ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №17 (ემორ)

Дата: | Автор материала: null

1202

[mwm-aal-display]

[1] შეურაწმყოფელი ოჯახის პატივისა

ლეკახ ტოვ

«და ქალიშვილი ქოჰენისა თუ გაირყვნება მრუშობაში, მამასა მისსა ბილწავს ის, ამიტომ იქნება დამწვარი ცეცხლში» (ვაიკრა 21:9)

თორა ლაპარაკობს ქოჰენის ქალიშვილზე, რომელიც უკვე არის გათხოვილი. სასჯელი ცეცხლით დაწვა ქოჰენის ქალიშვილისა, არის ორი საფეხურით უფრო მკაცრი ვიდრე სხვა გათხოვილი ებრაელი ქალისა, შემთხვევაში თუ მათ იმრუშეს (უღალატეს ქმარს). სასჯელი ებრაელი ქალისა არის გაგუდვა (რა თქმა უნდა განაჩენი უნდა იყოს მოყვანილი ებრაელური სასამართლოს მიერ, თორით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით).  ცნობილია რომ თორა არ არის მოწოდებული ადამიანის დასჯისკენ, მითუმეტეს სიკვდილით, არამედ პირიქით სასამართლო ყველანაირად ცდილობს იპოვოს საშუალება რათა ისრაელის შვილს მიეცეს შანსი გადარჩენისა — გააკეთოს თეშუბა (მოინანიოს და დაბრუნდეს გამჩენის გზაზე). მაშინ ჩნდება კითხვა — რატომ ისჯება ქოჰენის ქალიშვილი უფრო მკაცრი — სასტიკი სასჯელით, ვიდრე სხვა დანარჩენები?

პასუხს ამ კითხვაზე გვცემს რაბი ზისელი კელმიდან: პასუხი თვით თორაში გვიწერია — «… მამასა მისსა ბილწავს ის …», ქოჰენის ქალიშვილი ამ საქციელით არა თუ თავის თავს ბილწავს მხოლოდ, არამედ მამასაც და მთელ ოჯახსაც, შეიძლება ითქვას მისი სასჯელის სიმკაცრის მიზეზი, შეიძლება ზუსტად მამისა და ოჯახის პატივი იყოს.

ბაბილონის თალმუდში (შაბათი 20.) ბრძენები წერენ: ქოჰენები იყვნენ ფრთხილები. რაში გვიხსნის:  ქოჰენები იყვნენ მსწავლელი და დამცველი თორისა (ასრულებბდნენ ყველაფერს დავალებულს თორიდან ზედმიწევნით). აქედან გასაგები ხდება რომ ბავშვებს ოჯახში აღზრდა არ დაკლებიათ, არამედ პირიქით მათი აღზრდა იყო უმაღლეს დონეზე. ეს კი უფრო მეტად ძლიერდება იმის გათვალისწინებით რომ, ქოჰენისთვის განკუთვნილი წმინდა საჭმელი და ნივთები სახლში, მოითხოვენ დიდ სიმკაცრესა და ყურადღებას, რაღა დარჩა რომ არაფერი ვთქვათ მათი მსახური — ბეით ჰამიკდაში.

გამოდის რომ ორ ფაქტორს აქვს გავლენა სასჯელის სიმკაცრეზე: 1) ვინც სახლში იღებს კარგ აღზრდას, მას მეტად სთხოვენ პასუხს. 2) შეურაწყოფილი მამა, იღებს ბევრ დამცირებისა და სირცხვილის, რადგან მის ოჯახში არ იყო სათანადო აღზრდა და წესრიგი. აქედან გამომდინარე ვხვდებით სასჯელის სიმკაცრეს — დაწვა ცეცხლში.

აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა ოჯახის პატივის სიმკაცრისა და რა სასჯელი ელის ამ სათუთი პატივის შემლახველს, განურჩევლად კაცისა თუ ქალის. მაგრამ მეორეს მხრივ აქედან გვესმის, რამხელა გასამჯელოა დადგენილი ოჯახის პატივის მომაღლებელისთვის, თორა გვასწავლის წესს: გასამჯელო ნებისმიერ კარგ საქციელზე 500-ჯერ მეტია ვიდრე სასჯელი — ცუდი საქციელისთვის, რამდენჯერ და რამდენჯერ მეტი — ვინც თავის საქციელით ადიდებს განმჩენის სახელს, რადგან ეს შედეგია მისი აღზრდისა ოჯახში, როგორც ნათქვამია თალმუდში: რას იძახის ხალხი მასზე: ნეტარებავ მამასა მისსა, რომ ასწავლა თორა, … მასზე იძახის იშაია წინასწარმეტყველებაში (იშაია 49): ბრძანებს გამჩენი «ისრაელო სიამაყევ ჩემო»!

