ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №15 (შემინი — თაზრია)

Дата: | Автор материала: null

1422

[mwm-aal-display]

[1] გასამჯელო და სასჯელი — სულიერი დონის მიხედვით

ლეკახ ტოვ

«ეს არის კანონი სასჯელის — ლაქისა — (წყლულის) …». (თაზრია 13:49)

[როგორც ცნობილია მიცრაიმიდან გამოსვლის შედეგ, ისრაელის ერმა მიიღო თორა, თორის ბევრი კანონი შევიდა ძალაში ისრაელის მიწის დაპყრობის შემდეგ, მაგრამ ბეით ჰამიკდაშის არ არსებობის პერიოდში თვით წმინდა მიწაზეც არც ეს კანონები მოქმედებენ. ერთ ერთი მათგანია — სასჯელი, რომელიც ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის (მაგ:ლაშონ ჰარის) გამო, ისახებოდა ან ადამიანის სახლის კედლებზე,  ან მის ტანის სამოსზე ან მის ტანზე, ეს ყველაფერი კი დამოკიდებული იყო ცოდვის სიმძიმეზე და თვით ადამიანის საქციელზე, თუ როგორ რაეგირებდა უკვე გამოჩენილ ნიშნებზე — აკეთებდა თუ არა თეშუბას.]

რაბი ნაიმანი თავის ერთ ერთ წიგნში გვიზიარებს თავის დაკვირვებას: გამჩენი ყველა ქმნილებას თავისებურად უდგება. ცნობილია სამყაროში არსებული ქმნილებები ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1) უსიცოცხლო — ქვა, მიწა და ა.შ, მათ არ აქვთ არანაირი გრძნობა და არანაირი განცდის უნარი, სახელი მათი არის უსიცოცხლო და მათი რეალობაც ასეთივეა — უსიცოცხლო. 

2)  მცენარეული სამყარო — მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი დონე ვიდრე უსიცოცხლო არსებებს, ისინი იზრდებიან, ყვავიან და ა.შ, მიუხედავად ამისა მსგავსად უსიცოცხლო არსებებისა მათაც არ გააჩნიათ გრძნობისა და განცდის უნარი.

3) ცხოველთა სამყარო  — განსხვავებით ჩამოთვლილი წინა ორი ჯგუფისა — ცხოველებს აქვთ სული და უნარი — ტკივილის, განცდის და ა.შ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი სულიერი განვითარება დაბადებიდან სიკვდილამდე არ იცვლება, არც გონებრივი განვითარება აქვთ და ყველაფერს ინსტიქტის დონეზე აკეთებენ.

4)  ადამიანი — რჩეული ქმნილებებს შორის. რჩეულია ადამიანი რადგან უმაღლესია ქმნილებებს შორის, როგრც ნათქვამია თორაში: «იერით გამჩენისა (ბეცელემ ელო-იმ) შექმნა (გამჩენმა) ის». განსხვავდება ყველასგან, აქვს უნარი შეცვალოს თავის სულიერი მდგომარეობა ნებისმიერ მონეტში ცხოვრებისა, გააკეთოს არჩევანი ცუდსა და კარგს შორის. ასევე, ადამიანს გარდა ინსტიქტებისა მიეცა გონებრივი განვითარება, აქვს გრძნობისა და სხვა და სხვა განცდის უნარი — ტკივილი, სიხარული და ა.შ. მის ხელშია ყველაფერი და შეუძლია გამოიყენოს თავის სურვილის და მიხედვით. მაგრამ! მას აქვს ასევე გამოზომილი — სასჯელი და განსაცდელი, რათა გამოიღვიძოს და შეინარჩუნოს იერი. იერი — რომელიც მას დიდი სიყვარულის და სათუთობს გამო მიეცა მას — იერი გამჩენისა. სწორედ სასჯელში გამოიხატება დიდი სიყვარული მის მიმართ, რათა იყოს უმაღლესი არსებებს შორის. ამ ჯგუფში შედის ყველა ერი, განურჩევლად რელიგიისა და რასისა.

