ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №3 (ვაერა)

Дата: | Автор материала: null

1904

[mwm-aal-display]

[1] რწმენის საფუძვლები — ათ დარტყმაში

რატომ დასაჯა გამჩენმა ეგვიპტე ათი დარტყმით, რომლებსაც თან ახლდათ კაცობრიობისთვის არნახული საოცრებები და სასწაულები? ჯიუტი ფარაონის გასატეხად განა ერთი დარტყმა არ იქნებოდა საკმარისი?  ამ კითხვაზე პასუხად შეიძლება მივიყვანოთ ნაწყვეტი თორიდან, სადაც გამჩენი მიმართავს ფაროს — ფარაონს: «მოვიღერებ მკლავს ჩემს (ეგვიპტეზე, რომ მინდოდესდა დაგსჯი შენ და ერს შენსას ჭირით, და იქნებით აოხრებული ზედაპირიდან მიწისა, მაგრამ დაგტოვებ მხოლოდ მისთვის, რათა დაგანახო ძალა ჩემი და მოდიდდეს სახელი ჩემი მთელს ქვეყანაზე«.

ავტორი წიგნისა «კომეც ჰამინხა« რაბი ცადოკ ჰაქოჰენი ლუბლინიდან იძახის, რომ გამჩენმა დატოვა ფარო ცოცხალი, მხოლოდ იმისთვის რათა დაენახებინა მისთვის თუ ვინ არის გამჩენი და რა ძალის მატარებელია ის. პასუხად ნათქვამისა ფაროს მიერ: «ვინაა გამჩენი, რომ მოვუსმინო მის ნათქვამს და გავანთავისუფლო ისრაელის ერი, არ ვიცი მე გამჩენი» — ათი დარტყმა იყო განკუთვნილი, რათა ფაროს შეეგნო ვინაა გამჩენი და ენახა მისი ძალა, რადგან ერთი «ხელის მოსმით» ეს შეუძლებელი იყო, ამიტომაც მიიღო ეგვიპტემ ათი დარტყმა «ნელ ნელა».

ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ ათი დარტყმა იყოფა სამ ჯგუფად:

1) სისხლი, ბაყაყები, ტილები;

2) გარეულ ცხოველთა თავდასხმა, ჭირი, ჭრილობები ტანზე;

3) სეტყვა, კალიები, სიბნელე, პირველშობილთა სიკვდილი.

ყოველი ჯგუფის პირველი დარტყმის წინ მოშე განსაკუთრებულად აფრთხილებდა ფარაონს, პირველად, სისხლის სასჯელის წინ უთხრა მას: «ასე თქვა გამჩენმა: აქედან გაიგებ შენ, რომ მე ვარ ღმრთი«. გაფრთხილებაში გარეულ ცხოველთა თავდასხმაზე, ნათქვამია «რადგან მე ვარ ღმრთი მიწაზე«. სეტყვაზე (რომელშიც ცეცხლი და ყინული ერთად იყო შერწყმულიგაფრთხილებისას კი ნათქვამია: «რომ იცოდე შენ, არ არის მსგავსი ჩემი მთელს ქვეყანაზე«. განსხვავებას სიტყვებში ამ ნაწყვეტებიდან, მივყავართ გამჩენის მეტად შეცნობამდე, პირველ გაფრთხილებაში აზრი შედარებით საერთო — ზოგადი მნიშვნელობისაა, მეორესა და მესამეში მეტად ღრმა და კონკრეტული.

ეს სამი ნაწყვეტი ერთად, შეიცავენ ჩვენი რწმენის ზუსტ მნიშვნელობას, სგავსად ნაწყვეტისა «ისმინე ისრაელო, ღმრთი არის უფალი ჩვენი, ღმრთი ერთია«. პირველი ჭეშმარიტება რაც უნდა შეეგნო ფარაონს — «აქედან გაიგებ შენ რომ მე ვარ ღმრთი» — გამჩენის სახელი მეტყველებს მის არსებობაზე, ყველაფერი არსებული ამ ქვეყანაზე არ არის მუდმივი, არსებობა ყველა ქმნილებისა არის განსაზხვრული და შემოფარგლული, მხლოდ ღმ-რთი როგორც ვხედავთ მისი სახელიდან — იყო, არის და იქნება კურთხეულია მისი სახელი. «ისმინე ისრაელო» — გამოვლინებაა გამჩენის არსებობისა.

