ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №2 (შემოთ)

Дата: | Автор материала: null

2156

[mwm-aal-display]

[1] შმოთ — შიში ღმ-რთისა

იოსეფის  გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტეს ახალი ფარაონი ჩაუდგა სათავეში. არის ორი აზრი ეს იყო ნამდვილად ახალი მეფე თუ ეს იყო ისევ ის მეფე, რომელიც განკარგავდა ქვეყანას იოსეფის დახმარებით, უბრალოდ მისი საქციელი იყო ახალი, თავი მოჰქონდა ისე თითქოს საერთოდ არ იცნობდა ებრაელ ერს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა მას იოსეფთან და მის ერთან, ანუ იოსეფის გარდაცვალების შემდეგ ფარომ დაივიწყა ყველა სიკეთე გაკეთებული ეგვიპტისთვის და კერძოდ მისთვის, დაიწყო ებრაელი ერის შეჭირვება და წამება, არ დასჯერდა მხოლოდ მათ «დასაქმებას», არამედ აუკრძალა თორის წესებით ცხოვრება(ჩვენი მამები და მთელი ერი ეგვიპტეში, იცავდნენ მთელ თორას ნებაყოფლობით, სინაის მთაზე, თორის მიღების შემდეგ კი უკვე ვალდებულებად მივიღეთ ჩვენს თავზე) გამრავლება და მეტიც გადაწცყვიტა გაენადგურებინა ახალდაბადებულები.

ფარო მოუწოდებდა მოშეს დედასა და დას, რომლებიც ეხმარებოდნენ ებრაელ ქალებს მშობიარობაში, დაეხოცათ ახალშობილები. ფარომ ასტროლოგიით დაინახა, რომ ისრაელის ერს უნდო მოვლენოდა მხსნელი — მაშიახი, გათალისწინებით იმისა რომ არ უნდოდა ებრაელი ერის გაშვება ეგვიპტიდან, ამიტომ გადაწყვიტა დაეხოცა ყველა ახალშობილი ვაჟი, რადაგან მაშიახი მხოლოდ შეიძლება იყოს მამაკაცი.  მოშეს დედას სახელად ერქვა — იოხევედი დას კი — მირიამი, მათ ეგვიპტურად შიფრა(იოხევედი) და პუა(მირიამი) ეძახდნენ. ბაბილონის თალმუდში(სოტა 11:ბ) ახსნილია მნიშვნელობა ამ სახელებისა: შიფრა — ზრუნვით, აუმჯობესებდა ახალშობილის მდგომარეობას, პუა — ლაპარაკით აწყნარებდა ახალშობილს. ფარომ იცოდა შიფრასა და პუას ღმ-რთის შიშის შესახებ, რომ მათ არ შეეძლოთ ახალშობილის მოკვლა, ამიტომ მათ გადასცა ნიშნები, რომლითაც თითქოს და მოკვდინება ახალშობილებისა არ იქნებოდა თანასწორი ადამინის მკვლელობისა. ბაბილონის თალმუდი(სოტა 11:ბ)  მოგვითხრობს: ნიშნები იყო შემდეგი: ახალშობილი სქესის დამიხედვით იბადება სხვა დასხვა გზით, იგულისხმება რომ, ვაჟი იბადება სახით ქვემოთ, ხოლო გოგონა კი სახით ზემოთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ფაროს სისასტიკეზე, თუ როგორ იყენებდა ცოდნას მხოლოდ ბოროტი მიზნებისთვის, იცოდა მან რომ ადამიანში სული, მხოლოდ მისი დაბადებისას ისადგურებს, კონკრეტულად კი, როდესაც იწყებს სუნთქვას, როგორც ნათქვამია თორაში «და ჩაბერა გამჩენმა სული»(ბერეშით), შესაბამისად ითვლება ცოცხლად, აქედან გამომდინარე სანამ დასრულდება მშობიარობა, კერძოდ კი ახალშობილის სახე გამოვა დედის მუცლიდან, ამ მონაკვეთში უნდა მოეკლათ. მაგრამ შიფრასა და პუასთვის ცნობილი იყო, რომ თუნდაც ასეთი სასტიკი და ბინძური საქციელის ჩადენა არის საშინელი ცოდვა, რადგან მათვის არ იყო საჭირო რომ ახალშობილს ჰქონოდა სტატუსი ადამიანისა, არამედ თუნდაც ჩანასახი, არის უკვე გამჩენის ქმნილება და ესეც ითვლება მკვლელობად.