მაგრამ  ყველა ერს შორის არის რჩეული — ისრაელის ერი, როგორც ნათქვამია: «შენით ვამაყობ ისრაელო.» — » საყვარელიხარ ისრაელო, რადგან გქვია შვილი გამჩენისა». ისრაელის ერი არის რადიკალურად განსხვავებული ყველასგან — მისი განსხვავების იარაღია — სურვილი გამჩენის მათან სიახლოვისა, მაგრამ ამ სურვილს აქვს მეორე მხარეც — სასჯელი. საჯელი ისრაელისა არის ყველაზე მძიმე და სასტიკი, განსხვავებით სხვა ერებისა, ცნობილია ყველასთვის, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტანჯვა და ტკივილი ისრაელის ერმა გამოირა.

თვით ისრაელის ერშიც არის განსხვავება, არიან წმინდანები — ცადიკები, მიკრულნი გამჩენს, დღე და ღამე თორის სწავლასა და მიცვების შესრულებაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი მათზე მოდის, სასჯელი მათზე ციდან არის მოზომილი კანონის მთელი სიმკაცრით, როგორც ნათქვამია ბრძენების მიერ: გამჩენი ცადიკების  საქციელს წვრილმანებშიც კი ამოწმებს. [მაგრამ, მოწმეა გამჩენი  არ ყოფილა ისრაელის ისტორიაში, ტანჯვებისა და განსაცდელის გამო ცადიკებს გამჩენის გზა მიეტოვებინოთ, მაგრამ ეხლა ამ ყველაფერზე ლაპარაკს არ აქვს ადგილი]

ვხედავთ წმინდანების მაგალითზე — რაც უფრო მაღალია სულიერი დონე ადამიანისა მით მეტია მისი სასჯელი და განსაცდელი, მიზეზი კი ამ ტანჯვისა და ტკივილის არის — რადგან საყვარელია გამჩენისთვის ყველა წმინდანი. რატომ ტანჯვა? პასუხი შემდეგია: რათა არ ჩათვლიმოს ძილში — ძილში მომაკვდინებელში, არ არის უარესი ძილისა ვიდრე — დარჩეს ადამიანი ცოდვილი და უწმინდური. ამ დიდ საჩუქარს კი მხოლოდ იმსახურებს ის ვინც ისწრაფვის მაღლა და აღწევს სულიერ მაღალ დონეს!

ასეთივეა კანონი სასჯელის — ლაქისა — წყლულის, მხოლოდ მაღალი სულიერი დონის ებრაელი იღებდა ასეთ სასჯელს და მხოლოდ ისრაელის მიწაზე. ისმის აქედან, რომ ებრაელები არ ისჯებოდნენ წმინდა მიწის საზღვრებს გარეთ ამ სასჯელით, არამედ ერეც ისრაელში — მხოლოდ მიწაზე სადაც დაიმკვიდრა მათში ცნობიერებამ გამჩენისა!

[2] სიწმინდე ამაღლებს ადამიანს

ლეკახ ტოვ

«განიწმინდეთ და იყავით წმინდანი … არ დააბინძუროთ სული თქვენი.» (ვაიკრა 11:44)

«ორსული, რომელმაც იგრძნო საჭმლის სუნი იომ ქიფურში (ითვლება საფრთხედ სიცოცხლისთვის, გამომდინარე საჭმლის ძლიერი სურვილისა, რადგან შესაძლებელია მუცელი მოეშალოს,  ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ბრძენს) — მივიდნენ რებისთან (რაბი იჰუდა ჰანასი) და კითხეს რჩევა. რაბიმ უპასუხა: უთხარით ყურში ჩუმად რომ დღეს იომ ქიფურია. უთხრეს ქალს და მან მოისმინა და სურვილი გაუქრა. თქვა მასზე რებიმ ლექსი: «სანამ შეგქმენი, გიცნობდი მე შენ მუცელში».(ირმიაჰუ 1:5) დაბადა ამ ქალბატონმა რაბი იოხანანი (რ. იოხანანი იყო მისი თაობის უდიდესი რაბი).

ორსული, რომელმაც იგრძნო საჭმლის სუნი იომ ქიფურში — მივიდნენ რაბი ხანინასთან რჩევაზე. რაბიმ უპასუხა: უთხარით რომ იომ ქიფურია. უთხრეს და ვერ შეჩერდა. თქვა მასზე რაბი ხანინამ: «მუცლიდან დედისა იშობა ბოროტი.»(თეჰილიმი 58:4) დაბადა მან შაბთაი ამწევი ფასებისა (საჭმელზე) » (იომა 82:).