რწმენა ღმრთის არსებობისა არ ცვლის ადამიანის თვისებებს, ეს მხოლოდ შეიძლება იყოს მისი მსოფხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მასთან ასევე საჭიროა შერწყმულ იქნას რწმენა შემდეგისა — «ღმრთი არის უფალი ჩვენი«, რომ არსებობს კავშირი გამჩენსა და ადამიანს შორის, რომელიც ცვლის თვისებებსაა და საქციელს ადამიანისა მიწაზე. მხოლოდ გათვითცნობიერება ამისა მიიყვანს ადამიანს სწორ გზამდე, როგორც ნათქვამია «პირკეი ავოთ: 2 -1: იცოდე რომ არის შენზედ თვალი მხედველი და ყური მსმენელი და ყოველი შენი საქციელი იქნება ჩაწერილი წიგნში «.

არსებობს ხალხი, რომელთაც ჯერათ გამჩენის არსებობისა, მაგრამ არ უნდათ ქედის მოხრა და აღიარება იმისა რომ მეფეთა მეფე სუფევს ცაში და მცოდნეა ყველაფრისა, მომხდარი მიწაზე. მათი აზრით, მეფის აღმატებულებას არ ეკადრება იცოდეს სიმდაბლე არსებული დედამიწაზე, შესაბამისად იმისა თუ როგორ არ აინტერესებს ადამიანს, მის ეზოში მყოფი მწერებისა, არ ენაღვლება მას — ისინი ხოცავენ ერთმანეთს, მეგობრობენ თუ…

გათვითცნობიერება უდიდესი გასხვავებისა — გამჩენის სიდიდესა და ადამიანის სიმდაბლეს შორის, შეიძლება გახდეს სასარგებლო მხოლოდ ადამიანის მისაყვანად ჭეშმარიტ თავმდაბლობამდე. როგორც ნათქვამია თეჰილიმში: «ადამიანი შექმნილია მიწიდან«, «მსგავსია გატეხილი თიხისა …», «და როცა დავინახავ ზეცასა შენსას, დავინახავ ნაყოფს ხელისა შენისა, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დაამკვიდრე შენ, ადაიმიანს, რომელსაც ახსენებ შენ, შვილსა ადამიანისა«.

ბაბილონის თალმუდში (მეგილა 31): თქვა რაბი იოხანანმა: «ყველგან, სადაც ხვდები გამჩენის სიდიდესხვდები თავმდაბლობას მისას«. ამაზე ვმეტყველებთ ჩვენ როდესაც ვიძახით «შემა ისრაელ«-ს: «ღმრთი არის უფალი ჩვენი«. ამაზე მიუთითა მოშემ ფარაონს მეორე ჯგუფის პირველი სასჯელის გაფრთხილებისას: «რომ იცოდე შენ, რომ მე ვარ ღმრთი მიწაზე «.

მოშეს ერთი — საბოლოო ჭეშმარიტება დარჩა ასახსნელი ფარაონისთვის, მესამე ჯგუფის პირველი სასჯელის წინ მოშემ წარმოთქვა: «(თქვა გამჩენმა) რომ იცოდე შენ, არ არის მსგავსი ჩემი მთელს ქვეყანაზე » — რომ არ აქვს შეზღუდვა ძალას გამჩენისას.

«შემა ისრაელი«-ის თქმის დროს, ჩვენ გარდა ღმ-რთის არსებობისა და მის მეთვალყურეობისა, ვამხელთ ასევე რომ ღმრთი არის ერთი და არ არის მის გარდა სხვა ღმ-რთი ან ძალა ან რამე სხვა. ეს ჭეშმარიტება ჩადებული იყო მესამე მიმართვაში მოშესი ფარაონთან: «რომ იცოდე შენ, არ არის მსგავსი ჩემი მთელს ქვეყანაზე «.

სამ ჭეშმარიტებას უნდა დაუფლებოდა ფარაონი. «აქედან გაიგებ შენ, რომ მე ვარ ღმრთი » — არსებობა ღმ-რთისა, «რადგან მე ვარ ღმრთი მიწაზე» — რომ გამჩენია მეთვალყურე ნებისმიერ ადამიანზე, «რომ იცოდე შენ, არ არის მსგავსი ჩემი მთელს ქვეყანაზე » — გამჩენი არის ყოვლის შემძლე და თავის ნებით განკაგავს ყველაფერს როგორც სურს მის ბრწყინვალებას.