ფაროს განუწყვეტელი მეთვალყურეობის მიუხედავად, შიფრა და პუა, არა თუ კლავდნენ, არამედ პირიქით უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ მშობიარეთა და ახალშობილთა მიმართ. მათი გასაოცარი თავდადება მეტყველებს თუ რაოდენ კარგი თვისებებისა, მაღალი სულიერების და სუფთა ბუნების იყვნენ ისინი, მაგრამ თორა რატომღაც მხოლოდ მათ ღმ-რთის შიშზე საუბრობს, არ ახსენებს ამ ზემო ჩამოთვლილ დადებით თვისებებს, თორის ერთ ერთი კომენტატორი (რავ რობმანი) იძახის რომ, მხოლოდ პირადი თვისებების ხარჯზე შეუძლებელია ადამიანმა თავშეწირვის ფასად გადაარჩინოს სხვისი ცხოვრება, ეს მხოლოდ შესაძლებელია მისთვის ვინც თავის ბუნების ნაწილად გახადა ღმ-რთის შიში, ზუსტად ამას აღნიშნავს თორა როდესაც მოგვითხრობს შიფრასა და პუას ღმ-რთის შიშზე. რას ნიშნავს «შიში», იცოდნენ მათ ჩვენი მამების: აბრაჰამის, იცხაკის და იაკობის ცხოვრების წესისა, სჯეროდათ მათ და მისდევდნენ მათ ნაკვალევს. თქვეს  შიფრამ და პუამ: აბრაჰამი, მამა ჩვენი, აპურებდა ყველას, ჩვენ არა თუ დავაპუროდ არამედ უნდა დავხოცოთ? ღმ-რთის შიში გახდა საფუძველი, რომ მისცა შიფრას — იოხებედს გამჩენმა შვილი მოშე — მხსნელი ისრაელის ერისა ეგვიპტიდან, აჰარონი — პირველ მსახური ტაძარში, და თვით პუა — მირიამი. მირიამს კი ოჯახი და სახლი თორისა, ასევე დიდება, რათა მისცა მას წინასწარმეტყველება.

(ც.ხ. პარლაგაშვილის ნათარგმნი)

[2] ბრძენის თვალი — მისი სიბრძნეა

რატომ  ითვლებიან თორის ბრძენები, ებრაელი ერის თვალებად, ამაზე ორი მიზეზი არსებობს. ერთ ერთი მიზეზი, არის შედეგი თორის სწავლისა, როგორც ნათქვამია ბაბილონის თალმუდში(ავოდაზარა) «თორას მიჰყავს ადამიანი სიფრთხილემდე». თორის ბრძენი — ხახამი, ნებისმიერ სიტუაციას, განიხილავს შესაბამისი სიფრთხილით, აწონ-დაწონის ყველა კუთხიდან, განსაზღვრავს ყველა მოსალოდნელ საშიშროებასა და განსაცდელს, ამის შემდეგ კი გადავა მოქმედებაზე. თუ ვინმე კონკრეტული კითხვით მიმართავს, მისცემს განსაზღვრებას, თუ როგორ იაროს საფინიშო წერტილამდე.

ბაბილონის თალმუდში (ბავა ბატრა),   ვხვდებით ერთ ერთ მაგალითს, როგორიც ზევით ავღნიშნეთ, ჰორდუსი (იროდი) თავდაპირველად იყო მონა სამეფო კარზე, რომელიც აჯანყდა თავის ბატონის წინააღმდეგ, ამის შედეგად კი მოვიდა ხელისუფლებაში. სამეფო კართან ერთად მან დახოცა ასევე თორის დიდი მცოდნეები, რათა ეშინოდა მათი, რადგან ბრძენები თვილდნენ რომ მას არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო მეფე ისრაელისა. მხოლოდ ერთი ბრძენი დატოვა ცოცხალი, რომელსაც სახელად — ბავა ბენ ბუტა ერქვა, რათა მიეღო მისგან ბრძნული რჩევები. მიუხედავად ამისა, შიშით რომ ბავა ბენ ბუტას მის წინააღმდეგ არ მოეწყო აჯანყება, ამოთხარა მას თვალები.

