები თორაზე

მიდრაშ რაბა გვასწავლის: ჰყავდა ისრაელს ბრწყინვალე მეფე — შლომო, ასევე ჰყავდათ სხვა ერებს დიდი მეფე ნევუხადენოცორი. შლომომ ააშენა ტაძარი — ბეით ჰამიკდაში და დაწერა შირ ჰაშირიმი — ქება და დიდება გამჩენისა, ნევუხადენოცორმა კი დაანგრია ტაძარი და წაბილწა ყველა სიწმინდე.

გამჩენმა მეფე დავიდს უბოძა სიმდიდრე, ხოლო სხვა ერებს მეფე ახაშვეროშის ქვეშემრდომი ჰამანი, რომელსაც განსაკუთრებული სიმდიდრე ჰქონდა. მეფე დავიდმა ცხოვრების განმავლობაში მოგროვილი სიმდიდრე გამჩენს შეწირა — გაიღო ტაძრის ასაშენებლად. ჰამანმა კი მეფე ახაშვეროშს შესთავაზა ათი ათასი ტალანტი (დაახლოებით 240 ტონა) ვერცხლისა, რათა მეფე ახშვეროშს ნება დაერთო ჰამანისთვის გაენადგურებინა მის სამეფოში მყოფი ებრაელები. ადამიანს შეუძლია მისთვის ნაბოძები ნებისმიერი რამ ორი გზით წარმართოს: ან სიკეთისთვის — გამჩენისთვის ან პირადი სიბოროტისთვის.

ჰყავდა ისრაელის ერს წინასწარმეტყველი მოშე, ასევე ჰყავდათ სხვა ერებს არანაკლები ნიჭის მფლობელი წინასწარმეტყველი — ბილამ ბენ ფეორი, თანამედროვე მოშესი.

წინასწარმეტყველება არის ნიჭი, რომლითაც ადამიანს საშუალება ეძლევა განჭვრიტოს თუ რა მოხდება მომავალში, წინასწარმეტყველებით გამჩენი აჯილდოებს მხოლოდ განსაკუთრებულთ.

ებრაელი წინასწარმეტყველების ძირითადი დანიშნულება ხალხის გაფრთხილება იყო რათა არ შეეცოდა ერს გამჩენის წინაშე ან უკვე ცოდვაში ჩაფლულთ აფრთხილებდა მომავალი სასჯელის შესახებ. მაგალითად როგორც იონა წინასწარმეტყველი გააგზავნა გამჩენმა ქალაქ ნინვეში, რათა ეუწყებინა მათვის ორმოც დღეში მოსალოდნელი «გადაბრუნების», რას ნიშნავს? ქალაქი ნინვეს მცხოვრებნი ჩაფლული იყვნენ ცოდვაში, ისინი ან «გადააბრუნებდნენ» საკუთარ საქციელს და დაუბრუნდებოდნენ გამჩენის სამსახურს ან გამჩენი «გადააბრუნებდა» მთელ ქალაქს — გაანადგურებდა მათ.

ბილამმა კი თავისი ნიჭი წინასწარმეტყველებისა ბოძებული გამჩენისგან, გამოიყენა ხალხის საზიანოდ, მთელი ერის წასაბიწად და გადასაყვანად გამჩენის გზიდან. ამის შემდეგ მოშეს თხოვნით გამჩენი წინასწარმეტყველებას აღარ აძლევდა არა ებრაელთ, არამედ მხოლოდ ისრაელის ერში იყო წინასწარმეტყველება.

ბალაკის თხოვნით ბილამს განზრახული ჰქონდა დაეწყევლა ისრაელის ერი საშინელი წყევლით — ერის განადგურებით (რა თქმა უნდა ამისთვის მას დიდი გასამჯელო ელოდა). ბილამმა იცოდა, რომ გამჩენი არ გაამართლებდა მისი გულის წადილს დაეწყევლა ისრაელის ერი, მაგრამ მისი სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მას უჭირდა ამ აზრთან შეგუება, ამის მამაოძრავებელი არ იყო მხოლოდ დიდი გასამჯელო ან მისი დიდი პატივი და ღირსება სხვა ერებში მიღწეული მიზნისთვის, რომელიც იმ დროისთვის შეუსრულებელ მისიად ითვლებოდა, არამედ მას უდიდესი სურვილი გააჩნდა გაენადგურებინა და წაეშალა მიწის პირიდან ისრაელის ერი. მაგრამ წყევლის გამოთქმაც კი ვერ შესძლო მან, არამედ წყევლის მაგივრად მან ლოცვა გამოთქვა ჩადებული გამჩენის მიერ მის პირში. [ვხედავთ თუ როგორ ვუყვარვართ გამჩენს და როგორ გვიფრთხილდება ჩვენ, საინტერესოა გვიყვარს ჩვენ გამჩენი ასე ან ვუფრთხილდებით მას ასე ან ჩვენ თავს მაინც ვუფრთხილდებით ასე?]