გამომდინარე ბაბილონის თალმუდში მოყვანილი ამ მიდრაშისა, გასაგები ხდება რომ, დედა რომელმაც დაარღვია იომ ქიფურის სიწმინდე, იქნა დასჯილი (მიდა ქენეგედ მიდა). მაგრამ ჩნდება კითხვა: იომ ქიფურის დარღვევა, არა ქაშერის ჭამა, შაბათის დარღვევა და მსგავსი, თავის მხრივ წარმოადგენს დარღვევას — ადამიანისა გამჩენის მიმართ, მაშინ გაუგებარი ხდება რატომ გააჩინა დედამ, რომელმაც დაარღვია იომ ქიფური შვილი, რომელიც ხელოვნურად წევდა ფასებს საკვებ პროდუქტზე ეს ხომ სიბოროტეა ხალხის მიმართ (შაბთაი აგროვებდა მთელ მოსავალს და ასაწყობებდა, რათა გამოეწვია დეფიციტი და ღარიბებს, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი მიწა დასამუშავებლად, ეყიდათ მისგან ძვირად — საჭმელი პროდუქტი. ასეთ ადამიანს გამჩენი არ ჰპატიობს ცოდვებს და მას ბოროტი — რაშა ეწოდება).

გვიხსნის აქედან რაბი ნაიმანი მნიშვნელოვან ასპექტს: გაითვალისწინოს და იდარდოს მეგობრის — ტკივილი და გასაჭირი და არ გამდიდრდეს მეგობრის ხარჯზე — ამის ძალა შესწევს მხოლოდ ადამიანს, რომელშიც არის სიწმინდე.

თორა სხვა მონაკვეთშიც მოგვიწოდებს «იყავით წმინდანი» (კედოშიმ), მაგრამ იქ რაში გვიხსნის: იყავით შორს — დაშორდით ცუდს, ზედმეტობას (პრუშიმ თიჰიუ). ბრძენები გვასწავლიან: უნდა იყოს ადამიანი თავშეკავებული და ზომიერი თუნდაც იქ სადაც მას არ აქვს შეზღუდვა თორიდან. ისმის აქედან რომ, ადამიანი, როდესაც უახლოვდება სიწმინდეს ამით შორდება ზედმეტობას მისთვის ნებადართულშიც კი, შესაბამისად შესწევს ძალა უარი თქვას პირად ვნებებსა და სურვილებზე, ასეთ ადამიანს კი შეუძლია იფიქროს და გაითვალისწინოს მის მეგობრზე და მეგობრის ინტერესზე, ხოლო რამდენადაც ადამიანს აკლია სიწმინდე იმდენად რთულია მისთვის უარი თქვას თავის ვნებებსა და სურვილებზე — გამომდინარე აქედან მეტად ეგოისტია და არ ენაღვლება სხვა.

შესაბამისად ორსულმა, რომელმაც მიუხედავად იომ ქიფურისა ვერ შესძლო უარი ეთქვა საჭმელზე — დაბადა შვილი, რომელიც არ ზრუნავდა და არ ენაღვლებოდა სხვისი გაჭირვება. როგორც თქვა რაბეინუ იონამ: ვინც მისდევს თავის სურვილებსა და ვნებეს — მოწყვეტილი ყველა მეგობარს და არის ბოროტი, გაურბის ყველა მას, რადგან ვნებები და სურვილები ადამიანებისა სხვადსხვაა და არ ემთხვევა ერთმანეთს. ასეთი ადამიანი არის «ანტი» ერთობისა — რადაგან ვნებებითა და სურვილებით სავსე ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე და არავიზე სხვაზე.

მეორეს მხრივ ორსულმა, რომელმაც შესძლო და უარი თქვა საჭმელზე, გახდა ღირსი დაებადა რაბი იოხანანი. თალმუდში წერია რაბი იოხანანზე რომ, არა თუ სხვას არ აყენებდა ზიანს, არამედ მზად იყო საკუთარი პატივი (რ. იოხანანი იყო თავის თაობის უდიდესი რაბი)  და ღირსება დაემცირებინა რათა სიკეთე და წარმატება ჰქონოდა სხვას. ვხედავთ რომ სიწმინდის შედეგად ადამიანი მაღლდება და შედეგად იღებს დიდ საზღაურს — დაიბადა ბავშვი, რომელმაც მიაღწია ცხოვრებაში უმაღლეს საფეხურებს, არა მხოლოდ გამჩენთან ურთიერთობაში არამედ ხალხთანაც და მის კეთილ საქმეებს არ ჰქონდა ბოლო და საზღვარი.