ორდუსი, თვითმარქვია მეფე, არც ამ ყველაფერს დასჯერდა და ბავა ბენ ბუტას შემოწმება გადაწყვიტა. ერთ დღეს, ამ მიზნით გვერდით მიუჯდა ბრმა ბავას, გაეცნო სხვა ადამიანად და დაჟინებით თხოვდა დაეწყევლა მეფე, მოჰყავდა სხვა და სხვა მიზეზები, იცოდა რა თავის ნამოქმედარი ისრაელის მიწაზე, ეუბნებოდა: «დაწყევლე, ხომ იცი დიდი ცოდვილია, ბევრი სიბოროტე ჩაიდინა», მოსალოდნელი საშიშროების გათვალისწინებით, ბავა ბენ ბუტა არაფრის დიდებით არ ლახავდა მეფის პატივს, თავს კი მეფე შლომოს მიერ «ქოჰელეთში» დაწერილი ფრაზით იძვრენდა: «ფიქრებშიც კი არ დაწყევლო მეფე, … , რადგან, ფრინველი ცისა მოისმენს და მოუთხრობს მას«. ბავა ბენ ბუტას სიფრთხილითა და ღრმა სიბრძნით აღფრთოვანებული ჰორდუსი, სინანულით გამოტყდა ბრძენის წინაშე და უთხრა: «რომ მცოდნოდა, თორის ბრძენების ასეთი სიფრთხილე, მათ არ დავხოცავდი, მითხარი რით შეიძლება გამოვასწორო ეს შეცდომა«. ბავა ბენ ბუტამ კი უპასუხა მას: «ქვეყანა დატოვე თვალების გარეშე, რადგან დახოცე ბრძენები, შენვე უნდა დასაქმდე თვალების დაბრუნებაში და ააშენო ტაძარი(ტაძარი წერილობით თორაში მოიხსენიება თვალებად)«. ჰორდუსი ასეც მოიქცა და ააშენა მეორე ტაძარი. როგორც ვხედავთ, ბავა ბენ ბუტას თვალები მისი სიბრძნე აღმოჩნდა, რომლითაც გამოიჩინა სიფრთხილე და თავი აარიდა საფრთხეს.

დამატებით  მიზეზს წარმოადგენს, რომ თორის ბრძენებმა იციან ამა თუ იმ სიტუაციის სულიერი ფესვები, რა არის მათი ჭეშმარიტი მიზეზი, ამ ყველაფრის შეჯამებით კი ზუსტად ერკვევიან ნებისმიერ სიტუაციის არსში.

