ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №13 (ცავ)

Дата: | Автор материала: null

1656

[mwm-aal-display]

[1] მსწავლელი თორისა — როგორც ქოენი სამსახვერპლოსთან

რაბი იოსეფ ხაიმი — ბენ იშ ხაი

კვირის თავ — ცავში  თორა გვასწავლის, მსხვერპლთშეწირვის წესებს, თუ რომელი მსხვერპლი ისყიდის რომელ ცოდვას. აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა რომ დღეს არ გვაქვს ტაძარი — ჩვენი ცოდვების გამო, გამჩენმა თორის სახით დაგვიტოვა საშუალება გამოვისყიდოთ ცოდვები — წავიკითხოთ კორბანოთ-ი, ყოველ დილით შახარითის და დღისით — მინხის ლოცვის წინ, რომელიც ჩაგვეთვლება თითქოს და მივიტანეთ მსხვერპლი. რა თქმა უნდა სულიერი დონე წაკითხულისა არ შეესაბამება ტაძარში მოტანილ მატერიალურ მსხვერპლს — სამსხვერპლოზე, მაგრამ დანაპირები გამჩენისგან ძალაშია. ამის წყაროს ბაბილონის თალმუდში ვპოულობთ, სადაც მოთხრობილია გაჩენის და მამა აბრაჰამის დიალოგი : ჰკითხა მამა აბრაჰამმა : შემქმნელო ქვეყნიერებისა! თუ ისრაელის შვილები შეცოდავენ შენს წინაშე რით გამისყიდიან თავის ცოდვას? განა მათ უზავ როგორც დატბორვის თაობას? უპასუხა გამჩენმა : არა!  მიმართა მამა აბრაჰამმა : შემქმნელო ქვეყნიერებისა! მაშ მითხარი, რით დაიხსნიან თავს. უპასუხა გამჩენმა : მოიტანენ დეკეულს, მოიტანენ ცხვარს. (მსხვერპლად და გამოისყიდიან ცოდვას — (რაში)), ისევ მიუგო აბრაჰამმა : შემქმნელო ქვეყნიერებისა! ეს ტაძრის არსებობის დროს, როდესაც ტაძარი არ იქნება, რას იზავენ ისინი (მამა აბრაჰამმა წინასწარმეტყველებით დაინახა რომ მომავალი თაობების ცოდვების გამო ტაძარი იქნებოდა დანგრეული) ? უპასუხა გამჩენმა : უკვე მივეცი მათ (თორაში),  კორბანის — მსხვერპლთშეწირვის წესები, როცა კი წაიკითხავენ ჩემს წინაშე, ჩავუთვლი მათ თითქოს და მოეტანოთ მსხვერპლი. (თაყანითი 27:)

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ, როდესაც ებრაელს მიჰქონდა მსხვერპლი ტაძარში, მისი ეს მოქმედება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირუტყვის მიყვანით და შეწირვით, არამედ, ასევე მთელი გულით ინანიებდა ცოდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლის მიტანას არ ჰქონდა ძალა გამოესყიდა ცოდვა, რადგან თვით მსხვერპლთშეწირვის აზრი და სიღრმე მდგომარეობს ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის აღიარებასა და მონანიებაში, ხოლო როდესაც მას მიჰქონდა ქოენთან პირუტყვი, გამჩენი უთვლიდა თითქოს და თავის თავი შეეწიროს მსხვერპლად, რადგან ადამიანის მიერ აღიარებული ცოდვა და მისი მონანიება გამჩენის წინაშე ითვლება უდიდეს თავდადებად (რა თქმა უნდა მხოლოდ მონანიება და აღიარება არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა საქციელის გამოსწორებაც მომავალში), შესაბამისად დღეს როდესაც ვკითხულობთ კორბანოთს — მსხვერლპთშეწირვას, ეს არ უნდა იყოს ავტომატურად გასროლილი სიტყვები, არამედ უნდა ახლავდეს თან გულისტკივილი და მონანიება ჩადენილი ცოდვებისა, ასეთ შემთხვევაში გამჩენი მოწყალე — ჩაგვითვლის თითქოს და მიგვეტანოს მსხვერპლი ბეით ჰამიკდაშში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ გავისვრით სიტყვებს და არ მივაყოლებთ გონებასა და გულს (შეძლებისდაგვარად), თითქოს და მსხვერპლი არა ბეით ჰამიკდაში მიგვეტანოს, არამედ სადმე სხვაგან, შესაბამისად ცოდვაც არ იქნება გამოსყიდული. გასათვალისწინებელია ისიც რომ, როდესაც ტაძარში მიაქვს ებრაელს მსხვერპლი, მას არ აქვს უფლება სამსხვერპლოზე პირადად დაწვას ის, არამედ გადასცემს ქოენს, რომელიც მიიტანს სამსხვერპლოზე, ჩვენ შემთხვევაში კი, როდესაც ვკითხულობთ სუფთა გულითა მონდომებით კორბანოთს, გამჩენის წინაშე თითქოს და ჩვენი ხელით მიგვაქვს მსხვერპლი და არა ქოენის ხელით.