[3] სიწმინდე ისრაელისა ვერ იტანს «ჭუჭყს» ცოდვებისა

ლეკახ ტოვ

«არ წაბილწოთ სული თქვენი, ყველა მწერებით … რადგან მე ვარ ღმ-რთი ამომყვანი თქვენი მიცრაიმიდან, რათა ვიყო უფალი თქვენთვის და იყავით წმინდანი.» (ვაიკრა 11 43-45)

გვასწავლიან ბრძენები, წერია თორის ამ მონაკვეთში: რადგან მევარ ღმ-რთი ამომყვანი თქვენი — სხავაგან ყველგან წერია გამომყვანი, აქ კი ამომყვანი. რაბი იშმაელის იეშივაში ახსნეს: არ ამოვიყვანე ისრაელი მიცრაიმიდან — ეგვიპტიდან, არამედ მხოლოდ მისთვის რომ არ დაებინძურებინათ სული მწერებით და ქვეწარმავლების ჭამით, მსგავსად იქ მაცხოვრებლებისა.

რაში გვიხსნის: სიტყვა «ამოგიყვანეთ» გამოხატავს განსაკუთრებულ მომაღლებულ დამოკიდებულებას  გამჩენისა ისრაელის ერის მიმართ.

გამომდინარე აქედან, გამოდის რომ მიცრაიმიდან გამოყვანის მიზეზი იყო რათა არ ეჭამათ ებრაელებს მწერები და ქვეწარმავლები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს აკრძალვა გამჩენმა მხოლოდ მიცრაიმიდან გამოსვლის შემდეგ დაგვიდგინა, საჭიროა ჩაღრმავება თუ რატომ არ იყო ეს აკრძალვა თვით მიცრაიმში ყოფნის დროს, რატომ მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ?

რაბი სიმხა ზისელი კელმიდან (ბოლო თაობების ერთ ერთი უდიდესი სულიერი წინამძღოლი ევროპელი ებრაელებისა) აქედან გვიხსნის შემდეგს: კაბალის თვალსაზრისით (კაბალა — თორის საიდუმლოებრივი ნაწილი) თორის ნებისმიერი სასჯელი პირდაპირი შედეგია ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვებისა, როგორც მჭამელი ცუდი — დაავადებული ან არაქაშერი ხორცისა აყენებს ზიანს ტანს ამ ხორცის მირთმევით, ასევე ჩამდენი ცოდვისა — აყენებს სულს დიდ ზიანს, რის შედეგადაც სული ისჯება და განიცდის სასტიკ ტანჯვასა და წამებას (რაც საბოლოო ჯამში ფიზიკურადაც აკნინებს ადამინის ჯანმრთელობას).

მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ცუდი, არაქაშერი და ბინძური ხორცის ჭამის მაგალითზე, დავინახავთ განსხვავებას ძაღლსა და ადამიანს შორის. ადამიანი როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდ ზიანს აყენებს თავის ორგანიზმს ამ ხორცის ჭამით, ძაღლი კი უვნებელი რჩება, ანალოგიურად, რომ არ ამოეყვანა გამჩენს ისრაელი მიცრაიმიდან, მსგავსად ეგვიპტელებისა მათვის მწერები და ქვეწარმავლები არ იქნებოდნენ სიბინძურის წყარო, რადგან მათი ბუნება არაფრით განსხვავდებოდა ეგვიპტელებისგან, მხოლოდ მიცრაიმიდან ამოყვანის შემდეგ გაიწმინდა და გასუფთავდა ისრაელი და შესაბამისად გახდა მწერები და ქვეწარმავლები მათი სულებისთვის საშიში დამაბინძურებელი.

[4] მადლიერება

რაბი ხაიმ ფრილენდერი

«არ აქვს ისრაელს რით გადაუხადოს გამჩენს, არამედ მხოლოდ მადლიერება».