ბაბილონის თალმუდის ერთ ერთ ტრაქტატში(ბრახოთი) მრავალი მაგალითია მოყვანილი. მოთხრობილია დიდ ბრძენზე — რავ შეშეთზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იყო ბრმა, ერთან ერთად დადიოდა მეფის შესახვედრად. ცერემონიაში მონაწილეობას ცადუკი იღებდა (ცადუკეები იყვნენ ებრაელთა ჯგუფი, რომლებიც დამწერლობითი თორის მეტს არაფერს ცნობდნენ, უარყოფდნენ თალმუდსა და შესაბამისად მის ბრძენებსაც), მან მიმართა რავ შეშეთს «მესმის მიჰქონდეთ ფიცარი, მაგრამ რისთვის მიაქვთ გახვრეტილი ფიცარი ამას ვერ ვხვდები», ამით მან დასცინა რავ შეშეთს, უსინათლობის გამო, რავ შეშეთმა კი ამაზე უპასუხა «დაიცადე და ვნახავთ ვინ უკეთ ხედავს ჩვენში». როდესაც მეფე თავის ამალით მოუახლოვდა მის საპატივსაცემოდ შეკრებილ ხალხს, გაისმა ხმაური ჯარისკაცებისა, ცადუკმა წამოიძახა «მეფე მობრძანდება«, ამაზე რავ შეშეთმა მიმართა მას «მეფე ჯერ არ მოდის«, გავიდა რა რამოდენიმე ხანი, ისევ გაისმა ხმაური, ცადუკმა ისევ წაოძახა «მეფე მობრძანდება«, რავ შეშეთმა ისევ მიმართა მას «მეფე ჯერ არ მოდის«, ეს ხმაური მხოლოდ მეფის ამალისა იყო ისევ და ისევ, გავიდა გარკვეული დრო, დადგა სიმშვიდე, რავ შეშეთმა მიმართა ხალხს: «მეფე მობრძანდება» და მართლაც, ჩაირა მეფის ეტლმა მათ წინ. ცადუკი ძალზედ გაკვირვებული დარჩა და ჰკითხა რავს, «როგორ დაინახე?» რავ შეშეთმა კი უპასუხა: «წიგნ «მელახიმ» — ში ვისწავლე, თუ როგორ ავლენს გამჩენი თავის თავს ქმნილებების წინაშე, ჩვენ კი ვისწავლეთ რომ ცის სამეფო ჰგავს მიწიერს. შესაბამისად ამისა, როგორც მეფე იჩენს თავს ხალხის წინაშე, ასევე მეფეთა მეფე ავლენს თავს ქმნილებების წინაშე» (გამჩენზე კი წერია რომ ავლენს თავს სიმშვიდეში). როგორც ვხედავთ, რავ შეშეთს არ სჭირდებოდა მატერიალური თვალები რათა გარკვეულიყო მომხდარში, არამედ მისი სიბრძნე გახლდათ მისი «თვალები», რომლებიც მეტად უკეთესია მატერიალურზე. ასე ბრძანებს მეფე შლომო (ქოჰელეთი): «ბრძენიმისი თვალები მის თავშია(მის სიბრძნეში), სულელი კი სიბნელეში დაიარება» .

თალმუდი ასრულებს ამ ისტორიას შემდეგი სიტყვებით: «რა იყო სასჯელი ამ ცადუკისა. არის აზრი, რომელიც იძახის რომ მას თავისივე მეგობრებმა დათხარეს თვალები, ან მეორე აზრი, რომ რავ შეშეთმა შეხედა მას და ცადუკი გადაიქცა ძვლის გროვად «. შესაძლოა ეს ორი აზრი, დამოკიდებულია, თუ სად იყო ცადუკის ცოდვის საფუძველი: ერთის მხრივ, შეიძლება თვილდა თავს უნარის მქონედ დაენახა რამე, ან თვლიდა რომ თორის ბრძენს სჭირდება მატერიალური თვალები რათა გაერკვეს სიტუაციაში. შესაბამისად აზრისა, რომელიც იძახის რომ ამოთხარეს მას თვალები, მისი ცოდვა იყო, რომ  თვილდა თავს, უნარის მქონედ დაენახა რამე(მატერიალური თვალები კი რეალურად არა თუ ხედავენ, არამედ პირიქით ხშირად ამახინჯებენ და აბუქებენ დანახულს), ამიტომ მან მიიღო სამართლიანი სასჯელი, მას ამოთხარეს თვალები. შესაბამისად მეორე აზრისა, რომელიც გულისხმობს რომ რავ შეშეთმა შეხედვით დაფერფლა ის, მიზეზი არის რომ ცადუკის აზრით, რავ შეშეთს თვალების უქონლობის გამო არ შეეძლო დანახვა და ამიტომ ზუსტად მისი «თვალების» მსხვერპლი გახდა ის.

დამატებით მოვიყვანთ არი ჰაკადოში (არი ზა«სიტყვებს წიგნიდან «შაარ ჰაგილგულიმ«-დან, რომ რავ შეშეთი იყო გილგული(რეინკარნაცია) რავა ბენ ბუტასი. შესაბამისად იმისა, რომ რავა ბენ ბუტას მიუხედავად თვალების არ ქონისა შეეძლო ყველა მხედველზე მეტად და კარგად დაენახა, სიბრძნით ის რასაც ცადუკი მატერიალური თვალებითაც კი ვერ ხედავდა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თორის სიბრძნეში, რომლის დაჟინებული სწავლის გარეშეც რავა ბენ ბუტა ერთი ჩვეულებრივი ბრმა კაცი იქნებოდა, მაგრამ შედეგად ვხედავთ თორამ ის ყველაზე მეტის მხედველ, ბრძენ, ერის წინამძღოლად აქცია.