უდაოა რომ, თორის მიერ მონიჭებული ეს ბრწყინვალე საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომელიც არ მოითხოვს ჩვენგან დიდი ძალისხმევას, არამედ სულ რამოდენიმე წუთია საჭირო, შედეგად — სუფთა ნეშამა, გაწმენდილი ცოდვის ლაქებისგან. იყოს ნება გამჩენისა მიიღოს ჩვენი ლოცვები და კორბანოთები, სულ მალე კი მოგვასწროს ჩვენ დღეებში აშენებულ ბეით ჰამიკდაშს და სიხარულით მიგვეტანოს სამადლობელო მსხვერპლი!

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[2] არასწორი ფასეულობები — უმადურობის გრძნობა

«აქვს რა საწუწუნო, ადამიანსა ცოცხალსა?» (ეიხა 3:39)

გვასწავლის რაბი ხაიმ შმულევიჩი — ეს კითხვა უნდა გვიჩნდებოდეს ყოველთვის როცა გვინდება გავაღოთ პირი და მოვთქვათ წუწუნი. ბაბილონის თალმუდში (კიდუშინ 80:)  რაში ლექსზე : «აქვს რა საწუწუნო, ადამიანსა ცოცხალსა?»  აკეთებს შემდეგ კომენტარს : რატომ უნდა იწუწუნოს ცოცხალმა ადამიანმა, რატომ უნდა იჯავროს, მის თავს გადამხდარ ამბავზე, სიკეთის შემდეგ რაც მე გავუკეთე მას, რომ მივეცი მას სიცოცხლე და არ გამოვასალმე იგი სიცოცხლეს. გვესმის ამ სიტყვებიდან, რომ უდიდესი სიკეთე ამ ქვეყნიერებაზე არის — სიცოცხლე, შედარებით მასთან არაფერს აქვს ფასი. თუ ადამიანი დაუფიქრდება და ჩაუღრმავდება სიცოცხლის ფასს, მიხვდება მისთვის გამჩენისგან ნაჩუქარ დიდ საჩუქარს და დააფასებს მას. ეს კი უსათუაოდ აუცილებელია, ყოველდღიერ ცხოვრებაში, რათა არ დაემსგავსოს ადამიანს, რომელმაც მოიგო ლატარიაში მილიონი, გახარებული წამოხტა და ამ დროს გატეხა შუშის უბრალო ჭიქა, ამ ჭიქის დარდმა მილიონის მიერ მინიჭებული სიხარული სულ გადაავიწყა. მისი სიხარული უნდა იყოს უსაზღვრო, ის კი მისტირის უბრალო შუშის ჭიქას, ასევე ადამიანი ყოველდღიურობაში, მის თავზე დამტყდარ პატარ პატარა სირთულეებს აყოლებს გულს, მისტირის და საბოლოოდ კარგავს უფრო მეტს, იმ დროს როდესაც მართებს იყოს მხიარული და ბედნიერი, რადგან სიცოცხლეა ჭეშმარიტი ბედნიერება.

