ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №7 (მიშფატიმ)

Дата: | Автор материала: null

1276

[mwm-aal-display]

[1] «ლეკახ ტოვ»

«ქვრივი და ობოლი არ შეაჭირვო» (შემოთ 22:21)

ვალდებულია ადამიანი გაფრთხილდეს ქვრივთან და ობოლთან ურთიერთობაში, რადგან მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს უსუსუროდ და დაუცველად გრძნობენ, თუნდაც თუ მათ გააჩნდეთ ქონება. ასევე მეფის ქვრივსა და ობლებთანაც მართებს ადამიანს გაფრთხილება, როგორც ნათქვამია: «ქვრივი და ობოლი არ შეაჭირვო», და მაინც, როგორ უნდა მოვეპყროთ მათ? საჭიროა მივმართოთ მათ რბილი და მშვიდი ენით, მოწიწებითა და პატივისცემით, არ შეიძლება დავღალოთ მძიმე ფიზიკური სამუშაოთი და გული ვატკინოთ მკაცრი ლაპარაკით. გავუფრთხილდეთ მათ ქონებას მეტად ვიდრე ჩვენსას. (რამბამი)

რაბი ხაიმ ზონენფელდზე  —  წიგნში «იშ ალ ჰახამა», მოგვითხრობს მის იეშივაში სწავლის პერიოდზე: როდესაც ყველა მოსწავლეები იეშივისა მიემართებოდნენ შაბათის სუფრისაკენ, იეშივასთან ახლომდებარე ოჯახში, რაბი ხაიმ ზონენფელდი მოკლე დროით უჩინარდებოდა მეგობართა წრიდან, ხოლო შემდეგ კი ბრუნდებოდა და ისევ ერეოდა მოსწავლეთა წრეში. როდესაც მეგობრებმა შეამჩნიეს რაბი ხაიმის საიდუმლო გაუჩინარება, დაინტერესდნენ თუ რაში იყო საქმე, რადგან ხვდებოდნენ ეს ამბავი არ იყო უბრალო, გამომდინარე რაბი ხაიმის შესანიშნავი თვისებებიდან. შემდეგი შაბათის დადგომისთანავე, ჩვეულებისამებრ გაუჩინარდა რაბი ხაიმი და მას კი კვალ და კვალ ორი მეგობარი მიჰყვნენ. ნანახმა მათი დიდი გაოცება გამოიწვია — რაბი ხაიმი ერთ ერთ გაჭირვებულ უბანში ჩადიოდა, სადაც სარდაფში მცხოვრებ ქვრივ ქალს მთელი გულით ულოცავდა შაბათის დადგომას შემდეგი სიტყვებით: «შაბათ შალომ», იქვე ბრუნდებოდა უკან და ემართებოდა მეგობრებისკენ, რათა შეერთებოდა მათ შაბათის სუფრასთან. მეგობრებმა თავი ვერ შეიკავეს ერთ-ერთი სადილის დროს და გაკვირვებით ჰკითხეს მას: ხაიმ! რა დაგვიწყებია იმ ქვრივთან, შენი ბებია ან დეიდა ხომ არ არის? რაბი ხაიმმა კი უპასუხა: არა, არც ერთი და არც მეორე, პატივცემული ქალბატონია, რომელიც ღირსეული გახდა იყოს დედა — თალმიდ ხახმებისა, განა არა არის მართებული გავუხარო გული მილოცვით — შაბათის დადგომისა? — ასე ულოცავდა რაბი ხაიმი ქვრივ ქალბატონს ყოველი შაბათის დადგომას, მისი იეშივაში სწავლის პერიოდში.

რაბი იეხეზკელ აბრამსკი ჰყვებოდა ერთხელ ისტორიას რაბი ხაიმ სოლოვეიჩიკზე ბრისკიდან (ორივე მათგანი — წინა თაობის უდიდესი თალმიდ ხახმები და ევროპელ ებრაელთა სულიერი წინამძღოლები გახლდნენ): რაბი ხაიმი იყო ქალაქ ბრისკის მთავარი რაბი, მისი უდიდესი თავმდაბლობიდან გამომდინარე, ერიდებოდა ყოველგვარ თავგამოჩენას და უფრო მეტიც, როგორც ქალაქის მთავარი მოსამართლე, დიდი გაჭირვებით აწერდა ხელს ამა თუ იმ დოკუმენტაციას.