(ც.ხ. პარლაგაშვილის ნათარგმნი)

[3] უმიზეზო ზიზღს, უმიზეზო სიყვარული ასწორებს

მიდრაშ ეიხას  შესავალში მოთხრობილია ჩვენი მამების წარდგომა გამჩენის წინაშე, მას მერე, რაც მეორე ტაძარი იქნა დამწვარი და ებრაელი ერი განდევნილი ისრაელის მიწიდან.

ჰკითხა ავრაჰამმა: «მფლობელო ცისა და მიწისა! რის გამო დევნი ჩემს შვილებს წმინდა მიწიდან  მტრის ხელით და აკვლევინებ მათ? რატომ ანადგურებ ტაძარს, რომლის ადგილას შეგწირე მსხვერპლად, ჩემი შვილი იცხაკი?», უპასუხა გამჩენმა: «შესცოდეს, შვილებმა შენმა, დარღვევით მთელი თორისა.», ისევ წამოდგა ავრაჰამი და თქვა: «მფლობელო ცისა და მიწისა! ასი წლის ასაკში მომეცი შვილი, იცხაკი, და რომ შესრულდა ოცდაჩვიდმეტი წლის, მიბრძანე შემეწირა შენთვის მსხვერპლად, არ დავინანე და ჩემი ხელით დავდე სამსხვერპლოზე, ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ შეიწყალებ ჩემს შვილებს?».

ჰკითხა იცხაკმა: «მფლობელო ცისა და მიწისა! როდესაც მამამ მითხრა «გამჩენი იპოვის ბატკანს» (იცხაკმა გზად სამსხვერპლოსკენ, ჰკითხა ავრაჰამს, «გვაქვს ცეცხლი და ყველაფერი საჭირო მსხვერპლისთვის, მაგრამ არ გვაქვს თვით მსხვერპლი», იცხაკმა არ იცოდა რომ გამჩენის ნება, სწორედ მისი მოტანა იყო სამსხვერპლოზე) მე (მივხვდი რომ ვარ მსხვერპლი) უყოყმანოდ ავედი სამსხვერპლოზე და მოვუღერე ყელი დანას, ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ იხსნი ჩემს შვილებს?».

ჰკითხა იაკობმა: «მფლობელო ცისა და მიწისა! განა ღირსეულად არ გავიარე გამოცდა, მხდალი და მატყუარა ლავანის სახლში ცხოვრებისას? გამოქცეულს იქიდან, ესავი გამოემართა ამოსაწყვეტად შვილებისა ჩემისა,  მე მზად ვიყავი შემეწირა თავი, დამეცვა ისინი. ეხლა კი, შენ გადასცემ მათ დამპყრობლის ხელში, მას მერე რაც დიდი სიმწრით გავზარდე და დავაყენე ფეხზე. ნუთუ არ გამიხსენებ მადლად და არ იხსნი ჩემს შვილებს? «.

ჰკითხა მოშემ:  «მფლობელო ცისა და მიწის! ერთგული მწყემსი ვიყავი ისრაელის ერისა, ორმოც წელიწადს, დავრბოდი მათ წინაშე ცხენივით უდაბნოში, როცა მოვიდა დრო შევსულიყავით წმინდა მიწაზე, გამომიტანე განაჩენი რომ არ შემედგა ფეხი იქ და ჩემი ძვლები იქნებიან დამარხულნი უდაბნოში. ნუთუ არაფერი დამრჩა გარდა დავიტირო ჩემი შვილები?».