«ტანჯვითა მცდიდა ღმ-რთი მე, მაგრამ არა გადამცა სიკვიდილისა ხელსა.» (თეჰილიმი) — მიუხედავად იმისა რომ მიგზავნიდა გამჩენი დიდ განსაცდელს, ბედნიერი ვარ რათა არ გადამცა სიკვდილის ხელში, ამიტომაც ტანჯვა არ მამწუხრებს, «ადამინი იმყოფება მშვენებაში, მაგრამ უჭკუო ჰგავს ცხოველსა მომაკვდავსა …» (თეჰილიმი)  — ცოცხალი ადამიანი იმყოფება მშვენებაში, რადგან დიდი ბედნიერება და ღირსებაა მისთვის სიცოცხლე, უჭკუო კი ჰგავს მომაკვდავ ცხოველს, რადგან მისი სიცოცხლე არაფრით სჯობს ცხოველისას, რომელმაც არ იცის ფასი ცხოვრებისა — ასე თქვა მეფე დავითმა. უფრო მეტიც, ადამიანი, რომელიც არ აფასებს ცხოვრებას, დგას საფრთხის წინაშე — სულ დაკარგოს ის, როგორც გვიყვება მიდრაში : როდესაც უთხრა მამამ ჩვენმა იაკობმა ფარაონს : «მოკლე და მწარე იყო რეები ცხოვრებისა ჩემისა …» — უთხრა იმ წამს გამჩენმა მამა ჩვენს იაკობს : გადაგარჩინე ესავისგან, ლავანისგან, დაგიბრუნე დინა და იოსეფი, შენ კი იძახი რომ ,მწარე იყო შენი დღეები? ვფიცავ რომ შევამცირებ ცხოვრებას შენსას, სიტყვათა რაოდენობით, რომელიც თქვი ფარაონის წინაშე. დაწყებული კითხვიდან ფარაონისა «რამდენია წლები დღეებისა ცხოვრების შენის?» «დღეები ცხოვრებისა», და არ მიაღწევს დღეები შენი წლებს მამისა შენსა იცხაკისა. ამ სიტყვათა საერთო ჯამს წარმოადგენს 33, ზუსტად 33 წლით ნაკლები იცხოვრა იაკობმა მამაზე. ბრძენები გვასწავლიან აქ, მიუხედავად იმისა რომ, იაკობის დღეები არ იყო მხიარული, უფრო მეტიც იყო სირთულეებით და ტანჯვით სავსე, მიუხედავად ამისა არ ჰქონდა მას უფლება ჩივილის. ბრძენები სვავენ კითხვას : რატომ დაიწყო გამჩენმა ათვლა სიტყვებისა, ფარაონის კითხვიდან?  ფარაონმა  იაკობი დაინახა და ის ძალიან მოხუცი ეგონა, რადგან იაკობს თმა და წვერი სულ ჰქონდა გათეთრებული, მიზეზიც ეს გახდა ფარაონისა ეკითხა იაკობისთვის თუ რამდენი წლის იყო იგი. ახლა კი გასაგები ხდება მიზეზი, თუ რატომ დაიწყო გამჩენმა ათვლა კიტხვიდან ფარაონისა. რომ არა იაკობის ნერვიულობა და დარდი მის ცხოვრებისეულ სირთულეებზე, იგი არ დაბერდებოდა ასე ძალიან, შესაბამისად კითხვაც არ გაუჩნდებოდა ფარაონს, გამოდის კითხვა ფარაონის გამოწვეული იყო იაკობის დარდის მიერ.

