ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» №31 (დევარიმ)

Дата: | Автор материала: null

939

[mwm-aal-display]

[1] რაბი იცხაკის გახსენება

8 ავს არის ჩვენი სულიერი წინამძღოლისა და მასწავლებლის რაბი იცხაკ ზილბერის გარდაცვალებიდან 12 წლის თავი. რაბი იცხაკი დაიბადა 1917 წელს რუსეთში ქ. კაზანში, რაბი ბენციონ და რაბანით ლეა-გიტელის ოჯახში, მიუხედავად ოჯახის ხელმოკლეობისა და დიდი გაჭირვებისა იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა თორას, რასაც რა საკვირველია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, ცნობილი მიზეზების გამო — კომუნიზმი. უკვე მოზარდი ფლობდა თორის დიდ ნაწილს, შესაბამისად იცავდა ყველა წესს თორისა, ამიტომ მას სკოლასა და მოგვიანებით მათემატიკურ ინსტიტუტში ხშირად უწევდა სხვა და სხვა ხრიკებისთვის მიმართვა რათა არ დაერღვია შაბათისა და კარგი დღის სიწმინდე. რაბი იცხაკი ახალგაზობიდან გამოირჩეოდა სიკეთის კეთების თვისებით, იგი აგროვებდა გაჭირვებული ოჯახის შვილებს და ასწავლიდა მათ თორას, მიუხედავად არსებული საფრთხისა კომუნისტების მხრიდან. 1941 წელს მან დაამთავრა ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად, ქალაქ კაზანთან ახლო მდებარე სოფელში, სადაც ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა სამ უცხო ახალგაზრდასთან ერთად, რათა ელოცა დილის ლოცვა მას უწევდა დამალვა ან საერთოდ გასვლა სოფლიდან ტყეში. კვების მხრივ მას დიდი სირთულეები ჰქონდა, თითქმის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, იკვებებოდა პურითა და რძით. მას ერთხელ ფესახის აგადის ჩატარებაც კი მოუხდა მარტოდ მყოფს, როდესაც ოთახში მყოფ მეზობლებს ეძინათ, ეს კი მან კანონის სრული სირთულის დაცვით გააკათა, ანუ მთელი წესისა და რიგის დაცვით. შეუძლებელია რაბი იცხაკის მთელი ცხოვრები ერთ ფურცელზე გადმოცემა, მაგრამ ერთ ცნობილ ფაქტს მოგახსენებთ რაც მის დაკრძალვის დღეს ბრძანა რაბი იოსეფ ელიაშივმა, რომელიც ისრაელის ერის ერთ ერთი წინამძღოლი გახლდათ — მან განაცხადა რომ რაბი იცხაკი იყო ერთ ერთი 36 წმინდანიდან, რომელზეც სამყარო დგას, გასაგებია რომ ბრძენები უბრალოდ ასეთ შეფასებას არ იძლევიან.