წარსდგა რახელი: «მფლობელო ცისა და მიწისა! იაკობი ქმარი ჩემი, სიყვარულით ჩემით, ემსახურა მამაჩემს (ლავანს) შვიდ წელიწადს, დასასრულს შვიდი წლისა რომ მოვიდა დრო ჩვენი ქორწინებისა, მამაჩემმა შეატყუა იაკობს ჩემი და ლეა, და გადავეცი ლეას ყველა ნიშანი (რაც მომცა იაკობმა, რათა იცოდა მამას სწყურდა მოტყუება მისი) რათა არ გამხელილიყო ტყუილი, რათა ლეა არ შერცხვენილიყო.  მფლობელო ცისა და მიწისა! მე, მყოფი ხორცი და სისხლი, არ შევარცხვინე და არ გავხადე დასაცინი ჩემი და, შევიყვანე ჩემს სახლში მოპაექრედ, შენ მეფევ ცოცხალო, მხსნელო და შემწყალევ, რატომ არ იწყალებ ჩემ შვილებს, დევნი წმინდა მიწიდან, აგდებ მტრის ხელში, რომელიც ანადგურებს მათ ხმლით და აჭირვებს მათ რითიც ინდომებს? რისხდები მათზე რადგან აღმართეს კერპი, უმოქმედო და არარაობა შენს ტაძარში, მე კი შევიყვანე ჩემს სახლში, მოპაექრე ცოცხალი და გონიერი, გავუძელი ამ გამოცდას!», გაიგონა რა გამჩენმა ნათქვამი რახელისა, ბრძანა: «შენს გამო რახელ! დავაბრუნებ შენ შვილებს წმინდა მიწაზე», როგორც ნათქვამია წინასწარმეტყველ ირმიაჰუს მიერ «ბრძანა ღმ-თმა: შეიკავე ხმა შენი ტირილისგან, და თვალი შენი ცრემლისგან, ვინაიდან იქნება გასამრჯელო შენი შრომისა, — თქვა გამჩენმა- დაბრუნდებიან ისინი მტრის მიწიდან. და არის იმედი  მომავლისა შენისა, — თქვა გამჩენმა — , დაბრუნდებიან შვილები საზღვრებში თავისაში».

რატომ  მაინც და მაინც რახელის ლოცვა ისმინა გამჩენმა და გაიხსენა მისი მადლები? ტრაქტატ იომაში ნათქვამია, რომ პირველი ტაძარი იყო დანგრეული კერპთთაყვანისცემლობის, სისხლის ღვრის და მრუშობის გამო,მეორე ტაძარი კი ებრაელების უმიზეზო ზიზღის გამო. მაჰარალი  წერს, რომ პირველი ტაძარი იდგა ჩვენი მამების: ავრაჰამის, იცხაკის და იაკობის მადლებით. ავრაჰამის თვისებას წარმოადგენდა სიკეთე (ხესედ), იცხაკისა სასამართლო (გვურადინ), იაკობისა სიმართლე-თორა (ემეთთიფერეთ), როდესაც ერმა დაიწყო შეცოდვა სამი მძიმე ცოდვით, მათ მამების თვისებებს დაუპირისპირეს ეს ცოდვები და ტაძარმაც ვეღარ შესძლო არსებობა. მაჰარალი მეორე ტაძრის აშენებას, უკავშირებს ებრაელთა მაღალ სულიერ დონეს, რომელიც გამოწვეული იყო მათი უმიზეზო სიყვარულით (ერთიანობით), რასაც მოჰყვა, რომ შეხინა დაეშვა მათზე. მას მერე რაც ებრაელთა სულიერი დონე დაეცა და გაჩნდა პირველი ნიშნები უმიზეზო ზიზღისა ერთმანეთის მიმართ, ეს დონე კი თავის მხრივ გახდა ჩვეული მათთვის, ტაძარი იქნა დამწვარი, რადგან საფუძველი(უმიზეზო სიყვარულიერთიანობა)  იქნა განადგურებული ერში, რომელზეც ტაძარი იდგა. ეხლა კი გასაგები ხდება, თუ რატომ იყო უშუალოდ რახელის მადლები მიღებული გამჩენის მიერ, ებრაელი ერის გადასარჩენად და მათ დასაბრუნებლად წმინდა მიწაზე. ასევე ცნობილი ისტორიიდან ტრაქტატ გიტინში, ბარ კამცას შესახებ, რომელიც უმიზეზოდ, სამარცხვინოდ იქნა გაგდებული ქორწილიდან, უამრავი დიდი ადამიანის თვალწინ, რომლებმაც სიტყვაც კი არ გაიღეს მის დასაცავად. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ მეორე დანგრეული ტაძარი. დაე, იყოს ნება ღმ-თისა რომ დაბრუნდეს უმიზეზო სიყვარული ებრაელ ერში და აღდგეს ის, რაც დაინგრა უმიზეზო ზიზღით !

(ც.ხ. პარლაგაშვილის ნათარგმნი)


http://www.beerot.ru/?p=10104