გვასწავლიან ბრძენები (იალკუტ თეჰილიმი) :’ «ემადლიერეთ გამჩენს, რადგან კეთილია ის, მუდმივია მისი წყალობა» (თეჰილიმი 118:1), — არ აქვს ისრაელის ერს სხვა საშუალება გადაუხადოს გამჩენს, არამედ მხოლოდ მადლიერებით. თუნდაც მიცვა, რომელსაც ადამიანი ასრულებს ესეც წყალობით გამჩენისა (იალკუტ შიმონი). «ვინ არის ვინც დამასწრო მე? გადავუხდი მას.» (იოვი 41:3).  ვინ მონათლა ვაჟი იქამდე სანამ მივეცი მე მას ვაჟი? ვინ გაუკეთა ციციტი, სანამ მივაცე მას მე ტალითი (ტანისამოსი, რომელზეც ვრცელდება ვალდებულება ციციტის მიბმისა) ? და ა.შ ‘. ჩვენ არ გვაქვს საშუალება გადავუხადოთ გამჩენს სამაგიერო გაწეული სიკეთისთვის, არამედ გვრჩება მხოლოდ ვემადლიეროთ მას. უფრო მეტიც თვით მადლიერების გამოხატვის საშუალებაც მისი ბოძებულია ჩვენთვის, როგორც ნათქვამია: «ვინ არის ის ვინც პირხოტბაობდა სანამ მივეცი მას მე სული?».

წმინდა ენაზე, ორი მნიშვნელობა აქვს სიტყვა הודיה — ს (ჰოდაიაჰ): 1) აღიარება ჭეშმარიტებისა, 2) გამოხატვა მადლიერებისა. ორივე დაკავშირებული არიან ერთმანეთან, რამდენადაც მეტად ვეთანხმებით და ვაღიარებთ, რომ ყველაფერი გამჩენისგანაა, მით მეტად გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას მის მიმართ. ამიტომაც დაადგინეს ლოცვაში მონაკვეთი «სასწაულებზე»  სადაც ვამბობთ და ვახსენებთ მომხდარს «გადაეცი …» (საუბარია ხანუქისა და ფურიმის ჩასამატებელ სამადლიეროზე, ლოცვის მონაკვეთში, რომელსაც «მოდიმი» ეწოდება) ისმის აქედან, რომ გამარჯვება და წარმატება ნებისმიერ ასპექტში — არის მხოლოდ ღმ-რთისგან და ჩვენ კი გვმართებს გადავუხადოთ მას მადლობა.

ასეთ მაგალითს მადლიერების გადახდისა ვხვდებით ხანუქის წესებში. ბახი (ეით ადაში) ხანუქის წესებში, წერს: მიზეზი თუ რატომ დაადგინეს ბრძენებმა ხანუქის დღეები — მხოლოდ გამჩენის მოსადიდებლად და მადლობის გადასახდელად მისთვის. მაგრამ არ არის ერთადერთი — სასწაული ხანუქისა არამედ ასევე ნათქვამია ბაბილონის თალმუდში (ბერახოთი 57.) : «იოხანან — სასწაულები და სასწაულები გაკეთებულია მისთვის», რა საჭირო იყო განმეორება «სასწაულები და სასწაულები»? (იგულისხმება რომ ზედმეტია განმეორება, ერთიც საკმარისი იქნებოდა, ეს კითხვა ჩნდება გამომდინარე იქიდან რომ, დამწერლობითი თორა არც ერთ სიტყვას არ წერს ზედმეტს)  პასუხობენ: საჭირო იყო იმისთვის რათა ვისწავლოთ აქედან, თუნდაც ის რაც გვეჩვენება ბუნებრივად, რომ არის სასწაული — საჩუქარი გამჩენისა. როდესაც მივხვდებით და დავიჯერებთ რომ ყველაფერი მისგანაა — არაფერი ხდება თავისთავად, გაგვიჩნდება ვალდებულების გრძნობა გადავუხადოთ გამჩენს მადლობა და მოვადიდოთ ის, ჩვენთვის გაწეული სიკეთისთვის. ეს კი უკვე გულის სამსახურია, რაც კი ყველაზე რთული და შრომა ტევადია გამჩენის სამსახურში, მიაღწიო სულიერ დონეს რათა ჭეშმარიტად გრძნობდე ამ ყველაფერს და სუფთა გულით უხდიდე მადლობას გამჩენს — როგორც კარგზე ასევე ცუდზე ღმ-რთმა დაგვიფაროს! [მაგრამ როგორც ბრძენები გვასწავლიან — სირთულის შესაბამისად არის გასამჯელო. სამართლიანობა მოითხოვს — მადლიერებას გამჩენის მიმართ, ვისაც კი ოდესმე სხვისთვის სიკეთე გაუკეთებია, კარგად იცის რა არის მადლიერების გრძნობა ამ სიკეთისთვის. ჩვენც კარგად ვიცით რომ უმეტეს შემთხვევაში უყურადღებოდ ვტოვებთ გამჩენის გაკეთებულ სიკეთეს, გვმართებს გადავუხადოთ მადლობა ღმ-რთს, მიუხედავად იმისა რომ, მას ჩვენგან არაფერი სჭირდება, არამედ მხოლოდ ჩვენთვის უნდა გავაკეთოდ ეს. რადგან არის ასეთი მიზანი შესაბამისად არის საშუალებაც იყოს მიღწეული ეს მიზანი, მთავარი მონდომებაა, ეს არის ებრაელობა და გამჩენის გზა.]