ერთხელაც რაბი ხაიმს  ამცნეს რომ, ქალაქის ბოლოში მცხოვრებ ერთ ქვრივ ქალბატონს სჭირდება დახმარება და გვერდში დგომა, ამის გაგონებაზე, რაბი ძალზედ შეწუხდა და იქვე გაემართა ქვრივისკენ, მისი თანმხლები პიროვნება მასზე გაცილებით ახალგაზრდა და სწრაფი აღმოჩნდა, რაბიმ მას თხოვა ქვრივთან პირველი მისულიყო და ემცნო ქალბატონისთვის რომ — რაბი ხაიმ ბრისკერი (მისი მეტსახელი — ბრისკის რაბი) მიდიოდა მის მოსანახულებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენა რაბიმ მისი ტიტული და ავტორიტეტი რათა გაეხარებინა ქვრივის გული. რაბი აბრამსკი ასევე ჰყვებოდა რაბი ხაიმთან, იერუსალიმში გატარებულ შაბათის საღამოზე, რომელიც ხანუქის დღესასწაულს ემთხვეოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა მას რაბი ხაიმი სხვადასხვა თემებზე.
რ. აბრამსკი: უეცრად კარზე კაკუნი გაისმა, რაბის მეუღლე ქალბატონი ხავა იქვე კარებისკენ გაემართა, კარზე მათი მეზობელი — ქვრივი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ქალბატონ ხავასთან მივიდა გასასაუბრებლად, რათა ცოტაოდენ გაეხალისებინა, მარტოობით დატანჯული გული. ქვრივის დანახვის თანავე რაბი ხაიმი, მიუხედავად მისი 90 წლის ასაკისა და უაღრესი სისუსტისა, ადგილიდან წამოდგა რათა მიგებებოდა ქვრივს ღიმილითა და პატივისცემით. მიესალმა ქალბატონს და უსურვა ‘ბედნიერი შაბათი’, შემდეგ კი მიუგო: «ნება მიბოძეთ, გთხოვოთ გამიზიაროთ თქვენი აზრი, ჩემს ახალ ფრაკზე (ხახმის სამოსი) და ხელი გაიშვირა სამოსისკენ. ქალბატონი ძლიერ აღრფთოვანებული და გახარებული დარჩა, რადგან მოულოდნელი იყო ერის წინამძღოლის ასეთი თბილი და კეთილი დამოკიდებულება. — ამაზეა ნათქვამი «და გაუხარე გული ქვრივს» (იოვი 29:13)

[2] შეცდომის ფასი — დანაშაულის გამოსწორება

რაბი იოსეფ ხაიმი ბაღდადიდან — ბენ იშ ხაი

«და თუ ამოთხრის კაცი თვალს მონასა მისას …»

გვჩვევია გაკვირვება, როდესაც ვხედავთ ინვალიდებსა და თანდაყოლილი წუნით დაბადებულ ადამიანებს, ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს. ზოგი ბრმა, ზოგი კუზიანი, ზოგი კიდევ ეტლს მიჯაჭვული, ვუყურებთ და ვერ ვხვდებით მიზეზს, რით დაიმსახურეს ასეთი რისხვა გამჩენისა, ჯერ ხომ არც კი შეუცოდავთ, სულ მცირე ასაკში მყოფთ, გვიჩნდება კითხვა: რატომ ასეთი სასჯელი, რა არის მიზეზი ამისა?

გონიერნი ხვდებიან სიღრმეს გამჩენის ჩანაფიქრის, სულელი კი ვერ ხვდება მიზეზს: გაკვირვებას იწვევს გამჩენის საქციელი, ის ხომ მოწყალე და მიმტევებელია, რატომ დასაჯა ასე, მაგრამ არ არის ეს სასჯელი გამჩენისა, არამედ თვით თხოვნაა ამ სულებისა, მისი აღმატებულების — მეფეთა მეფის წინაშე, რათა ჰქონდათ მათ ნაკლი და ხინჯი, გამჩენმა კი მისცა მათ საშუალება გამოსწორებისა, ჩვენ გვეცოდება ყოველი ასეთი ადამიანი, მათი სულები კი დიდ სიხარულს განიცდიან, რადგან მარტო სული ხვდება ჭეშმარიტებას ამ ტანჯვისა — ეს სულები დაეშვნენ კიდევ ერთხელ ამ სამყაროში რათა, გამოასწორონ რაც დააშავეს წინა ცხოვრებაში, ეს კი დიდი წყალობაა გამჩენის მხრიდან, რათა მიეცათ მათ  საშუალება გამოასწორონ დანაშაული და წარსდგნენ უფლის წინაშე მთელნი სულით და გაწმენდილნი ცოდვებისგან. ასევე ხდება, რომ ტოვებენ ახალგაზრდები ნაადრევად ამ ქვეყნას, გაუგებარია და ძალზედ გუდასაწყვეტია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ესეც მხოლოდ სასიკეთოა მათვის, როგორც ავღნიშნეთ მაღლა.