[2] კვირის თავის მოკლე შინაარსი — რაბი იცხაკ ზილბერი

ჩვენი კვირის თავში თორა მოგვითხრობს: ისრაელის ერი მიადგა წმინდა მიწის საზღვარს. ებრაელები ასევე ახლოს იყვნენ მიწასთან, როდესაც იდგნენ სინაის მთასთან, მაგრამ ცნობილია რომ ცოდვების შედეგად ერი იქნა დაცილებული სანუყვარი სახლიდან, კიდევ ორმოცი წლით. წიგნ — დევარიმში მოშე უმეორებს ერს მათ განვლილ მთელ გზას,  შეცდომებისა და ცოდვების ჩათვლით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იყო დაშვებული გზად წმინდა მიწისკენ. კონკრეტულად ამ თავში მოშე იხსენებს: თუ როგორ აირჩია მოსამართლეები ხორევში; ასევე რომ არ მოინდომა ერმა, წმინდა მიწაზე შესვლა დაზვერვის გარეშე — რაც უნდობლობაა გამჩენის სიტყვების მიმართ, რის შედეგადაც მზვერავებმა ცრუ ამბავი გაავრცელეს ერში, ერმა კი მთელი ღამე ქვითინში გაატარა, ეს იყო 9 ავი, ამ ღამეს შეპირდა გამჩენი ერს, რადგან ტირით უმიზეზოდ, გექნებათ მიზეზი ტირილისა! ამ თარიღში, შედეგად 9 ავს დაინგრა ორივე ბეით ჰამიკდაში, პირველიც და მეორეც. ასევე ფარაშაში მოთხრობილია — 38 წლის შემდეგ მიცრაიმიდან გამოსვილისა, რომ აღარ დარჩა არავინ იმ თაობიდან (გარდა იეჰოშუა ბენ ნუნისა და ქალევისა), ხოლო ახალგაზრდა თაობა გამჩენის სიტყვის თანახმად გაემართა წმინდა მიწისკენ. გამჩენმა ბრძანა: ამ დღიდან დავმართებ საშინელებას სხვა ერებს თქვენ თვალწინ. ებრაელებმა გამანადგურელი დარტყმა მიაყენეს ორ უძლიერეს არმიას, რომელთა სათავაშე ასევე საზარელი — უძლეველი მეფეები იდგნენ — სიხონი და ოგი, დაიპყრეს მათი მიწები და გადასცეს რეუვენისა, გადისა და  მენაშეს ნახევარ მუხლს, შემდეგ კი დაბანაკდნენ იარდენის მდინარის ნაპირას. მოშე ახსენებს ხალხს გამჩენის დიდ დახმარებას, რის შედეგადაც მათ იოლად იმარჯვეს ემორის ერზე და ასევე მოუწოდა ერს გაჩენის რწმენისკენ და მისი გზების შენახვისკენ.

[3] მსგავსება ისრაეილისა ვარსკვლავებთან

რაბი იოსეფ ხაიმი ბაღდადიდან — ბენ იშ ხაი

„გამჩენმა ღმ-რთმა გაგამრავლათ თქვენ, და ხართ მრავალნი ვით ვარსკვავნი ცისა“  (დევარიმ 1:10)

ორი მსგავსება აქვს ისრაელს ცის ვარსკვლავებთან: პირველი, სიმრავლე, როგორც დაპირდა გამჩენი ავრაჰამს: შეხედე ცას და დაითვალე ვარსკვავები, გძალუძს დათვლა? დაუთხრა გამჩენმა მას: ასეთი იქნება შთამომავლობა შენი! (ბერეშითი 15:5) — ვხედავთ რომ ვარსკვლავებს თვით გამჩენმა შეგვადარა სიმრავლის ნიშნით; მეორე მსგავსებას ბრძენების გამონათქვამაბში ვპოულობთ: რატომ არის შედარებული ისრაელი ვარსკვლავებს? რადგან მსგავსად ვარსკვლავების, რომელნიც განკარგავენ სამყაროს ერთი ბოლოდან მეორემდე, ასევე ისრაელის ერი განკარგავს მთელ სამყაროს ერთი ბოლოდან მეორემდე!    ვხედავთ რომ ისრაელი არის შედარებული ვარსკვლავებს, როგორც რიცხობრივად, ასევე გავლენით სამყაროზე.

თუ დავუკვირდებით დავინახავთ რომ არის დიდი სხვაობა ორ მახასიათებელს შორის, რომლითაც ჰგავს ისრაელის ერი ვარსკვლავებს. ის რომ მრავალრიცხოვანია ერი, მსგავსად ვარსკვლავებისა, არ არის დამოკიდებული თვით ერზე, არამედ გამჩენზე, რადგან მისგან არის დანაპირები — გაგამრავლებ ვით ვარსკვლავსა ცისა. მაგრამ მეორე მსგავსებაში ისრაელი ჰგავს ვარსკვლავებს — ძალაუფლებით, რაც მათ გამჩენის ნების — მიცვების შესრულებითა და პირადი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შედეგად მიენიჭათ, რაც რა თქმა უნდა მეფეთა მეფის — «ჰაკადოშ ბარ ჰუ»-ს წინაშე სამსახურის განუყოფელი ნაწილია!