[3] კეთილ განწყობა ადგილსაცხოვრებლის მიმართ — წარმოადგენს საფრთხეს

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

არის პრობლემა რომელზეც ღირს ვისაუბროთ, რადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა.

ერთი ახალგაზრდა  ისრაელიდან ამერიკაში იეშივაში სასწავლებლად ჩავიდა, ღმ-რთის წყალობით იჯდა და სწავლობდა გულმოდგინედ, დროს ჰაერზე არ ფანტავდა. მაგრამ , როდესაც მოვიდა არდადაგების დრო მან გადაწყვიტა ცოტაოდენ დაეთვალიერებინა ქვეყანა, რა თქმა უნდა საუბარი არ მიდიოდა ადგილებზე, რომლებიც ებრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, არამედ ნიაგარის ჩანჩქერზე, ვაშინგტონზე და ა.შ.

მივწერე მას წერილი, სადაც მას ჩემი აზრი გავუზიარე, რომელიც ჩემი შეხედულებით ბრწყინვალე იყო, ეს იყო ჩემი ოცნება — რომელიც მიეკუთვნება ოცნებათა ჯგუფს — «ნეტავი, მომისმენდეს ვინმე!». კარგი იქნებოდა მქონდეს საშუალება ამერიკის ქალაქებში გამოვაცხადო ეს აზრი. აი ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ რომ მისმენს მილიონი ადამიანი. მას კი შემდეგი მივწერე: თუ დავუკვირდებით წმინდა ენას, აღმოვაჩენთ საინტერესო რამეს, არის სიტყვები, რომლებიც მიეკუთვნებიან მამრობით ფორმას, არის სიტყვები, რომლებიც მიეკუთვნებიან მდედრობით ფორმას, მაგრამ ყოველთვის არ არის ჩვენთვის გასაგები თუ რატომ მიეკუთვნება ესა თუ ის სიტყვა მამრობით ან მდედრობით ფორმას.

მაგალითად: შაბათი, ძირითადად ის გამოიყენება მდედრობით ფორმაში, შაბათს ჩვენ ხომ დედოფალს — ქალას ვუწოდებთ, მაგრამ ასევე არის ადგილები სადაც მამრობით ფორმაში მოვიხსნიებთ, მაგალითად შაბათის დილის ლოცვაში, მაგრამ ისევ და ისევ შაბათი ძირითადად მდედრობითი ფორმისაა. რატომ? პასუხი მარტივია, სულიც მდედრობითი სქესისაა. მამაკაცი — გამცემი, ქალი — მიმღები. ერთი შეხედვით, სული მამრობითი სქესის უნდა იყოს, ის ხომ ჩვენ სიცოცხლეს გვაძლევს. სინამდვილეში, სული არაფერს გვაძლევს, უბრალოდ ირეკლავს რასაც გვაძლევს გამჩენი. ის იძენს სიცოცხლის უნარს გამჩენისგან რათა გადმოგვცეს ჩვენ, ასევე შაბათიც. კაი დღეები — დღესასწაულები შეიძლება არიან მომცემნი, მაგრამ შაბათის სიწმინდე გაცილებით დიდია, ამ სიწმინდეს შაბათი იძენს რათა გადმოქვცეს ჩვენ.