(თარგმანი: .. პარლაგაშვილი)

[2] ყველაფერი სასიკეთოდაა

რაბი აკივას ცნობილი ისტორიიდან, ვსწავლობთ, თუ როგორი უნდა იყოს ებრაელის ხედვა. ერთ დღეს, რაბი აკივა გაემგზავრა გზად, თან მას სახედარი, მამალი და ლამპარი ჰქონდა. ერთ ერთ ქალაქში მას შესვლის უფლება არ მისცეს, რაბის ხასიათი არ გაუფუჭდა, არამედ, პირველი რაც წარმოთქვა, იყო «რასაც ღმ-რთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა», უკვე საღამო ახლოვდებოდა და რაბი აკივამ იქვე, ქალაქთან სიახლოვეს დასადგურება გადაწყვიტა. მის სახედარსა და მამალს ლომი დაესხა თავს და ორივე შეჭამა. რაბი დარჩა ლამპარის ანაბარა, მაგრამ მაინც არ იწყენდა და ისევ იმეორებდა: «რასაც ღმ-რთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა». გარკვეული დროის შემდეგ დაუბერა ქარმა და ლამპარიც ჩაქრა, აბსოლიტურ სიბნელეში მყოფი არც ამან გატეხა და მან ისევ გაიმეორა: «რასაც ღმ-რთი აკეთებს, მხოლოდ სასიკეთოდაა». ამავე ღამეს ქალაქს ყაჩაღთა ჯგუფი დაესხა თავს და მთელი ქალაქი ააწიოკა.  რომ შეეშვად რაბი ქალაქში, ისიც აღმოჩნდებოდა ყაჩაღთა ხელში. რომ არა ლომი, ცხოველების ხმა ყაჩაღებამდე მიაღწევდა, რომ არა ქარი შუქს შეიძლებოდა ყაჩაღთა ყურადღება მიექცია და თავს დაესხმებოდნენ რაბის. აქედან გამომდინარე ვხედავთ, სიტყვები, რომელსაც რაბი აკივა იძახდა: «რასაც ღმ-რთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა» აბსოლიტური სიმართლე აღმოჩნდა. ამ ისტორიას ძირითადად ბავშვებს უყვებიან, მაგრამ სასურველი იქნება ზრდა სრულებმაც დავუდოთ გული და ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებაში მივუჩინოთ სათანადო ადგილი.

გასაგებიაროდესაც რაბი აკივა იძახდა: «რასაც ღმ-რთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა», უშუალოდ იმ მომენტში არ გულისხმობდა, რადგან მას იმ მომენტში არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ ჰქონდა. მითუმეტეს ცნობილია, ეს სიტყვები «ყველაფერი სასიკეთოა», მომავალ სამყაროსთვის არის ნაგულისხმები, მიუხედავად ამისა, ამ სამყაროშიც ვხედავთ რომ აქვს გარკვეული სარგებელი მათ.