[4] ძალა და მნიშვნელობა ბეით მიდრაშებისა და ბეით ქნესეთების

ერია თორაში: დაინახა ბილამმა ისრაელი დაბანაკებული — იგულისხმება რომ 12 მუხლს ჰქონდათ თორიდან დადგენილი განლაგების წესი, ამის დამნახველმა კი წარმოთქვა: მა ტოვ ოჰალეხა იაკობ, მიშქენოთეხა ისრაელ — რა მშვენიერია კარვები შენი იაკობ — რა იგულისხმება ამ სიტყვების ქვეშ — გვასწავლის სფორნო: მა ტოვ ოჰალეხა იაკობ — ეს არის ბეით ქნესეთები, მიშქენოთეხა ისრაელ — ეს არის ბეით მიდრაშები. მაშინ ჩნდება კითხვა: რა უნდოდა ბილამს ეთქვა ამ სიტყვებით? ვიცით რომ მას სწყურდა დაეწყევლა ისრაელის ერი, აქ კი მხოლოდ ქება ისმის (ბილამმა ამის გარდა კიდევ რამდენიმე ბერახა თქვა). პასუხს ვნახულობთ ბაბილონის თალმუდში  (სანჰედრინი 105): იძახის რაბი იოხანანი რომ ვსწავლობთ იმ რაშაყის — ბილამის «ბერახიდან» რა ჰქონდა მას მოწადინებული გულში — რომ არ ჰქონოდათ ისრელის ერს ბეით მიდრაშები და ბეით ქნესეთები, როდესაც მან თქვა მა ტოვ ოჰალეხა იაკობ, უნდოდა მიეყოლებინა: რომ არ იდგეს მათზე შეხინა. არის კამათი ორ ბრძენს შორის რაბი ელიეზერსა და რაბი იოხანას შორის, რითი მოხდა ბილამის იძულება გაოეთქვა ბერახა წყევლის ნაცვლად — რაბი ელიეზერი იძახის — «მალახ»-ი, გამჩენმა გამოაგზავნა ანგელოზი და მან გადაატრიალა ეს სიტყვები მის პირში, ეს ანგელოზი შეიქმნა გამჩენის მიერ გამოთქმული სიტყვების საშუალებით (სავარაუდოთ როდესაც უთხრა მან ბილამს არ დაწყევლო ეგ ერი რათა კურთხეულია ის ჩემგან). რაბი იოხანანი კი იძახის — ეს იყო კაუჭი! როგორც კაუჭის საშუალებით აიძულებენ თევზს იტანჯოს, დამორჩილდეს და ამოვიდეს წყლიდან მისი სურვილის საპირისპიროდ, ასევე აიძულეს ბილამიც წყევლის ნაცვლად ეთქვა ბერახა. რაბი იოხანანი გვასწავლის თუ რამხელა იყო სურვილი ბილამისა დაეწყევლა ისრაელის ერი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გახდებოდა საჭირო მასზე ამხელა ზეწოლის მოხდენა. იძახის რაბი აბა ბარ ქეჰანა: ყველა ბერახა, რომელიც კი წარმოთქვა ბილამმა დაბრუნდა წყევლაში გარდა ერთისა — ბეით ქნესეთებისა და ბეით მიდრაშებისა! ამის მტკიცებულება მოჰყავს ფასუკიდან სადაც წერია : გადააბრუნებს გამჩენი ღმ-რთი შენი წყევლას (მომართულს)  შენზე, რადგან უყვარხარ გამჩენს შენ —  ერთი წყევლა გადაიქცევა ბერახად და არა ბევრი, რადგან წერია წყევლას და არა წყევლებს.