[2] ძალა თვალისა

ნაწილი# 2

როგორც უკვე ავღნიშნეთ სმენა მეტად ღრმა შეგრძნებაა ვიდრე ხედვა, მაგრამ, დანახულს უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის შთაბეჭდილებაზე ვიდრე მონასმენს. ვილნიუსელი გაონი (გაონ მივილნა) წიგნში «თიკუნეი ზოჰარ» მოჰყავს განსხვავებული მხარეები ხედვის უპირატესობისა სმენასთან შედარებით. გარდა სხვა უპირატესობისა თვალი მეტად ზუსტ ინფორმაციას აწვდის ადამიანს ვიდრე ყური, ანუ დანახული მეტად ზუსტია ვიდრე მოსმენილი, დანახული მეტად უბიძგებს ადამიანს დანახულის მიმართ სიყვარულისა თუ ზიზღისკენ ვიდრე მოსმენილი. ვილნიუსელი გაონის აზრის მიხედვით თვალით დანახულით უფრო ღრმად ილექება და უფრო დიდ ხანს რჩება ადამიანის მეხსიერებასა და გულში, ამიტომ, როდესაც თორა მოგვიწოდებს რომ გარკვეული საგანი ვიცოდეთ ზუსტად და გვქონდეს ზუსტი წარმოდგენა — გვიწერს «ნახე»,  ასე მაგალითად თორის ერთ ერთ მონაკვეთში: «შეხედე, გაძლევ მე შენ კურთხევასა და წყევლას» (დევარიმ 11:26)

გამომდინარე იქიდან რომ დანახულს აქვს დიდი ძალა, ადამიანი ვალდებულია უყუროს სიწმინდეებს მაგ: წმინდა ადამიანის სახის დანახვით ადამიანს ემატება სიწმინდე, მტკიცებულება ამისა გვაქვს ბაბილონის თალმუდში, სადაც რაბი (რაბი იჰუდა ჰანასი) გადმოქვცემს — რომ მის სიბრძნეზე დიდი გავლენა იქონია რაბი მეირის (რაბი მეირ ბაალ ჰანეს — უდიდესი ბრძენი თორის) ზურგის დანახვამ, მაგრამ დასძინა ისიც — რომ დაენახა რაბი მეირის სახე მეტად ბრძენი იქნებოდა (ერუვინი 13:). ტრაქტატ ჰოართ-ში (12.) გვასწავლიან ბრძენები — როდესაც მოსწავლე რაბის წინ ზის თორის სწავლის დროს მნიშვნელოვანია უყუროს რაბის სახეს — კერძოდ კი ტუჩებს საიდანაც რაბი თორას აფრქვევს.

ზემო აღნიშნულიდან გასაგები ხდება თუ რატო იყო მოშესთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ერეც ისრაელის დანახვა — წმინდა მიწის დანახვით სიწმინდე მოშესი მეტად მომაღლდა.

გასათვალისწინებელია მეორე მხარე ხედვისა, არა მარტო სიწმინდე მოქმედებს დანახულიდან გამომდინარე არამედ, უწმინდურობაც. ადამიანი უნდა გაფრთხილდეს თვალი აარიდოს ნებისმიერ გამოვლინებას ცოდვისა და სულიერი უწმინდურობის. მაგალითი ამისა გვაქვს თორაში: როდესაც, გამჩენს ლოტი — აბრაჰამ ავინუს ძმის შვილი, სედომიდან ანგელოზების ხელით გამოჰყავდა რათა გადაერჩინა იქაურობის განადგურების ჟამს, მას აკრძალული ჰქონდა უკან გახედვა, რადგან საშიშროებას — ლოტის უწმინდურებთან დაკავშირება წარმოადგენდა (ლოტის ცოლმა ეს არ გაითვალისწინა, უკან გაიხედა და იქვე მარილის ბოძად გადაიქცა), ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნებოდა გადარჩენის ღირსი.  ტრაქტატ მეგილა-ში ნათქვამიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საშიშია და გასაფრთხილებელი — უწმინდურის სახის ყურებისა. სახე ივრითულად არის სიტყვა — ფანიმ, რომელიც იდენტურია სიტყვისა — ფნიმ — და გვხვდება დამწერლობით თორაში, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს ნიშნავს, ისმის აქედან რომ სახე — ადამიანის შიდა სამყაროს მაჩვენებელია. შესაბამისად, ცოდვილისა და უწმინდურის სახის ცქერით, ადამიანი აკავშირებს თავის შიდა სამყაროს — უწმინდურის შიდა სამყაროსთან, რაც გასაგებია რომ ძალზედ საშიშია (და გვაქვს უამრავი მაგალითი ცხოვრებიდანაც თუ როგორ შეუძლია ადამიანს ზეგავლენა მოახდინოს მეორე ადამიანზე) და საფრთხეს მისი ბოროტი და უწმინდური სურვილები და ვნებები წარმოადგენს, რადგან მათი ზეგავლენის ობიექტი ხდება.