რა თქმა უნდა ეს ხალხი, გინდ ახალგაზრდა და გინდ მოხუცი, ჩვენგან სითბოსა და გულისხმიერებას იმსახურებენ, მაგრამ მეორეს მხრივ გამჩენის სიკეთესა და ლმობიერებაში ეჭვი ნურავის შეეპარება ამ ადამიანების შემხედვარეს, ყველაზე მთავარი კი გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ — რომ ცოდვების გამოსწორება ასეთი ტანჯვითა და ტკივილიტ უწევს ადამიანს, ამიტომ როდესაც განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდებით, დავფიქრდეთ და გავიაზროთ — ღირს კი წუთიერი სიამოვნება, ნატანჯი წლებისა და გულისტკივილის ფასად?

აღსანიშნავია ისიც რომ, ყოველთვის ასეთი ხალხის პრობლემები არ არის გამოწვეული ცოდვების გამო, არამედ შეიძლება, რომ არა ამ კონკრეტული ადამიანის ტანჯვა, როლითაც ის ისყიდის მთელი ქალაქისა და შეიძლება თაობის ცოდვებსაც კი, შეიძლებოდა ქვეყანა — გამჩენის დიდი რისხვის ობიექტი გამხდარიყო, რაღა თქმა ჩვენი ცოდვების გამო. იყოს ნება გამჩენისა — მივიტანოთ გულთან, ტკივილი ჩვენი მეგობრისა და დავბრუნდეთ გამჩენის გზაზე, რათა აღარ გახდეს აუცილებელი ტანჯვა არავის და ვიცხოვროთ სიხარულსა და სიმშვიდეში.

[3] გამჩენის გამოვლინების სამი გზა

ისრაელ მეირ ჰაქოენი რადინიდან (ხაფეც ხაიმი)

ნაწილი #1

არსებობს სამი გზა, რომლითაც გამჩენი ავლენს თავს სამყაროში, ანუ,  მართავს სამყაროს. პირველ გზას წარმოადგენს, ბუნებრივი განვითარება მოვლენებისა, რომელიც ძირითადი მართვის საშუალებაა სამყაროსი: გზავნის წვიმას, მოჰყავს მოსავალი და ა.შ. მეორე გზას წარმოადგენს სასწაულები, რომლებიც ბუნების წესებს აღემატებიან, ანუ სცილდებიან ბუნების კანონს. მაგალითად როგორიც იყო ზღვის გაყოფა ეგვიპტიდან გამოსვლისას და გაყოფილი მდინარე იორდანი, ისრაელის მიწაზე ებრაელთა შესვლისას — იეჰოშუას მეთაურობით და ყოველი მსგავსი, რომელიც მოთხრობილია თორასა და წინასწარმეტყველების მიერ. სასწაულებს გამჩენი ახდენს მხოლოდ ისრაელის ერისთვის, ან კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მაღალ სულიერ საფეხურზე — წმინდანები. არსებობს მესამე გზა, რომელიც თავისმხრივ შუალედურია — ბუნებრივისა და სასწაულს  შორის — კურთხევა — ברכה (ბერახა) — ბარაქა. განსხვავებით სასწაულისა, როდესაც იქმნება რაღაც ახალი, ბერახაში არ არის ასე, არამედ, არსებულ რეალობაზე გამჩენი აძლევს კურთხევასა და ბარაქას (მაგ: თუ თავდაპირველად ადამიანს  შემოსავალი თვეში ჰქონდა  1000, შეიძლება გაორმაგდეს ან უფრო მეტი, ან კიდევ თვით შემოსავალი დარჩეს იგივე, მაგრამ არსებულს დაედოს ბარაქა, ანუ მიეცეს ძალა რამოდენიმეჯერ მეტად). ერთი სიტყვით ადამიანი გრძნობს წარმატებას თავის ნაშრომში. ხდება ასევე რომ ადამიანის გარშემო გამჩენი აწყობს ყველაფერს ისე, თუნდაც არაბუნებრივი გზით, რომ ადამიანს თითქოს და მზად ხვდება ყველაფერი რისკენაც კი იღებს გეზს და აღწევს წარმატებას, ეს შეიძლება იყოს როგორც მატერიალური კუთხით ასევე ადამიანების საშუალებით, ხვდებიან საჭირო დროს,  საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანები, შედეგად კი აღწევს წარმატებას და ხდება მდიდარი ან გავლენიანი პირი. ამაზე წერს თორა: «და გახსოვდეს უფალი ღმ-რთი, რადგან ის გაძლევს ძალას მოიპოვო სიმდიდრე».