საჭიროა გვახსოვდეს რომ თორა რასაც კი წერს, ყველაფერს წერს იმისთვის რათა გვასწავლოს აქედან ცხოვრების გზა, რადგან თორა არ არის ისტორიის წიგნი მოგვიყვეს თავგადასავლები. გამომდინარე აქედან უნდა დავფიქრდეთ რისი თქმა უნდა თორას? შესაბამისად ჩნდება ორი კითხვა: 1) რა მიზანი ჰქონდა ბილამს დაენგრია ბეით მიდრაშები — იეშივები და ბეით ქნესეთები — სალოცავები (შეეძლო პირდაპირ დაეწყევლა ერი განადგურებაზე); 2) რატომ გადაარჩინა გამჩენმა ბეით მიდრაშები — იეშივები და ბეით ქნესეთები — სალოცავები ანუ რატომ მაინცდამაიც ეს წყევლა გადაბრუნდა ბერახად?

პირველ კითხვაზე პასუხს ფარაშის ბოლოში ვპოულობთ: და დაბანაკდა ისრაელი შიტიმში, და გავიდა («ვაიახელ» თორის ტექსტში) ერი მოავის ქალიშვილთა სანახავად. გვასწავლის ბაალ ჰაიტური: ვაიხალ ჰა ამ — გავიდა ერი — შენითხალელუ მიკდუშა — რომ დაცარიელდნენ სიწმინდისგან — ანუ დაკარგეს სიწმინდე, როგორ მოხდა ეს? იძახის ორ ჰახაიმი: რომ გავიდნენ ისრაელები ბანაკიდან სასეირნოდ — «შაიტ» ნიშნავს გასეირნებას — შესაბამისად მიატოვეს იეშივები  და სალოცავები. კითხვას სვამს ორ ჰახაიმი — რატომ გვამცნობს თორა სად დაბანაკდნენ, არ არის აუცილებლობა ყოველი დაბანაკების ადგილი აღწეროს თორამ. გვასწავლის თორა, რომ ეს ადგილი მისი ბუნებრივი ხასიათით გამოირჩეოდა სხვა დანარჩენებისგან, მისი ზეგავლენით ადამიანზე გარყვნილებისკენ. ზუსტად აქ იყო შეცდომა ირაელისა, რომ მიატოვეს ბეით მიდრაშები — იეშივები და ბეით ქნესეთები — სალოცავები  ანუ დატოვეს გამჩენის გზები, მოიხსნეს ფარი — თორა და გავიდნენ ბრძოლის ველზე, ბრძოლის ველზე იეცერთან ჰარასთან და შედეგმაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა — ჯამში დაიღუპა 24 000 კაცი. გვასწავლის თალმუდი: როდის სცოდავს ადამიანი — როდესაც მას შეუძვრება სული სისულელისა — რუახ შტუთ, როდის უძვრება ადამიანს სისულელე თავში? როდესაც მისი თავი ცარიელია თორისგან! ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქუჩა ანუ სივრცე სადაც არ არის თორა, ესეთი ადგილი ცარიელია, როგორც მოხსენიებულია თორაში ძმების მიერ იოსეფის გაყიდვის ამბავში, რომ ჩააგდეს ძმებმა იოსეფი ორმოში — ბორ შეინ ბო მაიმ — ორმოში სადაც არ იყო წყალი, თორა კი წყალთანაა გაიგივებული, რადგან ის ასაზრდოებს ადამიანს, ანუ სიცარიელე — სადაც არ არის წყალი იქ არის გველები და მორიელები — საფრთხე სიცოცხლისთვის! შეიძლება ითქვას ბილამმა იცოდა, რომ სანამ ისრაელის ერი სწავლობს თორას, მათ ვერაფერი დაამარცხებს. ამიტომ უნდოდა რომ მათ არ ჰქონოდათ ბეით მიდრაშები — იეშივები და ბეით ქნესეთები — სალოცავები, ასეთ შემთხვევაში კი ერთი ხელის მოსმით გაუმკლავდებოდა მათ.