რაბი აკივას   აბსოლიტურად სჯეროდა, თუ რაც ხდება ამ სამყაროზე, ყველაფერი ღმ-რთის ნებითაა და არანაირ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. ყველა ცუდი, რომელსაც აქვს ადგილი ამ სამყაროში ეს გამჩენის სახის დაფარვაა, რადგან გამჩენის ნებაა მხოლოდ სიკეთის კეთებაა ისე, რომ ეს სიკეთე ყველასთვის გასაგები იყოს უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც ის ხდება, მაგრამ ამ ყველაფერზე ლაპარაკს აქ არ აქვს ადგილი. რაბი აკივამ ცხოვრება რომაელთა ხელში დაასრულა, მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს თორის გავრცელებისთვის, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რწმენა არ შეუცვლია და არც ბოდიში ან პატიება უთხოვია, უფრო მეტიც, მოსწავლეების მიღებას ციხეში აგრძელებდა რათა გადაეცა მათთვის თორა. მისი უკანასკნელი სიტყვები «შმა ისრაელი» გახლდათ, კერძოდ კი მან სული სიტყვა «ეხად«-ზე (უკანასკნელი სიტყვა «შმა ისრაელი«-ის პირველი კუპლეტისარომლის აზრიც ღმრთის ერთიანობას და ერთადერთობას წარმოადგენსდალია, რაც წმინდა ენაზე ერთს ნიშნავს, ანუ რაბი აკივამ სიცოცხლე გამჩენის სახელის გამთელებაში დალია, რაც ნიშნავს რომ მას აბსოლიტურად სჯეროდა, მიუხედავად აუტანელი წამებისა რომ ღმერთი ერთია, ყველაფერი მისი ნებაა და ვალდებულება ებრაელისა მისი სურვილის შესრულებაა. რაბი აკივას ოცნებას წარმოადგენდა, როგორც მისი გატარებული ცხოვრება იყო დათმობილი გამჩენის სამსახურსა და მასზე თავის შეწირვას, ასევე დასასრულიც გამჩენის სახელისთვის თავის შეწირვა ყოფილიყო, ეს კი გამჩენის სახელის მოდიდების უმაღლესი დონეა. თავის შეწირვა, რომელზეც ვსაუბრობთ არავის ეგონოს რამით წააგავდეს დღეს მომხდარ მოვლენებს სამყაროში, როდესაც არანორმალურთა ჯგუფები თავს იფეთქებენ, ან რაიმე შიზოფრენიული და ბნელი ჩანაფიქრია, არა, თავის შეწირვა ებრაელური თვალსაზრისით არავის აფეთქებას ან თავის მოკვლას არ გულისხმობს, არამედ როდესაც ებრაელის წინაშე აყენებენ საკითხს: ან ებრაელობა ან სიცოცხლის დასრულება, ვალია ყველა ებრაელის იქნას მოკლული და არ გადავიდეს ღმ-რთის გზიდან, გარდა ამისა კიდევ არის სამი რამ რაზეც ებრაელი ვალდებულია თავი შესწიროს: არ იმრუშოს; არ მოკლას სხვა რათა გადარჩეს; არ ეთაყვანოს კერპებს.