მართალია ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სირთულეები, მძიმე შემთხვევები, განსაცდელები და ა.შ, მაგრამ უძვირფასესი ჩვენთან რჩება ეს ჩვენი სიცოცხლეა, რომლისთვისაც გვმართებს ყოველ წამს მადლობა გადავუხადოთ ღმ-რთს, შევძახოთ მას ჩვენი სიხარული, ნაჩუქარი ყოველი წუთისთვის ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს ვიცით რომ, თუ ადამიანს არაფერი არ ესაქმება ამ ქვეყანაზე მას აქ არავინ გააჩერებს, ძალიანაც რომ უნდოდეს. მოდით დავაფასოთ ყოველი წუთი და სანამ მოვთქვამდეთ წუწუნს, დავფიქრდეთ, გვაქვს კი საწუწუნო?

 (თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[3] ურთირთობა

ნაწილი# 1

ჩვენ თაობაში, მიუხედავად იმისა რომ, არ გვაქვს ტაძარი, არც მეფე და არც წინასწარმეტყველი, გვრჩება აუარება თორის კანონებისა, რომლებზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერის არსებობა. საუბარი გვაქვს კანონებზე, რომლებიც შეეხება ადამიანების ურთიერთობას, ზუსტად ეს წესები ინარჩუნებს და ხელს უწყობს — ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოებას. ყოველ წუთს ხალხტან ურთიერთობისას ვხვდებით ამ კანონებს :

1. თორა გვასწავლის : «სამართლიანად განსაჯე ახლობელი შენი.» (ვაიკრა 19), ავტორი წიგნისა «სეფერ ჰახინუხ»-ი გვასწავლის რომ მხოლოდ სამართლიანი სასამართლოთი შეიძლება არსებობდეს ქვეყანა, უსამართლობა და თუნდაც მისი ნაკლებობა ყოველთვის იწვევს ომს, შიმშილსა და არეულობას — ქაოსს.

2. მიცვაში«სამართლიანად განსაჯე ახლობელი შენი.» — ასევე შედის ყოველი ებრაელის დადებითად განსჯა, განურჩევლად იმისა ნათესავია თუ არა, ყოველთვის ვალდებულია ებრაელი განსაჯოს მეორე ებრაელი სასიკეთოდ. როდესაც საქციელი ადამიანისა იწვევს ეჭვს (მაგ: ტრადიციაში) და მისი განსჯა შესაძლებელია როგორც ცოდვილისა და დამნაშავისა, რადგან ვერ ვპოულობთ მის მხარდამჯერ ფაქტებს რათა გავამართლოთ ის, არშეიძლება მიუხედავად ყველაფრისა გავყვეთ ჩვენ აზრთა მსვლელობას და ვუყუროთ მას ეჭვის თვალით. არამედ პირიქით, თუნდაც მისი გამტყუნება იყოს უფრო ადვილი ვიდრე გამართლება, ვალდებულები ვართ ვიპოვოთ ახსნა მისი საქციელის გასამართლებლად, შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება აზრზე რომ, საქციელი ჩადენილი მის მიერ არის მხოლოდ შემთხვევითობა, ან მისი საქციელის მიზანი არის რაღაც სხვა — მთავარია ამ ადამიანის სტატუსი იყოს ჩვენ თვალსა და გონიერებაში სუფთა. (მაგ: თუ დავინახავთ — ებრაელი ავტომობილით გადაადგილდება შაბათს, არ არის საჭირო იქვე გამოვაცხადოთ ურწმუნოდ და ავაზაკად, არამედ საჭიროა ვიპოვოთ მიზეზი და განვსაჯოთ კარგისკენ. იქნებ მართლაც ფეხმძიმე ქალი მიჰყავდა საავადმყოფოში?) თუ ასეთი გზა იქნება შენარჩუნებული ყოველ ადამიანში, ეჭვები დარჩებიან ჩვენ თავებს გარეთ, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მშვიდობასა და ურთიერთ გაგებას — შალომს.

3. კანონს — «დადებითად განსაჯე ახლობელი შენი», არ გააჩნია შეზღუდვა არც დროში და არც რაიმე სხვაში, იგი მოქმედებს ყველგან და ყოველთვის, ყველასთვის განურჩევლად სქესისა და ასაკისა. მშობლები არიან ვალდებულნი მიაჩვიონ შვილები ასეთ გზას.