ბერახა — ბარაქა  არის დაფუძნებული სასწაულზე, მიუხედავად ამისა, სასწაული არის დაფარული და ბერახა მიეკუთვნება მოვლენათა ჯგუფს, რომელზეც იძახიან: ამ საქმეში არის ბერახა. თავის მხრივ ბერახა არ მიეკუთვნება სასწაულთა რიცხვს, არამედ წარმოადგენს საშუალებასა და გზას გამჩენის დაკვირვებისა სამყაროზე, მეორე მხრივ ბერახასთან, როგორც სამყაროში გამჩენის გამოვლინების საშუალებასთან — თორასთან არის დაკავშირებული რამოდენიმე ნიუანსი, მაგალითად, წერია თორაში: (ყოველ მეშვიდე წელიწადს ისრაელის მიწაზე აკრძალულია მიწის დამუშავება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო) — (იძახის გამჩენი): «თუ იკითხავ: ‘რა ვჭამო მეშვიდე წელს, როდესაც არც დავთესთ და არც ავიღებთ მოსავალს?’ გამოგიგზავნი მე კურთხებას მეექვსე წელიწადს, და მოგცემს(მიწა) ის მოსავალს სამი წლის სამაგიეროს.»  და კიდევ რამოდენიმე ადგილას, მეშვიდე წელიწადთან დაკავშირებული კურთხევა, ვალის პატიების შემთხვევაში და ა. შ. ასევე მოწყალების გაღებისას: «გაუწოდე ხელი გაჭირვებულ ძმასა შენსას,..» და იქვე ისევ გაჭირვეულისთვის ვალის პატიება მეშვიდე წელიწადს: «გაფრთხილდი რათა არ გქონდეს გულში ფიქრად, ‘ახლოვდება მეშვიდე წელიწადი, დრო ვალის პატიებისა’, … , და არ მისცემ მას, … , და იქნება ცოდვა შენზე.»  თორა გვაფრთხილებს თუნდაც აზრად არ მოგვივიდეს, დახმარების ხელი არ გავუწოდოთ ჩვენს გაჭირვებულ ძმას — ებრაელს, მაგრამ სანაცვლოდ ამისა, თუ მოვუმართავთ ხელს ჩვენს ძმას, გვპირდება გამჩენი დიდ წარმატებასა და სიკეთეს. რადგან მეშვიდე წელიწადის დადგომის წინ, ებრაელი, რომელიც უანგაროდ და გათვლების გარეშე დაეხმარება მეგობარს — მეორე ებრაელს, ამით გამოხატავს უდიდეს ნდობასა და რწმენას გამჩენის სიტყვების მიმართ, რომელიც დაწერილია წმინდა თორაში.

[4] ყველაფერში ერთად — შეხინა და ისრაელის ერი

გამჩენისგან გამოგზავნილი  რისხვის ობიექტი, მხოლოდ ისრაელის ერი წარმოადგენს, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული მისი ზიზიღით ისრაელის ერის მიმართ, არამედ პირიქით — მხოლოდ სიყვარულისა და სიახლოვის ნიშანია, როგორც მამა ან რაბი არ სჯის უცხოს არამედ, მხოლოდ საყვარელ შვილსა ან საყვარელ მოსწავლეს, გამჩენი მსგავსად ამისა ეპყრობა ისრაელის ერს და როგორც საყვარელ შვილს — უგზავნის რისხვას. ვიცით თუ რამდენი განდევნა და შეჭირვება ნახა ისრაელის ერმა, მთელი მისი ისტორიის მანძილზე — რაც მხოლოდ დიდი პატივი და ღირსებაა ისრაელის ერისა. მაგრამ ეს მხოლოდ პატარა ნაწილია რისხვისა, შედარებით გამჩენის «სევდისა», რადგან მისი შეხინა ჩვენთან ერთად არის განდევნაში, არ არის დასადგურებული წმინდა მთაზე — იერუსალიმში — ტაძარში — არამედ გაფანტულ ისრაელის ერთან ერთად იმყოფება მთელს მსოფლიოში.