ჩვენ ძალიან მოგვწონს, როდესაც ცხოვრება ჩვენი კარნახის მიხედვით მიდის, მაგრამ არასდროს ვიცით, თუ ეს სასიკეთოა. რასაკვირველია რაც კი ადამიანს მოსწონს და ძალიან უნდა, ფიქრს იმაზე კარგია თუ არა, საშუალებას არ აძლევს, აკეთებს ყველაფერს რათა მიაღწიოს სასურველ მიზანს. ხშირად ხდება, რომ ძალიან ნანობს, მაგრამ გამოსწორება უკვე შეუძლებელია, ან პირიქით, ცხოვრება ისე ვითარდება, რომ ადამიანს და არამარტო მას, არამედ მის გარემოცვასაც მიაჩნია, რომ სასწაულად არ უმართლებს, როგორი უბედური და საწყალია, არადა სინამდვილეში ვინ იცის, იქნებ და ყველაზე ბედნიერია, გამჩენი ინახავს და არ აძლევს საშუალებას, რომ საყვარელი შვილი რაიმე საფრთხეში ჩავარდეს. თუ ადამიანს აეხილა თვალი, გაეხსნა გონება და კარგად გადახედავს ცხოვრებას, ბევრს დაინახავს, მიხვდება თუ რამხელა ჩანაფიქრი იყო გამჩენისა, ამა თუ იმ სიტუაციაში, თუ რა მადლობელია მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა რაც მან გამოიარა, მეტიც, კიდევ დათანხმდებოდა უფრო მეტზეც, რადგან სხვა სიტუაციაში არ ჩავარდნილიყო, რომლის ბოლოც უფრო მწარე იყო. მაგრამ, ეს ყველას არ გამოსდის, რადგან უბრალოდ არ უნდა დაფიქრება, ყველაფერს შემთხვევითობას, გაუთვლელ ნაბიჯს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აწერს, ერთი სიტყვით მიზეზი არ ელევა. ხშირად, იმისთვის რომ მივენდოთ ჩვენს ზეციერ მამას ხელს ჩვენი სიამაყეც გვიშლის. «21-ე საუკუნეა რა დროს ეგეთებია» — ეს სიტყვები თითქმის ყველას გვითქვამს და მათი მონა, მსხვერპლი და მძევალი გავმხდარვართ. რთულია მას მერე, რაც ეს სიტყვები, ვთქვით, ვაღიაროთ რომ აბსოლიტური სისულელე იყო, რადგან ზუსტად ამის მერე გვაჩვენებს გამჩენი რომ შეცდომაა ჩვენი ხედვა, მაგრამ ეხლა ვეღარ ვაღიარებ. როგორ ვთქვა, ვიღაცამ თუ მაწყენინა, ან ბიზნესი კარგად არ მიდის, ან ხელი არ მემართება, ყველაფერი ინგრევა რასაც ვეკარები, რომ «ესეც სასიკეთოა«, ხალხი რას იტყვის !!! მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ აბსოლიტური სიმართლეა. უამრავი მაგალითია, რამდენჯერ უნანია ადამიანს სიმდიდრე, მთავრობასთან ან სხვა და სხვა ხალხთან სიახლოვე, არადა თავიდან ოცნებათაც ჰქონია, რამდენ მამას შვილსთვის აუკრძალავს სინაგოგაში მისვლა და კიპის დახურვა, უმჯობინებია უნივერსიტეტი და მეგობრებთან დასასვენებლად გაშვება, შვილი ვინმეზე ნაკლები არ იყოს, გული არ დაწყდეს, ბოლოს კი არაებრაელი შვილიშვილები სახლში და აბსოლიტური უარყოფა ებრაელობისა, აქ კი ნამდვილად ვერავინ იტყვის «ესეც სასიკეთოდაა». უბრალოდ უნდა მივენდოთ, გადავხედოთ ამ პრინციპით ცხოვრებას: «რასაც ღმ-რთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა», გავაანალიზოთ კარგად, გადავლახოთ სიჯიუტე და სიამაყე და ვაღიაროთ, წარმოვთქვათ ეს სიტყვები: «რასაც ღმრთი აკეთებს მხოლოდ სასიკეთოდაა«. ღმ-რთის დახმარებით ვინც კი უკვე შესძლო ამ გზით ცხოვრება, უფრო უნდა გაძლიერდეს, ვინც კი შორსაა მოიკრიბოს ძალა და შეეცადოს, ცხოვრება არნახულად სხვა იერს იძენს, ნდობა და რწმენა გამჩენისა უსაზღვროდ იზრდება, ამ ყველაფერთან ერთად წარმატებაც მოდის, რადგან ესაა გამჩენის ნება და წარმატებაც მის გზაზე მოსიარულეს აქვს, ყველაზე მაღალი და დიდი კი » კიდუშ ჰაშემი»-ა (ღმ-რთის სახელის მოდიდება), როდესაც ადამიანი ყველაფერში გამჩენის » ხელს » ხედავს, ცუდშიც — ღმ-რთმა გვარიდოს და კარგშიც.

(რავ პოლიშჩუკის გაკვეთილებიდან)

[3] მაზალი

ბაბილონის თალმუდიში, ტრაქტატ თაანითში, მოთხრობილია რაბი ელიეზერ ბენ ფედატზე, რომელიც ცხოვრობდა ძალზე შეზღუდულ პირობებში, ერთხელ მას ძილში გამჩენი დაესიზმრა და ჰკითხა მას: «როდემდე უნდა ვიცხოვრო ასეთ გაჭირვებაში, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი ტანჯვა ამ ქვეყანაზე, გამჩენმა კი უპასუხა მას: «შვილო ჩემო, ელიეზერ, ნუთუ გინდა რომ გადავატრიალო სამყარო, იმისთვის რომ შენ ხელახლა დაიბადო, საათს, რომელიც იქნება ფუფუნებით აღსავსე. საჭიროა ჩავწვდეთ, განა არ იყო სხვა საშუალება რომ რაბი ელიეზერი ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სამყაროს დანგრევისა და მისი ხელახლა შექმნის გარეშე?