ახლა კი მოდით დავუკვირდეთ სიტყვა მიწას — ადამა, ის ყოველთვის მდედრობით ფორმაში გამოიყენება, მაგალითად: თორაში, წმინდა ენაში, ყველგან სადაც კი მოიხსენიება სიტყვა მიწა, არის მდედრობით ფორმაში — წმინდა მიწა, ციონი, იერუშალაიმი …, ასევე სხვა ერებშიც მიღებულია რომ საკუთარ ქვეყანას მდედრობით ფორმაში მოიხსენიებენ — დედა სამშობლო. მნიშვნელობა ამისა ძალზედ მარტივი და  გასაგებია, ყველაფერი რაც კი მიწას სჭირდება რათა გამოიღოს მოსავალი, მას ციდან ჩამოსდის, შესაბამისად ზეცა არის მამრობითი — გამცემი, მიწა კი მდედრობითი — მიმღები, იგი იღებს მისთვის დაშვებულს და გვაძლევს ჩვენ, მოსავლის სახით, თითქოს ვიყოთ შვილები მისი, როგორც დედა აძლევს შვილებს, ასევე ისიც გვაძლევს ჩვენ. ამიტომაც როგორც წმინდა ასევე სხვა ენებზეც მიწა არის მდედრობით ფორმაში.

ჩვენი ბრძენები გვასწავლიან რომ: «არის სამი სახის კეთილგანწყობა: ა) მაცხოვრებლების კეთილგანწყობა ადგილსაცხოვრებლის მიმართ; ბ) კეთილგანწყობა — სიმპატია ქმრისა ცოლის მიმართ; გ) კეთილგანწყობა მყიდველისა შეძენილი ნივთის მიმართ.» (ბ.თ. სოტა 47.)

«მაცხოვრებლების კეთილგანწყობა ადგილსაცხოვრებლის მიმართ». ბრძენები გვასწავლიან რომ ქვეყანა სადაც ადამიანი ცხოვრობს განსაკუთრებით გამორჩეულია და იმსახურებს სიმპატიას. ამის გამომჟღავნებას სხვა მიმართულებითაც ვხედავთ — ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი მისი ოჯახია, მისი სამუშაოც მეტად მნიშვნელოვანი შედარებით სხვა საქმინობისა, რადგან ეს არის ადამიანის ბუნება მინიჭებული მისთვის ციდან. მაგრამ არ არის ვარდი ეკლების გარეშე, ეს სიმპატია ერთ ერთ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც დანერგილია ქმნილებაში. წერია ბაბილონის თალმუდში (ერუვინი 19.): «ბრძანა რაბი იეოშუა ბენ ლევიმ: შვიდი სახელი აქვს ჯოჯოხეთს: უფსკრული; სიკვდილი; სამარე; ჭაობი; ნაპრალი; უკუნითი სიბნელე; მიწისქვეშეთი. ამაზე კითხულობს გემარა: განა არ არის სხვა სახელები? ხო არის კიდევ ერთი სახელი — ჯოჯოხეთი? პასუხი შემდეგია: ჯოჯოხეთი არის ღრმა უფსკრული, ვინც კი იქ ეშვება, არანაირი სარგებელი არ აქვს მას. (აქ თორის დიდი კომენტატორი ‘რაში’ გვისხსნის რომ საუბარია — მრუშობაზე).

უდიდესი ნაწილი ხალხისა ხვდება ჯოჯოხეთში მრუშობის გამო, ამ ვნებებისგან კი არანაირი სარგებელი არ არის, ყველაფერი კი იწყება სიმპატიით. ქალი შეიძლება იყოს სუსტინებისყოფის არაებრაელი, მაგრამ კაცს გააჩნდეს მის მიმართ სიმპატია — ამის მამოძრავებელი კი ლტოლვაა ცოდვისკენ. მას შეიძლება მთელი მისი გარემოცვა ეუბნებოდეს: იმახინჯებ და ინგრევ მთელ ცხოვრებას! მაგრამ მისი პასუხი შეიძლება იყოს: მე ის მომწონს!  რატომ ხდება ეს? უმიზეზოდ, მას ხომ არანაირი სარგებელი არ აქვს ამისგან. გამჩენმა მოაწყო ასე.

პრობლემა სიმპატიისა ასევე ეხება მიწასაც — მაცხოვრებლების კეთილგანწყობა ადგილსაცხოვრებლის მიმართ. იქვე თალმუდში მოყვანილია: და უთხრეს მცხოვრებმა ქალაქისა ელიშას: «ადგილმდებარეობა ქალაქისა კარგია, როგორც ხედავს ბატონი, მაგრამ წყალია უვარგისი, და მიწა ანადგურებს მცხოვრებთ.» (მელახიმ 2 — 2:19). ამაზე ჰკითხულობს გემარა: რა არის კარგი ამ ქალაქის ადგილმდებარეობაში?  პასუხობს რაბი ხანინი: მაცხოვრებლების კეთილგანწყობა ადგილსაცხოვრებლის მიმართ!  მათ უყვარდათ თავიანთი ქალაქი,  მხოლოდ იმიტომ რომ იქ ცხოვრობდნენ, შესაბამისად ხალხს უყვართ ქვეყანა სადაც ცხოვრობენ. მაგრამ ბატონებო ჩვენი პრობლემა ისაა რომ ჩვენი არაებრაელი ცოლი არის ის ქვეყანა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ (რა თქმა უნდა ერეც ისრაელის გარდა).  