[5] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 4

ტკივილის დანახვა შეიძლება სხვა თვალითაც, ანუ სხვანაირი მიდგომა მტკივნეულ ფაქტთან, მაგალითად: ბავშვი, რომელიც დადის ხატვის წრეზე, ხანგრძლივი მუშაობისა და ჯაფის შედეგად როგორც იქნა მან დახატა კიბე, რაც მისი დიდი სიხარულის მიზეზი გახდა, მაგრამ უეცრად მას საღებავი გადაუბრუნდა და გადაესხა სახატავ ფურცელს, შედეგად დახატული კიბის შუაში წარმოიქმნა ლაქა. გულდაწყვეტილმა ბავშვმა ტირილი დაიწყო, მისი დაწყნარება მასწავლებელმა შემდეგნაირად შეძლო — ნუ განიცდი, მოდი ეს ლაქა ბავშვად გადავაკეთოთ, გამოგვივა თითქოს ბავშვი ჩამოდის კიბეზე. მართლაც ასე მოიქცნენ — სურათმა ბევრად უკეთესი სახე მიიღო ვიდრე მანამდე ჰქონდა.

ჩვენი ცხოვრება სავსეა საიდუმლოებით, ყველა მიცვა და გამჩენის სამსახურის შემადგენელი მოქმედება სავსეა საიდუმლოებით, ასევე არსებობს ცხოვრებისეული საიდუმლო — ჩვენ არ ვიცით რისთვის ვცხოვრობთ, რა არის ჩვენი დავალება ამ სამყაროში — ეს მხოლოდ გამჩენმა იცის. ჩვენთვის გამოგზავნილი განსაცდელი ხშირად ჩვენ ცხოვრებაში გვიშლიან ხელს — ასე აღვიქვამთ ჩვენ მათ. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხომ საღებავს გავს, რომელიც ნახატს გადაესხა, ამ საღებავშიც არის რაღაც საიდუმლოება, გამჩენი უბრალოდ არაფერს აკეთებს.

ჩნდება კითხვა რა ვქნათ? იქნებ ღირს ეს ლაქა სულ წავშალოთ? თუ ბავშვი, რომელსაც გადაესხა საღებავი სურათზე დაიწყებდა ლაქის წაშლას, მისი სურათიდან არაფერი არ დარჩებოდა, მხოლოდ გადღაბნილი ფურცელი. ჩვენც ასევე — ერთის მხრივ თუ დავიწყებთ გამჩენისგან გამოგზავნილი განსაცდელის წაშლას — გაქრობას ჩვენი ცხოვრებიდან, საშიშროება იმისა რომ შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ — დიდია — ალბათობა   «სურათი»-ს გაფუჭებისა. ჩვენი ვალდებულებაა მივიღოთ გამოგზავნილი განსაცდელი და მისგან რაღაც სასარგებლო შევქმნათ, რადგან მათი გამოგზავნის მიზეზი ზუსტად ეს არის. ამ განსაცდელიდან უნდა გამოვძერწოთ ცხოვრება, რომელიც მუდმივად სიხარულის მომტანი და ხალისიანი იქნება — გამოდის განსაცდელს შეუძლია გახადოს ჩვენი ცხოვრება ბევრად უკეთესი.        לעילוי נשמות)         ლეილუი ნიშ