როგორც ჩანს, სამართლიანობა მოითხოვს, ადამიანმა მიიღოს თვით გამჩენისგან სარჩო, ზუსტად ამიტომ, ბავშვის ჩასახვიდან 40 დღით ადრე «ზეცაში» აცხადებენ: ესა და ეს სახლი — ამას და ამას, ესა და ეს სათესი მიწა — ამას და ამას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ან ჩასახვის და ან დაბადების მომენტზე. რაც კი განკუთვნილია ადამიანისთვის მაზალით, ამ საყაროზე, არ აკლებენ მას მომავალი სამყაროდან, ანუ თუ ადამაინს არ აქვს ამ სამყაროზე გამოზომილი სიმდიდრე ან რაიმე სხვა სასურველი მისთვის, დაჟინებული ლოცვით, შეიძლება მისცენ მას ამ სამყაროზე და გამოაკლონ მისი მომავალი ცხოვრებიდან (ოლამ ჰაბადან), აქედან გამომდინარე გასაგებია რომ რაბი ელიეზერს არ უნდოდა თუნდაც მცირეოდენი მადლი დაჰკარგვოდა მომავალი სამყაროში, ამის გარეშე კი გამჩენს უნდა გადაებრუნებინა სამყარო რათა ის თავიდან დაბადებულიყო უხვ მაზალზე.

რაბი ელიეზერისგან განსხვავებით, რომელზეც უკვე ავღნიშნეთ რომ, აბსოლიტური წმინდანი იყო, ჩვეულებრივ, საშუალო დონის და რაღა თქმა უნდა ებრაელისა, რომელიც არაფერს იცავს, შეუძლია მაზალი შეცვალოს, რადგან თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არა თუ იღებს იმას რაც განკუთვნილი ჰქონდა მას, არამედ, ყოვედღე უარესობისკენ ცვლის. თეშუბითა და კეთილი საქმეებით, ებრაელს შეუძლია გამოასწოროს არა მხოლოდ მისი მომავალი არამედ, მთელი მისი ბნელი წარსულიც. როდესაც ებრაელი ბრუნდება გამჩენის გზაზე, მასზე უკვე დადგენილი სასჯელები, რომელიც მან ცოდვების გამო დაიმსახურა, ცის სასამართლოს გადაჰყავს მოლოდინის რეჟიმში, ანუ გამჩენი ელოდება მის საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდგომ ნაბიჯებს. თუ იპოვა ადამინმა თავის თავში ძალა, დაინახა გამჩენის გზებში რამხელა ჭეშმარიტება და სიბრძნეა, ჩამოშორდება ძველ გზებს, დაგროვილ ცოდვებსა და სასჯელებს უბათილებენ. ერთი შეხედვით რთული, თითქოს დაუძლეველი მიზანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და გვჯეროდეს ჩვენი ბრძენების, რადგან მათი სიბრძნე არ არის მოგონილი, არამედ გამჩენის სიბრძნეა, რომლის დედამიწაზე ჩამოტანა და გავრცელება მათი ხვედრი გახდა, არა იმიტომ რომ ბრძენებად დაიბადნენ, არამედ იმიტომ, რომ მათაც იჯერეს რომ გამჩენი ერთია და მისი ნებაა ჭეშმარიტი, მიატოვეს ამ ქვეყნიური წუთიერება, სიცრუე და დაეუფლნენ უსასრულოსა და უსაზღვრო თორას. რაბი იჰუდა ტრაქტატ სუქაში ბრძანებს: «მაშიახის მობრძანებისას, გამჩენი მაცდურს (იეცერ ჰარაგამოჭრის ყელს (როგორც შოხეტი ჰკლავს ცხოველს), წმინდანებს მოეჩვენებათ მაცდური როგორც მთა, ცოდვილებს როგორც თმის ღერი. იტირებენ წმინდანები და იტირებენ ცოდვილნიც, იტირებენ წმინდანები — რა ძალამ დაგვაძლევინა ეს მთა. იტირებენ ცოდვილნი — როგორ ვერ დავძლიეთ ეს თმის ღერისოდენა?».  იქვე ბრძანებს რაბი ასი: მაცდური თავიდან ჰგავს თმის ღერს, ხოლო ბოლოს ემსგავსება თოკს», გამჩენი ელოდება ადამიანისგან გამოღვიძებას, აძლევს მას შანსს, ნათქვამია: «გამიღეთ (გულის კარი) ნემსისოდენა და მე გაგიღებთ მთელი სამყაროს ოდენს» — რისვთის, თუ არა ჩვენს სასიკეთოდ, ჩვენი მაზალის გამოსასწორებლად?

(თარგმანი: .. პარლაგაშვილი)


http://www.beerot.ru/?p=10342