ვიტანჯებით, გვტკივა და გვცხვენია — დიდი «სევდისა», რომელსაც შეხინა განიცდის, გვახსოვს გრძნობა სიხარულის გულისა — ბეით ჰამიკდაში, განუმეორებელი განცდა ებრაელისა, როდესაც მიჰქონდა მას მსხვერლპი შესაწირად ტაძარში — გამჩენისთვის, რომელიც ადიოდა ზეცაში გამჩენის წინაშე სასიამოვნო სანელებლად, ჩვენც შევცქერით დათრგუნულნი და ველით ხსნას გამჩენისგან.

შეიძლება თემა, რომელზეც ვსაუბრობთ გაუგებარი და შორეული იყოს, მაგრამ ეს არის ებრაელი ერის დღევანდელი რეალობა. არის რაც გვტკივა და გვაწუხებს, მაგრამ მეტად ვიდრე ჩვენ — წუხს გამჩენი, ვუერთდებით მას ჩვენ ამ მძიმე და ხანგრძლივ «სევდაში», რათა ხედავს გამჩენი მის გაფანტულ ერს — მის შვილებს. მაგალითი გვაქვს თორაში: როდესაც იოსეფი 22 წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ძმებს, მისი უმცროსი ძმის ბინიამინის დანახვაზე (იოსეფი და ბინიამინი რახელის შვილები იყვნენ, სხვა ძმები მათ მხოლოდ მამის — იაკობის მხრიდან ჰყავდათ)  დაინახა, იოსეფ — ჰაცადიკი (წმინდანი), რომელმაც აწ უკვე მრავალი განსაცდელი მარტოობაში ღირსეულად გამოიარა — ძმის დანახვისას თავის  შეიკავება ვეღარ შესძლო და გადაეხვია მას (იოსეფი — როგორც ცნობილია, ძმებმა მონობაში გაყიდეს და მის არსებობაზე საერთოდ არაეფრი იცოდნენ, ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად ჩასულ ძმებს, იოსეფმა თავდაპირველად თავი არ გაუმხილა და გააგზავნა ისინი უმცროსი ძმის — ბინიამინის ჩამსაყვანად ქენაანის მწაზე, რომელიც მამასთან დარჩა შინ. უფრო დაწვრილებით იხილეთ თორის ტექსტში), მაგრამ იცოდა თუ როგორ სევდას განიცდიდა მამა — აიკობი, რომელსაც 22 წელიწადი ცხოვრება ტკივილად ჰქონდა გადაქცეული, საყვარელი შვილის — იოსეფის დაკარგვის გამო. როდესაც იოსეფმა შეადარა პირადი სევდა მამისას, მიხვდა რომ მამის ბევრად აღემატებოდა მისას, რადგან სურვილი მამისა ბევრად დიდი იყო ეპოვა, კიდევ ერთხელ დაენახა და გადახვეოდა საყვარელ  შვილს. ანალოგიურად სევდის განცდა ისრაელის ერისა გამჩენის მიმართ ბევრად ნაკლებია, ვიდრე გამჩენისა ისრაელის ერის მიმართ და მითუმეტეს გამჩენისა — შეხინის მიმართ.

უკვე რამდენი საუკუნეა  ვიმყოფებით განდევნაში, მაგრამ ძალაშია დაპირება გამჩენისა, მომავლი განთავისუფლებისა, სადაც აგვინაზღაურებს გამჩენი განვლილ ტკივილსა და სიმწარეს, სიხარულითა და ზეიმით — როგორც ნათქვამია: «გვამხიარულე ოდენ სიმწრისა, რათა ვიტანჯეთ წლები» (თეჰილიმი 90:15). ორი ათასი წელი გავიდა მეორე ტაძრის დანგრევიდან, ორი ათასი წელი ტანჯვისა და სიმწრისა, მაგრამ გვპირდება გამჩენი და დაგვიბრუნებს ისეთივე სიხარულსა და დიდებას, როგორიც სუფევდა ისრაელის ერში ტაძრის არსებობისას, როდესაც შეხინა ბრძანდებოდა ჩვენთან. ყოველი წუთი გვაახლოებს მხსნელის — მაშიახის მობრძანებასთან, გამჩენის დახმარებით, რითიც ისევ გაერთიანდება შეხინა გამჩენისა და ისრაელის ერი — ნაცვლად სევდისა — სიმხიარულესა და დიდებაში.

იყოს ნება გამჩენისა, დაგვეხმაროს, შეგვიწყალოს, მოგვცეს ძალა დავბრუნდეთ მასთან, შევასრულოთ მისი ნება ამ გაჭირვებისა და სიმწრის დროს !


http://www.beerot.ru/?p=11524