[6] გვაქვს მინჰაგი ფესახიდან შავუოთამდე შაბათობით ვიკითხოთ პირკეი ავოთი — მამების დარიგებანი

პირკეი ავოთ

თავი #1

მთელ ისრაელის ერს აქვს წილი მომავალ სამყაროში: ერი შენი — ყველა წმინდანია, სამარადისოდ დაიმკვიდრებს მიწას (მომავალ სამყაროს)

1) მოშემ მიიღო თორა სინაიდან და გადასცა იეოშუას, იეოშუამ უხუცესებს, უხუცესებმა წინასწარმეტყველებს, წინასწარმეტყველებმა გადასცეს დიდი საბჭოს წევრებს. მათ კი თქვეს (დაადგინეს) სამი რამ: ა) იყავით მომთმენნი ბეით დინში — სასამართლოში (დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ გადაწყვეტთ თქვენით); ბ) მოამრავლეთ მოსწავლეები — თორის; გ) გაუკეთეთ საზღვარი (დამცავი) თორას (რაბების დადგენილებები, რომლებიც ემსახურებიან თორის დაცვას რათა ადამიანი არ გადავიდეს თორის წესს).

2) შიმონ ჰაცადიკი იყო უკანასკნელი დიდი საბჭოდან, ის იძახდა: სამ რამეზე (საყრდენზე)  დგას სამყარო: ა) თორა (სწავლა თორისა); ბ) სამსახური (გამჩენის სამსახურზე — ლოცვა და მიცვების შესრულება); გ) კეთილი საქმეები.

3) ანტიგნოსი — სოხოდან (ქალაქის სახელი), მან მიიღო (თორა) შიმონ ჰაცადიკისგან. იგი იძახდა: ნუ იქნებით — როგორც მსახურნი ბატონისა, რომლებიც ემსახურებიან ბატონს — მოლოდინში მიიღონ საზღაური, არამედ იყავით მსახურნი რომლებიც ემსახურებიან ბატონს — საზღაურის მოლოდინის გარეშე, და იყოს შიში ცისა (ღმ-რთისა) თქვენზე. 

4) იოსი ბენ იოეზერმა — ცერადიდან და იოსი ბენ იოხანანმა —  იერუშალაიმიდან მიიღეს მათგან (ანტიგნოსისა და მისი თაობის ბრძენებისგან) . იოსი ბენ იოეზერი იძახდა: დაე იყოს სახლი შენი თავშესაყრელი ბრძენებისა, იყავი მტვერში მათი ფეხისა (სდიე მათ უკან, რათა ისწავლო გზები მათი ცხოვრებისა) და წყურვილით შესვი სიტყვები მათი.

5) იოსი ბენ იოხანანი — იერუშალაიმიდან იძახის: დაე იყოს კარი შენი სახლისა ღია ფართედ  და იყვნენ ღარიბები როგორც წევრნი ოჯახისა შენისა და ნუ გაამრავლებ საუბარს ქალთან (შენ ცოლთან ან უცხო ქალბატონთან, რომელიც არ არის გათხოვილი) , მით უმეტეს ცოლთან ამხანაგისა შენისა. აქედან ისწავლეს ბრძენებმა: ყოველ ჟამს, როდესაც ადამიანი ამრავლებს საუბარს ქალთან — იწვევს ცუდს საკუთარი თავისთვის, ცდება თორის სწავლიდან, ბოლო მისი — დაიმკვიდრებს ადგილს გეჰინომში (ჯოჯოხეთში).

6)  იეჰოშუა ბენ პერახიამ და ნათან ჰაარბელიმ (ქალაქის სახელი — არბელ)  მიიღეს მათგან. იეჰოშუა ბენ პერახია იძახის: დაიყენე რაბი, იყიდე მეგობარი და განსაჯე ყოველი სასიკეთოდ.

7)  ნათან ჰაარბელი იძახის: დაშორდი ცუდ მეზობელს , არ დაუმეგობრდე ბოროტს და არ გაწბილდე განსაცდელში.