ტრაქტატ ავოთ-ში — მამათა დარიგებანი (1:2) წერია შემდეგი სიტყვები: სამყარო სამ საყრდენზე დგას: თორა; სამსახური და კეთილი საქმეები. აქ პასუხი ეცემა უკვე ჩვენს მეორე კითხვასაც — ბეით მიდრაშში — იეშივაში ისწავლება თორა, გარდა ისრაელის ერისა თორა არავინ მიიღო, შესაბამისად გამჩენი მის შექმნილ სამყაროს სულ მდაბალი ადამინის — ბილამის წყევლის გამო საყრდენს არ გამოაცლიდა. რა ძალა აქვს თორას? ადამიანი, რომელიც სწავლობს თორას იმ მომენტში ის ასაზრდოებს მთელ სამყაროებს — როგორც მაღალ — სულიერ, ასევე ჩვენ მატერიალურ სამყაროს, ანუ თორის საშუალებით გამჩენი და ადამიანი  თითქოს და ხდებიან თანამონაწილენი სამყაროს მშენებლობასა და მის არსებობის შენარჩუნებაში. თორის სწავლით ადამიანი იგრძელებს დღეებს, როგორც ყოველ საღამოს ყარბითის ლოცვაში (ვიძახით კირიათ შემაყის ბერახაში)«ქი ჰემ ხაიენუ ვეორეხ იამენუ» — რომ ისაა ცხოვრების აზრი შენი და გამხანგრძლივებელი დღეებისა შენისა, ასევე ეც ხაიმ ჰი ლეჰამახზიკიმ ბა — ხეა სიცოცხლისა ჩაჭიდიბულთ მასზედ. თორის დაჟინებული სწავლით ადამიანი სწავლობს როგორ იცხოვროს, როგორ წაიკითხოს ეს ცხოვრება, რადგან სამყარო შექმნილია თორის მიხედვით, როგორც გვასწავლიან ბრძენები: იხედებოდა გამჩენი თორაში და ქმნიდა სამყაროს! — შესაბამისად ამ სამყაროს აქვს «ინსტრუქცია», მისი მოპოვება კი მხოლოდ თორის სწავლით არის შესაძლებელი. გამჩენმა თორა რამდენიმე სახით მოგვცა — თვით სეფერთორის სახით და ასევე სამყაროს სახით, ის ვინც დაეუფლება ღრმა ცოდნას, შესაბამისად ამ ცხოვრებას, როგორც სეფერთორას ისე წაკითხავს ანუ გაიგებს — თუ რა ადგილი უჭირავს მას ამ სამყაროში და რას მოითხოვს მისგან ზეციერი მამა მისგან. ასე ცხოვრობდნენ, ჩვენი მამები: ავრაჰამი, იცხაკი და იაკობი, ისინი თორის მიღებამდე სინაი მთაზე, ასრულებდნენ მთელ თორას და ამ ცხოვრებას როგორც სეფერ თორას ისე ჰკითხულობდნენ, ამიტომაც მათ ეჭვი არ შეჰპარვიათ გამჩენის ერთადერთობასა და მისი გზების ჭეშმარიტებაში. ასევე გვასწავლიან ბრძენები — ის ვინც იღებს თავის თავზე თორის უღელს, ათავისუფლებენ მას ცხოვრებისეული — მატერიალური უღელისგან. ერთადერთი გზა მიაღწიოს ადამიანმა სრულყოფილებას, რაც მისი ვალია ამ სამყაროში, შეიძლება მოხდეს მხოლოდ თორისა და მიცვების საშუალები საშუალებით. იგივე — ოჯახი სადაც არის თორა იქ სულ სხვა ატმოსფეროა, ცხოვრება ასეთ ოჯახში გამჩენის სიტყვის კარნახით წყდება და არა «კუნთების», ასევე ბავშვებში მათი პიროვნებად ჩამოყალიბის პერიოდში თორას დიდი შუქი შეაქვს, რადგან ბავში არ სწავლობს პატარაობიდან როგორ მოატყუოს, დასცანცლოს მის მეგობარს, ის ძილისწინ შემაყ ისრაელს იძახის და თავის პატარა ლამაზ სულ გამჩენის ხელში აბარებს გამოღვიძებამდე.