«ნეტავი მომისმენდეს ვინმე!» — მე განვაცხადებ მკაცრად, მაგრამ მაქვს ამის უფლება, მე თვით დავიბადე ამერიკაში და კარგად ვიცი ეს გრძნობა. ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა, მივეკარით მას, რასაც კი ვხედავთ მასში ყველაფერი ბრწყინვალე გვგონია — მაგრამ ეს არ არის ებრაელის საცხოვრებელი ადგილი! (შესაბამისად არც ერთი ქვეყანა გარდა წმინდა მიწისა). ხალხი მცხოვრები ერეც ისრაელს გარეთ იძახიან რომ ბრწყინვალეა მათი ქვეყანა, მაგრამ სათანადოდ არც კი შეუძლიათ ახსნან ეს სიტყვები, რადგან არ იციან მიზეზი ამისა, ზუსტად ეს არის პრობლემა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღების მიპყრობა!

[4] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 2

თავდაპირველად სამყაროში არ იყო ავადმყოფობა, პირველი კაცობრიობის ისტორიაში ავად — ჩვენი მამა იაკობი გახდა, რომელმაც შესთხოვა გამჩენს, რომ სიკვდილის წინ ადამიანი გამხდარიყო ავად, რათა მოასწროს ადამიანმა ოჯახის წევრებისთვის დარიგებების დატოვება. ბაბილონის თალმუდი გვიყვება, თუ როგორ იღებდნენ ავადმყოფობას ჩვენი ბრძენები — მიშნის შემქმნელები (თანაიმები). რაბი ელიეზერი, შვილი რაბი შიმონ ბარ იოხაის, ყოველ საღამოს უხმობდა თავისთან ავადმყოფობას და ტანჯვას სიტყვებით :        » მოდით ჩემთან ძმებო და დებო «,  ხოლო რებიზე — რაბი იჰუდა ჰანასი ისეთ ტკივილებს განიცდიდა, რომ მისი გმინვა და შეძახილები გამოწვეული ტანჯვისგან, გემზეც კი ესმოდათ, რომელიც ცურვაში იყო გასული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეძახდნენ ამ ტანჯვასა და ტკივილს : «საყავრელ ტანჯვას» (იგულისხმება, რომ გამჩენი მხოლოდ მისთვის საყვარელ ხალხს ტანჯავს) .(ბაბა მეცია 84:-85.).  უდაოა რომ, ჩვენ მათი სულიერი საფეხურიდან ძალიან შორს ვართ, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, თუ რომ დიდი ხალხი ითხოვდნენ ტანჯვასა და ტკივილს თავის თავზე, ეძახდნენ მათ «საყვარელს» და ასევე «ძმებსა და დებს», ეს მიგვითითებს იმაზე რომ, ტანჯვა და ტკივილი არ მოდის ქვეყანაზე მხოლოდ ჩვენთვის ცხოვრების გასამწარებლად ან უბრალოდ ჩვენ სატანჯად, არამედ ტკივილსა და ტანჯვებში გამჩენის მიერ არის ჩადებული ღრმა აზრი, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაზე.

რათა გავიგოთ და ჩავწვდეთ ზემოთქმულის ჭეშმარიტ აზრს, თავდაპირველად საჭიროა გავიგოთ განსაზღვრება ტკივილისა, თუ რას წარმოადგენს ის და როგორია ადამიანის რეაქცია მასზე.

ფიზიკური კუთხით ტკივილი, თავის მხრივ წარმოადგენს — ანტი სიცოცხლეს, რაღაცას რაც ახლო არის სიკვდილთან. სიცოცხლე არის — განვითარება, წინსვლა, გაღვივება. ტკივილი კი — შეფერხება. როდესაც ადამიანი განიცდის ტკივილს, თითქოს და ის პარალიზებულია, ადევნებს სამყაროს თვალს გვერდიდან და არ არის ამ ქვეყნიერების სრულფასოვანი წევრი. მას არ შეუძლია ტკივილის გამო გააკეთოს რამე, გამოიყენოს თავის რეალური შესაძლებლობები, ერთი სიტყვით მისი ცხოვრება » გაჩერდა». გარკვეულ წილად ეს არის — სიკვდილი.