8) იეჰუდა ბენ ტაბაიმ და შიმონ ბენ შეტახმა მიიღეს მათგან. იეჰუდა ბენ ტაბაი იძახის: ნუ დადგები დამცველად მყოფი მოსამართლე, როდესაც განსასჯელნი შენს წინაშე დგანან, დაე იყვნენ როგორც დამნაშავენი, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ — დაე იყვნენ შენს თვალში როგორც წმინდანები, თითქოს მიიღეს განაჩენი თავის თავზე.

9)  შიმონ ბენ შეტახი იძახის: გაამრავლე დაკითხვა მოწმეებისა,მაგრამ ამავდროულად იყავი ფრთხილი სიტყვებსა შენში, რათა შენი სიტყვიდან მათ არ ისწავლონ ტყუილი (იგულისხმება არ მიხვდნენ სავარაუდო პასუხს და არ მოიტყუონ).

10)   შამაიმ და ავტალიონმა მიიღეს მათგან. შამაი იძახის: გიყვარდეს შრომა — სამსახური,  გეზიზღებოდეს დიდკაცობა და ნუ იქნები ცნობილი მთავრობისთვის (რადგან მას მერე რაც მთავრობამ გამოიყენა ადამიანს თავის პირადი ინტერესიბთვის და მასში საჭიროებას ვეღარ ხედავს, იშორებს მას თავიდან).

11)  ავტალიონი იძახის: ბრძენებო, გაფრთხილდით თქვენს სიტყვებში, შეიძლება მოხდეს — გახდეთ იძულებული გაიქცეთ იქ სადაც წყალი არის მყრალი (სადაც არ არის თორა და სუფევს უღმერთობა)  და დალევენ მოსწავლენი (ამ წყალს), რომლებიც თან გამოგყვებიან თქვენ და მოკვდებიან (დატოვებენ გზებს გამჩენისა), (შედეგად) იქნება სახელი გამჩენისა შეურაწყოფილი.

12)  ჰილელმა და შამაიმ მიიღეს მათგან. ჰილელი იძახის: იყავი აჰარონის (ქოენის  —  მოშეს ძმა) მოსწავლეებიდან, გიყვარდეს შალომი — მშვიდობა და სდიე მას — დაამყარე შალომი — მშვიდობა, გიყვარდეს ადამიანები და დაახლოვე ისინი თორასთან.

13)  ის (ჰილელი) იძახდა: მდეველი სახელისა (დიდებისა) — კარაგვს სახელს (დიდებას). ვინც არ ამატებს (ახალს, მანამდე ნასწავლ თორას) კარგავს (აწ ნასწავლს), ვინც არ სწავლობს (თორას)  იმსახურებს სიკვდილს. ვინც კი იყენებს გვირგვინს (თორისა პირადი ინტერესებისთვის) გაქრება.

14)   ის (ჰილელი) იძახდა: თუ არა (ვზრუნავ) მე ჩემთვის, ვინ (იზრუნებს) ჩემთვის? თუ (ვზრუნავ) მხოლოდ ჩემთვის, რა ვარ მე? და თუ არა ეხლა, მაშ როდის?

15) შამაი იძახის: იყოს სწავლა შენი — თორისა მუდმივი, ილაპარაკე ცოტა — აკეთე ბევრი, მიიღე ყველა სალმითა და პატივით.

16)  რაბან გამლიელი იძახის: დაიყენე (გყავდეს)  რაბი და გაექეცი ეჭვს (თორის კანონში), ნუ მოზომავ მეათედს (მოსავლიდან) ხშირად თვალით (არამედ მოზომე ზუსტად).

17)  შიმონი შვილი მისი (რაბან გამლიელის) იძახის: მთელი დღეები ჩემი ვიზრდებოდი ბრძენებში და ვერ ვნახე ვერაფერი უკეთესი ტანისთვის ვიდრე სიჩუმე. არა საუბარია მნიშვნელოვანი, არამედ საქმე. მომრავლებელი სიტყვისა მიდის ცოდვამდე.

18) რაბან შიმონ ბენ გამლიელი იძახის: სამ რამეზე დგას სამყარო: ა) სამართლიან სასამართლოზე; ბ) ჭეშმარიტებაზე; გ) მშვიდობაზე. როგორც ნათქვამია: «სასამართლოთი მართლით, ჭეშმარიტებით და მშვიდობით განსაჯეთ ჭიშკრებში თქვენში.» (ზაქარიაჰ 8).


http://www.beerot.ru/?p=13410