სანამ ბეით ჰამიკდაში არ არის ბეით ქნესეთებს — სალოცავებს პატარა მიკდაშებს ეძახიან, რადგან მსხვერპლთშეწირვის სამსახური — გულის სამსახურმა ჩაანაცვლა, რასაც ლოცვა წარმოადგენს. ლოცვაზე კი წერია ბაბილონის თალმუდში (ბერახოთი 8) — იძახის რაბი იოხანანი რაბი შიმონ ბარ იოხაის სახელით: როდის არის «ეთ რაცონ» — სანუყვარი საათი გამჩენისთვის? როდესაც ჯამაათი ლოცულობს სალოცავში. გვასწავლიან ბრძენები: ამ დროს რომ ცის ჭიშკრები იღება ქალაქში და გამჩენი ისმენს ნებისმიერ თხოვნას, ასევე გვასწავლიან ბრძენები: ჯამაათის ლოცვა არ იქნება არასდროს იგნორირებული. ბრძანებს გამჩენი: როდესაც ჯამაათი ლოცულობს, თითქოს და მისყიდიდეს სხვა ერების ტყვეობიდან. თალმუდიდან ჩანს რომ ადამიანი, რომელიც ვერ მიდის საპატიო მიზეზის გამო სალოცავში, იმ დროს, როდესაც მინიანი ლოცულობს სალოცავში, მას შეუძლია იგივე ქალაქში დადგეს სხვა ნებისმიერ ადგილას და შეუერთდეს სალოცავში მლოცველთ, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ დროს ქალაქში «ეთ რაცონია». კითხვა მეორე პასუხზე გასაგებია — გამჩენს სწყურია ჩვენი ლოცვა და ჩვენი სამსახური მის წინაშე, მითუმეტეს როგორც ავღნიშნეთ სამყაროს არსებობის აუცილებელი პირობაა — სამსახური — ლოცვა.

[5] უმიზეზო ზიზღს, უმიზეზო სიყვარული ასწორებს!

მიდრაშ ეიხას  შესავალში მოგვითხრობს ჩვენი მამების წარდგომას გამჩენის წინაშე, მას მერე, რაც მეორე ტაძარი იქნა დამწვარი და ებრაელი ერი განდევნილი ისრაელის მიწიდან. ჰკითხა ავრაჰამმა: „მფლობელო ცისა და მიწისა! რის გამო დევნი ჩემს შვილებს წმინდა მიწიდან  მტრის ხელით და აკვლევინებ მათ? რატომ ანადგურებ ტაძარს, რომლის ადგილას შეგწირე მსხვერპლად, ჩემი შვილი იცხაკი?“, უპასუხა გამჩენმა: „შესცოდეს, შვილებმა შენმა, დარღვევით მთელი თორისა.“, ისევ წამოდგა ავრაჰამი და თქვა: „მფლობელო ცისა და მიწისა! ასი წლის ასაკში მომეცი შვილი, იცხაკი, და რომ შესრულდა ოცდაჩვიდმეტი წლის, მიბრძანე შემეწირა შენთვის მსხვერპლად, არ დავინანე და ჩემი ხელით დავდე სამსხვერპლოზე, ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ შეიწყალებ ჩემს შვილებს?“.

ჰკითხა იცხაკმა: „მფლობელო ცისა და მიწისა! როდესაც მამამ მითხრა „გამჩენი იპოვის ბატკანს“ (იცხაკმა გზად სამსხვერპლოსკენ, ჰკითხა ავრაჰამს, გვაქვს ცეცხლი და ყველაფერი საჭირო მსხვერპლისთვის, მაგრამ არ გვაქვს თვით მსხვერპლი, იცხაკმა არ იცოდა რომ გამჩენის ნება, სწორედ მისი მოტანა იყო სამსხვერპლოზე) მე (მივხვდი რომ ვარ მსხვერპლი) უყოყმანოდ ავედი სამსხვერპლოზე და მოვუღერე ყელი დანას, ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ იხსნი ჩემს შვილებს?“.