4. არ არის განსხვავება რა სახის დარღვევაზე მიდის საუბარი, თუნდაც ლაპარაკი იყოს — მიცვებზე, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული გამჩენის სამსახურთან(ლოცვა, შაბათი და ა.შ) პიროვნებათა შორის ურთიერთობა კი მოითხოვს იქნეს გამართლებული ისეთი კუთხით, რათა იპოვოს მისაღები ფორმა საზოგადოებაში (მაგ: თუ დავინახეთ რომ, ერთი ებრაელი მეორეს მიმართავს აგრესიულად, არ არის აუცილებელი ერთს ვუყუროთ როგორც ველურს, ხოლო მეორეზე ვიფიქროთ  — ღირსი რომ არ იყოს ასე არ მიმართავდნენ, არამედ შევხედოთ სიტუაციას, იქნებ რაღაც შეცდომას ან გაუგებრობას აქვს ადგილი).

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[4] რატომ არ ხდება ღია სასწაულები

რაბი დავიდ შიმშონ პინკუსი

ხშირად კითხულობენ კითხვას : რატომ არ ხდება ჩვენს პერიოდში ღია სასწაულები? ისეთი როგორიც ხდებოდა წინა თაობებში, როგორიცაა : ზღვის გაყოფა, ხანუქის საწაული და ა.შ

მოგიყვებით ნამდვილ ამბავს, რომელიც შეემთხვა ექიმს ამერიკიდან. ოდესღაც იგი ცხოვრობდა ლოს ანჯელესში, მუშაობდა საავადმყოფოს მიმღებში ექიმად, იმ დროისთვის იყო არა რელიგიური, ამ შემთხვევის შემდეგ კი თავი მთლიანად თორას მიუძღვნა.

ერთ დღეს საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი, მას ქუჩაში გულის შეტევა დაემართა, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებნა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ სიკვდილის დაფიქსირება მოუხდათ და პაციენტი გამორთეს სიცოცხლის დამხმარე ყველა აპარატიდან. მაგრამ უეცრად ექიმი, რომელიც ამ ისტორიას ჰყვებოდა — ამჩნევს რომ, პაციენტი ხელს ამოძრავებს, მან გადახადა მას ზეწარი და დაუწყო გულის მასაჯის კეთება, პაცინტმა შეაჩერა ის და წყნარად ჰკითხა ექიმს : ისრაელ მეირი გქვია შენ?  ექიმი გაოგნებული დარჩა. დიახ ეს მისი ებრაელური სახელი გახლდათ, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, უფრო მეტიც თვით მას ჰქონდა სულ რამდენიმეჯერ ღრმა ბავშვობაში გაგებული ბებიისგან, მას კი უბრალოდ ბარის ეძახდნენ.

ავადმყოფმა მას შემდეგი კითხვა დაუსვა : იდებ თეფილინს? უპასუხა ექიმმა : არა. ისევ მიმართა პაციენტმა : დღეიდან დაიწყე თეფილინის დადება, ქაშრუთის იცავ? პასუხობს ექიმი : არა. პაციენტმა ბოლოჯერ მიმართა ექიმს : დღეიდან დაიწყე! და ისევ გარდაიცვალა.

ექიმი დიდი ხნის შემდეგ აღნიშნავდა, რომ ამ ფაქტმა მასზე არანაირი გავლენა არ მოახდინა მის ცხოვრებაზე, მან მხოლოდ ისტორია თანამშრომლებს გაუზიარა : მხიარული ამბავი შემემთხვა … მიცვების შესრულებას იგი დიდი ხნის შემდეგ შეუდგა.