 თორა გვაფრთხილებს და ეს არა მხოლოდ გაფრთხილება არამედ, მკაცრი აკრძალვაა: «და არ გაჰყვებით თქვენს თვალებს, რომელიც თქვენ გიბიძგებენ გარყვნილებისკენ» (კირიათ შმა — ბემიდბარ 12:39).  ამ ლექსიდან ჩვენი ბრძენები იერუსალიმის თალმუდში  სწავლობდნენ (ბერახოთ 1:5) : არის ორი ფაქტორი, რომელიც უბიძგებს ადამიანს ცოდვისკენ — თვალი და გული (ბინძური ფიქრებისა და აზრებისკენ). ვილნიუსელი გაონი გვასწავლის — გამომდინარე იქიდან რომ დანახულის ძალა ბევრად მკვეთრი და ძლიერი ვიდრე ბინძური აზრები, ადამიანი ვალდებულია გაფრთხილდეს ძალიან რათა არ იყუროს ცოდვისკენ.

იეშიაჰუ წინასწარმეტყველი — მას ვინც ინახავს თვალებს და არიდებს მათ ცუდისგან, აქებს და ადიდებს შემდეგი სიტყვებით: მოსიარულე გზებზე სიწმინდისა … და ამრიდებელი თვალისა, რათა არ ნახონ ბოროტი.  იქნება მკვიდრი მაღლობისა (სულიერი სიმაღლე იგულისხმება), კლდეები საყრდენი მისი, პური აქვს მას, წყლით კი უზრენველყოფილი»  (იშაიაჰუ 33-15:16 ).  იერუსალიმის თალმუდში (ბერახოთ 1:5) ნათქვამია: ბრძანებს გამჩენი: თუ მომცემ გულსა და თვალებს შენსას — ვიცი რომ ჩემი ხარ შენ.  ანუ ადამიანი შემნახველი გულისა (ვნებებისგან) და თვალებისა ცუდი სანახაობისგან, უსათუოა რომ წმინდანია (უნდა გვახსოვდეს ისიც რომ, მას ვისაც ძალიან უჭირს ამის გაკეთება, მისი დამსახურება ყოველი ძალისხმევისთვის ბევრად მეტია ვიდრე ყველაზე დიდი წმინდანისა, ვისთვისაც ეს იოლზე იოლია მას მერე რაც მან გადალახა სირთულეები და ინახავს თვალებს, ამიტომ საჭიროა ყოველ შესაძლო მომენტში ვცადოთ და მოვარიდოთ ჩვენი თვალი და გული ბოროტს, გამჩენი დაგვიფასებს)  გამჩენის გზაზე, ამ მტკიცებულებას ბრძენები სწავლობენ შლომო ჰამელეხის «მიშლეი»-დან: «შვილო ჩემო მომეცი გული შენი, და თვალები შენი იყოს მდევნელი გზებისა ჩემის» (მიშლეი 23:26).                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

(დასაწყისი იხ. წინა კვირის გამოშვებაში)