ჰკითხა იაკობმა: „მფლობელო ცისა და მიწისა! განა ღირსეულად არ გავიარე გამოცდა, მხდალი და მატყუარა ლავანის სახლში ცხოვრებისას? გამოქცეულს იქიდან, ესავი გამოემართა ამოსაწყვეტად შვილებისა ჩემისა,  მე მზად ვიყავი შემეწირა თავი, დამეცვა ისინი. ეხლა კი, შენ გადასცემ მათ დამპყრობლის ხელში, მას მერე რაც დიდი სიმწრით გავზარდე და დავაყენე ფეხზე. ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ იხსნი ჩემს შვილებს? “.

ჰკითხა მოშემ:  „მფლობელო ცისა და მიწის! ერთგული მწყემსი ვიყავი ისრაელის ერისა, ორმოც წელიწადს, დავრბოდი მათ წინაშე ცხენივით უდაბნოში, როცა მოვიდა დრო შევსულიყავით წმინდა მიწაზე, გამომიტანე განაჩენი რომ არ შემედგა ფეხი იქ და ჩემი ძვლები იქნებიან დამარხულნი უდაბნოში. ნუთუ არაფერი დამრჩა გარდა დავიტირო ჩემი შვილები?“.

წარსდგა რახელი: „მფლობელო ცისა და მიწისა! იაკობი ქმარი ჩემი, სიყვარულით ჩემით, ემსახურა მამაჩემს (ლავანს) შვიდ წელიწადს, დასასრულს შვიდი წლისა რომ მოვიდა დრო ჩვენი ქორწინებისა, მამაჩემმა შეატყუა იაკობს ჩემი და ლეა, მე კი გადავეცი ლეას ყველა ნიშანი (რაც მომცა იაკობმა, რათა იცოდა მამას სწყურდა მოტყუება მისი)  რათა არ გამხელილიყო ტყუილი, რათა ლეა არ შერცხვენილიყო.  მფლობელო ცისა და მიწისა! მე, მყოფი ხორცი და სისხლი, არ შევარცხვინე და არ გავხადე დასაცინი ჩემი და, შევიყვანე ჩემს სახლში მოპაექრედ, შენ მეფეო ცოცხალო, მხსნელო და მოწყალე, რატომ არ იწყალებ ჩემ შვილებს, დევნი წმინდა მიწიდან, აგდებ მტრის ხელში, რომელიც ანადგურებს მათ ხმლით და აჭირვებს მათ რითიც ინდომებს? რისხდები მათზე რადგან აღმართეს კერპი, უმოქმედო და არარაობა შენს ტაძარში, მე კი შევიყვანე ჩემს სახლში, მოპაექრე ცოცხალი და გონიერი, გავუძელი ამ გამოცდას!“, გაიგონა რა გამჩენმა ნათქვამი რახელისა, ბრძანა: „შენს გამო რახელ! დავაბრუნებ შენ შვილებს წმინდა მიწაზე“, როგორც ნათქვამია წინასწარმეტყველ ირმიაჰუს მიერ „ბრძანა ღმ-თმა: შეიკავე ხმა შენი ტირილისგან, და თვალი შენი ცრემლისგან, ვინაიდან იქნება გასამრჯელო შენი შრომისა, — თქვა გამჩენმა- დაბრუნდებიან ისინი მტრის მიწიდან. და არის იმედი  მომავლისა შენისა, — თქვა გამჩენმა — , დაბრუნდებიან შვილები საზღვრებში თავისაში“.