ადამიანში ჩადებულია არაჩვეულებრივი გრძნობა სიცოცხლის სურვილისა. ეს სურვილი განსაკუთრებით მწვავეა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც ის მთელი ძალით ცდილობს თავის გადარჩენას, რათა დაბრუნდეს ჩვეულ რითმში და გააგრძელოს, მისთვის ნაჩუქარი პოტენციალის გამოყენება, განვითარება და უბრალოდ სიცოცხლე. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ნებისმიერი ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ადამიანისა.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა : როგორი ცხოვრებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? რა მიმართულებით უნდა ვანვითარებდეთ ჩვენ სურვილს სიცოცხლისა და გაბრწყინების?

[5] მშობელი, რომელიც არ იცავს თორას

 მიუხედავად იმისო რომ, მშობელი არის თორის სასტიკი წინააღმდეგი და უფრო მეტიც მის მიზან მიმართული დამრღვეველი, შვილს არ აქცს უფლება არ სცეს პატივი მას, მითუმეტეს ცემოს ან დაწყევლოს. ტაძრის არსებობის პერიოდში, როდესაც თორის დამრღვევს სჯიდა ებრაელური სასამართლო — სანჰედრინი, შვილს არ ჰქონდა უფლება მშობლის დასჯაში მიეღო მონაწილეოა — ყოფილიყო აღმასრულებელი (მიუხედავად იმისა რომ ეს არის მიცვა). მაგრამ არავითარ შემხვევაში არ შეიძლება მშობელს გაეწიოს დახმარება, მხარდაჭერა ან მიეცეს გამართლება მის საქციელს, როდესაც იგი ჩადის რაიმეს აკრძალულს თორიდან, მაგ : არღვევს შაბათს და ა.შ

ხშირად გარკვეული გარემოებების გამო, სიტუაციის გამოსწორება შვილსა და მშობელს შორის შეუძლებელია დიალოგისა ან სხვა გზით, ასეთ შემთხვევაში რათა კონფლიქტი შვილსა და მშობელს შორის ხდება გარდაუვალი, ამიტომ სჯობს მათი შეხვედრათა რიცხვი იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე, რადგან უმეტეს შემთხვევაში ასეთი კომფლიქტების ბოლო ხდება მტკივნეული ორივე მხარისთვის, საბოლოოდ კი იწვევს ურთიერთობისა  და კავშირ გაწყვეტას, ასეთ შემთხვევაშიც უმჯობესია გამოცდილ რაბისთან კონსულტაცია.

თუ როგორ გვკარნახობს კანონი, შემთხვევაში როდესაც მშობლები არღვევენ თორის წესებს, მათგან დამოუკიდებელი გარემოების გამო, მაგალითად თაობები, რომლებიც გაიზარდნენ კომუნიზმში, უღ-რთობისა და ანტირელიგიურობით  სავსე აურაში, მათგან დამოუკიდებლად მათი დამოკიდებულება გულგრილი და ცივია თორისა და გამჩენის მიმართ, ასეთ შემთხვევაში, თორის კომენტატორები ერთსულოვნად თანახმა არიან, რომ არ შეიძლება მათი უპატივისცემლობა, ასეთ მშობელს უბრალოდ არ ჰქონდა გაგება რელიგიურობისა და რწმენისა, რადგან ისინი იყვნენ მოწყვეტილნი ებრაელურ საფუძვლებს დაშინებითა და სხვა და სხვა გზებით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მივმართოთ კვალიფიციურ რაბის.

თუ მშობელი მტყუანია ან შეცდა

თუ შვილი თვლის რომ, მშობელი ცდება ან იქცევა არასწორად, არ აქვს მას უფლება პირდაპირ მიახალოს მას ამის შესახებ, არამედ, ვალდებულია წყნარ, მშვიდ და ლამაზ ფორმაში მიანიშნოს კითხვით : თუ გახსოვს ასე წერია წიგნში? ასე მასწავლიდი შენ? და ა.შ რითიც მშობელი მიხვდება თავის შეცდომას და არ იქნება გაწბილებული, შერცხვენილი ან დამცირებული შვილის მიერ.

 

 


http://www.beerot.ru/?p=16315