[3] სასჯელი, ტანჯვა და ხსნა

რაბი ელხანან ვასერმანი

ნაწილი# 2

ხსნა თაობაში სადაც ყველა ცოდვილია

ბაბილონის თალმუდში (სანჰედრინი 98.) ნათქვამია: არ მოვა შვილი დავითის — მაშიახი, გარდა თაობისა — რომელშიც ყველა წმინდანია ან ყველა ცოდვილი.  გვმართებს გავიგოთ თუ რით არის პრიორიტეტული  ცოდვილთა თაობა თუნდაც «საშუალო» თაობასთან შედარებით, რომელიც არც ცოდვილებს მიეკუთვნება და არც წმინდანებს. იქვე თალმუდში მოყვანილია ორი სავარაუდო დრო ხსნისა — თავის დროზე ან უფრო ადრე ამ დადგენილი დროისა. ხსნა, რომელიც უნდა მოვიდეს მისთვის განსაღვრულ დროს — არაფერზე არ არის დამოკიდებული არამედ მხოლოდ თვით დროზე. მაგრამ ხსნა, რომელიც შეიძლება მოვიდეს უფრო ადრე დათქმული დროისა — საჭიროებს განმარტებას. როგორც ვახსენეთ მაღლა — არსებობს ორი პირობა: ან მთელი ერი უნდა იყოს წმინდანი და აქ შესაბამისად ყველაფერი გასაგებია და ახსნას არ საჭიროებს. ან მთელი ერი ცოდვილი, ასეთ შემთხვევაში კი მათი დარჩენა განდევნაში ხდება დაუშვებელი, მსგავსად მიცრაიმისა — ეგვიპტის, ისრაელის ერი იყო უწმინდურობის უმაღლეს საფეხურზე — 49, უკანასკნელი არის 50 საიდანაც დახსნა აღარ არის, ანუ ისრაელის ერი ვერ გამოვიდოდა მიცრაიმიდან, როგორც მოტხრობილია ფესახის აგადაში. უწმინდურობის 50-თე საფეხურიდან გადასარჩენად გამჩენმა თავის «ხელით» გამოიყვანა ისრაელის ერი მიცრაიმიდან. ასევე ჩვენს თაობაში — სადაც ყველა არის ცოდვილი, მოსალოდნელია დახსნა მსგავსი მიცრაიმისა.  [მაგრამ ისევ ჩნდება კითხვა ვინ დაიმსახურებს, როგორც ცნობილია არც მიცრაიმიდან გამოვიდა ყველა, უფრო მეტიც დიდი უმრავლესობა დარჩა იქ და დაიღუპა, მათი დარჩენის მიზეზი კი უნდობლობა და რწმენის ნაკლებობა იყო გამჩენის მიმართ]                 

[4] მშობლის პატივისცემა

სინაის მთაზე მიღებული ათი მცნებიდან, ერთ-ერთი არის მშობლის პატივისცემა: » პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელ იქმნ მიწაზე, რომელსაც გაძლევ უფ-ლი ღმ-რთი  შენი «. ათეულში რიგით მეხუთეა  და მის სიმკაცრესა და სიდიდეზე მოგვითხრობს, ბაბილონის თალმუდი, მიდრაში, ზოჰარ ჰაკადოში და ა.შ. საკმარისია თუნდაც ის ფაქტი რომ, თორამ გაუტოლა მშობლის პატივისცემა გამჩენის პატივისცემას. აქედან გამომდინარე არ იქნება ურიგო მოკლედ გავეცნოთ  ამ წესებს.

დამწერლობით თორაში ორ ადგილას ვხდებით მშობლის პატივისცემის მიცვას : » პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა … «(შმოთ — ითრო 20-12), » გეშინოდეს დედისა და მამისა შენისა … » (ვაიკრა — კედოშიმ 19-03) . როდესაც თორა ახსენებს მიცვას მშობლის პატივისცემას, ლაპარაკს იწყებს მამიდან, ხოლო შემდეგ კი ახსენებს დედას. შიშის მიცვაზე ლაპარაკისას კი იწყებს დედით და შემდეგ ახსენებს მამას. გვიხსნიან ბრძენები, რომ ეს გამომდინარეობს ადამიანის ბუნებიდან, შვილი დედის მიმართ უფრო პატივისცემითაა განწყობილი, რადგან დედა ზრუნავს მასზე, ექცევა ნაზად და თბილად. შიშით კი მამის მეტად ეშინია, რადგან მამა შეიძლება იყოს მეტად მკაცრი, მომთხოვნი და დამსჯელი. თორამ მათი პატივისცემისა და შიშის გასატოლებლად დაგვიწერა მონაკვეთი უკვე ნახსენები გზით.


http://www.beerot.ru/?p=14018