ჩნდება კითხვა: რატომ  მაინც და მაინც რახელის ლოცვა ისმინა გამჩენმა და გაიხსენა მისი მადლები? ტრაქტატ იომაში ნათქვამია, რომ პირველი ტაძარი იყო დანგრეული კერპთთაყვანისცემლობის, სისხლის ღვრის და მრუშობის გამო,მეორე ტაძარი კი ებრაელების უმიზეზო ზიზღის გამო. მაჰარალი  წერს, რომ პირველი ტაძარი იდგა ჩვენი მამების: ავრაჰამის, იცხაკის და იაკობის მადლებით. ავრაჰამის თვისებას წარმოადგენდა სიკეთე (ხესედ), იცხაკისა სასამართლო (გვურა-დინ), იაკობისა სიმართლე-თორა (ემეთ-თიფერეთ), როდესაც ერმა დაიწყო შეცოდვა სამი მძიმე ცოდვით, მათ მამების თვისებებს დაუპირისპირეს ეს ცოდვები და ტაძარმაც ვეღარ შესძლო არსებობა. მაჰარალი მეორე ტაძრის აშენებას, უკავშირებს ებრაელთა მაღალ სულიერ დონეს, რომელიც გამოწვეული იყო მათი უმიზეზო სიყვარულით (ერთობით), რასაც მოჰყვა, შეხინის დაშვება მათზე. მას მერე რაც ებრაელთა სულიერი დონე დაეცა და გაჩნდა პირველი ნიშნები უმიზეზო ზიზღისა ერთმანეთის მიმართ, ეს დონე კი თავის მხრივ გახდა ჩვეული მათთვის, ტაძარი იქნა დამწვარი, რადგან საფუძველი (უმიზეზო სიყვარული — ერთობა)  იქნა განადგურებული ერში, რომელზეც ტაძარი იდგა. ეხლა კი გასაგები ხდება, თუ რატომ იყო უშუალოდ რახელის მადლები მიღებული გამჩენის მიერ, ებრაელი ერის გადასარჩენად და მათ დასაბრუნებლად წმინდა მიწაზე. ასევე ცნობილი ისტორიიდან ტრაქტატ გიტინში, ბარ კამცას შესახებ, რომელიც უმიზეზოდ, სამარცხვინოდ იქნა გაგდებული ქორწილიდან, უამრავი დიდი ადამიანის თვალწინ, რომლებმაც სიტყვაც კი არ გაიღეს მის დასაცავად. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ მეორე დანგრეული ტაძარი. დაე, იყოს ნება ღმ-თისა რომ დაბრუნდეს უმიზეზო სიყვარული ებრაელ ერში და აღდგეს ის, რაც დაინგრა უმიზეზო ზიზღით !

ვენი კვირის თავში თორა მოგვითხრობს: ისრაელის ერი მიადგა წმინდა მიწის საზღვარს. ებრაელები ასევე ახლოს იყვნენ მიწასთან, როდესაც იდგნენ სინაის მთასთან, მაგრამ ცნობილია რომ ცოდვების შედეგად ერი იქნა დაცილებული სანუყვარი სახლიდან, კიდევ ორმოცი წლით. წიგნ — დევარიმში მოშე უმეორებს ერს მათ განვლილ მთელ გზას,  შეცდომებისა და ცოდვების ჩათვლით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იყო დაშვებული გზად წმინდა მიწისკენ. კონკრეტულად ამ თავში მოშე იხსენებს: თუ როგორ აირჩია მოსამართლეები ხორევში; ასევე რომ არ მოინდომა ერმა, წმინდა მიწაზე შესვლა დაზვერვის გარეშე — რაც უნდობლობაა გამჩენის სიტყვების მიმართ, რის შედეგადაც მზვერავებმა ცრუ ამბავი გაავრცელეს ერში, ერმა კი მთელი ღამე ქვითინში გაატარა, ეს იყო 9 ავი, ამ ღამეს შეპირდა გამჩენი ერს, რადგან ტირით უმიზეზოდ, გექნებათ მიზეზი ტირილისა! ამ თარიღში, შედეგად 9 ავს დაინგრა ორივე ბეით ჰამიკდაში, პირველიც და მეორეც. ასევე ფარაშაში მოთხრობილია — 38 წლის შემდეგ მიცრაიმიდან გამოსვილისა, რომ აღარ დარჩა არავინ იმ თაობიდან (გარდა იეჰოშუა ბენ ნუნისა და ქალევისა), ხოლო ახალგაზრდა თაობა გამჩენის სიტყვის თანახმად გაემართა წმინდა მიწისკენ. გამჩენმა ბრძანა: ამ დღიდან დავმართებ საშინელებას სხვა ერებს თქვენ თვალწინ. ებრაელებმა გამანადგურელი დარტყმა. 


http://www.beerot.ru/?p=27495