ბუნებაში არსებობს მრავალი ხმა, ფერი და მოვლენა, რომელიც სპეციალური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია მოვისმინოთ  ან   შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია დავინახოთ,ასევე სასწაულები, რათქმა უნდა ჩვენი გარემოცვა სავსეა სასწაულებით, ეს ხდება ყოველწამს, ღიაც და დაფარულიც, საქმი იმაშია რომ ჩვენ ვერ ვხედავთ. (მთარგმნელის ჩანართი: ხშირად სამწუხაროდ იმიტომ რომ არ ვუკვირდებით ან არც ვიცით რომ უნდა დავუკვირდეთ. ხშირად კი მათ სხვადასხვა ფიზიკურ და ბუნებრივ მოვლენებს ვაწერთ — რაშიც ტელევიზია და მეცნიერება ძალიან გვეხმარება — Discovery Channel — ყველას გვეცნობა? სამწუხაროდ ხშირად მთავარი გვავიწყდება — ყველაფერი ღმ-რთისგან მოდის) თუნდაც მაშინ, როდესაც უსიამოვნება ხდება, მათში უკვე ჩადებულია მომავალი გადარჩენის ნერგი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 400 გერმანიის ებრაელი მოქალაქე ეცადა გაქცეულიყვნენ ინგლისში. ინგლისელები შპიონაჟის შიშმა შეიპყრო და ისინი ავსტრალიაში გადააგზავნა გემით. გემზე მომსახურე პერსონალის უყოლობის გამო, ინგლისელებს საჭირო რაოდენობის პატიმრების გამოშვება მოუხდათ. იგლისი დატოვა თუ არა გემმა, გემის მომსახურე პერსონალმა დაიწყეს მგზავრებზე დაცინვა და მათი შეჭივრება. წაართვეს ებრაელებს ყველა პირადი ნივთი, რაც მოეწონათ თავისთვის დაიტოვეს, რაც არა წყალში გადაყარეს, არათუ ნივთები, არამედ წერილებიც კი გადაუყარეს წყალში. მგზავრები სრულიად ცარიელნი დარჩნენ, მათვის წარმოუდგენელი იყო არსებობა ასეთი სახით უცხო ქვეყანაში.

ათეული წლების შემდეგ იქნა ნაპოვნი წერილი გერმანელი გენერალისა, რომელიც წყალქვეშა გემზე მსახურობდა. სადაც წერს თუ როგორ ცდილობდნენ გაენადგურებინათ მტრის გემი, რომელსაც უკან მისდევდნენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინ, დაზვერვაზე მათ ოფიცრები ნავით გაუშვეს, რომლებმაც გემიდან გადმოყრილი ჩემოდნები იპოვეს და ასევე წერილები სადაც გერმანული ტექსტები იყო,. გერმანელი აღნიშნავს რომ მათ სიხარულს საზღვარი არ ჰონდათ, რათა ვერ შეძლეს გემის ჩაძირვა სადაც გერმანელები იყვნენ, ისეთივე როგორიც თვითონ. მათ მიიღეს სპეციალური დავალება მეთაურობისგან, რომ ეს გემი მიეცილებინათ ავსტრალიის ნაპირებამდე. მხოლოდ მას შემდეგ რაც გემიდან ყველა მგზავრი იყო ჩამოსმული, გერმანელებმა შეძლეს გარკვევა რომ გემი იყო ინგლისური და იქვე ჩაძირეს.

40 წელი ებრაელები, რომლებიც მგზავრობდნენ ამ გემზე, ჩიოდნენ და წუწუნებდნენ მომხდარის შესახებ, სანამ არ გახდა ცნობილი გერმანელი გენერალის წერილის შესახებ, თუ როგორი სასწაულით იხსნა გამჩენმა ისინი სიკვდილისგან, თუ არა პატიმართა ჯგუფი სპეციალურად გამოშვებული ციხიდან ამ რეისისთვის, მათ არ ექნებოდან გადარჩენის შანსი.

საინტერესოა კიდევ ჩნდება კითხვა : ხდება სასწაულები ჩვენს გარშემო?

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)

[5] ტკივილი — გამომჟღავნება შექმნილი სიბოროტის — მართალია?

რაბი შიმშონ დავიდ პინკუსი

ნაწილი# 2                                       

თავდაპირველად, სამყაროში  არ იყო ავადმყოფობა, პირველი კაცობრიობის ისტორიაში ავად — ჩვენი მამა იაკობი გახდა, რომელმაც შესთხოვა გამჩენს, რომ სიკვდილის წინ ადამიანი გამხდარიყო ავად, რათა მოასწროს ადამიანმა ოჯახის წევრებისთვის დარიგებების დატოვება. ბაბილონის თალმუდი გვიყვება, თუ როგორ იღებდნენ ავადმყოფობას ჩვენი ბრძენები — მიშნის შემქმნელები (თანაიმები). რაბი ელიეზერი, შვილი რაბი შიმონ ბარ იოხაის, ყოველ საღამოს უხმობდა თავისთან ავადმყოფობას და ტანჯვას სიტყვებით :        » მოდით ჩემთან ძმებო და დებო «,  ხოლო რებიზე — რაბი იჰუდა ჰანასი ისეთ ტკივილებს განიცდიდა, რომ მის გმინვასა და შეძახილებს ტანჯვისგან, გემზეც კი ესმოდათ, რომელიც ცურვაში მიდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეძახდნენ ამ ტანჯვასა და ტკივილს : «საყვარელი ტანჯვა» (იგულისხმება, რომ გამჩენი მხოლოდ მისთვის საყვარელ ხალხს ტანჯავს) .(ბაბა მეცია 84:-85.).  უდაოა რომ, ჩვენ მათი სულიერი საფეხურიდან ძალიან შორს ვართ, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, თუ რომ დიდი ხალხი ითხოვდნენ ტანჯვასა და ტკივილს თავის თავზე, ეძახდნენ მათ «საყვარელს» და ასევე «ძმებსა და დებს», ეს მიგვითითებს იმაზე რომ, ტანჯვა და ტკივილი არ მოდის ქვეყანაზე მხოლოდ ჩვენთვის ცხოვრების გასამწარებლად ან უბრალოდ ჩვენ სატანჯად, არამედ ტკივილსა და ტანჯვებში გამჩენის მიერ არის ჩადებული ღრმა აზრი, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაზე.

რათა გავიგოთ და ჩავწვდეთ ზემოთქმულის ჭეშმარიტ აზრს, თავდაპირველად საჭიროა გავიგოთ განსაზღვრება ტკივილისა, თუ რას წარმოადგენს ის და როგორია ადამიანის რეაქცია მასზე.

ფიზიკური კუთხით ტკივილი, თავის მხრივ წარმოადგენს — ანტი სიცოცხლეს, რაღაცას რაც ახლო არის სიკვდილთან. სიცოცხლე არის — განვითარება, წინსვლა, აღმასვლა. ტკივილი კი — შეფერხება. როდესაც ადამიანი განიცდის ტკივილს, თითქოს და ის პარალიზებულია, ადევნებს სამყაროს თვალს გვერდიდან და არ არის ამ ქვეყნიერების სრულფასოვანი წევრი. მას არ შეუძლია ტკივილის გამო გააკეთოს რამე, გამოიყენოს თავის რეალური შესაძლებლობები, ერთი სიტყვით მისი ცხოვრება » გაჩერდა». გარკვეულ წილად ეს არის — სიკვდილი.

ადამიანში ჩადებულია არაჩვეულებრივი გრძნობა სიცოცხლის სურვილისა. ეს სურვილი განსაკუთრებით მწვავეა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც ის მთელი ძალით ცდილობს თავის გადარჩენას, რათა დაბრუნდეს ჩვეულ რითმში და გააგრძელოს, მისთვის ნაჩუქარი პოტენციალის გამოყენება, განვითარება და უბრალოდ სიცოცხლე. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ნებისმიერი ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ადამიანისა.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა : როგორი ცხოვრებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? რა მიმართულებით უნდა ვანვითარებდეთ ჩვენ სურვილს სიცოცხლისა და გაბრწყინების?

(თარგმანი: ც.ხ პარლაგაშვილი)


http://www.beerot.ru/?p=12770